ბიზნეს სიახლეები
გახდი ფერმერი - ახალი პროდუქტი დამწყები ფერმერებისთვის
ბიზნეს ბლოგი
29 ოქტომბერი 2021
visibility 3983



ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს. 

აგრო-სტარტაპის მთავარი პირობაა, დამწყებმა ფერმერმა თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც მას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს. მეხილეობის მიმართულებით თიბისის პარტნიორობას კომპანია ,,აგრო-კომი“ გაუწევს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია წარმატებულად საქმიანობს. ხოლო მეფრინველეობის დარგში თიბისი კომპანია ,,ნუტრიმაქსთან“ ითანამშრომლებს, რომელიც ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე ფრინველისა და ცხოველის საკვების წარმოებაში.


ინდივიდუალური კონსულტაციები მოიცავს :


⃝     ფრინველის ხორცის წარმოება


  • მეხორცული მიმართულების მეფრინველეობის ფერმების მოწყობა
  • ფრინველის გამოზრდის ტექნოლოგია
  • კვების რაციონი გამოზრდის სრული ციკლისთვის
  • ვეტერინარია და ფერმის მართვა
  • ინვესტიციის მოცულობის განსაზღვრა

 

პარტნიორი აგროკომპანია - შპს ნუტრიმაქსი

 

⃝     ხეხილის ინტენსიური და ნახევრად ინტესნიური ბაღების გაშენება (ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ბალი, გარგარი)

 

  • ბაღის დაგეგმვა და ინვესტიციის მოცულობის განსაზღვრა
  • ბაღის გასაშენებლად ჩასატარებელი სამუშაოების განსაზღვრა
  • ხეხილის ნერგების, სარწყავი სისტემისა და საყრდენი სისტემის შერჩევა
  • ბაღის მოვლისთვის აგროღონისძიებების დაგეგმვა

 

პარტნიორი აგროკომპანია - შპს აგროკომი

 

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თიბისი სტარტაპებს 2016 წლიდან აფინანსებს და ამ მიმართულებით 80 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული. თუმცა, აქამდე დაფინანსებას მხოლოდ ის პირები იღებდნენ,  ვისაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, ახალი პროექტი კი კარგი შესაძლებლობა დამწყებთათვის, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვთ,  წამოიწყონ აგრობიზნესი. 

„ჩვენ გამოვიკვლიეთ და გამოვყავით დარგები, სადაც გვაქვს დაბალი თვითუზრუნველყოფა და დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ასეთია მეხილეობა და მეხორცული მეფრინველეობა. გადავწყვიტეთ ამ მიმართულებების განვითარების მიზნით დავეხმაროთ დამწყებ ფერმერებს. ერთის მხრივ, მათ ფინანსურ რესურსს გამოვუყოფთ, მეორე მხრივ, კი დავაკავშირებთ დარგის გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც მთელი საქმიანობის განმავლობაში მათ კურატორობას გაუწევენ. ფერმერს დაეხმარებიან ტექნოლოგიური პროცესის სწორად აღქმაში, დაუმუშავებენ ხარჯთაღრიცხვას და მიაწვდიან წარმოების საშუალებებს. განუსაზღვრავენ მოვლის პროცესში აგროტექნოლოგიური ღონისძიებები რა ვადებში უნდა განახორციელონ და ა.შ. მენტორები თავიდან ბოლომდე დაუგეგმავენ საწარმოო პროცესს და ინფორმაციულად დაეხმარებიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ვეტერინარული ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში“, - ამბობს შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით.

პროექტი ითვალისწინებს ისეთი ხეხილის კულტურების თანამედროვე სტანდარტებით გაშენებას, რომელთა  მოყვანა საქართველოში წარმატებითაა შესაძლებელი, ესენია: ვაშლი, მსხალი, ქლიავი,  ბალი და გარგარი. მიზანი კი ისაა, რომ ადგილობრივ ფერმერებს    თანამედროვე სტანდარტების ხეხილის ბაღების გაშენებაში დაეხმაროს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მაღალი ხარისხის, ადგილობრივი პროდუქტებით მოამარაგონ და ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისონ. 

ფინანსური რესურსი, რომელსაც თიბისი ფერმერებს სთავაზობს 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე მერყეობს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 10 წელს შეადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მეხილეობის ნაწილი შესაძლებელია მთლიანად დაფინანსდეს სახელმწიფო პროგრამის ,,შეღავათიან აგროკრედიტის“ ფარგლებში, რომელიც  ძირითად საშუალებებს სრულად აფინანსებს, რაც მოიცავს ბაღების გაშენების და მოვლის ხარჯებს კომერციულ მსხმოიარობამდე (ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების დარგვა, სარწყავი სისტემები და მოვლა), შესაბამისად მსესხებელს თანამონაწილეობა არ მოეთხოვება. 

მეფრინველეობის შემთხვევაში კი, თიბისი საპროგნოზო შემოსავლებს ეყრდნობა და ფერმერთან ერთად ინდივიდუალურად განიხილავს პროექტებს. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს კალკულაცია, რაში დახარჯავს  ფინანსურ რესურსს და მას საპროგნოზო შემოსავლებზეც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. ძირითადი საშუალებების დაფინანსება აქაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში მოხდება, სახელმწიფო ფერმერს ოთხი წლის განმავლობაში დაუფინანსებს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს წლიური 11%-ის ოდენობით.

თიბისის ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ წარმოებას. პროექტში ჩართვა ფერმერებს ცხოვრებას გაუმარტივებს, მათ ექნებათ მეტი მხარდაჭერა და მოტივაცია, რომ ის აგრობიზნესი წამოიწყონ, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ. 

 

სტარტაპ აგრო სესხის განაცხადის შესავსებად გადადით ლინკზე : bit.ly/startup-agro