წარმატების ისტორიები
LIYA X KÁSHKASH, როგორც წარმატებული კოლაბორაციის მაგალითი 
ბიზნეს ბლოგი
13 ოქტომბერი 2021
visibility 4506




ფოტო © Forbes Woman Georgia

 

 გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის:


KÁSHKASH-ი თავის მოვლის საშუალებების პირველი ქართული ბრენდია, რომელიც საქართველოში იწარმოება და ევროკავშირის კოსმეტიკის რეგულაციებს აკმაყოფილებს. KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი, ქეთო გიორგობიანი კი ერთად ერთია, ვინც საქართველოში კოსმეტიკური ნაწარმის სტაბილურობის ტესტირების საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს. Ხოლო, LIYA ასევე ქართული, თანამედროვე ქალბატონებისთვის შექმნილი მაღალი ხარისხის ტანსაცმლის ხაზია და დიდი პოპულარობით სარეგბლობს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 


KÁSHKASH-ისა და LIYA-ს კოლაბორაცია შემთხვევითი სულაც არ ყოფილა, რაც ნიშნავს, რომ ერთობლივი ნამუშევრით ბრენდები გააზრებულ, საინტერესო კონცეფციას სთავაზობენ მომხმარებელს. 

 

„LIYA-სთან კოლაბორაციის იდეა ჯერ კიდევ პანდემიამდე გაჩნდა და იდეისა და პროდუქტის განვითარებაზე ორივე მხარე საკმაოდ დიდ ხანს ვმუშაობდით.  LIYA-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ისეთ ბრენდთან თანამშრომლობა, რომელიც სრულად საქართველოში აწარმოებს გამორჩეულ და ხარისხიან პროდუქციას, ხოლო ჩვენთვის ქართული და ამასთანავე ძლიერი, საერთაშორისო დონის პარტნიორი. Ჩვენი ხედვები და შესაძლებლობები ერთმანეთს დაემთხვა და Საბოლოოდ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი ხაზი, რომელიც აქამდე არც KÁSHKASH-ს ჰქონდა და არც LIYA-ს. Შედეგად, Საერთო კვეთა დეკორატიულ კოსმეტიკაში ვიპოვეთ და შევქმენით ორი პროდუქტი: ტუჩსაცხი და ლუმინაიზერი.“  - ქეთო გიორგობიანი, KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი. 

 

KÁSHKASH-ისა და LIYA-ს კოლაბორაციამ ორივე ბრენდის ყოველდღიურობაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და დამფუძნებლები დაარწმუნა, რომ ღირებული პროდუქტის შექმნით, კიდევ უფრო მრავალფეროვან და საინტერესო ბიზნესგარემოს ქმნიან. სწორედ ამიტომ, აქ და ახლა, KÁSHKASH-ისთვის ეს უკვე საკმარისი მოტივია თიბისის ბიზნესდაჯილოებაში საკუთარი ძალების მოსასინჯად. 

 

„ამ თანამშრომლობამ ბევრ რამეზე დაგვაფიქრა, მათ შორის, მივხვდით, რომ უკვე დროა კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის გადასადგემალად და აი, ჩვენც აქ ვართ - წლევანდელი ბიზნესდაჯილდოების ნომინანტის ამპლუაში. უფრო ზუსტად, ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ეს პროექტი გარკვეული ბრენდებისთვის შექმნისთანავე დადებითი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა. ბიზნესის მიმართულებით სექტორმა დაიწყო განვითარება და ამან ჩვენც მოგვცა იმის ამბიცია, რომ ცვენ მართლა ვქმნით რაღაც ისეთ ღირებულს, რომელმაც შესაძლოა საქართველოში ბიზნესი განავითაროს და რატომაც არ უნდა გავაგებინოთ ეს ყველას? ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა აკმაყოფილებს ნომინაციის კრიტერიუმებს და მხოლოდ დადებითი განწყობით ველოდებით შედეგებს"

ორი ბრენდის კოლაბორაციისას, წარმატების მისაღწევად ბევრ ფაქტორთან ერთად, განსაკუთრებული მნიშნველობა რამდენიმე კრიტერიუმს ენიჭება: ბრენდის ფილოსოფია, მისია, ღირებულებები და ხედვები. Სწორედ ამ კრიტერიუმების გაერთიანებითა და თანხვედრით, შესაძლებელია მოიპოვო აღიარება და შექმნა ახალი, ღირებული პროდუქტი, რომელიც სრულად გამოხატავს ბრენდის ხასიათსა და მიზნებს. KÁSHKASH-ისა და LIYA-ს ერთობლივი ისტორიაც, სწორედ ამ გვერდიდან იწყება.


 

„ვფიქრობთ, ჩვენი ბრენდების ფილოსოფია ერთმანეთს ემთხვევა და ერთი მეორის ისტორიასა და მისიას კარგად აგრძელებს. ერთობლივი ძალებით, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პროდუქცია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც საკმაოდ სწრაფ, ურბანულ ტემპში ცხოვრობენ და დიდი დრო არ რჩებათ თავის მოვლისთვის, თუმცა პროცესს უყურებენ არა როგორც რუტინას, არამედ საკუთარი თავის სიყვარულის გამოხატულებას. KÁSHKASH-ის ამოსავალი წერტილიც სწორედ ეს არის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ Როგორც ცალკეული ბრენდების, ასევე ჩვენი ერთობლივი კოლაბორაციით შექმნილ პროდუქტს არ გააჩნია ეროვნება, ანუ პროდუქციის ტონალობები მაქსიმალურად არის მორგებული ნებისმიერი კანის ფერის ადამიანზე. Მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტები პოზიციონირდება როგორც დეკორატიული კოსმეტიკა, KÁSHKASH-ის ბუნება განაპირობებს იმას, რომ ეს ხაზი, ამავდროულად, თავის მოვლის საშუალებაცაა, ანუ გარდა მაკიაჟის დანიშნულებისა, სასარგებლოცაა ჩვენი კანისთვის“. 

 

თანამშრომლობა მხოლოდ იმიჯურ ნაწილსა და სიახლის ერთობლივად შემქნას არ გულისხმობს და იმ ბევრად მასშტაბურ პროცესს მოიცავს, რომელსაც სამიზნე სეგმენტის შერჩევა, ცნობადობის ამაღლება და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა გულისხმობს. 

 

„აქამდე არც არავისთან დაგვიკავშირებია ჩვენი სახელი და ეს იყო პირველი შემთხვევა LIYA-სთვისაც. ორივე მხარეს კარგად გვესმის, რომ  Როდესაც თანამშრომლობას ეხება საქმე, ყოველთვის არსებობს კონკრეტული რისკი და თითოეული ნაბიჯი, თუნდაც პარტნიორის შერჩევისას, მეტად საფრთხილოა. ამიტომაც, ორივე მხარეს დიდი შრომა გავიღეთ და ერთობლივად ვიმუშავეთ პროდუქციის შექმნისა და შემდეგ მისი რეალიზების თითოეულ ნაბიჯზე. ერთმანეთს გავუზიარეთ ბაზები, შევარჩიეთ სამიზნე აუდიტორია და რა თქმა უნდა, ეს ფაქტი გაყიდვებზეც აისახა - თითოეულს დაემატა სეგმენტი, რომელიც მანამდე არ ჰყავდა.“ 


Მნიშვნელოვანია, კოლაბორაციულმა პროდუქტმა ორივე ბრენდის მახაისათებელი და იდენტობა შეინარჩუნოს. კომპანიებმა ერთობლივი ძალების მნიშვნელოვნება ამ კუთხითაც წინ დააყენეს და როგორც KÁSHKASH-ის თანადამფუძნებელი, ქეთო გიორგობიანი გვიყვება, სასურველი შედეგიც მიიღეს. 


„Რაც მთავარია, პოდუქტში KÁSHKASH-ისა და LIYA-ს ინდივიდუალიზმი და იდენტობაც შენარჩუნებულია. Პროდუქტის განვითარების კუთხით, ბრენდი სრულიად აგრძელებს “კაშკაშის” ფილოსოფიას: შევქმენით ე.წ. tinted skincare - თავის მოვლის საშუალებები ფერის დამატებით. Ხოლო სტილი, რომელიც LIYA-მ გაგვიზიარა, ბრენდისთვის ძალიან სერიოზული აქტივია.“ 


Როგორც წარმატებულ კოლაბორაციებს სჩვევიათ, მომხმარებლის ყურდღება და ინტერესი პროდუქციამ მალევე მიიპყრო და სამომხმარებლო ბაზარზე საკუთარი ნიშაც დაიმკვიდრა.  


„ბაზაზრზე ჩვენი ერთობლივი გამოჩენა ძალიან დიდი განაცხადი იყო. Განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ქართველი მომხმარებელი დიდი ენთუზიაზმით შეგვხვდა. Მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაწარმი, შეიძლება ითქვას, მაღალ საფასო კატეგორიაში ხვდება, ხარისხი და გაწეული შრომა ცალსახად ამართლებს ღირებულებას. Თითოეული ერთეული დამზადებულია ხელით, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით. ფაქტობრივად, იუველირული სამუშაო ტარდება, რათა ყოველ მომხმარებელს ჰქონდეს განცდა, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქტი უნიკალურია.“ 


Რაც მთავარია, კოლაბორაციამ ბრენდებს საკუთარი თავის რწმენა და გადადგმული ნაბიჯების სიმყარე შემატა, რაც მათი თანამშრომლობის გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიხატება. 


„ამ კოლაბორაციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა და დაგვაჯერა, რომ პარტნიორობა ძალიან სასრგებლო რამაა. რეალურად, ორი მხარე ერთმანეთს უზიარებს იმ რესურსებს, რომლებიც მათ ცალ-ცალკე არ გააჩნიათ და შედეგად მართლაც საუკეთესო ნაწარმს ქმნი. Სწორედ ამიტომ, სულ მალე ჩვენს მომხმარებელს LIYA X KÁSHKASH-ის ქუდის ქვეშ კიდევ რამდენიმე ახალ პროდუქტს წარვუდგენთ.“ 


Როგორც ქეთო გვიყვება, ბრენდის დაარსებისა და განვითარების თითეულ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, კარგად გესმოდეს რა გამოწვევის წინაშე დგახარ და რა გზით უპასუხო მას. Მთავარია, ეს პასუხი გააზრებული და შენი ისტორიისა და ღირებულებებისთვის შესაბამისი იყოს. 


„KÁSHKASH-ი საკმაოდ დიდი ხანია ბიზნესდაჯილდოებას ადევნებს თვალს, თუმცა აქამდე არც ერთხელ გადაგვიწყვეტია მონაწილეობის მიღება, რადგან მჯერა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. Ნომინაციაში - „საუკეთესო ბიზნესთანამშრომლობისთვის“ - მონაწილეობის მიღება, 2021 წლის კიდევ ერთი გამოწვევაა, რომელსაც, ვფიქრობ, ღირსეულად ვპასუხობთ. ამ პროექტში თუნდაც მხოლოდ მონაწილეობა ან გამარჯვების შემთხვევაში, ჟიურის მიერ ჩვენი ბრენდის აღიარება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ვინაიდან, ამ წლების განმავლობაში არც ერთხელ გამჩენია შეგრძნება, რომ არასწორი ბიზნესები მონაწილეობენ ან რომ არაშესაფერისმა ბრენდმა გაიმარჯვა. Შესაბამისად, მჯერა, რომ წელსაც მხოლოდ ობიექტური შეფასებებსა და შედეგებს ვიხილავთ. ვფიქრობ, განსაკუთრებული ხიბლი აქვს ღირსეულ კონკურენტებთან ერთად ერთ ნომინაციაში არსებობას და გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება სტიმული კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები ვაკეთოთ KÁSHKASH-ის ბრენდის ქვეშ.“