ბიზნეს სიახლეები
თიბისი კაპიტალი: მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდება
12 აგვისტო 2020
visibility 1808

 

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც ქვეყნის მთავარი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია მიმოხილული. მიმოხილვაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდა, ვაქცინის მხრივ მიღწეული პროგრესი მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის ბოლოსათვის ვაქცინას დაამტკიცებენ და მომდევნო წლის დასაწყისიდან, ეტაპობრივად ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება. 

წლევანდელი და მომდევნო წლის ტურიზმის პროგნოზები გაუარესებულია, თუმცა გაუმჯობესებულია მოლოდინები ექსპორტის, გზავნილებისა და იმპორტის მიმართულებით. მთლიანობაში, მომდევნო თვეებში ეკონომიკის ვარდნის ტემპი კიდევ უნდა შემცირდეს, რაშიც უფრო მეტ როლს საგარეო დაფინანსებით გაზრდილი ფისკალური სტიმული შეასრულებს. ფისკალური სტიმული მომდევნო წელსაც მნიშვნელოვანი იქნება, სანამ მე-2 კვარტლის ბოლოს და მე-3 კვარტლის დასაწყისში ტურიზმის შემოდინებები მატერიალურად არ აღდგება. 

საბაზო სცენარით, რეფინანსირების განაკვეთის შემდგომი შემცირებაა მოსალოდნელი, თუმცა მხოლოდ ზომიერად. ასევე მცირდება წლიური ინფლაცია, რასაც ძირითადად წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტი და ლარის გაცვლითი კურსის დაახლოებით არსებულ დონეზე შენარჩუნება განაპირობებს. 

იხილეთ უფრო მეტი ბმულზე: tbccapital.ge