ბიზნეს სიახლეები
Oktopus - ფიტნეს კლუბი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების კულტურას ყოველდღიურობად აქცევს
ბიზნეს ბლოგი
25 ნოემბერი 2024
visibility 183


Oktopus 2016 წელს გამოჩნდა თბილისში, როგორც კლუბური ფიტნეს კლუბის კონცეფციაზე დაფუძნებული ბრენდი. სხვა სიტყვებით, ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი მხოლოდ სავარჯიშოდ არ მიდის, არამედ ერთგვარი სოციალური თავშეყრის ნაწილი ხდება. ოკტოპუსში მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში მიიღონ სხვადასხვა ტიპის მომსახურება და სრულად გადავიდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესზე.

 

„მაშინ, როცა ჩვენ დავიწყეთ პოზიციონირება, ფიტნეს კულტურა არც ისე გავრცელებული იყო საქართველოში. ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი კომპანია, ვართ, რომელმაც ამ სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. საწყის ეტაპზე არაერთ გამოწვევას წავაწყდით, რადგან მომხმარებლებს იმას ვაცნობდით, რაც აქამდე მეტ-ნაკლებად უცხო იყო“, — განმარტავს გიორგი ასათიანი, „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ დამფუძნებელი.

 

თუმცა ამგვარი გამოწვევები დაბრკოლებად ნამდვილად არ ქცეულა, ვინაიდან Oktopus სწრაფი ტემპით ვითარდებოდა არსებობის საწყისი ეტაპიდანვე. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ ახალი ფილიალების გახსნა, არამედ მომსახურებისა და სერვისების მუდმივი გაუმჯობესება. „მომხმარებლებს მხოლოდ სტანდარტულ სერვისებს არ ვთავაზობთ, იქნება ეს სპორტული აღჭურვილობებით ვარჯიში, საუნა თუ სხვა… არამედ, ისეთი უნიკალური მომსახურებები დავნერგეთ, როგორიცაა ულიმიტო ჯგუფური ვარჯიშები — იოგა, პილატესი, ბოქსი, ფუნქციონალური ვარჯიშები და სხვა“.

 

გარდა ამისა, ოკტოპუსი ტექნოლოგიური კუთხითაც გამოირჩევა. კერძოდ, სპეციალური აპლიკაციის (Oktopus Fitness Club) მეშვეობით, მომხმარებლებს მნიშვნელოვნად უმარტივდებათ სერვისებზე წვდომა — შეუძლიათ, ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მართონ თავისი ანგარიში. თანაც აპლიკაცია მუდმივი განახლების რეჟიმშია და უკუკავშირის თუ ახალ-ახალი საჭიროებების საფუძველზე შესაბამისი ფუნქციები ემატება. ამგვარი მიდგომით, ოკტოპუსის ამოსავალი წერტილი ყოველთვის მომხმარებელია.

 


Oktopus — სახელში ჩაქსოვილი კონცეფცია

Ok, Top, Us — სახელი ამგვარი თანმიმდევრობით უნდა დავყოთ. როგორც გიორგი ასათიანი განმარტავს, სახელწოდება ფიტნესი კლუბის ძირითად პრინციპებზეა აგებული. Ok-ში იგულისხმება ის, რომ აქ მისულმა ადამიანებმა კარგად უნდა იგრძნონ თავი. Top სპორტული განწყობის მატარებელია და იმაზე მიუთითებს, საკუთარი თავის მაქსიმუმს რომ უნდა მიაღწიო და საუკეთესო იყო. ხოლო Us ყველა წევრს ოკტოპუსის ნაწილად აქცევს.

 

„მთელი გუნდი ვამაყობთ იმით, რომ უამრავი ადამიანის კეთილდღეობაში შევიტანეთ ჩვენი წვლილი. არიან წევრები, რომლებმაც წლების წინ დაიწყეს ჩვენთან სიარული და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აშკარად იგრძნობა მათი განწყობისა თუ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების დადებითი ცვლილება. რეალურად, ვარჯიში მხოლოდ ფიზიკურ დატვირთვას არ გულისხმობს, არამედ მენტალურ კეთილდღეობასთანაცაა დაკავშირებული. ამიტომაც, ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის ვამჩნევ რაღაც სხვანაირი, გამორჩეული ენერგიით რომ ივსებიან“, — აღნიშნავს გიორგი ასათიანი.

 

საგულისხმოა, რომ ოკტოპუსის ამგვარ განვითარებასა და შესაძლებლობების გაფართოებაში თიბისი უდიდეს როლს თამაშობს. კერძოდ, ოკტოპუსისა და თიბისის მეგობრობა უკვე 8 წელზე მეტ პერიოდს ითვლის. „გახსნის დღიდან თიბისი მუდამ გვერდით გვედგა და ვგრძნობდით მხარდაჭერას. ამ წლების განმავლობაში თიბისის ბევრი ახალი პროდუქტის დავნერგეთ და გავტესტეთ ოკტოპუსის კლუბებში, რაც ჩვენს თანამშრომლობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ამავდროულად, ისეთი პროდუქტები, როგორიცაა მაგალითად ბიზნეს მობაილ ბანკი, მეხმარება, რომ პროცესები იყოს ოპერატიულად წარმართული — მით უმეტეს ისეთი სპეფიციკისთვის, როგორიც ოკტოპუსს აქვს. კლუბი კვირში 7 დღე 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, შესაბამისად, მუდმივი კავშირი გვესაჭიროება. ასევე, გამოვყოფ თიბისისა და ოკტოპუსის საერთო შეთავასებებს, რომლებიც დამატებით კმაყოფილებას იწვევს მომხმარებლებში“.


 

დღეისათვის Oktopus 6 ფილიალს აერთიანებს, რომელთაგან ხუთი თბილისში მდებარეობს, ერთი კი — ბათუმში. ერთ-ერთი ბოლო ფილიალი ლისის ტერიტორიაზე გაიხსნა და უფრო მეტად ველნესზეა კონცენტრირებული, 22-მეტრიანი საცურაო აუზით, რამდენიმე ტიპის საუნითა და კომპლექსური მიდგომებით. 

 

ამავდროულად, „ოკტოპუს ფიტნეს კლუბს“ მჭიდრო მოკავშირეები ჰყავს ინდუსტრიის ლიდერი კომპანიების სახით. კლუბის პარტნიორები არიან:  Life Fitness (აშშ)  და Technogym (იტალია).