პანდემიის გამო ქვეყანაში დადგა ეტაპი, როცა ადამიანებისთვისა და ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. არსებული პრობლემების გადაჭრა კი დარგის სხვადასხვა წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.
თიბისიმ გადაწყვიტა გამოწვევისთვის ინოვაციით ეპასუხა და ერთი სოციუმის ადამიანებისთვის - ბიზნესებისთვის კლუბი შექმნა. მომავალში, სწორედ კლუბი იქნება ის ადგილი, რომელიც ბიზენსის მოთხოვნებიდან გამომდინარე მუდმივად განახლებად რეჟიმში იმუშავებს და წევრების ყველა საჭიროებას უპასუხებს.
რა არის ბიზნეს კლუბი და რას გთავაზობთ ის
თიბისი, ბანკი, რომელიც მუდმივად ცდილობს საკუთარ მომხმარებლებს ცხოვრება გაუმარტივოს კიდევ ერთხელ პასუხობს იმ მთავარ გამოწვევას, რაც აქ და ახლა ბიზნესს უდგას. ბიზნეს კლუბი - ეს არის სივრცე, რომელიც მის წევრებს აწვდის საჭირო ინფორმაციას, აძლევს ცოდნის გაღრმავების საშუალებას, აკავშირებს მათ პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებლებთან.
კლუბში გაწევრიანების შემთხვევაში თქვენთვის ჩატარდება პანელური დისკუსიები, ცოდნის გასაღრმავებლად შეგეძლებათ სპეციალური კურსების გავლა და ყოველთვიური განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა.
როგორ უნდა გახდეთ ბიზნეს კლუბის წევრი
ბიზნეს კლუბში გაწევრიანება ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ინოვაციის - საბანკო სერვისების გამოწერით შეგიძლიათ. თიბისი მომხმარებლებს 3 ტიპის ბიზნეს ნაკრებს სთავაზობს, რომლებიც ერთმანეთისგან ფასითა და შემადგენლობით განსხვავდებიან.
რატომ ბიზნეს ნაკრები:
- მომხმარებელი საბანკო სერვისებისა და პროდუქტების მისაღებად ყოველთვიურად იხდის ერთიან ფასს და არა თითო სერვისზე დაწესებულ საკომისიოს;
- ნაკრების ფასი ნაკლებია პროდუქტებსა და სერვისებზე არსებულ სტანდარტულ ფასთან შედარებით;
- მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მასზე მორგებული ნაკრები - ფასისა და შემადგენლობის მიხედვით;
გარდა ამისა, გექნებათ ექსკლუზიური წვდომა პროდუქტებსა და მომსახურებებზე განსაკუთრებულ ფასად. თიბისის ერთ-ერთი მთავარი პარტინიორის Visa-ს რეგიონალური მენეჯერი, კრისტინა დოროში ამბობს, რომ ნებისმიერი წარმატება და ეკონომიკური ზრდა ადგილობრივი თემებიდან იწყება. კორონავირუსისი პერიოდში დიდი თუ პატარა ბიზნესისთვის სოციალურ ქსელებში პროდუქტების რეკლამირება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ამიტომაც, Visa-მ გადაწყვიტა კლუბის წევრებს ამ ტიპის რეკლამაში დახარჯული თანხის 10% უკან დაუბრუნოს.
„კლუბის წევრებს შეუძლიათ აირჩიონ საბანკო მომსახურების ისეთი დონე, რომელიც საუკეთესოდ ერგება მათ საჭიროებებს, ისარგებლონ მრავალფეროვანი ბიზნეს შეთავაზებებით და ციფრული Chabot-ით, რომელიც Visa–სგან უფასოდ ექნებათ. და ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია - თიბისის ბიზნეს კლუბისა და Visa–ს მხარდაჭერა, ნამდვილად დაეხმარება კომპანიებს საქმიანობის შენარჩუნებაში და განვითარებაში“, - ამბობს კრისტინა დოროში.
თუ აუდიტორული, ბუღალტრული აღრიცხვისა და აუთსორსინგის მომსახურება დაგჭირდათ, ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანიების ქსელის „Kreston Inrernational”-ის წარმომადგენელი საქართველოში - Kreston Papiashvili დაგეხმარებათ. კომპანია უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა, მისი პარტნიორი და წარმომადგენელი, დავით პაპიაშვილი გვეუბნება, რომ თიბისის ბიზნეს კლუბში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპლექსური მხარდაჭერაა.
„ვფიქრობ, ეს არის საშუალება, რომ თანხების მობილიზება შეძლოს ბიზნესმა და ყველა მსგავსი შეღავათი, დანახარჯების შემცირების კუთხით არის მნიშვნელოვანი. ამასთან, ახალი რეალობის პირობებში ბიზნესი ცდილობს გადაეწყოს, შეცვალოს ყოველდღიური მუშაობის პრინციპი, ჩნდება ძალიან ბევრი კითხვა საგადასახადო დაბეგვრის კუთხით, როგორ აღვრიცხოთ ეს ყველაფერი, როგორ არ დავუშვათ შეცდომა. ჩვენ კლუბის წევრებს ახალ რეალობაში გაჩენილ კითხვებს მთლიანად დავუფარავთ“, - ამბობს დავითი.
დავითის თქმით, მაქსიმალურად ეცდებიან, რომ შეზღუდვების დასრულების შემდეგ ბიზნესმა კრიზისიდან გამოსვლა მსუბუქად შეძლოს.
კომერციულ კომუნიკაციაში შემავალ სრულ მომსახურებას სარეკლამო სააგენტო - Windfor’s უზრუნველყოფს. კომპანია 2019 წლიდან თიბისის მთავარი პარტნიორია სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხში. მისი წარმომადგენელი, დავით მეზვრიშვილი გვეუბნება, რომ გუნდისთვის მთავარია თითოეული დახარჯული ლარი ბიზნესისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს.
„ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი ისეთი პროექტები, როგორიც ბიზნეს კლუბია, ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეალობაში, როცა კომპანიების გაყიდვების და მომხმარებლების უდიდესი ნაწილი ციფრულ სივრცეში ინაცვლებს. აუცილებელია, ბრენდებმა სწორი აქტივობების მეშვეობით შექმნან და შეინარჩუნონ პოზიციები. ამისთვის მათ პროფესიონალების დახმარებაზე უნდა მიუწვდებოდეთ ხელი. სწორედ ამის საშუალებას იძლევა ეს პროექტი“, - ამბობს დავით მეზვრიშვილი.
ბიზნეს ნაკრებების შემადგენლობა ყველა ტიპის ბიზნესზეა მორგებული. ასე რომ, თუ გინდა ამ სივრცეში შენი წრე გყავდეს და ის სერვისები მიიღო, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდება, ისღა დაგრჩენია შეავსო ფორმა და გახდე ბიზნეს კლუბის წევრი.