ბიზნეს სიახლეები
შვეიცარიული სტუმართმოყვარეობა თბილისის გულში
ბიზნეს ბლოგი
21 თებერვალი 2024
visibility 1286


მისამართი - ყველაფერთან ახლოს. ხარისხი - შვეიცარიული. ხედები - 360 გრადუსით. საქართველოში პრემიუმ სასტუმროების ბრენდი - Swissôtel გამოჩნდა. სასტუმროსთვის გამორჩეული ადგილი - ძველი თბილისის ისტორიული უბანი, სოლიკო ვირსალაძის ქუჩა შეირჩა, საიდანაც პანორამული ხედები დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილზე იშლება და მის მიღმაც.  

Swissôtel-ის ქსელი, მსოფლიოს ხუთ კონტინენტზე, 17 ქვეყანაში, 30 სასტუმროს აერთიანებს. 1980 წელს შექმნილ ბრენდს უნიკალური დიზაინი და უსაფრთხოების უმაღლესი დონე გამოარჩევს.

 

საუკეთესო ხარისხი, თავის მხრივ, ჯანსაღს და ბუნებრივსაც გულისხმობს, რაც Swissôtel-ის კონცეფციის ყველა დეტალშია გათვალისწინებული. მასალები, შვეიცარიული სტანდარტების თანახმად, ნატურალური უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ინტერიერში გამოყენებულია ხე, ბუნებრივი ქვა და ტყავი. სასტუმროს დიზაინი უნიკალურია იმ მხრივაც, რომ კედლები, ფაქტობრივად, ხელოვნების ნიმუშებია. აქ ბევრი რამ ხელნაკეთია, რაც Swissôtel-ის ბრენდის ხელწერაა. თანამედროვე დიზაინით შექმნილ ნომრებში, სტუმრებს კომფორტი და მშვიდი გარემო დახვდებათ.  

ხარისხის უმაღლესი სტანდარტი Swissôtel-ის სპა-ცენტრში, რესტორანში, ბარსა და Swiss Cafe-შიც იგრძნობა, სადაც ნამდვილი შვეიცარიული შოკოლადის დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. სასტუმროს შეფ-მზარეულმა სასმელის და საკვების განსხვავებული და მიმზიდველი კონცეპტი შეექმნა. სტუმრები ხმელთაშუა ზღვისა და აზიურ სამზარეულოს დააგემოვნებენ, რაც, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ვიზიტორების გემოვნებაზეა გათვლილი.

 

სასტუმროს მენეჯმენტს აქვს მოლოდინი, რომ Swissôtel Tbilisi ხშირად ბიზნესისა და საქმიანი ადამიანებისთვის უფრო მოთხოვნადი იქნება, ვიდრე დამსვენებლებისთვის, ამიტომაც, ბრენდის ავტორებმა და სასტუმროს დიზაინერებმა საქმიანი ადამიანებისთვის როგორს ნომრებში, ასევე ლობიში,  შეხვედრების მყუდრო და დახვეწილი გარემო შექმნეს. 

 საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა სჭირდება. მაღალმხარჯველ, საქმიან სეგმენტს კი კონკრეტული მოთხოვნები აქვს - ასეთი ტიპის ტურისტებს, ქვეყანაში შესაბამისი სერვისი და ინფრასტრუქტურაც უნდა დახვდეს. Swissôtel Tbilisi ზუსტად ის სივრცეა, რომელიც ამ კუთხით ქვეყნის მზაობას უზრუნველყოფს.  

 

Swissôtel Tbilisi-ის პროექტი თიბისისა და „მაქრო ჯგუფის“ თანამშრომლობის ფარგლებში შედგა. ჯგუფი საქართველოში ჩადებული უმსხვილესი ინვესტიციების მოცულობით გამოირჩევა. მას, ამ დროისთვის, ქვეყანაში 270 მლნ აშშ დოლარი აქვს დახარჯული. 

თიბისი „მაქრო ჯუგფთან“ ჯგუფის საქართველოს ბაზარზე გამოჩენის დღიდან - 2012 წლიდან თანამშრომლობს ისეთი სტრატეგიული სექტორების მიმართულებებით, როგორებიცაა მშენებლობა და ტურიზმი. ამ პარტნიორობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, საქვეყნო მნიშვნელობის არაერთი პროექტი განხორციელდა. ამ პროექტების სიას, ახლა უკვე სასტუმრო Swissotel Tbilisi-ც დაემატა.