ავეჯის საწარმო „ჯი აი ჰაუსი“ გაზაფხულის დადგომას სიახლეებით ხვდება. კომპანიამ თიბისის ფინანსური მხარდაჭერით თბილისში ახალი ოფისი და შოუ-რუმი გახსნა.
გიორგი ჩალიგავა 18 წელია რაც ამ საქმიანობას ეწევა, „ჯი აი ჰაუსში“ შეკვეთით ამზადებენ ყველანაირ საოფისე ავეჯს, სამზარეულოებს, საძინებლის კარადებს და ა.შ. ყველაფერს, გარდა რბილი ავეჯისა.
„ავეჯის წარმოება საკმაოდ კონკურენტული დარგი გახდა საქართველოში. ამ მიმართულებით ბევრი, ძალიან კარგი კომპანია საქმიანობს. ამიტომ რაღაცით უნდა გამოირჩეოდე ბაზარზე, რომ მომხმარებელმა არჩევანი შენს პროდუქციაზე გააკეთოს. მე ვფიქრობ, რაც „ჯი აი ჰაუსს“ სხვებისგან გამოარჩევს, ეს არის პროდუქციის მაღალი ხარისხი და ამაში იგულისხმება როგორც ავეჯის დასამზადებელი მასალების, ასევე შესრულებული სამუშაოების ხარისხი. კიდევ ერთი რასაც დიდ ყურადღებას ვანიჭებთ არის მომხმარებლის კმაყოფილება, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დათქმულ ვადებში ჩავეტიოთ და დროზე ადრეც კი შევასრულოთ დაკვეთა,“ - გიორგი ჩალიგავა, „ჯი აი ჰაუსის“ დამფუძნებელი.
კომპანიის მომხმარებლები არიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები, მათ შორის, არიან მსხვილი კომპანიებიც. გიორგი ჩალიგავა ამბობს, რომ ყველანაირი მომხმარებლის მოთხოვნას ერგებიან, შესაბამისად, ჰყავთ მასალების რამდენიმე მომწოდებელი, რომელთაგანაც ყიდულობენ.
შოუ-რუმში, რომელიც „ჯი აი ჰაუსმა“ ამ დღეებში გახსნა, მზა ავეჯის ნახვა და შეძენა იქნება შესაძლებელი. ასევე, შოუ-რუმში მომხმარებელს შეეძლება სასურველი დიზაინის არჩევა და ავეჯის შეკვეთა.
გაიგე მეტი თიბისის აგრო სესხის შესახებ - https://link.tbc.ge/Agro-Business