ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეების ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“
ბიზნეს ბლოგი
29 ოქტომბერი 2021
visibility 4739



Artisio


Artisio აუქციონზე წარდგენილი სახლებისთვის აუქციონის მენეჯმენტის სისტემაა, რომელიც გულისხმობს ონლაინ აუქციონების პლატფორმასა და დილერებისა და კოლექციონერებისთვის კოლექციის მართვის სისტემას. აუქციონების ბაზარზე, ფაქტობრივად, არ არსებობდა ქლაუდზე დაფუძნებული და API-ზე აწყობილი არქიტექტურულად მოქნილი სისტემა, რომელიც სრულყოფილად დააკმაყოფილებდა ამ სფეროში ჩართული ყველა რგოლის მოთხოვნებს. Სწორედ ამიტომ, Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა აუქციონების ინდუსტრიაში ამ ტექნოლოგიების შემოტანით მოიპოვა. კომპანიამ პირველმა შესთავაზა ბაზარს 100%-ით API-ზე დაფუძნებული cloud სისტემა, რამაც გაამარტივა კლიენტის საქმიანობის მესამე მხარესთან ინტეგრაცია. 

Artisio-ს დეველოპმენტის მიზანი იყო შეექმნა ცენტრალიზებული ბიზნესეკოსისტემა, რომელიც ინდუსტრიისთვის შეავსებდა ამ დანაკლისს და ერთმანეთთან აუქციონების სფეროში ჩართულ თითოეულ რგოლს დააკავშირებდა.

Artisio საერთაშორისო ბაზარზე 2020 წლის ოქტომბერში გაეშვა და დღეს სწრაფად განვითარებადი პროდუქტია, რომელიც უკვე მსოფლიო დონის აუქციონების მრავალ სახლს ემსახურება. 2021 წელს Artisio-ს სტრატეგიული პარტნიორი ონლაინაუქციონების სფეროში მოქმედი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია - ATG გახდა, რომელსაც გადაეცა ექსკლუზიური უფლება Artisio გაყიდოს თავის კლინტებზე. 

კომპანიამ 2021 წლის სექტემბერში გაიმარჯვა ბრიტანეთის მთავრობის საგრანტო კონკურსში, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური სტარტაპების მხარდასაჭერად. 






ალმატრო ელექტრონიქსი


„ალმატრო ელექტელრონიქსი“ არის კომპანია, რომელიც ელექტრონული მოწყობილობების შექმნაზე მუშაობს და საქართველოში, ამ ეტაპზე, რომლის ანალოგი არ ჰყავს. კომპანია 2021 წლის აპრილში შეუერთდა ადგილობრივ ბაზარს და პირველი მოწყობილობის პროტოტიპი მალევე წარმატებით დაიტესტა. 






Მომავლის ტექნოლოგიები


„Მომავლის ტექნოლოგიების“ საქმიანობის სფერო მოიცავს ხე-ტყის, გადამამუშავებელი ქარხნის, ხის ნაკეთობათა და მყარ საწვავთან დაკავშირებული წარმოების, საწარმოო პროცესის შედეგად მიღებული ხის, თხილის ნაჭუჭისა და სხვათა ნარჩენების გადამუშავებასა და საბოლოო პროდუქტის სახით ელექტროენერგიისა და სითბური ენერგიის მიღებას (განახლებადი ენერგიის წყაროს სახით). 

სტარტარტაპი აღნიშნულ საწარმოებს უჭრის 3 უმნიშვნელოვანეს მთავარ პრობლემას: 


  • Ნარჩენების საწარმოდან ნაგავსაყრელზე გატანის ნაცვლად, ხდება მისი უტილიზება 

  • ნარჩენისგან მიიღება უფასო ელექტროენერგია

  • თბოელექტროსადგურში ნარჩენის გადამუშავების შედეგად, მიიღება დიდი რაოდენობით სითბური ენერგია, რომელსაც შეუძლია 1000 კვ. მეტრი საწარმოო ფართის გათბობა

  • Პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე საწვავი და ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე. 






მაიგალერი


„მაიგალერი“ ხელოვნების ნიმუშების შეძენის ონლაინ პლატფორმაა, რომელიც 2021 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე. „მაიგალერი“-ს ვებგვერდის საშუალებით, შესაძლებელია დაინტერესებულმა ადამიანმა ონლაინ დაათვალიეროს, აარჩიოს და შეიძინოს საქართველოში მოღვაწე მხატვრების ნამუშევრები. კომპანიის ახლო მომავლის გეგმაა პლატფორმაზე დაამატოს ფოტოგრაფების ნამუშევრები, ხელნაკეთი სამკაულები და სხვა კატეგორიები.  

ვებგვერდის მეშვეობით შესაძლებელია ამა თუ იმ ნამუშევრის ვირტუალურად მორგება ნებისმიერ ინტერიერზე. კერძოდ, მომხმარებელი სასურველ ნახატს ონლაინ არჩევს და სურვილის შემთხვევაში, რეალური ზომებით არგებს თავისივე სივრცეს, რაც გადაწყვეტილების მარტივად მიღებაში ეხმარება. პლატფორმაზე, ამჟამად, 900-მდე ნამუშევარია განთავსებული.






ედუფეი


„ედუფეი“ არის ბილინგ სისტემა საგანმანათლებლო სექტორისთვის, რომელიც გარდა სწავლის გადასახადების სხვადასხვა ციფრული არხიდან მიღებისა, ნებისმიერი ზომისა თუ ტიპის ფასიან საგანმანათლებლო ორგანიზაციას გადასახადების შეგროვებასა და მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული მომსახურების გაწევაში ეხმარება. „ედუფეი“ საზოგადოებამ 2021 წლის ივნისში გაიცნო და მალევე დააინტერესა სკოლები, უნივერსიტეტები, სპორტული კლუბები და ცნობილი ტრენინგ ცენტრები. Სტარტაპის დახამრებით, ერთი მხრივ, სკოლას აქვს სამართავი პანელი, სადაც „ედუფეის“ ალგორითმის საშუალებით ჩანს, თუ ვინ დაფარა, დააგვიანა ან საერთოდ არ გადაიხადა სწავლის გადასახადი. მეორე მხრივ, მომხმარებლები www.edupay.ge-დან სწავლის გადასახადის დავალიანების გაგებას მხოლოდ მოსწავლის ID კოდით შეძლებენ, დავალიანების დაფარვას კი საკუთარი საბანკო ბარათით. 

პლატფორმა, გადამხდელს, გადახდის თარიღამდე sms და email შეხსენებასაც უგზავნის, რომელსაც ავტომატურად გენერირებული ინვოისი ბმულის სახით მიჰყვება.






www.realoffer.ge


ვებპორტალი www.realoffer.ge ინოვაციური პლატფორმაა ელექტრონული კომერციის მიმართულებით, რომელიც სრულად ცვლის ბაზრის ტრადიციულ მიდგომას. პროექტის ბიზნესმოდელის მიხედვით, მომხმარებელი აფიქსირებს, თუ რისი შეძენა, რა ფასად და სად სურს. Შედეგად, გამყიდველებისგან მხოლოდ შესაბამის შეთავაზებებს იღებს. Მყიდველისა და გამყიდველისთვის პლატფორმის უპირატესობებია:

  • ზოგავს დროსა და ენერგიას, იღებს მხოლოდ იმ შემოთავაზებებს, რომლებიც აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს; 

  • იღებს მაქსიმალურ დანაზოგს მაშინაც კი, როდესაც სხვა ვებგვერდის საშუალებით უკვე შეარჩია უძრავი ქონება, ვინაიდან შეუძლია მოითხოვოს უფრო დაბალი ფასი; 

  • ახერხებს და ჯანსაღ კონკურენციაში შეჰყავს გამყიდველები;

  • გამყიდველი იღებს დამუშავებულ ლიდებს (მყიდველებს), რომელთა მოთხოვნებზე წინასწარ ფლობს ინფორმაციას და პროცესი გადადის მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე; 

  • გამყიდველი იღებს შესაძლებლობას, ანონიმურობის სრული დაცვით გაყიდოს პროდუქტი ნებისმიერ ფასად; 

  • ორივე მხარე მართავს პირად კაბინეტს, უამრავი ფუნქციით, სადაც სრულად გროვდება ინფორმაციები: გაგზავნილი შეთავაზებების შესახებ.




ქვევრის კვლევის კომპანია


„ქვევრის კვლევის კომპანიის“ მიერ შექმნილი ქვევრის ფორმირების 3D პრინტერი ნატურალური თიხით ამზადებს იდეალურ ქვევრს, ზუსტად ისეთს, როგორიც საუკუნეების წინ მზადდებოდა. აქვს მტკიცე კედელი, ზუსტი ფორიანობა და არ საჭიროებს გასანთვლა/დაცემენტებას. 


კომპანია აკეთებს პროცესების სტანდარტიზაციას და იცავს თიხის ხარისხს. სტარტაპის წარმომადგენელთა თქმით, მაღალი ხარისხის ქვევრში დაყენებულ ღვინოს საუკეთესო ორგანოლეპტიკური თვისებები ექნება, შესაბამისად აიწევს ქართული ღვინის ხარისხი და ფასიც. 

3D მეთოდით ქვევრის წარმოების თვითღირებულება დაბალია, ხოლო საბაზრო ღირებულება მაღალი. მოთხოვნა დიდია, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ბაზრებიდან. ქვევრების გარდა, ასეთი მეთოდით შესაძლებელია იტალიური ღვინის ამფორების ბეჭდვა და მათი ექსპორტი.






Ambry


Ambry კრიპტო სამყაროს უსაფრთხოს ხდის. მისი მომხმარებლები შეძლებენ ნებისმიერი კრიპტო მისამართისა თუ ტრანზაქციის სანდოობის შემოწმებას.

კომპანიის გუნდის წევრების თქმით, Ambry არის ის ინოვაციური სტარტაპი, რომელიც თანამედროვე პრობლემებს თანამედროვე გზებით ჭრის.






MEDEA


„Medea“ საგანმანათლებლო-სათავგადასავლო სტილის მობილური თამაშია, სადაც მთლიანი მექანიკა აწყობილია ქიმიური ელემტების კონცეფციაზე დაყრდნობით. პროექტის მიზანია, აამაღლოს განათლების დონე და გახადოს ქიმიის სწავლება უფრო ინტერაქციული. 

თამაშის იდეაა ქიმიური ელემენტების პერსონიფიკაცია მარტივად აღქმად და დასამახსოვრებელ პერსონაჟებად, სადაც ქიმიური რექაციები გამოხატული იქნება ერთმანეთთან ურთიერთქმედებისგან. 

Medea “, როგორც ინოვაციური პროექტი, საშუალებაა განვითარდეს ის საგანმანათლებლო პროცესები, რომლებიც წლების განმავლობაში რჩება უცვლელი. კომპანიის გუნდის წევრებს სწამთ, რომ „Medea “ შეუძლია დისტანციური სწავლების მეთოდით გამოწვეული პრობლემების გადაჭრა, ვინაიდან მთლიანი თამაშის პროცესი არის გასართობ ფორმატში შექმნილი და დახატული, მოთამაშე კი თამაშის პროცესის დროს იღებს ყველა საჭირო ინფორმაციას და ცოდნას, მარტივად იგებს ქიმიის რთულ ელემენტებს. 

მსგავსი მიდგომა მოსწავლეს ხელს უწყობს საგნის ათვისებაში, რაც დადებითად იმოქმედებს ზოგადად ნებისმიერი სახის ინფორმაციის ათვისებაზე.





Moonriver


Moonriver არის ერთგვარი experience shop პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მრავალი მიმართულების გამოცდილებებს, როგორც ლოკალური მოსახლეობის, ისე ჩამოსული ტურისტების პრეფერენციების საპასუხოდ და ამასთან მათ მომწოდებლებს კრავს ერთ კომუნად. Მეორეს მხირვ, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ჩაეწერონ მაძიებლების სოციუმში და შეძლონ ციფრულ სამყაროსთან ურთიერთობის საინტერესო ბალანსი. Კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მაგალითად, AT.ge 

Მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის სახელს თავისი დანიშულება აქვს და Moonriver-ის გუნდის წევრების თქმით, მთვარე (Moon) სატელიტების, გამოცდილებების მომწოდებლების სიმბოლოა, ხოლო მდინარე (River) მუდმივი მოძრაობის, ძიების და Საბოლოოდ, სახელი სწორი სიტყვათა შეთახნმებაა, პლატფორმის გამოსახატად.

Moonriver-ის მიზანია ააშენოს ძლიერი ბრენდი, რომელიც კომპანიას დაეხმარება მაძიებლებმა და სატელიტებმა თავიანთი თავის ასოცირება პლატფორმასთან მარტივად მაშეძლონ. 






autocard.ge


autocard.ge 2021 წელს შეიქმნა და ფასდაკლებების უპრეცედენტო სივრცეს წარმოადგენს, სადაც მომხმარებელს თანხის დაზოგვა მრავალფეროვანი და სასურველი შეთავაზებების დახმარებით ავტოსატრანსპორტო სფეროსთან დაკავშირებულ ყველა სახის პროდუქციაზე შეუძლია: ავტონაწილებზე, საწვავზე, რეცხვაზე, აქსესუარებზე, გზებზე დახმარების სერვისსა და სხვა მრავალ მომსახურებაზე.

autocard.ge კომპანიებს უამრავ მომხმარებელთან აკავშირებს და ეფექტურ და გაზომვად სარეკლამო მომსახურებას, ცნობადობის გაზრდასა და მიზნობრივი მომხმარებლის შეძენას სთავაზობს. autocard.ge-ი მიზნად ისახავს მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას: სასურველი ადგილიდან, სასურველ დროს, ექსკლუზიური ფასდაკლებების მიღებას. 

სისტემა არის მოქნილი, ფუნქციონირებს სწრაფად და მარტივად, შესაბამისად, შესაძლებელია დროის ფუჭად ხარჯვის თავიდან არიდება. 





შპს აიო


„აიო“-ს საქმიანობის სფერო საცხოვრებელ კორპუსებში ჭკვიანი მოწყობილობების მონტაჟია, რომელიც კორპუსის ამხანაგობებს საშუალებას აძლევს შექმნან დამოუკიდებელი ბიუჯეტი, რომლითაც შეძლებენ დააფინანსონ კორპუსის მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ხარჯები, შეცვალონ და განაახლონ მომსახურების სერვისები, ჩაატარონ დიდი და მცირე მოცულობის რემონტი სადარბაზოებისა და კორპუსებისთვის. 

„აიო“-ს სისტემა სრულად ავტომატიზერებულია და მოწყობილობა დისტანციურ რეჟიმჟი ახერხებს ჩიპების აქტივაცია/დეაქტივაციას. ასევე, ფინანსების, შემოსავალ-გასავალის ხარჯების კონტროლი შეუძლია ყველა ბინათმესაკუთრეს. 

კომპანია სულ რაღაც 9 თვეა, რაც საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა, თუმცა როგორც „აიო“-ს წარმომადგენლები ამბობენ, დაინტერესება ყოველდღიურად იზრდება, შესაბამისად, მზარდია კომპანიის შესაძლებლობები და სერვისები.





OMOFOX


OMOFOX-ი ციფრული საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ტვირთის ღირებულება, დაჯავშნა და თვალყურის დევნება რეალურ დროში, მონაცემთა ღრმა ხილვადობით მოახდინონ. OMOFOX-ი უზრუნველყოფს სრულყოფილ კომუნიკაციას გადაზიდვის პროცესში ჩართულ მხარეებს შორის. პლატფორმა მოიცავს თითოეული ტრანსპორტირების გამჭვირვალობას, ფასების ინსტრუმენტს, ციფრულ დაფას გადაზიდვების გასაკონტროლებლად და სხვადასხვა მხარესთან კომუნიკაციის. 

კომპანია 2020 წელს შეიქმნა და 2021 წლის თებერავალში ჯიტას 100,000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა, რაც OMOFOX-ს განვითარებასა და ზრდაში დაეხმარა.