ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი"
ბიზნეს ბლოგი
28 სექტემბერი 2022
visibility 2597



ოზონ ჯორჯია


კომპანია, რომელმაც სამეცნიერო დარგში ინოვაციური მაღალტექნოლოგიური პროდუქტი შექმნა. საქმე ეხება ოზონის აირს ან წყანში გახსნილ ოზონს, როგორც ყველაზე სწრაფ, ძლიერ და ეკოლოგიურად სუფთა დეზინფექტატორს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ ინდუსტრიაში, ყველა დარგის მიზნებისთვის. როგორც წესი, ოზონის გამოყენების სწრაფ განვითარებას ხელს უშლის ოზონის გენერატორების ძალიან მაღალი ღირებულება და გაზრდილი ენერგო ხარჯები. კომპანიას ორივე პრობლემა დაძლეული აქვს და თავისი დაპატენტებული ტექნოლოგიით შეუძლია აწარმოოს ოზონი მრავალჯერადად, ულიმიტო რაოდენობით და თანაც ნაკლები დანახარჯებით. სწორედ ეს ხდის აღნიშნულ პროდუქტს ასე კონკურენტუნარიანს. 

კომპანიამ 2021 წლის დეკემბერში მომავალი აგრო გამოწვევების კონკურსში დაიკავა საპატიო 1, 2, და 3 ადგილი ერთად, რადგან პასუხობდა სოფლის მეურნეობის ყველა გამოწვევას ერთდროულად. ჰაიდროჯენ ტექნოლოჯის სამუშაო გუნდის მომდევნო 2 წლის გეგმა ითვალისწინებს ტექნოლოგიის ადგილობრივ დანერგვას, რაც პროცესშია, და ასევე ლიცენზიების გაყიდვას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

 

მადარტიკომპანია „მადარტი“ კვების მრეწველობის სფეროში 2009 წლიდან ოპერირებს. მათ ამ ხნის განმავლობაში შეძლეს ერთი ძირითადი საწარმოსა და ოთხი საწარმო-სარეალიზაციო ობიექტის გახსნა თბილისში და 700-მდე ადამიანის დასაქმება. „მადარტი“ ქმნის უმაღლესი ხარისხის ნედლეულით დამზადებულ, უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმს. კომპანიის გუნდი ცდილობს მუდმივად გააუმჯობესოს როგორც პროდუქცია, ისე მომსახურების ხარისხი.

მადარტი პანდემიის პერიოდში საკმაოდ სტაბილური კომპანია აღმოჩნდა. კომპანიის მიერ დანერგილი მომხმარებელზე მორგებული საგადასახადო სისტემის, გუნდური მუშაობისა თუ მიტანის დახვეწილი სერვისის დამსახურებით, მან შეძლო ინდუსტრიაში მოწინავე პოზიციის შენარჩუნება.  

უახლოეს მომავალში მადარტი რუსთავში განსხვავებული კონცეფციის სერვის-ცენტრის გახსნას გეგმავს, რომლითაც კიდევ უფრო გაუმარტივებს მომხმარებელს შეკვეთის გაფორმებასა და მიტანისს პროცესს. მადარტის გრძელვადიანი ხედვა კი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციის ათვისებას მოიცავს. 

 

ასი ხინკალი

როგორც სახელი გვკარნახობს, ძნელი არაა გამოვიცნოთ, თუ რა პროდუქტს ეხება საქმე. „ასი ხინკალი“ დიდი ხანი არ არის, რაც ბაზარზე გამოჩნდა და დედაქალაქში უკვე საკმაოდ გახმაურებულია. როგორც თავად გვიყვებიან 2022 წლის განმავლობაში მათი მიღწევა 4 კაციანი გუნდის 13 კაციან ოჯახამდე ზრდა და იმ შენობის ფართის შეძენა იყო, რომელშიც ქირით იყვნენ. ასი ხინკალი ბიზნესის ადრეულ ეტაპზე არარსებული გამოწვევების გადალახვის პროცესშია, რომელიც საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. დედაქალაქში პოზიციის გამყარების შემდგომ „ასი ხინკალი“ რეგიონებთან „შეჯიბრებასაც“ აპირებს.

 

დაფა 

3 მეგობრის იდეა შეექმნათ პირველი ქართული სწრაფი კვების ობიექტი ბათუმში ყველაზე ტრენდული პროდუქტი აღმოჩნდა. ისეთ ტურისტულ ქალაქში, როგორიც ბათუმია ხალხისთვის დაფა მიმზიდვეელი ადგილია, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ქართული სწრაფი კვების მომზადების პროცესი და დააგემოვნოთ ქართული კერძები არატრადიციული სახით, მიირთვათ ქართული ღვინო, მოუსმინოთ ადგილობრივ არტისტებს, აღმოაჩინოთ ახალი ემოციები და გემოები. დაფა ბაზარზე 4 დასახელების ქართული კერძითაა წარმოდგენილი, ესენია: კუპადოგი, ქართული სენდვიჩი, ბადე ბურგერი, მუჭა-მუჭა ბაჟეს სოუსით. 

დაფას დამფუძნებლები თამამად აცხადებენ, რომ მათი პროდუქტი ბათუმში აჭარული ხაჭაპურის შემდგომ ყველაზე გაყიდვადია. დაფა გეგმავს ობიექტის გახსნას თბილისში, სადაც კონკურენცია, რა თქმა უნდა, გაცილებით მაღალია, თუმცა მის გუნდს სჯერა, რომ ქართულ სწრაფ კვებას აქვს პოტენციალი გახდეს ისეთივე პოპულარული, როგორიცაა სხვა უცხოური სწრაფი კვების ობიექტები. 

 

ლარიფანილარიფანი-ბუნებრივი წარმოშობის ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც იწარმოება ლატვიაში და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. სწორედ ამის გამო თამამად   გამოიყენება ბავშვებშიც და ორსულებშიც. ლარიფანს აქვს 7 გამოშვების ფორმა, რაც ძალზედ მოსახერხებელს ხდის მის გამოყენებას. პრეპარატი ინიშნება ვირუსების პრევენციისთვის და ასევე სამკურნალოდ პირველივე სიმპტომების გამოვლენისას.

 

პანდემიის დროს ძალზედ გაიზარდა პრეპარატის ცნობადობა. აღსანიშნავია, რომ ლარიფანის მოხმარების შემდგომ არცერთი პაციენტის ჰოსპიტალიზება არ გამხდარა საჭირო. აქედან, გამომდინარე მის მიმართ ჩამოყალიბდა საკმაოდ დიდი ნდობა და ლოიალობა. პრეპარატი არის ინოვაციური, რაც იმას ნიშნავს რომ მისი გენერიკული წარმოება არ ხდება არსად, ამიტომ გასულ წლებში პანდემიის პერიოდში პრეპარატმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, თუმცა ამისდა მიუხედავად, იგი ჯერ მასიურად ცნობილი არ არის, რადგან ძირითადად მისი პოპულარიზაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების საშულებით ხდება. ლარიფანის ჯგუფს, მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს GDP სტანდარტის საწყობის მშენებლობა, მარაგების გაზრდა და ცნობადობის ამაღლება პროდუქტის შესახებ.

 

 

Wine Diamond


მათ მიერ გამოგონილი პროდუქტი - ქართული ღვინის ქვის სამკაულია, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. კომპანია ფლობს რამდენიმე წლის, სხვადასხვა მარნიდან მოპოვებულ ღვინის ქვების უნიკალურ კოლექციას, რომელსაც უმაღლესი სინჯის ვერცხლში ათავსებს. აღსანიშნავია, რომ ისინი მხოლოდ ქართული ღვინის ქვას იყენებენ და ამით  ღვინოს უკვდავებას ანიჭებენ. რაც ნიშნავს, რომ ყოველი წლის მოსავალი სამუდამოდ შეინახება და თაობებს გადეცემა.

ღვინის ქვა პატარა კრისტალია, რომელსაც ტარტრატს უწოდებენ, სინამდვილეში კი ღვინის მჟავას კალიუმის მარილებია. ის ღვინოში ბუნებრივად ხვდება ყურძნიდან და განაპირობებს მის სტრუქტურასა და არომატს. ამ კრისტალების წარმოქმნა ხდება ქვევრში, ცისტერნაში, იმ დროს, როდესაც ღვინის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. თითოეული ნაკეთობა უნიკალურია, ამიტომ მომხმარებელმა იცის, რომ განსაკუთრებული ნივთი შეიძინა და სამკაულთან ერთად, კონკრეტული წლის მოსავალსაც შეინახავს. სამუშაო გუნდის მიზანია მსოფლიო მოდაში ახალი ტრენდის დამკვიდრება, რომელიცაა „ღვინო სამკაულში“.

 

 

მისკუზი


მისკუზი არის პირველი და ერთადერთი გორგოლაჭების მწარმოებელი სტარტაპი არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში. ქართველ მომხმარებელს აქვს მარტივი და სწრაფი წვდომა პროდუქტზე, რაც განაპირობებს იმას, მისკუზის უდიდესი როლი აქვს ოთხბორბლიანი როლერ სპორტის კულტურის განვითარებაში. უცხოური ბრენდებისგან განსხვავებით მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ადგილზე მოირგოს, დარწმუნდეს ხარისხში და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძინოს სასურველი ნივთი. რაც შეეხება ფასს, დამფუძნებლები თამამად აცხადებენ, რომ მათი გორგოლაჭების ფასი მსგავსი ხარისხის სხვა ბრენდების გორგოლაჭების ფასის ნახევარს წარმოადგენს. 

2022 წელი სტარტაპისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, ვინაიდან დიდი შრომის შემდეგ გაიხსნა პირველი შოურუმი და შეიქმნა გორგოლაჭების გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის კოლექციები, წლის ბოლომდე კი სრულ კოლექციასაც წარმოგვიდგენენ. გაყიდვების დაწყების პირველივე დღიდან საწარმო მუშაობს სრული დატვირთვით, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეს წელი საოცრად წარმატებული იყო მისკუზისათვის. მისკუზის მთავარი ფოკუსი ახლა ქართული ბაზრის სრულად ათვისებაა, რომლის შემდეგაც პროდუქტს საზღვრებს გარეთაც გაიტანენ.

 

 

ჩიზქეიქერი


ჩიზქეიქერი პირველი ონლაინ კონცეფციის საკონდიტროა საქართველოში, რომელმაც შესთავაზა მომხმარებელს ჩიზქეიქების მრავალფეროვანი არჩევანი, ისევე, როგორც კეტო და დიაბეტური დესერტები და დანერგა ონლაინ საკონდიტროს კონცეფცია. მათი პროდუქცია და მომსახურება მესამე წელია სამაგალითოა. ამასთანავე,  კომპანია აქტიურია სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ. ჩიზქეიქერმა 2022 წლის მარტში გახსნა მეორე ფილიალი ვაკეში და გაზარდა კორპორაციული კლიენტების ოდენობაც, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში აპირებს თბილისში დამატებით ორი, ხოლო ბათუმში ერთი ფილიალის გახსნას და წარმოების გაზრდას.

ჩიზქეიქერი თბილისის მასშტაბით მაღალი ხარისხის, გემრიელი დესერტების და უნაკლო მომსახურების მხრივ მომხმარებელთა გამოკითხვებს შორის ლიდერია. უცვლელმა ხარისხმა და მაღალმა პასუხისმგებლობამ, როგორც კლიენტების, ისე სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ, განსაკუთრებული სანდოობა, ცნობადობა და პატივისცემა გამოიწვია მომხმარებლის მხრიდან. 2022 წლის მარტში გახსნილმა ფილიალმა კი უფრო მეტად გაზარდა გაყიდვები, დაინტერესება სოციალური და სატელევიზიო მედიის მხრიდან, ისევე, როგორც გაიზარდა კომპანიის ბრუნვა და ბიზნესი გახდა წარმატებული.

 

ოცი


რესტორანი ოცი თბილისში ქმნის გასტრონომიული გამოცდილებისა და სარესტორნო მომსახურების მაღალ სტანდარტს. იგი ცდილობს კერძების ადგილობრივი, სეზონური პროდუქტებით მომზადებას. „ოცი“ მხოლოდ 6 თვეა, რაც ოპერირებს, თუმცა უკვე საკმაო პოპულარობით სარგებლობს და მომხმარებლების ქება დაიმსახურა ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Google Maps , TripAdvisor-ზე. შეფასებებში ნათლად ჩანს, რომ რესტორანი სტუმრებს განსაკუთრებულ გამოცდილებას უქმნის. მმართველი გუნდი 2 წლის ვადაში ოცის ფილიალების საზღვარგარეთ გახსნასაც გეგმავს. 

 

 

EcoFlow



კორპორეტ ტექი Ecoflow-ს ავტორიზებული წარმომადგენელია 2022 წლის აპრილიდან. EcoFlow-მ ძალიან დიდი გადატრიალება მოახდინა პორტატული ელექტროსადგურების მიმართულებით, რადგან ბაზარზე კონკურენტებზე ინოვაციური და მდგრადი პროდუქტით გამოჩნდა. ტრადიციული საწვავის გენერატორებისგან განსხვავებით, Ecoflow გვთავაზობს გარემოსთვის უსაფრთხო, უხმო, რამდენიმე პორტის მქონე ელექტროსადგურებს, რომლებიც ამავდროულად არის მარტივად ტრანსპორტირებადი. 

9 მაისს, Wings For Life World Run-ზე EcoFlow წარსდგა დამტენი სადგურით, რომელიც საკუთარი დიზაინით, ექსკლუზიურად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა. მისი დახმარებით ყველა მონაწილემ და სტუმარმა შეძლო მობილურების, პლანშეტების, კამერებისა და ლეპტოპების დატენვა, მთელი დღის განმავლობაში, მზის ენერგიით და პორტატული ელექტროსადგურის მეშვეობით.


ამ მომენტისთვის, Ecoflow-ს პორტატული ელექტროსადგურები განთავსებულია და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის 7 პარტნიორ მაღაზიასა და ჰიპერმარკეტების ქსელში. ხოლო ელექტროსადგურის ეკოსისტემის იდეა იმდენად საინტერესო და ეფექტური აღმოჩნდა, რომ Ecoflow-ს სათაო ოფისმა საქართველოს მაგალითზე სტენდის დიზაინი და იდეა გაუზიარა სხვა მსოფლიოს მასშტაბის დილერებს. დღესდღეობით, ანალოგიური სტენდი უკვე გამოიყენეს უკრაინაში, ყაზახეთში და ასევე იგეგმება მათი წარმოება და ექსპლუატაცია სხვა ევროპის ქვეყნებშიც.

 

Qooqy Bakery 


Qooqy Bakery საკონდიტრო-საცხობია, რომელიც  40-მდე სახეობის ორცხობილას აერთიანებს. მათ პროდუქტებს წარმოადგენს: ბუნებრივ საფუარზე დამზადებული პური, ფუნთუშეული, კრემიანი ნამცხვრები, სხვადასხვა ნუგბარი, ლანჩის მენიუ, ყავა თუ სხვა სასმელი. თავიდანვე Qooqy Bakery-ს მიზანი იყო, რომ გამხდარიყო მომხმარებლების ყოველდღიურობის ნაწილი და ეს მიზანი შედეგად დღითიდღე გარდაიქმნება გუნდის დაუღალავი შრომის შრომისა და საქმისადმი სიყვარულის წყალობით.

აღსანიშნავია, რომ საწარმო პანდემიის დროს გაიხსნა და რთული გამოწვევების გადალახვა მოუწია. ამისდა მიუხედავად Qooqy Bakery-მ შეძლო  მომხმარებლების სიყვარულის და ერთგულების მოპოვება უმოკლეს დროში, რაც იმის მანიშნეველია, რომ ნამდვილად გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის პროდუქტითა და მომსახურებით. სულ რაღაც ერთი წლის თავზე Qooqy Bakery 4 ფილიალითაა წარმოდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ფრენჩაიზია. საკონდიტრო მომავალში გამასშტაბურებას და თავისი პროდუქტის საზღვარ გარეთ გატანასაც აპირებს.

 

K&S – KIDSWEAR


საბავშვო ტანსაცმლის საწარმო, რომლშიც გამოყენებულია ქართული ქსოვილის ორნამენტები. K&S – KIDSWEAR -ის პროდუქცია აცოცხლებს ისტორიას, ვინაიდან სურთ, რომ ბავშვებს პატარა ასაკიდანვე ჩაუნერგონ საქართველოს ისტორიისა და იმ პერიოდის ჩაცმულობის ინტერესი. ხარისხი, გამორჩეულობა,ინდივიდზე მორგებული პროდუქცია -აი რა გამოარჩევს მათს ბრენდს. ტანსაცმლის საწარმო მომდევნო ორ წელიწადში გეგმავს გაფართოებას, ქართული ელემენტების პოპულარიზაციას და საზღვრებს გარეთ გატანას. 

 

ვიაიპი სეკრეტარი


ვიაიპის მომსახურება გამორჩეულია მისი სისრულით, ერთი ხელშეკრულებით და ფასით მომხმარებელი იძენს სრულ სერვისს

ამ გამორჩეული პროდუქტის შექმნით მივაღწიეთ მომხმარებლების კმაყოფილებას, რამაც თავისთავად იმოქმედა ჯანსაღი ბიზნეს საქმიანობის წარმართვაზე და თანამშრომელთა ხელფასების ზრდაზე. 


ოპინიო სთაილ


კომპანია წარმოადგენს სამრეწველო და დიზაინ იატაკების საწარმოს, რომელიც ორიენტირებულია როგორც იატაკების მოწყობის ტექნოლოგიებზე, ასევე სხვადასხვა დიზინერულ გადაწყვეტილებებზე. კომპანია გვთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს: მიკროცემენტის იატაკი და საფეხურების მოწყობა, დეკორაციების მოწყობა, იატაკების აღდგენა-განახლება,  თვითსწორებადი იატაკის დასხმა, პოლიურეთანისა და ეპოქსიდური იატაკის მოწყობა, ქვის ხალიჩის მოწყობა და ა.შ. 

ოპინიო სთაილი ქართულ ბაზარზე გამოჩნდა 2021 წელს და წარმოადგენს მოტივირებული, საქმეზე ორიენტირებული ახალგაზრდებისგან შემდგარ გუნდს. მათი 12-წლიანი გამოცდილების ფონზე გაჩნდა სურვილი, თავადვე შეექმნათ განსხვავებული პროდუქტი. იატაკების მოწყობის ტექნოლოგიებიდან კომპანია გადავიდა სხვადასხვა დიზაინ გადაწყვეტილებებზე, რაც გულისხმობს იმას, რომ არ ერიდებიან ექსპერიმენტებს, ახალ გამოწვევებს, ცოდნის გაღრმავების სურვილი ეხმარებათ შექმნან ორიგინალური ნამუშევრები. მათი პირველი ექსპერიმენტი იყო სამზარეულოს ზედაპირისა და კედლის დამუშავება მიკროცემენტით. მიკროცემენტი წარმოადგენს მომავლის პროდუქტს, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ნებისმიერი ზედაპირი, მათ შორის ავეჯი, იქცეს დეკორატიული, ქვის ზედაპირის იერსახის მქონე პროდუქტად, რისთვისაც აუცილებელია საქმის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. გუნდმა 2022 წლის განმავლობაში მრავალი პროექტი განახორციელა და წინ კიდევ ბევრ საინტერესო ექსპერიმენტს გვპირდება.

 

ფელამუშიტო



ფელამუშიტო არის ბრენდი, რომელმაც ძველ ქართულ ტრადიციულ დესერტს ფელამუშს ახალი სიცოცხლე შესძინა და მოარგო თანამედროვე ბაზარსა და მომხმარებელს. ფელამუშიტოს გუნდის მისიაა ადამიანების გაბედნიერება უნიკალური ქართული ტკბილეულით. ვინაიდან ფელამუში ცხელი სახით ბევრს უყვარს და ბაზარზე იგი ხელმისაწვდომი არ იყო, სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა ინოვაციური აპარატი, რომელიც პროდუქტს მუდმივად ცხელ მდგომარეობაში ინახავს ისე, რომ არ გამოშრეს და არ დაკარგოს პირვანდელი კონსისტენცია. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ დასრულდა მუშაობა ჩამოსასხმელ ფელამუშზე, რომელიც სულ მალე გამოჩნდება ბაზარზე და გემრიელი დესერტით გაანებივრებს მომხმარებელს. 

 

ტრადიციებზე დაფუძნებული ინოვაცია - ასე შეიძლება დავახასიათოთ ფელამუშიტოს პროდუქტი. ფელამუშიტო მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სახეობისა და არომატის ფელამუშიტოს, კერძოდ, ყავით, თეთრი შოკოლადით, კარამელით, გლინტვაინის, და რა თქმა უნდა, კლასიკურებს, როგორიცაა ადესა, საფერავი და რქაწითელი.  დღეისათვის 10-ზე მეტ სახეობას აწარმოებენ, როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში.  თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფელამუშიტო გახდა ე.წ. “Must try” პროდუქტი ბაზარზე, რომელიც ყველა ტურისტმა უნდა დააგემოვნოს საქართველოში სტუმრობისას, სწორედ ამიტომ ტურისტების წილი მათს მომხმარებლებში მუდმივად მზარდია.


დარეგისტრირდი ბიზნესდაჯილდოებაზე: WWW.BUSINESSAWARD.GE