ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“
ბიზნეს ბლოგი
07 ოქტომბერი 2021
visibility 3540

ქარი

 

ქარი ეკო-მეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც შეიქმნა ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის. მოპედების გამოყენება შესაძლებელია ქარის აპლიკაციით, რომელიც უშუალოდ სამგზავრო დანიშნულების გარდა ჩვენს მომხმარებელთან საკომუნიკაციო ეფექტურ არხადაც მოქმედებს. ქარის მოპედები ინდივიდუალური ან ორი ადამიანის გადაადგილებისთვის ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უხერხულობებისგან, ხოლო მთავარი ბენეფიტები რჩება : 24/7 ხელმისაწვდომობა, საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები, ეკო-მეგობრულობა და ასე შემდეგ. მოპედები აღჭურვილია უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტით - მათ შორის ორი ჩაფხუტით, და ჰიგიენური ქუდებით. მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია ქარის კიდევ ერთი აღსანიშნავი თვისებაა - მხარდაჭერის ჩათი და საკონსულტაციო გუნდი ნებისმიერ საკითხს უმოკლეს დროში აგვარებს, ხოლო დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა ან არაა დარწმუნებული მოპედის მართვის უნარებში, უფასოდ სთავაზობს პროფესიონალურ ტრენინგსა და დახმარებას. ამჟამად ქარი მუშაობს ველოსიპედების გაზიარების სერვისზე, რაც გააფართოვებს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ხაზს. ასევე იგეგმება მინი ელექტრომობილების წარდგენა და CRM სისტემის დახვეწა.


 



Profy


Profy - საყოფაცხოვრებო სერვისების პლატფორმაა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა საყოფაცხოვრებო სერვისს და ბაზარზე არსებულ საუკეთესო შემსრულებლებს. მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად და სწრაფად იპოვოს სასურველი სერვისის მიმწოდებელი სასურველ ფასად. მეორე მხვრივ, პროფი ქმნის ეკონომიკურ შესაძლებლობას ბაზარზე და ასაქმებს უამრავ ადამიანს, რომლებსაც პლატფორმის მეშვეობით შესაძლებლობა აქვთ გამოიმუშავონ 3x - ჯერ მეტი ვიდრე საქართველოს მაშტაბით საშუალო ხელფასია. ყველა შეკვეთა დაზღვეულია სადაზღვეო კომპანიის მიერ, ყველა სერვისის მიმწოდებელი გადამოწმებულია პროფესიულ ექპერტიზაზე.



 

ბლუ ენერჯი კაუკაზუს

 

ევროკავშირთან ასოცირებისა და ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესების შედეგად საქართველომ აიღო ვალდებულება 2018 წლის 31 დეკემბრისათვის მოახდინოს ენერგოეფექტურობის დირექტივის (EED) 2012/27/EU ტრანსპონირება, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 21 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა (ენერგოეფექტურობის კანონი და ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, 3 ივლისი 2019 წელი). ბლუ ენერჯი კაუკაზუსი ერთადერთი კომპანიაა ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც გაცივების სისტემებზე დახაჯული დენის ხარჯს ამცირებს.

კომპანია ამონტაჟებს წინასწარი გაცივების პანელებს, რომელიც ჩილერების/დრაივკულერებზე ელქტროენერგიის ხარჯს ამცირებს. აღნიშნული პანელები უზრუნველყოფს ჰაერის წინასწარ გაცივებას დაახლოებით 20 გრადუსით. ამას რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჩილერი ნაკლებ ენერგიას მოიხმარს, დაახლოებით 35%-ით (მაქსიმალური შედეგია 41% ენერგიის ეკონომია ერთ თვეში); გამოიყოფა ნაკლები CO2; იზრდება ჩილერის ექსპლუატაციის ვადა და გრძელვადიან პერიოდში იზოგება უზარმაზარი ხარჯები.


 


 

ავტო-იდეალი

 

ავტო-იდეალი მომხმარებლებს სთავაზობთ სათუნუქე-სარობოტე სერვისს. კომპანიის მომსახურების მთავარი ღირებულებაა მომხმარებლის პრობლემის დროული მოგვარება, მათი სასურველი შედეგის მიღება და მომხმარებლის კმაყოფილება. კომპანიის გუნდი ორიენტირებულია არა მარტო წინსვლაზე და წარმატების მიღწევაზე, არამედ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაზე, რასაც განაპირობებს : სანდოობა,საიმედოობა და კეთილსინდსიერება.  ავტო-იდეალის მომდევნო 2 წლის გეგმა არის ავტო-სერვისის სფეროში არსებული უახლესი დანადგარებით ბოქსების აღჭურვა, გაფართოება, ფინანსურ მოგებაზე გასვლა და გარკვეულ სოციალურ კამპანიებსა,თუ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, მაგ. როგორიცაა, ქველმოქმედება და ა.შ.


 



ჯი ემ აი

 

მუსიკალური ინდუსტრია ერთ-ერთი მოწინავე ინდუსტრიაა განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოში კი თითქმის არ არსებობდა. ინდუსტრიის შემოსავლების 60% გაყიდვებს წარმაოდგენს, 21-ე საუკუნეში კი გაყიდვებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. სულ 100-მდე ლეგალური პლათფორმაა, სადაც მუსიკის რეალიზებით შეიძლება ჰონორარების გამომუშავება, არტისტებს კი პირდაპირ არ შეუძლიათ კონტენტის ატვირთვა. საჭიროა უფლებების სწორი დისტრიბუცია, რათა არტისტებმა მაქსიმალური შემოსავლები მიიღონ. დღეის მდგომარეობით კომპანიამ გააციფრულა და მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახადა 190 ქართველი არტისტის შემოქმედება - 3400 ფონოგრამა. ყოველკვარტლულად 15-20%-ით იზრდება არტისტების შემოსავალი და უკვე კვარტალში 13000 ევრომდე ავიდა, მაშინ როდესაც 1 წლის წინ კვარტალში 3000 ევროც არ გენერირდებოდა. არტისტებს ჯი ემ აის დახმარებით აქვთ:  შემოქმედების ხელმისწავდომობა ლეგალურ პლათფორმებზე (ვიტრინებზე); ონლაინ რეჟიმში შემოსავლების კონტროლი პირადი კაბინეტებით; ყველა ლეგალური პლათფორმიდან მიღებული შემოსავლების სრული ანალიტიკა; უფასო იურიდიული (Copyright) მხარდაჭერა; უფლებების მართვის ეფექტური სერვისი; მუდმივად მზარდი შემოსავლები. ყოველივე  აღნიშული კი საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციურია. ჯი ემ აი თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიასთან The Orchard. The Orchard არის მსოფლიოს საუკეთესო დისტირბუტორი, იგი არის Sony Music Entertainment-ის, მსოფლიოს უმსხვილესი ლეიბლის, შვილობილი კომპანია.

 



სილქვეი ექსპრესი

 

კომპანია სილქვეი ექსპრესი ეხმარება საქართველოში არსებულ კომპანიებს, მარტივად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ განახორციელონ იმპორტ/ექსპორტი საერთაშორისო ბაზარზე.

სილქვეი ექსპრესი აქვს საერთაშორისო პარტნიორული ხელშეკრულებები, მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს ყველა სახის გადაზიდვას, კომპანიის მომსახურება ცნობადია რეკლამების მეშვეობით სხვადასხვა სოციალურ მედიაში. 2021 წელს კომპანიის განსაკუთრებული მიღწევა მდგომარეობს ფართო ბაზარზე გასვლაში, შედეგად ის ისეთ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომლებსაც წამყვანი როლი უკავიათ საერთაშორისო ბაზრებზე.


 



მეტრიქსი

 

კომპანიის მომსახურებაში შედის სამშენებლო, სარემონტო და ავეჯის დამზადების მომსახურება. დამკვეთს მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან და ცდილობენ იდეალურად შეასრულონ თითოეული მომხმარებლის მოთხოვნა. კომპანია გამოირჩევა სამუშაოების შესრულებაში მაღალი ხარისხით  და უმოკლესი ვადებით, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია დამკვეთისათვის. კომპანიის სამომავლო გეგმაა, მომხმარებლებს შესთავაზოს ინოვაციური სიახლეები, რათა სრულიად განსხვავებული იყოს კონკურენტებისგან.





ექსპერტ დეველოპმენტი

 

კომპანია ექსპერტ დეველოპმენტი საპროექტო-სამშენებლო ინდუსტრიაში არსებობის 3 წელს ითვლის, ამ დროის განმავლობაში შექმნილი აქვს მრავალბინიანი, ინდივიდუალური, სამრეწველო შენობები. კომპანია მომხმარებლებს ეხმარება  მათი ოცნების პროექტების რეალობად ქცევაში. ექსპერტ დეველოპმენტის გუნდს თითოეულ მომხმარებელთან აქვს ინდივიდუალური დამოკიდებულება, ისინი გამოირჩევიან უმაღლესი ხარისხის შესრულებული პროექტებით. "ექსპერტ დეველოპმენტი" დაფუძნებულია ხარისხზე, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, ასე მოკლე დროში ცნობადობის და სანდოობის მოპოვებისათვის, ასევე მომსახურების ანაზღურება ემყარება ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარების. 2021 წელს თბილისის მასშტაბით შესრულდა 500-ზე მეტი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის პროექტირება, ასევე კომპანია საქმიანობს რეგიონებშიც, მათ შორის დმანისი, ბოლნისი, ბაკურიანი, ბორჯომი და სხვა ქალაქებში.


 



დურეალი

 

კომპანია "დურეალი" არის ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ავეჯს დამკვეთის სურვილის მიხედვით ამზადებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე და ზრდაზე. დურეალი ამზადებს ნებისმიერი დიზაინის ავეჯს მაღალი ხარისხით და უმოკლეს ვადებში. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ფილიალის გახსნა ბათუმში.


 



ჯეო კონსტრაქშენი

 

სამშენებლო კომპანია ჯეო კონსტრაქშენი დაფუძნდა 2021 წლის 20 მარტს. ჯეო კონსტრაქშენის საქმიანობა მოიცავს  სხვადასხვა მომსახურეობას სამშენებლო კუთხით, ის თანამშრომლობს ისეთ დეველოპერულ კომპანიებთან, როგორიც არის ანაგი, რედკო, არქი და სხვ. მათი შესრულებული სამუშაო გამოირჩება მაღალი ხარისხით.



 

Intrec Georgia

 

კომპანია აწარმოებს მინაპლასტიკურ არმატურას, რეგისტრირებული სავაჭრო ნიშნით „ბაზისი“.  ბაზისი არის პირველი ქართული პროდუქტი, რომელიც მეტალის არმატურის ღირსეული ალტერნატივაა. მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი დიდწილად ანაცვლებს მეტალის ანალოგს სამშენებლო კონსტრუქციებში, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სამშენებლო ხარჯებს.   

ბაზისი, არაერთი უპირატესობით სარგებლობს მეტალის ანალოგთან შედარებით, რაც მისი პოპულარობის საფუძველია. ბაზისი არ იჟანგება, არ ახშობს რადიოტალღებს, მსუბუქია, არ საჭიროებს ტრანსპორტირების სპეციალურ საშუალებებს და რაც მთავარია, მეტალის ანალოგთან შედარებით საგრძნობლად იაფია. ბაზისი ამცირებს სამშენებლო დანახარჯებს არმირების ყველა ეტაპზე და რის გამოც მინაპლასტიკური არმატურა ბაზისი მნიშვნელოვანი პროდუქტია ქართულ და არა მარტო ქართულ სამშენებლო ბაზარზე.  კომპანია Intrec Georgia საქართველოში უკვე 8 წელია პროდუქციას აწარმოებს. „ბაზისი“ იყიდება მსხვილ ჰიპერმარკეტებში: გორგია, დომინო, ბრიკორამა და ა.შ. ამ დროისათვის პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ისრაელში, უახლიეს მომავალში დაგეგმილია ექსპორტი სომხეთსა და აზერბაიჯანში.


 



ვებერ ტექნოლოჯის 

 

ვებერ ტექნოლოჯის  ქართული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს ელექტრომობილის დამტენ მოწყობილობებს. თითოეული მოწყობილობა წარმოებულია საქართველოში და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ელექტრომობილების განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას და არაპირდაპირი გზით ტექნოლოგიების განვითარებას. ეს ერთი მხრივ იზიარებს გაეროს მდგრადი განვითარების კონცეფციას, ხოლო მეორე მხრივ ზრუნავს გარემოზე შემცირებული გამონაბოლქვის ხარჯზე. უახლოეს პერიოდში კომპანიის გეგმაა შეიქმნას ერთიანი პლატფორმა, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება გააქიაროს ან თავად იქირაოს სხვისგან დამტენი მოწყობილობები. საუბარია არამხოლოდ ავტომობილებზე, არამედ ელ. სკუტერებსა და მოპედებზე. ეს კი სიახლეს წარმოადგენს, როგორც საქართველოში, აგრეთვე ევროპის ბევრ ქვეყანაში.


 



Project and Building Services

 

PBS მომხმარებელს სთავაზობს საინჟინრო და სამშენებლო მიმართულებებით პროფესიონალურ მომსახურებებს. PBS შეიქმნა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს. ფაქტობრივმა გარემოებებმა აუცილებელ მოთხოვნად აქცია სწრაფი ადაპტაცია. ცვლილებები, ოპტიმიზაცია და ახალი მიმართულებებით განვითარება გარდაუვალი გახდა. კომპანიის გუნდმა დეტალურად განიხილა, თუ რა სიახლე შეიძლებოდა შეეთავაზებინა განვითარებით დაინტერესებული მხარეებისა და კომპანიებისთვის, კერძოდ, დაგროვილი კომპეტენციითა და ცოდნით, რა ტიპის მხარდაჭერა შეიძლებოდა მიეღო მომხმარებლს. სწორედ ასეთი ხედვითა და მისიით შეიქმნა PBS, შესაბამისად, ჩამოყალიბდა მამოძრავებელი იდეაც – „განაგრძე განვითარება“.

პირველად საქართველოში აქტივების მართვის მიმართულებით მომხმარებელს შეუძლია, მიიღოს სრულფასოვანი მომსახურება, რაც გულისხმობს ბიზნესის ეფექტიანობასა და განვითარებას. PBS -ის მიერ შემოთავაზებულ სისტემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოვლა-პატრონობის კომპონენტს. საკითხი აქტუალურია როგორც სამრეწველო, ისე სამოქალაქო სექტორებში. საწარმოო ქარხნები, საცხოვრებელი კომპლექსები, ბიზნესცენტრები და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები უკვე აღჭურვილია თანამედროვე საინჟინრო სისტემებით, მანქანა-დანადგარებით, ტექნოლოგიური ხაზებით, რომლებიც მართვასა და მუდმივ მოვლა-პატრონობას მოითხოვს. მთელ მსოფლიოში აქტივების მართვა და მოვლა-პატრონობა ბიზნესის განვითარების შესაძლებლობისთვის მნიშვნელოვანი სტიმულატორია.


 

 



თბილგრანიტ პლასტიკი

 

თბილგრანიტ პლასტიკი არის ახალგახსნილი საწარმო, რომელიც აწარმოებს ბოცვრისა და ინდაურის ხორცისაგან ნახევარფაბრიკატებს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე ანალოგი არ გააჩნია, საწარმო აღჭურვილია უახლესი ტიპის მანქანა დანადგარებით, რომელიც იძლევა საშუალებას პროდუქცია როგორც ვიზუალურად ასევე გემოვნური თვისებებით იყოს მაღალი ხარისხის. საწარმოში დანერგილია ხასპის სტანდარტი და აღიარებულია სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა სასარგებლო თვისებებით, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას არჩევანი გააკეთოს უბრალოდ კვებასა და ჯანმრთელ კვებას შორის.


 



ინსაუნდი


ინსაუნდი მომხმარებელს სთავაზობს სრულ აუდიო მომსახურებას მაღალი ხარისხით, მათ შორის. ხმის ჩაწერა, მუსიკის შექმნა, ვოისოვერი, გახმოვანება, აუდიო დიზაინი და სხვ. კომპანია გამოვირჩევა უმაღლესი ხარისხით და დიდი პასუხისმგებლობით. ინსაუნდს აქვს ხმის უდიდესი ბანკი პროფესიონალური ხმებით, რაც შეიძლება დასჭირდეს ყველა კომპანიას, რომელიც რაიმე სახის რეკლამირებას გადაწყვეტს.