ბიზნეს სიახლეები
გაიცანით თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“
ბიზნეს ბლოგი
30 იანვარი 2024
visibility 8398


თიბისიმ ბიზნესდაჯილდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა! 

გთავაზობთ ნომინაცია „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ ფინალში გასულ კომპანიებს:

3D ანიმაციასა და ვიზუალური ეფექტების მწარმოებელი კომპანია HIGHWAY VFX  2018 წელს, 4 მეგობარმა დააარსა. მათი მთავარი მიზანი, დაარსების დღიდან, გლობალურ მასშტაბებზე გასვლა და საქართველოს ანიმაციის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა იყო, რაც პირველ რიგში ხარისხზე ორიენტირებულობითა  და ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების ადგილობრივ სივრცეში განვითარებით უნდა მიღწეულიყო. შესაბამისად, „ჰაივეიმ“ ძალისხმევა პირველ რიგში ქართულ ბაზარზე მიმართა და მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა მასშტაბური ადგილობრივი ბრენდის პროექტში.  

სწორი ხედვა და განვითარების სურვილი სტუდიის წარმატების მთავარი კატალიზატორი გახდა და ძალიან მალე „ჰაივეის“ პორტფოლიოს ისეთი წარმატებული და გლობალური ბრენდების პროექტები შეემატა, როგორებიცაა Honda, Nissan, Airbus, Suzuki, Samsung.  

„გაგვიმართლა, რომ კომპანიის დამფუძნებლები საერთო ინტერესის და მიზნების გარშემო გავერთიანდით. კომპანიის დაარსების დღიდან განსაზღვრული გვქონდა, საით მივდიოდით და როგორი უნდა ყოფილიყო „ჰაივეი“ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ახლა ზუსტად ამ გზის ნახევარი გავიარეთ. შეიძლება ვთქვა, რომ უკეთაც შეგვეძლო, მაგრამ სავარაუდოდ ამაზე მხოლოდ ამ 5 წლის თავზე დაგროვილი გამოცდილება მალაპარაკებს. მგონია, რომ სწორედ ეს წელიწადი არის იმ დიდი მიზენბის და გეგმების ხორცშესხმის დრო, რომელიც გულისხმობს სტუდია „ჰაივეის“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე, ოკეანის მიღმა  გაყვანას და მსოფლიო კინოინდუსტრიის მოთამაშეებთან პარტნიორობას. ამისთვის ყველანაირი ნიადაგი მომზადებული გვაქვს და გვგონია, ამ პროექტში გამარჯვების შემთხვევაში თიბისის ბიზნესდაჯილდოება  დადებს აგურს ჩვენი კომპანიის წარმატების ისტორიაში!“ - ამბობს HIGHWAY VFX-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ლევან ლაფაჩი. 

ბიზნე დაჯილდოების მეორე ფინალისტია მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია, გამომცემლობა და ლეიბლი „სტოქტონ რექორდსი“. დაარსების დღიდან კომპანიის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და ქართული მუსიკის ინდუსტრიის განვითარება იყო.  საქმიანობის დაწყებიდან მალევე კომპანიამ მზარდი განვითარება დაიწყო, რამაც დამფუძნებლები მიახვედრა, რომ სწორ დროს, წორ ადგილას, სწორი საქმის კეთება ჰქონდათ დაწყებული. მოკლე დროში გაიზარდა პარტნიორების, ბრენდებისა და წარმატევული პროექტების რაოდენობა, კომპანიამ მოიპოვა სრული ფინანსური დამოუკიდებლობა,  რაც აისახა განხორციელებული პროექტების ხარისხზე, გაფართოვდა კომპანიის ოფისი, რომელიც მოიცავს ასევე სტუდიასა და ჰაბს.  

დღეს „სტოქტონი“ თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორებიცაა Bedford Falls, კორძი (korz),Moku Moku, სირკუს-მირკუსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ბრუნტეტი“ - თეატრალურ-მუსიკალური წარმოდგენა, რომლითაც „სტოქტონმა“ უკვე განახორციელა ტური საქართველოში და საერთაშორისო პროექტი KORDZ x Sakamoto რომელიც გასცდა საქართვეოს საზღვრებს. 

„კომპანიამ იმდენად სწრაფად დაიწყო განვითარება, რომ რაღაც მომენტში თავადვე გაგვიჭირდა ამ პროცესებისთვის ფეხის აბმა. მიმაჩნია, რომ განვთარების ამ ეტაპზე საჭიროა კომპანიის ცნობადობის ამაღლება, იმიტომ რომ ჩვენი კომპანია უკვე ნდობის ნიშანია. დადგა დრო იყო, ვიფიქროთ კომპანიის საიმიჯო ზრდაზე. თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს კომპანიის სტრატეგიული, საიმიჯო და ბრენდული განვითარება. კომპანიას სჭირდება რებრენდინგი,  ასევე ვებსაიტი. გამარჯვების შემთხვევაში, 2024 წლიდან ამაზე ვიზრუნებთ.“ - ამბობს „სტოქტონის“ დამფუძნებელი, კოკა გოგოხია. 

ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი ფინალისტია კავეა პლიუსის მიერ შექმნილი პირველი ქართული სტუდენტური სერიალი  „ცვალებადი ნიშნები“. სერიალში ნაჩვენებია სტუდენტური გამოწვევებით, დილემებით, სოციალური საკითხებითა და გადაწყვეტილებებით სავსე თანამედროვე ცხოვრება და მკაფიოდ ისმის ახალი თაობის ხმა. "ცვალებადი ნიშნების" პირველი სეზონი უმოკლეს დროში გახდა ციფრულ პლატფორმებზე ყველაზე ნახვადი და განხილვადი პროექტი და ადგილობრივ გართობისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში შეიქმნა მასშტაბური წარმატების პრეცედენტი - სოციალურ ქსელში „ტიკტოკი“ ეპიზოდის სცენები 38 მილიონჯერ ნახეს, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ იგივე მაჩვენებელი 10 მილიონზე მეტია, ხოლო კავეა პლიუსზე სერიალის 12 ეპიზოდის ჯამური ნახვების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. წარმატების და ზრდის პოტენციალის დასტურად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სერიალის მეორე სეზონი გადაღებები უკვე მიმდინარეობს და მონატრებული მაყურებელი ახალ ეპიზოდს იანვარში ნახავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ 2 სეზონია დაგეგმილი. 

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000 - ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.