ბიზნეს სიახლეები
ელექტროენერგიის ხარჯების შემცირება დღეს, უფასო ელექტროენერგია ხვალ - რატომაა მომგებიანი ბიზნესისთვის მზის ენერგიაზე გადასვლა
ბიზნეს ბლოგი
26 ნოემბერი 2024
visibility 112



მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარების გრძელვადიანი ტენდენცია მზარდია, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. 2022 წელს ჩვენს ქვეყანაში 13,75 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია დაიხარჯა, რაც 13%-ით მეტია წინა წლის მონაცემებთან შედარებით.  

ამ მოცემულობაში ენერგიის ალტერნატიულ, ეკომეგობრულ წყაროებზე გადასვლა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ფუნქციონირებისთვის დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდებათ.  მაგალითად, მზის ენერგიაზე მომუშავე სადგურით გამომუშავებული ელექტროენერგია ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, შეიმცირონ საოპერაციო ხარჯი და მოიპოვონ ენერგოდამოუკიდებლობა.  

 

მზის ენერგიას დიდი ხანია წარმატებით იყენებს ბიზნეს სექტორის ნაწილი, თუმცა მისი შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ბევრს არა აქვს. მეტიც, ხშირად მზის პანელები ძვირიან სიამოვნებად მიაჩნიათ. თუმცა, სინამდვილეში, ასე არ არის, დროთა განმავლობაში პანელები უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება — ბოლო ათწლეულებში მათი ღირებულება თითქმის 99%-ით შემცირდა, რაც მთავარია, გრძელვადიან პერსპექტივაში, მიღებული სარგებელი ხარჯებს აჭარბებს. 

 

მზის ენერგიის გამოყენებას წარმოებაში ბევრი უპირატესობა აქვს, მათ შორის ის რომ,  მზისგან მიღებული ენერგია განახლებადია და მუდმივი; ეკოლოგიური თვალსაზრისით მზის პანელების გამოყენება გონივრული გადაწყვეტილებაა; შესაძლებელია ფინანსური სარგებლის მიღება; იძლევა საშუალებას, იყო დამოუკიდებელი და, რაც მთავარია, გაწეული ხარჯები არ არის მაღალი. 

 

ქართული კომპანია Geo-Energy უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს მზის ენერგოსადგურების პროექტირება-დიზაინს, მშენებლობა-მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას.  კომპანია Geo-Energy-ის დამფუძნებელი, ლევან აბაშიძე ამბობს, რომ საქართველოში მზის ენერგიის გამოყენებასთან დაკავშირებით დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შეიცვალა. სულ უფრო მეტი მომხმარებელი ახლა უკვე თამამად მიმართავს Geo-Energy-ს და მზის პანელების სადგურის  გამართვას ითხოვს. 

 

“მზის პანელები ელექტროენეგიის ხარჯს 75%-ით ამცირებს, უკუგების პერიოდი 4-იდან 5 წლამდე მერყეობს და დახარჯული ინვესტიციის უკუგება, დაახლოებით, 20-25 % -ს შეადგენს.  5 წლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, 20-25 წლის მანძილზე მომხმარებლებს, ფაქტობრივად, უფასო ელექტროენერგია აქვთ. ამასთან, თუკი ბიზნესი ჭარბად გამოიმუშავებს ელენერგიას, მას შეუძლია მისი რელიზაცია და დამატებითი შემოსავლის მიღება.  

 

გარდა ელექტროენერგიის ხარჯების შემცირებისა, მზის ენერგიაზე გადასვლას მოაქვს ენერგო დამოუკიდებლობა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელს თავისი საკუთარი სადგური აქვს,  დაბალი ტარიფითაც სარგებლობს და სტაბილური მიწოდება აქვს, რაზეც არ მოქმედებს  ელექტროენგიის ფასის ცვალებადობა. “

კომპანია Geo-Energy ახორციელებს მზის სადგურის მონიტორინგს პირველი წლის განმავლობაში და გაძლევთ გამომუშავებული სიმძლავრის გარანტიას (ე.წ. Performance Guarantee) 12 თვის განმავლობაში — იმ შემთხვევაში თუ პირველი 12 თვის განმავლობაში მზის მიკრო ელექტროსადგურმა ვერ გამოიმუშავა წინასწარ დათვლილი ელექტროენერგია, მაშინ კომპანია საკუთარი სახსრებით ზრდის სიმძლავრეს და უზრუნველყოფს მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას. თავად მზის პანელებზე ვრცელდება 15 წლიანი ქარხნული გარანტია.  რაც მთავარია, კომპანია, აპლიკაციის საშუალებით, გამომუშავებული ელექტროენერგიის 24-საათიანი კონტროლის შესაძლებლობასაც გაძლევთ.

 

მზის პანელების ხელმისაწვდომობისა და ბიზნესების ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის თიბისი კომპანიებს გრძელვადიან სესხს სთავაზობს. რატომ არის მზის ენერგიაზე გადასვლა მომგებიანი არჩევანი და რა ბენეფიტებით ისარგებლებენ კომპანიები სესხის აღების შემთხვევაში? 



 

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს:

  • სესხის პროცენტის სუბსიდირებით სესხის სრულ ვადაზე (რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%) (აწარმოე საქართველოში);
  • 10-20 %-იანი გრანტით რეგიონების შემთხვევაში (აწარმოე საქართველოში);
  • სესხის პროცენტის სუბსიდირებით მაქსიმუმ 48  თვის განმავლობაში 11%-ის ოდენობით (სოფლის განვითარების სააგენტო);
  • EBRD-ის cash back-ით (10-15%);
  • ინდივიდუალური დაფარვის გრაფიკით საშეღავათო პერიოდის გათვალისწინებით (მაქსიმუმ 24 თვე).

 

როგორც თიბისიში განმარტავენ, განხორციელებული ინვესტიცია გულისხმობს ელექტროენერგიაში დაზოგილი დანახარჯის მიმართვას სესხის ყოველთვიურ გადასახადში, ხოლო 7-10 წლის შემდეგ უფასო ელექტროენერგიის გამომუშავებას. პროექტი კი  განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისეთი ბიზნესებისთვის, როგორებიცაა საწარმოები, სასტუმროები, სამედიცინო კლინიკები, სასათბურეები და სამაცივრე მეურნეობები და სხვა.

 

კომპანია Geo-Energy-ის დამფუძნებელი, ლევან აბაშიძე აღნიშნავს, რომ თიბისის შემოთავაზება ერთგვარი ბიზნესპროექტია, რომლითაც ბანკი მოხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ დაზოგვას, არამედ შემოსავლის წყაროსაც.

 

“მზის პანელებით სარგებლობა ზოგიერთ ბიზნესს მომხიბლავ წინადადებად არ ეჩვენებოდა, რადგან აქამდე პირველი 5 წელი სესხის დაფარვას სჭირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ უფასო ელექტროენერგიით სარგებლობა. თიბისის ამ პროდუქტის დახმარებით კი ამიერიდან მომხმარებლები მზის ენერგიის უპირატესობებით დღესვე ისარგებლებენ. ახლა ვაძლევთ ბიზნესებს იმას, რაც, სხვა შემთხვევაში, 5 და 10 წელიწადში უნდა მიეღოთ”, — ამბობს ლევან აბაშიძე.