ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“
ბიზნეს ბლოგი
14 ოქტომბერი 2021
visibility 6006

სითიფეი


სითიფეი არის პირველი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, კრიპტო გადახების სისტემა ჩვენს რეგიონში, რომელიც უკვე 300-ზე მეტ ბიზნესს ემსახურება. სტარტაპის მიზანია კრიპტო ეკოსისტემის განვითარება და მომავლის გადახდების დანერგვა. სითიფეი არის ბიზნესებისთვის, რომელთაც ტრანზაქციებზე მაღალი საკომისიოების გადახდა უწევთ, გლობალურ ბაზარზე შეზღუდული წვდომა და კონფიდენციალურობის პრობლემა აქვთ. ტრადიციული გადახდების მეთოდებისგან განსხვავებით, სითიფეი არის საშუალოდ 5-ჯერ იაფი, სწრაფი, დაცული და კლიენტების უსაზღვრო წვდომას ყოველგვარი საბანკო პროცედურების გარეშე უზრუნველყოფს. სითიფეი 2019 წელს დაარსდა და 15 კაცისგან დაკომპლექტებულმა გამოცდილმა და ინოვაციებზე ორიენტირებულმა გუნდმა, უკვე 700,000 ევროს ინვესტიცია მოიზიდა. სტარტაპი ამჟამად საქართველოში ოპერირებს, უკრაინაში კი დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. შემდეგი სამი წლის განმავლობაში, დაემატება თურქეთი და ჩეხეთი. საერთო ჯამში, ამ მზარდი სამიზნე ბაზრის მოცულობა 176 მილიარდი ევროა. სექტორები, რომელზეც სითიფეი ფოკუსირდება არის ტელეკომუნიკაციები, გასართობი ინდუსტრია, ვებსერვისები და ელ.კომერცია. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბაზრები აუთვისებელია და სითიფეი სწორედ აქ შეძლებს თავის დამკვირდებას, როგორც რეგიონის პირველი კრიპტოგადახდების პროვაიდერი.

2020 წელს სითიფეი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი წლის საუკეთესო სტარტაპის ნომინაციაში  გახდა. ასევე  2020 წელს, სითიფეიმ მოიპოვა ჯიტას თანადაფინანსების გრანტი. 2021 წელს კი გაიმარჯვა Global Startup Foundation-ის მიერ ორგანიზებულ სტარაპკონკურსში.





CARU


CARU არის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომფლობელს შეუძლია გამოძახოს ავტოექსპერტი, გაატანოს მანქანა შესაკეთებლად და ავტომობილის შეკეთების პროცესში თავი აარიდოს არაპროფესიონალიზმით გამოწვეულ პრობლემების. ადრე, ავტომობილის შეკეთებას საშუალოდ 7.5 საათი სჭირდებოდა, ახლა ეს ყველაფერი რამდენიმე კლიკით 5 წუთშია შესაძლებელი.

ქარუმ ერთ-ერთი უძველესი ინდუსტრია სრულად გააციფრულა და მომხმარებლისთვის უსაფრთხო გახადა. ავტომობილის გადაბარებით, ავტომფლობელი მანქანას უვლის ექსპერტივით, თან ისე, რომ სახლიდან გასვლაც კი არ უწევს. ზოგავს დროსა და თანხას. Რაც მთავარია, არის დაცული. ქარუ არის მსოფლიოში პირველ კომპანია, რომელმაც ეს ბიზნესმოდელი ავტოსერვისის ინდუსტრიაში დანერგა.


 



Crosscreators


Crosscreators-ის გუნდმა გადაწყვიტა AR მარქეთფლეისის გაკეთება ერთის მხრივ, კრეატორებისთვის, რომლებსაც საკუთარი უნარების მონეტიზაცია სურთ. ხოლო, მეორე მხრივ, ბრენდებისთვის, რომლებსაც აუგმენტური რეალობის კონტენტის შექმნა სოც.ქსელების, ვებისა თუ აპლიკაციებისთვის სურთ. Პროდუქტის ინოვაციურობა მდგომარეობს მთავარ ფუნქციონალში, რომლის საშუალებითაც არამხოლოდ კრეატორთან კოლაბორაციაა შესაძლებელი, არამედ გამზადებული შაბლონის შეძენა, რაც ბრენდს უზოგავს დროსა და ბიუჯეტს. ამ დროისათვის, სტარტაპს თავის პლატფორმაზე 250 საერთაშორისო კრეატორი და 50 ბრენდი ჰყავს რეგისტრირებული.