ბიზნეს სიახლეები
თიბისის ორგანიზებით ზუგდიდში ბიზნესფორუმი ჩატარდა
ბიზნეს ბლოგი
30 სექტემბერი 2022
visibility 4429


ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისთვის თიბისიმ მორიგი ბიზნესფორუმი სასტუმრო ლეთოში გამართა, რომელშიც მონაწილეობა 100-მე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო.   


 ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 

 

„თიბისი აგრძელებს საქართველოს რეგიონებში ბიზნესის მხარდაჭერას. ზუგდიდში გამართული ფორუმი შინაარსობრივად მთლიანად იყი მორგებული ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებსა და საჭიროებებზე. განსაკუთრებული დაინტერესება ექსპორტის შესახებ მოხსენებამ გამოიწვია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიეღოთ პასუხები კომპეტენტური ექსპერტებისგან, “ - გიორგი მებონია, თიბისის ზუგდიდის #1 სერვის-ცენტრის დირექტორი.


 

ფორუმის სპიკერები ტრადიციულად დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის   აქტუალურ საკითხებზე. 


 

„ძალიან დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდეს ესპორტთან დაკავშირებით, ჩვენთვის როგორც თხილის მწარმოებელი კომპანიისთვის,  ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხების შესახებ გამოცდილების გაზიარება,“ - კომპანია „გარანტის“ დირექტორი ბექა გოგოხია.


 

„ძალიან საინტერესო იყო ექსპორტის, ეტიკეტიკების და საგადასახაო თემატიკის საკითხები. მოგვაწოდეს ინფორმაცია რა სიახლეები დაინერგვა ამ კუთხით. ასევე როგორია ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობები კენკროვანი კულტურებისთვის, მაგალითად, გალფის და ევროპის ქვეყნებში,“ - კომპანია „ვესტ ბესტ ბლუბბერი პლანტის“ დირექტორი გიორგი ზაქარაია


 

გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურებაც იყო, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარება. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ძირითად, ზუგდიდის რაიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლებმა, ასევე წარმოდგენილი იყო სამეგრელოს სხვა რაიონებიც.  



 

2022 წელს ეს რიგით მეოთხე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით გაიმართა. თიბისიმ უკვე ჩაატარა რეგიონული ბიზნესფორუმები გორში, ქუთაისში და ბათუმში.  შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.