ბიზნეს სიახლეები
ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი
ბიზნეს ბლოგი
12 ნოემბერი 2024
visibility 2785




კლიმატის ცვლილება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ტემპერატურის სწრაფი და რადიკალური ცვლა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესზე, ყოველდღიურ თუ ბიზნეს საქმიანობაზე.

კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეული შედეგები აზიანებს ეკოსისტემას, ბუნებას, ფლორასა და ფაუნას, ადამიანის ჯანმრთელობას, იზრდება დაავადებებისა და ეპიდემიების გავრცელების რისკი. ამ ყველაფერს გარემოში „სათბურის ეფექტი“ იწვევს, რასაც ატმოსფეროში გავრცელებული სათბური აირების მაღალი რაოდენობა ქმნის. შესაძლოა ითქვას, რომ სათბურის აირები კლიმატის ერთგვარ მარეგულირებელ ფაქტორად გვევლინება: მათი კონცენტრაციის ცვლილებას მოჰყვება დათბობა, ან გამყინვარება.

კლიმატის ცვლილების გამო განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ისეთი ბიზნეს სექტორები, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, წყლის რესურსები, მეტყევეობა, ენერგეტიკა, ნარჩენების მართვა, მინერალური რესურსები, ჯანდაცვა და ამ სექტორებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული საქმიანობები.



მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებს ჰქონდეთ დროული და სწორი ინფორმაცია მოსალოდნელი რისკებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების დასაძლევად საჭიროა ისეთი ბიზნეს მოდელებისა და პრაქტიკების შემუშავება, რომლებიც გაუმკლავდება გარემოში არსებულ სტრესებს, რომ კომპანიებმა შეძლონ ბიზნესსაქმიანობის ეფექტურად და მომგებიანად გაგრძელება.

თიბისიმ, როგორც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, არსებულ გამოწვევაზე საპასუხოდ ESG აკადემია შექმნა. ESG აკადემიის ფარგლებში, თიბისის მომხმარებლები მიიღებენ ცოდნას კლიმატის ცვლილების, მდგრადი განვითარების, მდგრადი ბიზნეს მოდელების, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სხვა თემატური საკითხების შესახებ. 



თიბისის ESG აკადემია არის პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას სრული დაფინანსებით, ქართულ ენაზე სთავაზობს. აკადემიის ფარგლებში ტრენინგები თიბისის მომხმარებლებისთვის თბილისსა და რეგიონებში ტარდება. 

 

კურსის შესახებ ინფორმაცია

თიბისის ESGაკადემიის პირველი კურსი მომხმარებლებისთვის - „ ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ არის სრულიად ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებს უკავშირდება.

კურსის განხორციელებისთვის თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა - EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF).



ESG აკადემიის მსგავსი პროექტები ხაზს უსვამს სექტორებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას მდგრადობის მისაღწევად. Finance in Motion-ში EFSE -სა და GGF-ის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში გვაქვს მზაობა, მხარი დავუჭიროთ ეფექტური ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც განკუთვნილია ისეთი კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, როგორიცაა მწვანე და სოციალური დაფინანსება. თიბისი ბანკთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ მდგრადობის კულტურის გაუმჯობესებას, რასაც სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ დადებით სოციალურ და გარემოსდაცვით ზეგავლენას ახდენს მთელ საქართველოზე.“ - ივანე ლექვთაძე, Finance in Motion -ის საინვესტიციო მენეჯერი, EFSE-სა და GGF-ის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენელი.

კურსის პროგრამის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი თიბისისა და კომპანია "დეველორის“ წარმომადგენლები. პროგრამა ეფუძნება მდგრადობის მიმართულებით თიბისიში არსებულ ცოდნასა და კომპეტენციას, რომლებიც ტრენინგში გადმოტანილია „დეველორის“ გამოცდილი სწავლების მეთოდების გამოყენებით. კომპანია „დეველორი“ უნგრეთში დაფუძნებული საერთაშორისო კომპანიაა 30 წლიანი გამოცდილებით, რომელსაც მნიშვნელოვანი და უნიკალური ნიშა უჭირავს არაფორმალური სწავლების მიმართულებით. კომპანიის ამოცანაა ადამიანებსა და ორგანიზაციებში რეალური პოზიტიური ცვლილებების ინსპირაცია ზრდაზე ორიენტირებული აზროვნებისა და ცნობიერების ამაღლების გზით.



ტრენინგის მიმდინარეობა

ტრენინგის პირველ ნაწილში, შემეცნებითი სამაგიდო თამაშების, ვიდეოების, პრაქტიკული სავარჯიშოებისა და თეორიული მასალების საშუალებით, მიიღებთ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები და ნახშირბადის ნაკვალევი, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი ეფექტი საქართველოს რეგიონებში.

ტრენინგის მეორე ნაწილი დაეთმობა კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე მორგებული ინფორმაციის გაზიარებას. გაიგებთ, თუ რა რისკებს წარმოშობს კლიმატის ცვლილება თქვენი საქმიანობებისთვის, შეიტყობთ ამ რისკების მართვის, მათთან ადაპტაციისა და შემცირების გზებს, გაეცნობით მდგრად ბიზნეს მოდელებს, მათი დანერგვის შესაძლებლობებსა და უპირატესობებს. 


მონაწილეობის მიღება

ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა აქვს თიბისის მომხმარებლებს მცირე და საშუალო ბიზნეს სეგმენტიდან.



კურსი კომპანიებში გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო და დაეხმარება, განსაზღვრონ მომავლის ინიციატივები და საჭირო ქმედებები.

კურსის ფარგლებში პირველი ტრენინგი ჩატარდება თელავში. გთხოვთ, რეგისტრაციისთვის ისარგებლოთ ბმულით: https://link.tbc.ge/ESG-register

თიბისის ESG აკადემიის პირველ ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობით თქვენ წვლილს შეიტანთ ქვეყნის მდგრადი განვითარების და ეკონომიკის გამწვანების პროცესშიამასთან, მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ თქვენი ბიზნესის მდგრადობისკენ.