ბიზნეს სიახლეები
ელექტრონული ხელმოწერა თიბისის კორპორაციული კლიენტების ბიზნესპროცესების გამარტივებისთვის
ბიზნეს ბლოგი
16 აგვისტო 2024
visibility 3792


თიბისიმ 1 წელია, რაც Signify-ის პლატფორმასთან თანამშრომლობით, პროცესების გამარტივების მიზნით, ელექტრონული ხელმოწერა დანერგა.  

ბანკი  კორპორაციულ კლიენტებს ელექტრონულ ხელმოწერას სთავაზობს  როგორც საკრედიტო პროდუქტებით - სესხებით, გარანტიებით, ფაქტორინგით, ასევე არასაკრედიტო პროდუქტებით -   დეპოზიტებით, სახაზინო ოპერაციებით, ნაღდი ფულის მართვის პროდუქტებითა და საოპერაციო განაცხადებით სარგებლობისას.

ბანკს და კლიენტს დისტანციურად, ციფრული მოწყობილობით შეუძლიათ სრული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი გააფორმონ. შედეგად, იზოგება დროის, მასალებისა და ადამიანური რესურსი. 

დღეს თიბისის კორპორაციულ კლიენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის 65% უკვე ელექტრონული ხელმოწერით დასტურდება. 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, ამ გზით, ჯამში 5000-ზე მეტი დოკუმენტი თუ ხელშეკრულება დადასტურდა. შედეგად კი, 70 000 ფურცელი დაიზოგა. 

 

Signify-ის პლატფორმა 2 სახის ხელმოწერას - განვითარებულ და კვალიფიციურ ხელმოწერებს უზრუნველყოფს. განვითარებული ხელმოწერა მხოლოდ ბმულზე გადასვლით დასტურდება. კვალიფიციურ ხელმოწერას კი, რომელსაც ბიზნესკლიენტები სესხების, გარანტიებისა და საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისას იყენებენ, სჭირდება: 

  • ხელმომწერის მოქმედი ID ბარათი და აქტიური პინ-კოდი, რომლის აღება/განახლება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი;
  • ID ბარათს წამკითხველი მოწყობილობა, რომელიც USB კაბელით უკავშირდება კომპიუტერს და რომლის შეძენაც იუსტიციის სახლშია შესაძლებელი;
  • პროგრამული უზრუნველყოფა - Signify Qualified GEO ან Georgian ID Card აპლიკაციები.

 

სანდო და სრულად ლეგალური ელექტრონული ხელმოწერის პროცესი მარტივი და უსაფრთხოა

  • ხელმომწერ პირს ბანკისგან ელ. ფოსტაზე ხელმოსაწერი დოკუმენტით ბმული ეგზავნება;
  • ბმულზე გადასვლის შემდეგ, ხელმომწერი პირი, ხელშეკრულების გასახსნელად, SMS კოდს იღებს;
  • ხელმომწერი პირი ID ბარათს წამკითხველში ათავსებს და ხელმოწერას ID ბარათის პინ-კოდით ადასტურებს;
  • ხელმომწერ პირს ელ. ფოსტაზე ეგზავნება ბმული, საიდანაც ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ჩამოტვირთვა შეუძლია.

ელექტრონული ხელმოწერის პროდუქტი სრულად თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება და კლიენტებს - ბიზნესპროცესები.