ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი"
ბიზნეს ბლოგი
03 ოქტომბერი 2022
visibility 2572


Horsetours 



Horsetours არის საცხენოსნო ტურიზმის განვითრების ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს, საკუთარი სერვისი გააციფრულონ, ხოლო მომხმარებლებს ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის ერთიანი პლატფორმას სთავაზობს. Horsetours ნებისმიერი დონის მხედრისთვის ინოვაციური პლატფორმაა დაჯავშნოს და ციფრული ვიდეო მარშრუტების დახმარებით სრულად შეისწავლოს ტურის მახასიათებლები. პლატფორმა საცხენოსნო ტურიზმში ჩართულ ადამიანებს, რანჩოებსა და საცხენოსნო გამყოლებს ეხმარება სერვისის გაუმჯობესებასა და დახვეწაში თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დამკვიდრებით. ამასთან ხელს უწყობს სეზონის გახანგრძლივებასა და შემოსავლების ზრდას. 


ძველი სუფრა


 

“ტრადიციის კვალდაკვალ, მუდამ ახლის ძიებაში” - გაცოცხლებული ისტორია და უმდიდრესი ქართული ორნამენტების საფუძველზე შექმნილი თანამედროვე ქართული სახლისა და პირადი აქსესუარები, რომელიც ხიბლავს ახალგაზრდასაც და ზრდასრულსაც, ქალსაც და მამაკაცსაც და ამშვენებს ნებისმიერი ტიპის გარემოს. “ძველმა სუფრამ” ქართულ სუფრას, გარდა დეკორატიულისა, პრაქტიკული დანიშნულებაც შესძინა, რაც უახლესი ციფრული ბეჭდვის ტექნოლოგიით მოახერხა. 

პროდუქცია 100% ნატურალური ბამბის ქსოვილით მზადდება, რომელიც მრავალჯერად რეცხვასა და მაღალ ტემპერატურას უძლებს. ბაზარზე კი ქსოვილის ამ ორი თვისების კომბინაცია უნიკალურია. 


კოლაიდერი


 

„კოლაიდერი“ არის 3 ქალის მიერ დაარსებული სამუშაო სივრცეების ქსელი, სადაც განთავსებულია პერსონალური და ჯგუფური სამუშაო ადგილები, ოფისები, შეხვედრების ოთახები, ბარი და მოსასვენებელი ზონები. „კოლაიდერი“ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტარტაპებსა და ფრილანსერებს კომფორტულ სამუშაო გარემოს სთავაზობს. „კოლაიდერის“ წევრებისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბენეფიტი ადგილობრივ ბაზარზე, მათ შორის სასწავლო აკადემია, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაეუფლონ ისეთ პროფესიებს, როგორებიცაა - ვებ-დეველოპმენტი, დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და სხვა.

 

აის ეიჯი


„აის ეიჯის“ პროდუქტი არის უმაღლესი ხარისხის გაფილტრული წყლისგან დამზადებული ყინულის კუბები, რომელიც იფუთება 1 კილოგრამიან და 2 კილოგრამიან შეფუთვებში. კომპანიამ მომხმარებელს შეუქმნა კომფორტი და უკვე მზა პროდუქტი გახადა ხელმისაწვდომი თბილისისა და ბათუმის სუპერმარკეტებში. ეს არის პროდუქტი რაც მომხმარებელს უმარტივებს ცხელი სეზონის გადაგორებას და ნებისმიერი ტიპის ღონისძიების ჩატარებას. 


ჩიკორი


 

„ჩიკორი“ აწარმოებს სხვადასხვა დასახელების ჩირეულობას, რომელიც მზადდება მხოლოდ ადგილობრივი, მზიანი ხილისგან - არ შეიცავს შაქარს და სხვა ქიმიურ დანამატებს. სწორედ, პროდუქტის გემო და ხარისხი განაპირობებს „ჩიკორის“ პროდუქტის უნიკალობას. 


ჰამო


 

„ჰამო“ მრავალპროფილური სტილის ტანისამოსს აწარმოებს და მომხმარებელს სთავაზობს, როგორც აზიური, ასევე ევროპული და აფრიკული სტილის ტანსაცმელს. ბრენდი იოგას ხაზის დამატებით მიზნად ისახავს საზოგადოებაში ჯანმრთელობის დონის ამაღლებას, რადგან ფიქრობენ, ზოგჯერ შესაბამისი პროდუქციაც ბიძგია მომხმარებლისთვის, ენთუზიასტებისთვის დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით. „ჰამოსთვის“ მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მაქსიმალურად ცდილოვს ეკომეგობრულები იყოს.  

 

Time Capsule 



Time Capsule ქმნის ვერცხლის და მინანქრის უნიკალურ სამკაულებს ბავშვების ნახატებიდან, ფოტოებიდან და მნიშვნალოვანი მომენტებიდან, ასევე ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაამზადოს მისთვის სასურველი გამოსახულება. „კაპსულა“ მოგონებების მატერიალიზების საუკეთესო საშუალებაა, არის ემოციური კონცეფციის მატარებელი, ითვალისწინებს აწმყოს შენახვას, მოგონებების შენარჩუნებას, იდეალურად წარმოაჩენს ბავშვების შინაგან სამყაროს დ ა მნიშვნელოვანი სენტიმენტების მატარებელია. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, არის ხელნაკეთი და მზადდება ინდივიდუალურად, არის უნიკალური, უმაღლესი ხარისხის ვერცხლით დამზადებული, თანამედროვე ტექნოლოგიის ცივი მინანქრით და ანტიალერგიული. 

 

 ბბ სთორი


„ბბ სთორი“ ამზადებს მაისურებს, ჩანთებს, შარფებს, ჰუდებს და სხვადასხვა აქსსუარებს. ბრენდმა აქტიური და თავისუფალი ადამიანებისთვის დაარსა ახალი ტიპის ქართული ეტიკეტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ასაკის ქალისა და მამაკაცის საჭიროებებს. ნამუშევრები მოიცავს ტრადიციული ქართული მახასიათებლების ნიმუშებს. სპეციალური ფერები, უნიკალური სიტყვები, ძეგლები და ქართული ანბანის სიმბოლოები ერთადაა გაერთიანებული ბრენდის წარმოებაში. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ექსკლუზიურობით. ბრენდს აქვს უნიკალური ტიპოგრაფიები და ემოციური კონცეფცია, გამოირჩავა მომსახურების მაღალი ხარისხით და სანდოობით.

 

ქართული თემა


 „ქართული თემა“ აწარმოებს “პირამიდების“ სახელით ცნობილ საბავშვო სათამაშოებს გასართობი და შემეცნებითი დატვირთვით, რაც გულისხმობს იმას, რომ სახალისო დიზაინით შექმნილ პირამიდის ყუთებში პატარები სათამაშოსთან ერთად აღმოაჩენენ საქართველოს რუკის სხვადასხვა კუთხის ამსახველ ფერად მაგნიტურ პაზლებს, ქართველი მეფეების მაგნიტურ პაზლებსა და სტიკერებს, ასევე ქართული სიტყვების განმარტებებს ფორმით - სწორია-არასწორია.

 

თაია


„თაია“ არის ემოცია, რომელსაც ხელით ეხები, ეს არის შენი საყვარელი ადგილი, სახლი,ნივთი,რომელიც უმცირეს ზომებშია გადმოტანილი. გიფიქრიათ საყვარელ ადგილს, მხოლოდ სურათების, ვიდეოების დათვალიერებით, რომ არ იხსენებდეთ, ან წარმოსახვითი სამყარო გაქვთ, რომელიც გინდათ რეალობად აქციოთ? სწორედ ასეთი ნამუშევრებს ქმნის „თაია“, უკვე მეორე წელია.  ეს არის დიორამა (მინიატურები) სამგანზომილებიანი სცენა, რომელიც შეიძლება დიდი ისტორიის თუ იდეის მატარებელი იყოს.  

 

როლფ დეკენკონსტრუქციონენ საქართველო


“როლფ დეკენკონსტრუქციონენ საქართველომ“ 2022 წლიდან დაიწყო გრილიატოს ტიპის ღია უჯრედოვანი მეტალის ჭერის წარმოება საქართველოში. წარმოებამდე კომპანიის გუნდი იყო პიონერი საქართველში აღნიშნული პროდუქტის იმპორტსა და რეალიზაციაში. დღეისათვის კომპანია რეგიონში წარმოადგენს აღნიშნული ტიპის პროდუქციის ერთადერთ საწარმოს დიდი საექსპორტი პოტენციალით. გრილიატოს ტიპის ჭერები დიდი მოთხოვნითა და პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში და სრულად პასუხობს თანამედროვე დიზიანისა და უსაფრთოხების გამოწვევებს. ჭერი იწყობა კონსტრუქციულად, შესაძლებელია მისი დაშლა და სხვა ობიექტზე მონტაჟი, გააჩნია ერთერთი ყველაზე მაღალი ხანძარუსაფრთხოების მაჩვენებელი, კომუნიკაციების დაფარვის და მათთან ყველაზე მარტივად წვდომის უნარი, დიზაინის და ვიზუალის მრავალფეროვანი არჩევანი და მდგრადია ათეულობით წლის განმავლობაში. ამ ტიპის ჭერები ძირითადად გამოიყენება კომერციულ ობიექტებში, სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებსა და რესტორნებში. 

 

Gtrade

 

გაყიდვების კომპანია Gtrade სხვადასხვა ინოვაციურ პროექტს ახორციელებს.  Gtrade-ს პროდუქტი არის ბუკლეტები და თვალსაჩინოება, რომელიც ეხება ჟესტური ენის პოპულარიზაციას. პრობლემის გადაჭრა - საქართველოს მომსახურების სფეროს მაღალ დონეზე აწევა და ტურისტული ნაკადის გაზრდა, ასევე ლოიალურობისა და მიმღებლობის ამაღლება ქართველ ხალხში. ინოვაციურობა გამოიხატება მის ვიზუალურ სტილში და სიმარტივეში. 


დარეგისტრირდი ბიზნესდაჯილდოებაზე.