ერთწლოვანი კულტურების მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად თიბისი ბანკი გასცემს აგრო სესხს, სოფლის განვითარების სააგენტო კი განახორციელებს დარიცხული პროცენტის სუბსიდირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ 5,000-დან 100,000-მდე ლარის აგრო სესხზე ფერმერები მიიღებენ 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით
ვის შეუძლია ისარგებლოს?
ფერმერებს, რომლებიც მიმდინარე აგრო სეზონზე საჭიროებენ ერთწლოვანი კულტურების მოსავლის აღების ხარჯების დაფინანსებას და/ან გეგმავენ მათ საშემოდგომო თესვას, შეუძლიათ აიღონ ან დაიმატონ თანხა 100 000 ლარიან ლიმიტამდე.
აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ:
შეღავათიანი აგროკრედიტის პროქტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ 2022 წლის 31 ოქტომბრამდე. თუკი 2023 წლისთვის ერთწლოვანი კულტურების დასათესად მიწის დამუშავებას აპირებთ, სჯობს იჩქაროთ, ვინაიდან 1-ლი ნოემბრიდან ამ შეღავათით ვეღარ ისარგებლებთ.
რატომ თიბისი?
• სესხის მიღება შესაძლებელია თიბისი ბანკის უახლოეს სერვის ცენტრებში მთელი საქართველოს მასშტაბით
• სწრაფი მომსახურება მოახლოებული აგრო ვადების დაცვით
• სესხი გაიცემა აგრო მეურნეობის სპეციფიკაზე მორგებული გადახდის გრაფიკით