ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „Საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“
ბიზნეს ბლოგი
06 ოქტომბერი 2021
visibility 5329

თექლინქი


თექლინქი არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მთელ ბიზნეს სივრცეს. ვებსაიტი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს მარტივად, სწრაფად, მოხერხებულად დაარეგისტრიროს ვირტუალური ბიზნესი და დაიწყოს ადამიანური რესურსების მართვა მომხმარებელზე გათვლილი ინსტრუმენტების საშუალებით. თექლინქი ბაზარს სთავაზობს გამორჩეულ ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც განსხვავდება საერთაშორისო მარკეტზე არსებული პროდუქტებისგან. კერძოდ: თექლინქი მოიცავს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ HR, Career Tools, ბიზნეს კონსულტაციებს, დაცულ ვირტუალურ საკონფერენციო სივრცეს და სხვა. თექლინქის გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი გრაფიკული, UX/UI დიზაინერებითა და Software development მენეჯრებით, რომლეთა შორისაც არიან ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პერსონალიც.

 




Midamo


Midamo დაფუძნდა 2020 წლის ივლისში. ეს არის სოციალური შოპინგ ქსელი რომელიც მომხმარებლებს მათ მიდამოში არსებულ მაღაზიებთან აკავშირებს. Midamo-ს გუნდი ამჟამად დაკომპლექტებულია 6 ადამიანისგან, რომელთა გამოცდილება მოიცავს ინფორმაციული ტექნოლოგიების, სტარტაპების შექმნა/განვითარების, მეწარმეობის, ვაჭრობის, მომსახურებისა და იურიდიულ სფეროებს. პროდუქტის მთავარ მიზანს ელ.კომერციის კულტურის გაუმჯობესება და მომხმარებლებისთვის ახალი თაობის შოპინგის გამოცდილების შეთავაზება წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა Midamo-ს ეკოსისტემა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: Midamo Client App; Midamo Business Platform & Midamo Business App; Midamo-ს მთავარ უპირატესობას წარმოადგენს ის რომ არის Mobile First, დღეს საქართველოში ძირითადი აქცენტი ვებ-გვერდებზე კეთდება, ხოლო ბოლო წლების მსოფლიო ტენდენციები ცხადყოფს აპლიკაციის გამოყენების ზრდას. E-commerce Business Panel & Mobile Business App - რომელიც არის Midamo-ს ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი, ბაზარზე არ აქვს არც ერთ დიდ მოთამაშეს. ტექნოლოგია ასევე სრულად აციფრულებს პროდუქციის დაბრუნება/გადაცვლის პროცესს და მეტი უსაფრთხოებისა და მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალურად დაცვისთვის, ყველა მაღაზიამ აუცილებლად უნდა შეავსოს მათი წესები და პირობები, კონფიდენციალურობისა და დაბრუნების პოლიტიკა.


 



ქაოსი


ქაოსი არის პირველი ქართული ამაზონის ტიპის პლატფორმა, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მრავალფეროვანი და ორიგინალური ქართული წარმოების საგნები, ხოლო მწარმოებელს შეუძლია გაზარდოს თავისი გაყიდვები, ივაჭროს დაცულ გარემოში და გადაიყვანოს თავისი ბიზნესი განვითარების ახალ ეტაპზე. სხვა მსგავსი საიტებისგან განსხვავებით, ქაოსზე გაყიდვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს დიასახლისი თუ მსხვილი წარმოების მქონე ბიზნესი. ქაოსს განასხვავებს უნიკალური მაღაზიის კაბინეტიც, რომლის ანალოგიც ქართულ ბაზარზე არ არსებობს. გამყიდველს შეუძლია მთლიანად მართოს თავისი გაყიდვები, მიტანის სერვისი, თუ გარანტიის პირობები. აქ ფორმდება ოფიციალური შეკვეთები, საგარანტიო სისტემა იცავს ორივე მხარეს, და ეს პროცესი მაქსიმალურად ავტომატიზირებულია. დღეს-დღეისობით, ქართული წარმოების უზარმაზარი ნაწილი სოციალური ქსელების საშუალებით იყიდება. არ არსებობს ერთიანი ბაზარი, სადაც მსგავსი ტიპის პროდუქცია იქნებოდა თავმოყრილი. ქაოსი წარმოადგენს კომფორტის ზონას მომხმარებლებისთვის და გამყიდველებისთვის, ვინაიდან ითავსებს მსგავსი ადგილის ფუნქციას. ქაოსის ჯგუფი ჯერჯერობით ძალიან პატარაა, ის სულ ორი თანადამაარსებელი ქალისგან და ერთი პროგრამისტისგან შედგება.


 

 



NOKA

 

NOKA არის  მაღაზია მოლარის გარეშე. ეს არის საქართველოში შექმნილი და დაპატენტებული უნიკალური ტექნოლოგია სავაჭრო ობიექტებისთვის. პირველი სატესტო მარკეტი თბილისში უკვე გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს. NOKA ტექნოლოგიით მომუშავე მარკეტში მომხმარებელს შეუძლია უბრალოდ აიღოს სასურველი ნივთი და ჭკვიან ბარიერთან გადაიხადოს, არ სჭირდება პროდუქტის დასკანერება და რიგში დგომა, რაც ზოგავს დროს და პანდემიურ პირობებში გამორიცხავს მაღაზიის წარმომადგენელთან კონტაქტს. პროდუქტის ინოვაციურობა გამოიხატება მის მაღალტექნოლოგიურობაში. NOKA ტექნოლოგიას არ სჭირდება არა მხოლოდ მოლარე, არამედ არც თვითმომსახურება, რადგან ჭკვიანი სენსორები ითვლიან პროდუქტის ღირებულებას და მაქსიმალურად ამცირებენ შესყიდვის დროს. NOKA-ს ბიზნეს მოდელი დაფუძნებულია იდეაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა სავაჭრო ობიექტმა დანერგოს ეს ტექნოლოგია პრაქტიკაში და მომხმარებელს საშუალება მისცეს მიიღოს ყიდვის უახლესი გამოცდილება. კონკურენტებისგან განსხვავებით, როგორიცაა თუნდაც amazon go, NOKA არ იყენებს ბიომეტრიულ და პროდუქტების გრაფიკული ამოცნობის სისტემას, რაც დანერგვის ფასს მკვეთრად ამცირებს. 


 



Self.ge

 

Self.Ge წარმოადგენს პერსონალის მართვის ინოვაციურ web აპლიკაციას, რომლის მიზანია გაამარტივოს ადმინისტრაციული პროცესების მართვა ორგანიზაციაში და შეამციროს ამ პროცესებზე დახარჯული დრო და ადამიანური რესურსი. Self.Ge-ის სისტემა, პირველი HR აპლიკაციაა, რომელიც სრულად არის მორგებული საქართველოს შრომის კოდექსზე და კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას კანონთან სრულ შესაბამისობაში მართონ ადმინისტრაციული პროცესები. Self.ge-ის სისტემის ძირითად ფუნქციონალს წარმოადგენს:


  • თანამშრომელთა ინფორმაციის, პროფილების და პირადი საქმეების ელექტრონული მართვა;
  • თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა და კანონით მოთხოვილი ნამუშევარი დროის რეპორტის წარდგენა;
  • ორგანიზაციული სტრუქტურის და საშტატო განრიგის მართვა;
  • შვებულებების, ბიულეტინების და სხვა აპლიკაციების Workflow-ს პრინციპით მართვა;
  • თანამშრომლებისთვის კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა Newsfeed-ის და SMS -ების მეშვეობით და სხვა.

თანამშრომლების თვით მომსახურების პრინციპი და სისტემაში ჩაშენებული WorkFlow-ს მექანიზმი სისტემას მოქნილს და ავტომატიზირებულს ხდის. თანამშრომლებს, როგორც კომპიუტერიდან, ასევე სმარტფონიდან შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ადმინისტრაციული აპლიკაციები. Self.Ge-ის cloud სისტემა, კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, პირველადი ინვესტიციის გარეშე, მინიმალური სააბონენტო გადასახადით, გახდნენ HR ადმინისტრირების სრული ფუნქციონალის მომხმარებლები. ყოველთვიური გადახდის, საბონენტო პრინციპი, სისტემას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის საშუალო და მცირე ბიზნესისთვისაც კი.


 



გლიმგოუ

 

კომპანია გლიმგოუ არის აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური ავტო სამრეცხაო. ეს აპლიკაცია ადამიანებს ეხმარება საათობით სამრეცხაოს რიგში დგომაზე დახარჯული დრო და ენერგია თავიანთ საყვარელ საქმიანობას მიუძღვნან. გილმგოუ ადამიანებს დაუზოგავს დროს, ენეგრიას ამასთანავე მიანიჭებთ მათ ძალიან დიდ კომფორტს. აპლიკაციაზე ერთი თითის დაჭერით გლიმგოუ მიაკითხავს  ავტომობილს და მომხმარებლის სურვილისამებ ავტომობილის წმენდის სულ სერვის შესთავაზებს სპეციალური ეკო მეგობრული ხსნარით, რომელიც არ აბინძურებს გარემოს. გლიმგოუს გეგმაა დაამატონ ავტომობილის შიდა გარე სრული წმენდა, ძრავის წმენდა და სალონის ქიმწმენდა, 2 წელიწადში კომპანიას კი უკრაინაში უნდა ჰქონდეს ფრენჩაიზი გაცემული.




Sandogold.ge


sandogold.ge არის შუამავალი სამკაულების ონლაინ პლატფორმა გამყიდველსა და მყიდველს შორის, რომელიც დამატებით კომფორტს უქმნის ორივე მხარეს, დაზოგოს დრო, მიიღოს მისთვის სასურველი და სანდო მომსახურება მას შემდეგ რაც მოხდება სამკაულის შესყიდვა, კომპანია ამოწმებს ნივთის სინჯს, მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ აწვდის სამკაულს მომხმარებელს. პლატფორმაზე  ხდება რეალიზებული თითოეული ნივთის შემოწმება და მას შემდეგ, რაც ნივთი გაივლის ხარისხის კონტროლს, მყიდველი მიიღებს ნივთს და გამყიდველი თანხას. სანდო გოლდი ერთის მხრივ ქმნის შესაძლებლობას, მომხმარებელმა სახლიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს მოძებნოს სასურველი სამკაული და შეიძინოს კონკრეტული სელერისგან მარტივად, ხოლო მეორეს მხრივ, საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეებს, ეძლევათ შესაძლებლობა განათავსონ თავიანთი ნაწარმი ვებგერდზე არსებული პირადი მაღაზიით(პროფილი), მოახდინონ მათი პოპულარიზაცია და რეალიზაცია. Sandogold.ge არის მარკეტფლეისი, სადაც შეგიძლია იყიდო და გაყიდო სამკაული ხარისხის გარანტიით.