ფულის მოძრაობის უწყისი

ფულის მოძრაობის უწყისში ასახულია კონკრეტული პერიოდის განმავლობაში კომპანიაში შემომავალი და კომპანიიდან გამავალი ფულადი სახსრები. ამ უწყისის მეშვეობით, კომპანიის მფლობელს შეუძლია პროგნოზის გაკეთება, რა მოცულობის ფულადი სახსრები ექნება კონკრეტული პერიოდისთვის. ფულის მოძრაობა იყოფა სამ ნაწილად: ოპერაციები (გაყიდვებთან დაკავშირებული შემოსავალები/ხარჯები და ადმინისტრაციული ხარჯები), ფინანსური საქმიანობა (სესხები აღება/დაფარვა, საპროცენტო შემოსავალი, დივიდენდები და ა.შ.) და საინვესტიციო საქმიანობა (კაპიტალ დაბანდებები, ინვესტიციები, აქტივების რეალიზაციიდან მიღებული ფულადი ნაკადები და ა.შ.). 

·  ჩამოტვირთეთ ცხრილის შაბლონი. მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალჯერადად სამუშაო ცხრილი შეიცავს ძირითად მუხლებს, რომელიც ფულის მოძრაობის უწყისის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოთ 

·  შეგიძლიათ შეცვალოთ ცხრილი, თქვენი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, დაამატოთ ან წაშალოთ მისი მუხლები და შეცვალოთ მისი ფორმატი თქვენი მოთხოვნების შესაბამისად 

·  სამუშაო ცხრილი ადვილად გამოსაყენებელია. ჩასვით რიცხვები და ფორმა ავტომატურად გამოითვლის პერიოდის მიხედვით ფულადი სახსრების ნაშთს. 


თანდართული ფაილი: ფულის მოძრაობის უწყისის შაბლონი