თუ გაქვს ინოვაციური ბიზნეს იდეა, რომლის მომგებიან ბიზნესად გადაქცევაში ფინანსური რესურსი გჭირდება, შენთვის კარგი ახალი ამბავი გვაქვს - პირველად საქართველოში, თიბისი ინოვაციური სტარტაპ იდეების დაფინანსებას იწყებს.
თიბისი ბიზნესის გუნდმა განსაკუთრებული შეთავაზება შექმნა, რომელსაც არ აქვს ანალოგი ბაზარზე. შენ შეგიძლია მიიღო იდეის დაფინანსება 200,000 ლარამდე. ამისთვის კი არ გჭირდება ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება. ასევე, არ მოითხოვება უზრუნველყოფა და თანამონაწილეობა. რაც მთავარია შეგიძლია ისარგებლო 18 თვემდე საშეღავათო პერიოდით.
სესხით სარგებლობისთვის სავალდებულოა შენი იდეა იყოს ინოვაციური და მომზადებული გქონდეს პროექტის ბიზნეს გეგმა. თიბისი ბიზნესის კვალიფიციური და გამოცდილი ბანკირების ჯგუფი თითოეულ იდეას შეისწავლის და დაამუშავებს. დაფინანსებას მიიღებენ ის იდეები დააკმაყოფილებენ არსებულ კრიტერიუმებს.
რას იგულისხმება ინოვაციურ ბიზნეს იდეაში?
ინოვაციური იდეის გაგონებისას, არ დაიბნე, აუცილებელი არ არის ახალი ველოსიპედის გამოგონება. კონკრეტულად რას ვგულისხმობთ, ამაზე სალომე ფიფია გვესაუბრება, სერვის ექსპერტი თიბისი ბიზნესის გუნდიდან.
„ჩვენ შევარჩევთ ისეთ იდეებს, რომლებიც მომხმარებლის პრობლემას ჭრის ინოვაციური კუთხით - იქნება ეს ახალი მიდგომა, კონცეფცია თუ ტექნოლოგია. ამ პრობლემის გადაჭრის არსებული გზები უნდა შეიცვალოს, ან უნდა შემცირდეს დრო, რომელიც საჭიროა პრობლემის მოსაგვარებლად, ან გამარტივდეს პროცესი, ან შეიქმნას ახალი, უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილება. ერთი სიტყვით, იდეა, რომელიც ჩვენგან მხარდაჭერას მიიღებს, უნდა პასუხობდეს მომხმარებლის საჭიროებებს. დიდი ყურადღება მიექცევა ადამიანს და გუნდს ამ იდეის უკან და მათ საკრედიტო ისტორიას“ - ამბობს სალომე.
გარდა ამ კრიტერიუმებისა, მნიშვნელოვანია, რომ ბაზარზე არსებობდეს ბიზნეს იდეს განვითარების პოტენციალი, მოდიოდეს მოთხოვნა მომხმარებლიდან და სამიზნე სეგმენტი იყოს საკმარისი ზომის და ზრდადი.
არანაკლებ მნიშვნელოვანია იდეის გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობა - ეს შეიძლება იყოს ინტელექტუალური საკუთრება, ტექნოლოგია, ექსკლუზიური პარტნიორობა და აშ. რაღაც ელემენტი, რომელსაც მარტივად ვერ გადაიღებენ კონკურენტებისთვის.
კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა მასშტაბია, ამიტომ სტარტაპ იდეის დამუშავებისას, იფიქრე, შეძლებს თუ არა ეს იდეა განვითარებას და რამდენად შესაძლებელი იქნება გეოგრაფიული ექსპანსია.
პირველ ეტაპზე, ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად თიბისიმ 5 000 000 ლარი გამოყო - გასაცემი სესხების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ იჩქარე, შემოტანე განაცხადი დაფინანსების მისაღებად - https://link.tbc.ge/Innovative-StartupLoan