B&G Store
B&G Store 20 წელია, საბავშვო ტანსაცმლის წარმატებული, საერთაშორისო თურქული ბრენდია. თურქეთში, როგორც ადგილობრივი საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელს, დამსახურებულად უკავია ლიდერის პოზიცია. B&G Store-ს კოლექცია გამორჩეულია ხარისხით, მოდური, ფერადი და თანამედროვე კოლექციით. წარმოებული პროდუქცია (ქსოვილი და მასში გამოყენებული საღებავები) მუდმივ რეჟიმში გადის ლაბორატორიულ შემოწმებას, შესაბამისად მიღებული გვაქვს ISO-9001 და ISO-14001 ხარისხის სერტიფიკატი.
ბრენდი ზრუნავს პატარებზე და ქმნის ევრო სტანდარტის ტანსცმელს. კოლექციის შექმნისას გათვალისწინებული და დაცულია ყველა სტანდარტი, როგორიცაა თასმები, ელვა, შესაკრავი, ასევე მკაცრად კონტროლდება ქსოვილი და ქსოვილში გამოყენებული საღებავის ხარისხი. საქართველოში, კომპანია ფრანჩაიზინგის უფლებით ოპერირებს.
პუპაცო
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პუპაცო“ 4 წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ „პუპაცო“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ეკო-სათამაშოების იმპორტი დაიწყო და აქტიურად ეწევა მის პოპულარიზაციას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ხარისხიანი და უსაფრთხო სათამაშოების დისტრიბუციაზე. ამაზე მეტყველებს „პუპაცო“-ს მთავარი მისიაც, რომელიც მდგომარეობს ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნაში. კომპანიის „ბუნება“ მთლიანად ეკო-მიმართულებას მოიცავს, იგი სანდო პარტნიორებთან ერთად მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე. კომპანიის მომწოდებლები არიან პრემიუმ ბრენდები, რომლებსაც სათამაშოების მსოფლიო ბაზარზე მოწინავე ადგილები უჭირავთ. მაღაზიათა ქსელი საქართველოში ერთადერთია, სადაც პროდუქციის დაახლოებით 70% 700-მდე დასახელების ხის სათამაშოს მოიცავს. 2021 წლის დასრულებამდე პუპაცოს თბილისში უკვე მეოთხე ფილიალი ექნება.
Modern moms
Modern moms თანამდეროვე დედების კლუბია, რომელიც 8 წლის წინ Facebook-ჯგუფის სახით შეიქმნა. 2 თვის წინ კი გაკეთდა საიტი www.modernmoms.ge რომლის მთავარი მიზანია მშობლების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, სწორი განათლება და ბავშვის აღზრდა-განვითარებაში აქამდე არსებული მითების დამსხვრევა, ძუძუთი კვების ხელშეწყობა, თანამედროვე სამედიცინო გაიდლაინებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება. პლატფორმა აერთიანებს 70 000 -ზე მეტ დედას, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.
Modern moms-ს უკეთესობისკენ ცვლის დედების ყოველდღიურ ქცევას, აძლევს მათ საჭირო რჩევებს და ეხმარება ყოველდღიური, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაგეგმილია აქტივობების გადმოტანას რეალურ სივრცეში, თანამედროვე დედების კლუბის დაარსება რეალურ სივრცეში და გარემოში, მოსიარულე ტერინინგ ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია იქნება ჯანდაცვის სპეციალისტებით, ფსიქოლოგებით, ადრეული განვითარების სპეციალისტებით და ა.შ სასწავლო პროგრამების შემუშავებას დედებისთვის და ორსულებისთვის.
ნათკრაფტი
კომპანია ნათკრაფტი აწარმოებს არაქისის კარაქს დანამატების გარეშე. პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს და შაქრებს. დრო პროდუქციის დამზადებიდან რეალიზაციამდე მინიმალურია, ამის გამო გემოვნური თვისებები და არომატი გამოკვეთილია, ტექსტურა კი ჰაეროვანი და ფაფუკი.
კომპანიის მიზანია ჩაანაცვლოს არაჯანსაღი წასახემსებელი სასარგებლო, გემრიელი და ნოყიერი ალტერნატივით. ამის მისაღწევად კომპანია მომხმარებლებს უზიარებს ინფორმაციას არაქისის კარაქის სასარგებლო თვისებების, მისი ისტორიის და რეცეპტების შესახებ. კომპანიის მისიაა არაქისის კარაქის დღიური რაციონის განუყოფელ ნაწილად ქცევა და მოსახლეობაში ჯანსაღი საკვების მნიშვნელობის ამაღლება.
ქარტა
ქარტა ქმნის პლატფორმას, სადაც მომხმარებელს ეძლევა საშუალება შექმნას მისთვის სასურველი მოგონებების ფოტოწიგნი. დღეისათვის წარმოდგენილია ოთხი სახის პროდუქტი : 24 გვერდიანი ფოტოწიგნი, 48 გვერდიანი ფოტოწიგნი, 96 გვერდიანი ფოტოწიგნი და სასაჩუქრე ბარათები. პროდუქციის მიწოდება ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს პროდუქტი საქართველოს ბაზარზე გამორჩეულია, რადგან წარმოადგენს სინთეზს პროდუქტსა და ტექნოლოგიას შორის. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ადაპტირებულ და მარტივ ვებ მომსახურებას , რომლის მეშვეობით მომხმარებელი შეძლებს შექმნას სახლიდან გაუსვლელად მარტივად თავისთვის სასურველი, ინდივიდუალური ფოტოწიგნი. საიტის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია აარჩოს ქარტას მიერ დამზადებული სხვადასხვა სიმბოლო გარეკანისთვის, ასევე სხვადასხვა ქსოვილის, ფერის და ტექსტურის მქონე ყდა. საიტზე მომხმარებელს დახვდება რამდენმე გამზადებული შაბლონი ან შეუძლია თავად აარჩიოს სასურველი განლაგება და შექმნას უნიკალური ფოტოწიგნი და რაც მთავარია, შეძლოს სურათების იმპორტირება პირდაპირ სოციალური ქსელებიდან და ქლაუდიდან. ასევე შესაძლებელია დაამატოს ტექსტური ჩანართები მოგონებების ჩასაწერად, რაც უფრო ღირებულს და მრავალფეროვანს გახდის მას. მომდევნო ორი წლის მანძილზე დაგეგმილია საკუთარი სტამბის გახსნა და საქართველოს ფარგლებს გარეთ პროდუქტის გატანას, რომელიც იპოზიციონირებს, როგორც ქართული ფოტოწიგნების ბრენდი.
სნოუი ფორესტი
სნოუი ფორესტი მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე და გამორჩეული ტიპის სამშენებლო პირობებს, როგორც დეველოპერული მიმართულებით ასევე მშენებლობის მიმართულებით, პროექტირება, არსებული პროექტების დასრულება, მსურველის მიერ შერჩეული პროექტის შესრულება ნებისმიერ ლოკაციაზე. მომხმარებლისთვის მორგებულია ყველა პირობა რაც შეეხება მშენებლობის სფეროს და შემდეგ მის მენეჯმენტს, იქნება სასტუმრო კოტეჯი თუ აპარტამენტი. კომპანია გამორჩეულია ხარისხით და ეკოლოგიით, რადგან იყენებს ინოვაციურ და ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, აქვს შესრულების მაღალი ხარისხი, სისწრაფე და მუშაობს ნებისმიერი სამშენებლო მიმართულებით.
კერა
კომპანია “კერა” აწარმოებს სახვით და გამოყენებით კერამიკულ ნაწარმს, ასევე კერამიკისა და ხის მიქსს. ნაწარმი მზადდება ქართული და უცხოური სხვადასხვა ტიპის თიხისგან. კერა მომხმარებელს სთავაზობს ეკოლოგიურად საღ პროდუქტს, მაღალ ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასს, თითოეულ მომხმარებელზე ინდივიდუალურად მორგებულ, ხელნაკეთ ნივთებს. სამომავლოდ დაგეგმილია კომპანიის შესაძლებლობების გაფართოვება, დანდგარების დამატება, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს ადგილზე დაამუშაოს ხე და მინა. კომპანიას ჰყავს გამორჩეული პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც სრული შემოქმედებითი თავისუფლებით სარგებლობენ.
გიფთაიმი
GIFTIME უნივერსალური ყუთია, რომელიც GIF-ს, BOOMERANG-ს, PHOTO-ს ულიმიტოდ იღებს და გაძლევთ საშუალებას ყველა ეს მომსახურება გადაღებისთანავე QR კოდის საშუალებით გახსნათ ტელეფონში და 2 წამში გაუზიაროთ მეგობრებს ან მომენტალურად ნახოთ GIFTIME.GE-ზე.
დი ჯი დიჯიტალი
კომპანიის პროდუქტი წარმოადგენს ციფრული ტექნოლოგიის ნიმუშს თანამედროვე სტომატოლოგიაში. 3D კომპიუტერული ტომოგრაფია ფართოდ გამოიყენება მედიცინაში და მათ შორის სტომატოლოგიაში. დი ჯი დიჯიტალი მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის გამოსახულების მქონე სურათს უმოკლეს დროში. გარდა ამისა კომპანია უზრუნველყოფს მიღებული გამოსახულების დისტანციურ მიწოდებას საერთაშორისო სერვერების მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მომდევნო 2 წელიწადში დაგეგმილია კიდევ რამდენიმე მსგავსი მომსახურების ცენტრის გახსნა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით.
კაფსულა
დღეს თერმოსკრინინგი და დეზინფექცია, ნებისმიერი ტიპის კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, აუცილებელია. კაფსულა არის სამედიცინო ტექნიკის იმპორტიორი საქართველოში, იგი ქმნის ბიუჯეტურ, აქტუალურ და უნიკალურ პროდუქტს პანდემიის დასამარცხებლად. კომპანია სთავაზობს შესაბამისი ტექნიკის სწრაფ მიწოდებას და ინსტალაციას. განვითარების მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია წვრილი სამედიცინო სახარჯი მასალების წარმოება საქართველოში.
შპს ელმა
იმისათვის, რომ იყო განსაკუთრებული უნდა გიყვარდეს ის, რასაც ქმნი. ასევე შექმნა ის რაც ყველას სურს, ჭირდება და თავს აგრძნობინებს განსაკუთრებულად. იმისათვის , რომ იყო განსაკუთრებული და პრეზენტაბელური უნდა იყო თავდაჯერებული, თავდაჯერებულობა მოდის იმისგან, რაც თავს განსაკუთრებულად და ბუნებრივად გაგრძნობინებს. ეს ჯაჭვი კი ქმნის იმ პროდუქტებს, რომლებსაც ელმა ქმნის. ამ ეტაპზე კომპანია ელმა არის უკვე შპს და აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ხაზის მიმართულებით 20-მდე დასახელების პროდუქტს. მინდოდა, რომ საზღვარგარეთ გაეგოთ კომპანია ელმა-ს შესახებ, ამიტომ ექსპორტზე გავედი ETSY-ს საშუალებით, სადაც ძალიან მოკლე დროში მივაღწიე დიდ წარმატებას. ETSY-მ მომანიჭა სტარ სელერის სტატუსი, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებული მაღაზიებისათვის და რომელიც მიანიშნებს მყიდველს სწრაფი და ხარისხიანი სერვისის შესახებ. ჩემს სტიმულს წარმოადგენენ სწორედ ის კმაყოფილი მომხმარებლები, რომლებიც უკვე შემოუერთდნენ ჩვენს რიგებს და გახდნენ ჩვენი პროდუქტის აქტიური და ერთგული მომხმარებლები.
მთელი მსოფლიო გადართულია ბუნებრივი პროდუქტების შექმნაზე და იმ გზის ძებნაზე თუ როგორ გამოიყენონ ბუნებრივი პროდუქტები ისე, რომ ბუნებასაც არ მიაყენონ ზიანი. სწორედ ეს გზა ავირჩიე მეც. სწორედ ეს გამოარჩევს ბუნებრივი (ორგანული) ინგრედიენტებით წარმოებულ პროდუქციას ძირითადი ან ზოგადი წარმოებისაგან. პანდემიის პირობებში ყველა ადამიანმა დაუსვა ერთი კითხვა საკუთარ თავს. რა შემიძლია გავაკეთო პანდემიის პირობებში, რომ არ გავჩერდე და თან გავაკეთო რაიმე სასარგებლო საზოგადოებისთვის. ჩემი ინსპირაციაც სწორედ ეს იყო. გავაკეთე ჩემი მიდგომის, აზროვნების და მიზნის რესტარტი. რამაც საკუთარი მიზანი და საჭიროება დამანახა. ყველაზე დიდი ბარიერი რაც გადავლახე იყო თავის დამკვიდრება (რაც დღემდე გრძელდება) და სკეპტიკური აუდიტორია, რომელიც არ ენდობა ახალ კომპანიას. ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, თუმცა თავდაუზოგავი შრომით კომპანიამ შეძლო ამ წინაღობის დაძლევა. სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, მხარდაჭერა გიბიძგებს წარმატებისკენ, წარმატება ქმნის პროდუქტს, რომელიც ყველასთვის ნმიშვნელოვანია.