ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“
ბიზნეს ბლოგი
12 ოქტომბერი 2021
visibility 2907

Sumit Sharma 


ტრადიციული ინდური რესტორანია, რომელიც მომხმარებლებს ინდურ სამზარეულოს სთავაზობს. რესტორანი ქართულ ბაზარზე მეხუთე წელია უკვე არსებობს. Sumit Sharma-ს მზარეულები ყოველდღიურად სთავაზობენ ნამდვილ, ჯანსაღ და ახალი პროდუქტებით დამზადებულ ინდურ კერძებს და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნავენ. ადმინისტრაცია გეგმავს გაფართოვებას და რესტორნების გახსნას საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც აპირებს.


  



ენოვუსი 


არის თანამედროვე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის სტარტაპი საქართველოში. სტარტაპის ამოცანაა მომხმარებელს ენერგო-ეფექტური გადაწყვეტილებები მიაწოდოს და საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორი განავითაროს. ენოვუსი საქართველოში სულ რაღაც ორი წლის წინ დაარსდა და პირველი კომპანიაა, რომლიც სამივე მიმართულებით მუშაობს - მზის, მიკრო ქარის და ჰიდრო ელექტროსადგურებზე, რათა მომხმარებლისთვის ყველაზე ოპტიმალური დაგაწყვეტილება მოიძიოს. ენოვუსის გუნდი ახორციელებს ენერგო აუდიტს, ელექტროსადგურის პროექტირებას, საჭირო ტექნოლოგიის შერჩევას, მონტაჟს, მართვის ტრენინგს და საოპერაციო მხარდაჭერას. წლის ბოლოს უკვე ენერგოეფექტური განათების სისტემების წარმოებასაც იწყებენ,  რადგან ფიქრობენ, რომ ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ღირებული გამოცდილება დააგროვეს და  მზად არიან წარმოებაში მოსინჯონ ძალები.


 


 

ვერტექსი


ემსახურება კომპანიებს და ატარებს ბაზრის და ხარისხის კვლევებს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა " მისტიური მომხმარებელი"  ანუ კონკურენტების კვლევა. ვერტექსი გეგმავს ქვეყნის გარეთ  გასვლას და ბაზრის გაფართოვებას.


 



ჩართე მზე 


აწარმოებს მზის წყალგამაცხელებლებს, ეს არის მთლიანად ქართული წარმოება, ყველა დეტალი საქართველოში მზადდება. კომპანია თავად ახორციელებს ტექნოლოგიის დამონტაჟებას და მომხმარებლებს მომსახურებას უწევს არანაკლებ 3 წლის განმავლობაში. პროდუქტი წამატებით ფუნქციონირებს საოჯახო პირობებში და მცირე ბიზნესის ობიექტებში, უკვე რეალიზებულია 300-ზე მეტი ასეთი წყალგამაცხელებელი. მსგავსი წარმოება საქართველოში ერთადერთია და მზის ენერგიის პოპულარიზაციის პარალელურად გაიზრდება ქვეყნის პოტენციალიც. კომპანიის საქმიანობა პირდაპირ პასუხობს თანამედროვე მსოფლიო გამოწვევას, კლიმატის ცვლილებას.


 



ოტო ჯორჯია 


ოტო ჯორჯიას საქმიანობის ისტორია დაიწყო 2011 წელს, ის წარმოადგენს აკუმულატორებისა და ზეთების შემომტან კომპანიას საქართველოში, რომელიც აწარმოებს დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კარგად განვითარებული სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით შესაძლებელია პროდუქციის მიწოდება საქართველოს და სომხეთის ნებისმიერ წერტილში. კომპანია ემსახურება როგორც კორპორატიულ, ასევე საცალო მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. 2011 წელს ოტო ჯორჯიამ პირველად შემოიტანა საქართველოში აკუმულატორების ბრენდები HELDEN, YIGITAKU და MACPOWER, რომლებიც დღემდე აკმაყოფილებს ყველა მომხმარებლის მოთხოვნას. 2012 წელს განხორციელდა კომპანიის რეორგანიზაცია და აკუმულატორებს დაემატა უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთები LEXUS, XENOL, MSM BY GERMANY. დღეს კომპანია გთვაზობთ დიდი ასორტიმენტის პროდუქტს - იაპონურ, გერმანულ, თურქულ, ჩინურ, რუსულ და უკრაინული წარმოების აკუმულატორებს, საავტომობილო ზეთებს, ანტიფრიზებს, საბურავებს, ფილტრებს, საპოხ მასალებს, აქსესუარებს.


 



ალტერჯგუფი 


არის პირველი ქართული მენეჯმენტ კონსალტინგის კომპანია საქართველოში, რომელიც საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიების, ორგანიზაციული დიზაინის, მარკეტინგის და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. ბოლო 16 წლის განმავლობაში კომპანიამ ათობით პროექტი განახორციელა, როგორც ქართული ბიზნესის, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისთვის. მომხმარებელი ყოველთვის კმაყოფილია მომსახურებით და განმეორებით ითხოვს ახალი ვებგვერდის, სტრატეგიის ან სტრუქტურის შექმნას. მომავალში კომპანია გეგმავს უფრო ინოვაციური, გლობალური და მასშტაბური პროექტების განხორციელებას, ახალი პროფესიონალების მოძიებასა და გუნდში დასაქმებას.


 



toyshop


კომპანიამ 2021 წლის იანვრიდან დაიწყო საქმიანობა,  ის ამზადებს ხის ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს, რომლებიც სრულად ორიენტირებულია ბავშვების განვითარებაზე. ადრეული ასაკიდანვე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა გამოიმუშაოს გარკვეული ტიპის უნარები, რაშიც ძალიან ეხმარება სწორად შერჩეული სათამაშო და თამაშის პრინციპი. სათამაშოები გარდა იმისა, რომ ბავშვებს "ართობს', უზრუნველყოფს პროცესში მშობლის ჩართულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესში. ერთადერთი კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სათამაშოებს 0 თვიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვილობის ასაკიდანვე ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა განავითარონ უნარები. 0 თვიდან სათამაშოები მუშავდება მხოლოდ ზეითუნის ზეთით, ეს კომპანიის უნიკალური რეცეპტია. სათამაშოების ნატურალური ხმა კი ბავშვებს უვითარებს ფანტაზიის უნარს.



 

დიალოგი


 სწარაფად და ხარისხიანად, მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომ ფასად აწარმოებს  სამედიცინი, იურიდიული და ბიზნეს დოკუმენტაციის თარგმნას. პანდემიის გამო ბევრმა ადამიანმა დაკარგა სამსახური და იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა. კომპანია ეხმარება ასეთ ადამიანებს სამუშაო ვიზებში და ბინადრობის ნებართვის თარგმნაში, აძლევს კვალიფიციურ რჩევას.


 



კომპანია სხვა 


პირველია საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქართულ რესტორანს და მაღაზიას ერთ ობიექტზე. საწყის ეტაპზე, ბევრი ფიქრობდა, მაღალი კლასის რესტორნის სივრცეში ინტეგრირებული გასტროსივრცე, ადგილზე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნახევრად მზა პროდუქტით არა ინოვაციური, არამედ უტოპიური იდეა იყო, მაგრამ ბრენდზე მომუშავე გუნდი მართალი აღმოჩნდა. სხვა გასტროსივრცე გამორჩეულია ქართული სამზარეულოს რჩეული გემოების განსხვავებული ინტერპრეტაციებით, მაღალი კლასის მომსახურებით, საქმიან ადამიანებზე მორგებული გარემოთი და ბავშვებზე ადაპტირებული სწრაფი და ხარისხიანი გასატანი საკვებით. კომპანია გახსნიდან 4 თვის შემდეგ უკვე წარმატებულ ბრენდად ითვლება. რაც შეეხება გუნდს, მფლობელებმა, რომლებსაც სარესტორნო ბიზნესში დიდი გამოცდილება აქვთ, ბიზნესის მართვის სადავეები ახალგაზრდა გუნდს ჩააბარეს : სახელიც, ბრენდირებაც, გემოც, მართვის სისტემაც, პიარიც მათთვის აქამდე უცხო ადამიანებს ანდეს. სხვა თავიდანვე HASSP-ის სტანდარტების სრული დაცვით გაიხსნა, ერთ-ერთი პირველი იყო მწვანე ობიექტებს შორის  სრულად ვაქცინირებული გუნდით.


 



ებტ გრუპი 


პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე დაფუნძდა. კომპანიის მიზანია შეიქმნას უსაფრთხო, დაცული გარემო საზოგადოებისთვის. მთავარი სამუშაო პროფილიც ასეა, უსაფრთხოების სისტემებისა და ინვოცაიური ტექნოლოგიების დანერგვა. პანდემიურმა სიტუაციამ, განაპირობა ქვეყანაში პირველებს დაენერგათ სიცხის მზომი ვიდეოსამეთვალყურე სისტემების შემოტანა და მონტაჟი. რისთვისაც კომპანიამ ჩაატარა მასიური ინფორმაციული კამპანია, თუ როგორ უნდა გამოეყენებინათ კომპანიებს ახალი ტექნოლოგიები, რათა დაცული ყოფილიყო მათი ბიზნესი კოვიდ -19-ის გავრცელებისგან და მომხამარებლებს კონკრეტული მაღაზია ან ადგილი ჩაეთვალათ სიცოცხლისთვის ან ჯამრთელობისთვის უსაფრთხოდ. სწორედ ამ მიზნით საქართველოს ძალიან ბევრ კომერციულ ადგილას მოხდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვიდეო სამეთვალყურე სისტემის მონტაჟი, რომელიც მიუთითებს კონკრეტულ მომხამარებელს გაიკეთოს ნიღაბი, გაუზომოს სიცხე ან დამატებით მოახდინოს იდენთიფიკაცია კონკრეტული პირის. კომპანია მუშაობს პროექტზე, რომელიც დამონტაჟდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ხალხის რაოდენობას დაითვლის. ეს კი საშუალებას მისცემს დედაქალაქის სანტრანსპორტო სისტემას განსაზღვროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოლიტიკა.