წარმატების ისტორიები
„ქუბი“ გუდაურში - მეორედ დაბადების ისტორია
სტარტაპ ისტორია
01 თებერვალი 2022
visibility 3913

არსებობს ასეთი ძალიან კარგი გამოთქმა - „მეორედ დაბადება“.  როცა ძალიან ბედნიერი, თავისუფალი და აღტაცებული ხარ ცხოვრებაში, რაღაც დიდსა და მნიშვნელოვანს მიაგენი, ამბობ, თითქოს მეორედ დავიბადეო.



უზარმაზარი სივრცის ზემოდან შემხედვარე, ზღვის დონიდან 2770 მეტრზე ალბათ თავს იმდენად ამაღლებულად გრძნობ, რომ მართლა შეიძლება თავიდან დაიბადო, როცა მთის ძალა შენს კანქვეშ შემოაღწევს. ასე, თავიდან დაიბადა წელს გუდაურში აქამდეც ბევრისთვის საყვარელი ქუბი“ და ალბათ მისივე შემქმნელიც, რომელმაც საკუთარი ხელით გააკეთა ყველაფერი, ისე, როგორც მთას ძალიან უხდება.


 

„2017 წელს ჩემმა მთის მოყვარულმა მეგობარმა შემომთავაზა - მაინც სულ მთაში ვართ და რამე ხომ არ გაგვეკეთებინაო ? - რატომაც არა-მეთქი, 1 წუთში მივიღე გადაწყვეტილება და დავიწყეთ შრომა. მიწის სანახავად ფეხით ავედით ზაფხულში. უკან მობრუნებულებს სეტყვამ მოგვისწრო გზაში, დავისეტყვეთ. მერე იყო საჯარო აუქციონი და ნერვიულობა. ჩემი შვილის დაბადების დღეზე, 31 ოქტომბერს მოვიგეთ აუქციონი და დავიწყეთ შენება. მასალები კეიზბორელზე მობმული დიდი ციგით აგვქონდა, დიდთოვლობის მიუხედავადაც არ გავჩერდით და 3 თებერვალს, შუა სეზონზე ქუბიც გავხსენით. წელს დავანგრიე ძველი ქუბი და  თავიდან ავაშენე ახალი. ესეც გიჟურად ჟღერს ალბათ, მაგრამ რეგიონის მთის კურორტებზე კონკურენცია იზრდება და შესაბამისად, მომსახურების სტანდარტებიც.  ამიტომ გავრისკე და ავაშენე ისეთი ბარი, რომელიც თავად დააწესებს სტანდარტს და რომელშიც ყველა შეცდომა გავასწორე, რაც ძველ ქუბში იყო დაშვებული“, - ამბობს ნინო ხაჟომია, ქუბის დამფუძნებელი.


 

„ქუბი“ რომ ასეთი გამხდარიყო ნინომ რთული გზა გაიარა, მათ შორის გზა პირდაპირი გაგებით, ზემოთ 2770 მეტრამდე. მთაში და ბარში რომ ბიზნესის კეთება ერთმანეთისგან განსხვავდება, ბუნებრივია. ქალი ანტერპრენერებიც რომ ძირითად შემთხვევაში უფრო რთულ გზას გადიან, ესეც არაა ახალი ამბავი. ორივე სირთულეს ერთად შეეჭიდა და არც ერთი წამით არ უფიქრია, რომ არ გამოუვიდოდა საბოლოო მიზნის მიღწევა. ასეთი ენერგიები და ძალები მაშინ მოდის, როცა თავიდან დაბადებულს საკუთარი ადგილი გაქვს ნაპოვნი სამყაროში.



2017 წელს ჩემმა მთის მოყვარულმა მეგობარმა შემომთავაზა - მაინც სულ მთაში ვართ და რამე ხომ არ გაგვეკეთებინაო ? - რატომაც არა თქო , 1 წუთში მივიღე გადაწყვეტილება და დავიწყეთ შრომა. მიწის სანახავად ფეხით ავედით ზაფხულში. უკან მობრუნებულებს სეტყვამ მოგვისწრო გზაში, დავისეტყვეთ. მერე იყო საჯარო აუქციონი და ნერვიულობა. ჩემი შვილის დავადების დღეს 31 ოქტომბერს მოვიგეთ აუქციონი და დავიწყეთ შენება. მასალები კეიზბორელზე მობმული დიდი ციგით აგვქონდა დიდთოვლობის მიუხედავადაც არ გავჩერდით და 3 თებერვალს, შუა სეზონზე ქუბიც გავხსენით . წელს დავანგრიე ძველი ქუბი და  თავიდან ავაშენე ახალი. ესეც გიჟურად ჟღერს ალბათ, მაგრამ რეგიონის მთის კურორტებზე კონკურენცია იზდრება და მომსახურების სტანდარებიც ზემოთ იწევა. ამიტომ გავრისკე და ავაშენე ისეთი ბარი, რომელიც თავად დააწესებს სტანდარტს და რომელშიც ყველა შეცდომა გავასწორე, რაც ძველ ქუბში იყო დაშვებული. - ნინო ხაჟომია.

 

თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ახალმა ბიზნესმა გზადაგზა გამოჩენილი დაბრკოლებებიც გადალახა. ზოგიერთი მათგანი ისეთ დროს, როცა ბევრი შეიძლება დანებებულიყო.


 

„მთაში სირთულე მეტია. როდესაც აშენებ იქ, სადაც არ არის გზა, თავისთავად მშენებლობა ძვირდება და ინფრასტრუქტურაც  შენი შესაქმნელია, თან ბიზნესის სეზონურობიდან გამომდინარე, სამშენებლო დრო ცოტაა  და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და სწრაფ ტემპში შრომა გიწევს.“

 

სწორი მენეჯმენტის, ენთუზიაზმის, ენერგიის დამსახურებით განახლებული „ქუბი“ წელს სულ სხვანაირად გიმასპინძლებს და დაგეხმარება შენც მეორედ დაიბადო მთაში, ცასთან ყველაზე ახლოს, თბილი მზით და დიდი, თოვლიანი ფერდობებით   ტკბობისას.  „ქუბი“ გააგრძელებს მთის მოყვარული ხალხის თავშეყრის ტრადიციას დილას სრიალამდე, სრიალებს შორის და ადრენალინით სავსე დღის ბოლოს. მომსახურების მაღალი სტანდარტი და სრულიად ახალი, მომხიბვლელი გარემო 2021 წლის დასაწყისში საუკეთესო სეზონის მოლოდინს ქმნის მთის კურორტების 2 წლიანი პაუზის შემდეგ.


ავტორი: ქეთი რაზმაძე