ბიზნეს სიახლეები
ლოლის გაყინული იოგურტი - ნაყინის ჯანსაღი და გემრიელი ალტერნატივა
ბიზნეს ბლოგი
12 ნოემბერი 2024
visibility 491


Lolly-ის ისტორია 2015 წელს დაიწყო, როდესაც პროფესიით პროგრამისტ ბექა კეჟერაშვილს გაყინული იოგურტის წარმოების იდეა გაუჩნდა. შთაგონება ევროპაში ცხოვრებისას მიიღო — თავად მოსწონდა გაყინული იოგურტი, როგორც გემრიელი ტკბილეული, ნაყინის უფრო ჯანსაღი ალტერნატივა. 

 

„ესპანეთში ცხოვრებისას ხშირად მივირთმევდი გაყინული იოგურტის დესერტს და ძალიან მომწონდა. საქართველოში რომ დავბრუნდი, გაყინული იოგურტის რამდენიმე პროდუქტი ვნახე, მაგრამ ევროპულ ხარისხს ვერ იმეორებდა. ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი ობიექტი გამეხსნა და ხალხისთვის ისეთი პროდუქტი შემეთავაზებინა, როგორიც თავად მიყვარდა“, — აღნიშნავს ბექა.



ტკბილეულის მოყვარულთათვის ეს ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტს წარმოადგენს, რადგან გემრიელთან ერთად, ჯანსაღიცაა. კერძოდ, გაცილებით ნაკლებ ცხიმსა და შაქარს შეიცავს; ასევე, სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით — მათ შორის პროტეინებითა და პრობიოტიკებით; ასევე, კალციუმითა და ვიტამინებით.

ბუნებრივია, საწყის ეტაპზე ადვილი არ ყოფილა მომხმარებლებისთვის ასეთი განსხვავებული პროდუქტის შეთავაზება. „საკმაოდ დიდი შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ ზუსტად მიგვეწოდებინა ხალხისთვის, რა განსხვავება იყო ტრადიციულ ნაყინსა და ლოლის შორის. გახსნიდან ორი-სამი თვის შემდეგ კი უკვე მივიღეთ შედეგი“.

გარდა ამისა, ამ დროისთვის „ლოლი“ მომხმარებლებს 30-მდე სახეობის ტოპინგსაც სთავაზობს — დაახლოებით 6 სახეობის ხილს, სხვადასხვა ტიპის შოკოლადის სოუსებს, თხილეულს და ა. შ. შესაბამისად, ყველას შეუძლია, ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებულად ააწყოს სასურველი ნაყინი, აქვე შეხვდებით ბელგიურ ვაფლსაც, რომელიც იოგურტის ნაყინთან კომბინაციაში ეწყობა.

 

თიბისის ჩართულობით, „ლოლი“ ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე ეფექტურად ზრუნავს. კერძოდ, საქმე ეხება ე. წ. თიფის გადახდის შესაძლებლობას. „პოს-ტერმინალზე თიფის ფუნქციის გააქტიურებით, მომხმარებელს გავუმარტივეთ მადლობის თანხის გადახდა. შესაბამისად, გაიზარდა თიფით შემოსული თანხების რაოდენობა და თანამშრომლებიც მეტად კმაყოფილები არიან“, — განმარტავს ბექა კეჟერაშვილი.

 

თავის მხრივ, დღევანდელ რეალობაში ეს საკმაოდ მოსახერხებელია, ვინაიდან უმეტესად ყველას ბარათზე აქვს თანხა და ნაკლებად მოიხმარენ ქეშს. ამიტომაც, როცა თიფის დატოვება მხოლოდ ქეშითაა შესაძლებელი, ბევრ მომხმარებელს დაბრკოლება ექმნება — ხოლო თიბისის მიერ შეთავაზებული ეს ფუნქცია საგრძნობლად ზრდის თიფის დატოვების მოსახერხებლობას.

 

დღეისათვის Lolly თბილისში ხუთ ლოკაციაზეა წარმოდგენილი, ბათუმის ცენტრალურ პარკში -  ერთი ფილიალით. უახლოეს მომავალში, კომპანია გაფართოებასა გეგმავს,  როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.