საინტერესო ისტორიების, პრაქტიკული რჩევების, დიდი გამოცდილებისა და წარმატების გაზიარების მორიგი ხუთშაბათობა შედგა ქუთაისში.
ხუთშაბათის შეხვედრების მთავარ თემას ორგანიზაციული ზრდის გამოწვევები წარმოადგენდა.
მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეულმა სტუმრებმა თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერმა ალექსანდრე მაყაშვილმა, ანდრო დგებუაძემ, კომპანია ნოვას დამფუძნებელმა ზვიად აბულაძემ და გიორგი სიმონგულაშვილმა, GEC Consulting-ის მმართველმაპარტნიორმა
დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
კეთილსინდისიერი შრომით ბაზრის ლიდერობამდე განვლილი გზის შესახებ ისაუბრა კომპანია “ნოვა”-ს დამფუძნებელმა ზვიადაბულაძემ. მისი თქმით, კომპანიამ ნაბიჯ-ნაბიჯ, ბაზრის მოთხოვნების, დასაქმებულთა საჭიროებების გათვალისწინებით, გუნდურობისპრინციპის დაცვით და “შავ ხვრელებზე”, ე.წ. კორუფციაზე უარის თქმით შეძლო აეშენებინა კომპანია, რომელიც დღეს ქვეყნისეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა.
“თუ ადამიანს უნდა ბიზნესმენობა, პირველ რიგში, უნდა უყვარდეს შრომა, უკიდეგანოდ შრომა. უნდა გაინტერესებდეს ყველამიმართულება, მუშის ენა უნდა იცოდე. თუ არ იცი, უნდა მიხვიდე, დააკვირდე, უნდა გრძნობდე, რამდენად დაიღლებოდი დადაიხარჯებოდი იგივეს შენ რომ აკეთებდე,”-აღნიშნა ზვიად აბულაძემ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხარისხის როლზე ბიზნესში. ითქვა ისიც, რომ წარმატების მთავარი გასაღები,შრომისმოყვარეობასთან ერთად, სისტემური მართვაა. კომპანიამ ისეთი სისტემა უნდა ააწყოს, რომ ადამიანს მუშაობა უხაროდეს.გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომპანიის ხელმძღანელობას არ უნდა დაენანოს ფინანსები, როდესაც ორგანიზაციაში კვალიფიციური კადრის დამატების საჭიროებაა.
“უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. ხალხი მიდის, მოდის. ხალხი მარტო შეკავების მექანიზმების გამო არ ჩერდება კომპანიებში. უნდა ააწყო ისეთი სისტემა, რომ ადამიანს უხაროდეს მუშაობა. მოისმინეთ ხალხისგან რა არის რთული სამუშაო პროცესში. როცადასაქმებულები ამას ამბობენ, ხანდახან სიზარმაცის გამო არ იძახიან, იქ რაღაც არის გასასწორებელი. სისტემა, რომელიც ერთკომპანიაში მუშაობს, ის შეიძლება მეორე კომპანიაში არ მუშაობდეს. კარგად აწყობილ სისტემაში საშუალო ადამიანებიც კიკარგად მუშაობენ. ცუდად აწყობილი სისტემიდან კი ადამიანები გარბიან“.
ორგანიზაციული ზრდის გამოწვევებზე საუბრისას, სპიკერებმა აღნიშნეს, რომ როდესაც ბიზნესი განვითარებას ცდილობს, საწყის და საშუალო ეტაპზე ბიზნესმენმა შეიძლება ერთი სფეროდან მეორე სფეროში გადაინაცვლოს, რაც არ ახასიათებს უკვე შემდგარ, დიდ ბიზნესს, რომელიც საწყის ეტაპზე აღებულ მიმართულებას მიყვება. მოწვეულმა სტუმრებმა ისიც განაცხადეს, რომ ერთ-ერთი თვისება, რაც ბიზნესმენისა და ბიზნესის წინსვლას ხელს უწყობს, დღეს დაგეგმილი საქმის დღესვე გაკეთება და საკუთარი თავისა თუ თანამშრომლებისათვის მოტივაციის შექმნაა.
„საქმე უნდა აკეთო არა იმიტომ, რომ სამყაროს დაუმტკიცო შენ ეს შეძელი, არამედ იმიტომ, რომ თავად მიიღო ნეტარება. მიაგენით იმას, რითაც თქვენ ითამაშებთ სულ და ბავშვობას არ გაუშვებთ ხელიდან.
არასდროს არ უნდა დანებდე. ნებისმიერ ბიზნესმენს და ბიზნესს, განსაკუთრებით საწყის მდგომარეობაში, რასაც დაინახავს, ყველაფრის კეთება უნდა, რადგან გამოცდილება არ აქვს. დიდ ბიზნესს ეს არ ჭირს. ბიზნესი რაღაც დოზით არითმეტიკულიპროგრესიაა. პური რომ გამოაცხო, ჯერ კარგი მცხობელი უნდა ნახო. მართვის ასეთი მიდგომაა: რაღაცის შეცვლა აპრიორიგანაპირობებს წარმატებებს. ადამიანის უნარს არ აქვს ლიმიტი. ფანტაზიაზე, ბიზნესსა და მარიფათზე გადის ყველაფერი. ადამიანებმა თამასა უნდა აწიონ და მოთმინებაც ისწავლონ. უნდა მქონდეს ექსპერტიზა, რომ კონკრეტული რაღაც ვაკეთოსწორად და არ უნდა მქონდეს ის თავისუფლება, რომ ხაჭაპური დღეს ასე ვაკეთო, ხვალ-ისე. იაპონური გამოთქმაა: ყოველდღეაკეთე სტანდარტულად, სტანდარტს არ გადაუხვიო და ძილის წინ იფიქრე სტანდარტი როგორ გააუმჯობესო,“-ანდრო დგებუაძე.
საინტერესო სპიკერებისა და თემის მიმართ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, თიბისი ბიზნესის „ხუთშაბათობა“ განსაზღვრულ დროზე გაცილებით მეტ ხანს გაგრძელდა.
ორგანიზაციული განვითარების გამოწვევებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა იმ ღირებულებების ერთობაზე, რომელიც კომპანიაში ადამიანებს აერთიანებთ. ითქვა ისიც, რომ მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს ფეხის აწყობა ღირებულებათა ღერძის ევოლუციისთვის.
“ორგანიზაციაში ღირებულებების ღერძი გვაქვს და დრო რომ გადის, ევოლუციას განიცდის. მნიშვნელოვანია, მენეჯმენტმა ევოლუცია არ დააგვიანოს ორგანიზაციასთან ერთად. როცა ბიზნესი იზრდება, გარკვეული პროცესები იშლება, იგიგე მიდგომა აღარ არის საკმარისი, ამიტომ ახალ ადამიანებს ამატებ, მათ იგივე მიდგომებს ასწავლი და დიდ ბიზნეს პროცესს ქმნი” - აღნიშნა GEC Consulting-ის მმართველმაპარტნიორმა გიორგი სიმონგულაშვილმა.
ყოველი წარმატებული კომპანიის უკან დასაქმებულები დგანან, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას მაღალი პასუხისმგებლობითასრულებენ. ბიზნესში ჩართული პირებისათვის სპიკერების ერთ-ერთი რჩევაა, რომ თანამშრომლებისთვის მხოლოდ ცოდნისგადაცემა არ არის საკმარისი. მას გრძნობაც უნდა გადასცე, ამისათვის კი მათთან ერთად უნდა იყო, იმეგობრო და დიდი დრო გაატაროიმ ადამიანებთან, რომელთაც ასევე კომპანიისთვის წარმატება მოაქვთ. ტრადიციულ შეხვედრაზე ორგანიზაციული ზრდის ერთ-ერთგამოწვევად კომპანიებიდან კადრების დენადობა დასახელდა.
“მადლობა “თიბისი”-ს და თითოეულს საინტერესო გამოსვლების გაზიარებისთვის. ჩემთვის დიდი გამოწვევაა, საწარმოოპროცესში შევქმნა სისტემა და შევინარჩუნო სტაბილურობა, რადგან დიდია კადრების დონაცია,”- აღნიშნა ბარ-რესტორან“ლილესთან” დამფუძნებელმა ლიდე მაღლაფერიძემ.
დამსწრე საზოგადოების კითხვაზე, რა ბიზნესი შეიძლება გააკეთოს ქუთაისში დამწყებმა ბიზნესმენმა, ანდრო დგებუაძის რჩევაასეთია: “იმერეთს და ქუთაისს აქვს ისეთი თვითმყოფადობა, რომელიც მე გულს მიჩქარებს. ეს არის აქცენტი, რომელსაცთბილისში ვერ ნახავთ. უნიჭო ადამიანი ქუთასში სტანდარტულ რაღაცას გაკეთებს. ქუთაისი იდეების საბადოა. დამწყებბიზნესმენებს ვურჩევდი, ავთენტურობას დააშენონ ბიზნესი”.
და ბოლოს, როგორც წესი, უკვე შემდგარი ბიზნესმენები არ საუბრობენ თემაზე: როგორ ვიშოვოთ პირველი მილიონი. “თიბისი”-სხუთშაბათის შეხვედრაზე კი მარადიულ, ყველასთვის საინტერესო და ამ დრომდე ტაბუდადებულ კითხვას უკვე გაეცა პასუხი: “როგორუნდა შევქმნათ პირველი მილიონი? ძალიან მარტივად: პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, შრომისმოყვარეობა”.
„თიბისი“, როგორც ბიზნესის მეგობარი და მისი წარმატების გამზიარებელი, ამავე ბიზნესისთვის საინტერესო თემებით დახუნძლულ, უკვე ტრადიციულ ქცეულ „ხუთშაბათობას“ კვლავ გააგრძელებს.