ლაბჰაუსი
ლაბჰაუსი ორიენტირებულია საქართველოში არსებული ლაბორატორიები აღჭურვოს თანამედროვე ტექნიკით, სახარჯი მასალით და ყველა მნიშვნელოვანი პროდუქტით, რაც პირდაპირ აისახება მათი კომპანიის მიერ შესრულებული მომსახურების/შექმნილი პროდუქტის ხარისხზე და საქმიანობის შედეგებზე.
ლაბჰაუსი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მოთხოვნადი დილერი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ლაბორატორიული პროდუქციის მიწოდების სრულ კომპლექსს. კომპანია ახორციელებს ლაბორატორიული პროდუქციის რეალიზაციას და აღჭურვას ისეთი ორგანიზაციებისთვის როგორებიცაა: საწარმო, საგამოცდო, სამეცნიერო-კვლევითი, ანალიტიკური და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები. თანამედროვე ლაბორატორიები მრავალ დეტალს აქცევენ ყურადღებას, როდესაც სასურველ პროდუქციას მომწოდებლისგან ყიდულობენ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქციის ხარისხი, არამედ ისეთი საზომი ხელსაწყოებიც, რომელსაც მაქსიმალური სიზუსტე და წარმოება გააჩნია.
პიცერია დი ქარხანა
პიცერია დი ქარხანა არის იტალიური რესტორანი/პიცერია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უგემრიელეს იტალიურ კერძებს და უნიკალური პიცების მრავალფეროვან არჩევანს. აქ პიცის ცომი გამორჩეული და ყველასგან განსხვავებულია.
პიცის უნიკალური რეცეპტი პროდუქტს განსაკუთრებულ და დაუვიწყარ გემოს აძლევს. რესტორანში კვალიფიციური პერსონალი ემსახურება მომხმარებლებს.
მომსახურების მაღალი დონითა და ჰასპის სტანდარტების დაცვაზე ინტენსიური მუშაობით მომხმარებლების ნდობა კიდევ უფრო გაღრმავდა.
OutPlay
OutPlay წარმოადგენს პირველ უნივერსალურ გეიმინგ სოციალურ პლათფორმას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში გეიმინგ ინდუსტრიის განვითარებას. საქართველოში 1.5 მილიონზე მეტი მოზარდია დაინტერესებული ვიდეო თამაშებით, მსოფლიოში კი ეს რიცხვი 2 მილიარდზე მეტია. პლათფორმა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ერთხელ მაინც უთამაშია ვიდეო თამაში, ან აინტერესებს ეს სფერო. სხვადასხვა ცნობილი პლათფორმებიან, როგორიც არის Facebook, Instagram, Twitch, Twitter, Discord აღებულია მათი მთავარი და მნიშვნელოვანი ფუნქციონალი და თავმოყრილია პლათფორმაზე, რაც
OutPlay-ს უნივერსალურს ხდის. ყოველდღიურად პლათფორმაზე 100-500 მდე ადამიანი რეგისტრირდება.
ლალე
2021 ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის წელია და ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ხელების ჰიგიენას. ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მარგებელი საპონი „მარგი“ საქართველოში დამზადებული ჰიგიების საშუალებაა.
კომპანია ლალე „მარგის“ დასახელების ქვეშ ხელნაკეთ, ნატურალურ საპნებს აწარმოებს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ნივთს, საპონს, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად იყენებენ, შეუძლია უდიდესი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან პირიქით, გახდეს მისი ჯანმრთელობის უპირობო გარანტი. „მარგი“ არის მთლიანად ნატურალური პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. დღეისათვის, “მარგი“ მხოლოდ ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში იყიდება. კომპანიას დაგეგმილი აქვს წარმოების გაზრდა, რათა საქართველოს მთლიანი ბაზარი მოიცვას და ასევე, დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტიც.
Panache
კომპანია Panache წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომლის მიზანია შექმნას საერთაშორისო სტანდარტის მქონე ტანისამოსი და დაიკავოს თავისი ადგილი საერთაშორისო მოდის ინდუსტიაში საქართველოს სახელით.
ბრენდის მიზანია, ასევე, შეცვალოს საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიური იმიჯი, სტილი, ვიზუალური მხარე და ის მსოფლიო მოდის სტანდარტებს მიუახლოვოს.
POSTRED
POSTRED დაარსდა თბილისში, 2015 წელს, ხმის არტისტ ბესო კაჭარავას მიერ. დაარსებიდანვე POSTRED-ის მთავარი მიზანი იყო, რეგიონში შექმნილიყო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე პოსტ-პროდუქციის კომპანია, რომელიც ნებისმიერი ბიუჯეტის და მოთხოვნების კინოწარმოებას გაუწევდა მომსახურებას. 2015 წელსვე POSTRED-ის გუნდს შეუერთდა თინა ბაბაკიშვილი, რომელიც კომპანიის მმართველი პარტნიორია. გუნდის მთავარი მიზანია, დამკვეთს შესთავაზოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვით უმაღლესი ხარისხის მომსახურება და პროდუქტი. გუნდი ვიზუალური მედიისთვის ქმნის ხმას, ფოლის, მუსიკას და გამოსახულებას კინოსთვის, ვიდეო თამაშებისთვის და სხვა სატელევიზიო თუ ინტერაქტიული მედიისთვის. POSTRED პოსტ-პროდუქციის სერვისებით მუშაობს არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო კლიენტებთან. POSTRED-მა შეძლო ის, რომ დღეს კომპანიაში დასაქმებული 30-მდე ადამიანი მუშაობს ისეთ დიდ ბრენდებთან როგორებიცაა Netflix, HBO, A24, Paramount Pictures, BBC და მრავალი სხვა. POSTRED-მა წელს მოიპოვა Warner Media Content Security-ის პარტნიორის წოდებაც, რაც ნიშნავს რომ მასალა, რომელზეც POSTED მუშაობს დაცულია და ყველა დიდ ბრენდს თავისუფლად შეუძლია კომპანიასთან თანამშრომლობა.
სამი THREE
კომპანიის ტანსაცმელი იკერება ქალაქ მარნეულში მდებარე საწარმოში, პროდუქტის მთავარი ღირებულებაა ის, რომ ეს არის ხარისხიანი ქართული ნაწარმი, რაზეც გაყიდვები და კმაყოფილი მომხმარებელიც მეტყველებს. სამის ტანსაცმელი გამოირჩევა ხელმისაწვდომობით, ფასით, ხარისხით, მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით. გუნდის გეგმაა, რომ უფრო განავითარონ ბრენდის ნაწარმი და საქართველოს ტერიტორიაზე offline მაღაზიათა ქსელი გახსნან, ასევე გაიტანონ ბრენდი საქართველოს გრეთ. ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა - გაფორმებულია ხელშეკრულება ერთ-ერთ უმსხვილეს ინტერნეტ მაღაზიასთან ყაზახეთში კასპი ჯგუფთან. დაგეგმილი მაღაზიის გახნა ასტანაშიც.
Fryday
პროდუქტი, ლოკაცია და ფასი, ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რაზე დაყრდნოიბითაც შეიქმნა ბიზნესი. კომპანია 2020 წლის მაისში შეიქმნა, როდესაც ახალი გაუქმებული იყო კომენდანტის საათი. პროდუქტი: კარტოფილი ფრი (French fries) "კონუსური" ტიპის ჩასადებში, სხვადასხვა სახის გარნირებით, ფრი კონუსში საქმიანობის ძირითადი ინსპირაციია. ლოკაცია: რეკრეაციული ზონები, რათა მომხმარებელს მარტივად შეეძლოს პროდუქტის მირთმევა და თან გააგრძელოს სეირნობა და დასვენება. ფასი: პროდუქტის ღირებულება მერყეობს 5.50 - 11.00 ლარამდე. დღეისათვის კომპანიას აქვთ ორი ფილიალი, ვაკის პარკსა და დედაენის ბაღში. უახლოეს 2 წელიწადში დაგეგმილია ფილიალების დამატება, როგორც თბილისში, ასევე გუდაურში, ბაკურიანში, თელავსა და ბათუმში.
ვიაიპი სექიურითი
კომპანია 2021 წლის თებერვალში 10 000 ლარიანი საწყისი კაპიტალით შეიქმნა. მან მოკლე დროში მოახერხა სახელმიწო ტენდერებში ჩართვა და მსხვილი კომპანიების მომსახურება. კომპანიის საქმიანობა მოიცავს უსაფრთხო სისტემების გაყიდვას და მონტაჟს. აქვთ სწრაფი და ეფექტური მომსახურება, კომპანიაში დასაქმებულია 10-მდე ადამიანი. კომპანიას ყოველთვიურად საშუალოდ 40 % -იანი ზრდა აქვს, მისი ბრუნვა აღემატება 100 000 ლარს.
4WD
კომპანია 4WD დაარსდა 2009 წელს, პროფესიონალი ოფროუდერების მიერ. გუნდი შედგება ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება და ცოდნა, თუ როგორ უნდა მომზადდეს ავტომობილი ექსტრემალურ პირობებში სატარებლად და როგორ უნდა შეირჩეს კონკრეტული ავტომობილისთვის ესა თუ ის დამატებითი აქსესუარი და სპეციალური აღჭურვილობა. 4WD ოფიციალურად წარმოადგენს მსოფლიოში მოწინავე პრემიუმ კლასის ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: MAXXIS, ARB, U-POL, RAPTOR, IRONMAN4x4, RACECHIP, SILVERSTONE, OME, SAFARI და სხვა. გუნდის წევრები ცდილობენ გახადონ 4x4-ზე ავტომობილები უსაფრთხო, კომფორტული და საიმედო, ექსტრემალური უგზოობის პირობებში გადასაადგილებლად. ამასთან ერთად, კომპანია მხარს უჭერს საქართველოში სპორტული ოფროუდის განვითარებას და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო დონის ოფროუდ ღონისძიებების დაგეგვმასა და ორგანიზებაში. კომპანია ცდილობს აამაღლოს საზოგადოებაში 4x4 ზე ავტომობილებით მოგზაურობის კულტურა და ადამიანებს OVERLANDING-ი შეაყვაროს, რაც გულისხმობს ავტომობილით მოგზაურობას, ველურ ბუნებაში დაბანაკებას და საველე პირობებში ცხოვრებას. 4WD -ის მიზანია წარმოაჩინოს საქართველო, როგორც 4x4 ექსტრემალური ტურიზმის საუკეთესო ადგილი მსოფლიოში და მოახდინოს მისი პოპულარიზაცია საქართველოს ფარგლებს გარეთ.
Admixer.ge
Admixer - ფლობს ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს ერთი მხრივ „ედვერთაიზერებს“ ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, მარტივად განათავსონ სასურველი რეკლამა სხვადასხვა საიტებსა თუ აპლიკაციებში. მეორე მხრივ საიტებისა და აპლიკაციების მფლობელებს საშუალებას აძლევს მოახდინონ თავიანთი საბანერო ზონების მონეტიზაცია. Admixer-ის ტექნოლოგია ამარტივებს ურთიერთობას ე.წ. ფაბლიშერსა და ედვერთაიზერს შორის.
Admixer-ს აქვს უნიკალური ეკოსისტემა, რომელიც ერთი მხრივ „ფაბლიშერებს“ (საიტებისა და აპლიკაციების მფლობელებს) აძლევს საშუალებას გამოიმუშავონ დამატებითი შემოსავალი, მეორე მხრივ კი „ედვერთაიზერს“ უმარტივებს რეკლამის განთავსების შესაძლებლობას ქართულ საიტებზე. შესაძლებლობას აძლევს ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, საკუთარი პირადი სამართავი პანელით, მართოს საკუთარი კამპანიები რამდენიმე ათეულ ტოპ საიტსა თუ აპლიკაციაზე. ყოველივე ეს ამარტივებს ურთიერთობას დამკვეთსა და შემსრულებელს შორის, მაქსიმალურად ხდება ორივე მხარის ინტერესების დაკმაყოფილება, რეკლამის დამკვეთს თავის მხრივ შეუძლია შეარჩიოს სამიზნე სეგმენტი, მეორე მხრივ კი „ფაბლიშერს“ შეუძლია თავად განათავსოს სასურველი ფასები კონკრეტულ საბანერო პოზიციაზე. Admixer ამარტივებს ციფრულ ურთიერთობებს.
აიესკო
კომპანია აიესკო-ს სარეალიზაციო პროდუქცია გახლავთ მანქანა-დანადგარები, რომელიც უკლებლივ ყველა საწარმოსთვის არის საჭირო. პროდუქციის მცირე სია: ჰაერის კომპრესორი, ჟანგბადის აზოტისა და დიზელის გენერატორები, ჰაერის და ჟანგბადის ავზები, ელექტრო ძრავები, სერვის ნაწილები და სხვა. კომპანიის პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ის სრულ პასუხიმგებლობას იღებს, რომ თანამშრომლობის შემდეგ მომხმარებლის საწარმო იმუშავებს გამართულად, ასევე მთავარი უპირატესობა, რაც კონკურენტებთან მიმართებაში აქვს, არის მომსახურება, რომელსაც აიესკოს პროფესიონალებით დაკომპლექტებული სერვის გუნდი გაუწევს ნებისმიერ დანადგარს. კომპანიის მიზანია, საქართველოში მეტი საწარმო გახდეს გამართული და აღჭურვილი იყოს მათთვის ყველა საჭირო პროდუქციით. 2021 და 2020 წლებში, აიესკო-მ გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პანდემიის დროს საავადმყოფოებს და კლინიკებს უწევდა მომსახურებას. ამ პერიოდში კომპანიის სერვის გუნდი 24/7-ზე დაუღალავად მუშაობდა.
სფაისი ჯორჯია
კომპანია აწარმოებს პროდუქცია ყოველგვარი დანამატების და კონსერვანტების გარეშე, გემოების მაქსიმალური შენარჩუნებით. მათ პროდუქციაში შედის: საწებელი, ტყემალი, აჯიკა, კეტჩუბი; რაც მთავარის ყველაფერი მზადდება ძველი ბებიისეული რეცეპტების ახლებური ვერსიებით და გემოების მაქსიმალური შენარჩუნებით. უახლოეს მომავალში დაგეგმილია პროდუქციის გამრავალფეროვნება და ექსპორტზე გატანა.
QooQy Bakery
კომპანია QooQy Bakery აერთიანებს წარმოებას და მომსახურებას, შესაბამისად ერთდროულად ზრუნავს პროდუქტის შექმნაზე და მის მიწოდებაზე მომხმარებელისთვის. QooQy Bakery - ქუქი ბეიქერი არის სასაცხობე და საკონდიტრო კომპანია და ქმნის უამრავ პროდუქტს, რომელიც ან დეფიციტურია ან არ არსებობდა ქართულ ბაზარზე. მაგალითად 40-მდე სახეობის ხელნაკეთი ორცხობილები (ქუქისები), ბუნებრის საფუარზე დამზადებული პურები, პრეტცელები, ფუნთუშეული, ტრუფელები, მარმელადები, ზეფირი, მარშმელოუ და ა.შ. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ პროდუქტებისა, რომელსაც ქუქი ბეიქერის მზარეულები ყოველდღიურად ამზადებენ მომხმარებლისთვის. საკონდიტროს მიზანია, გახდეს მომხმარებლის ყოველდღიურობის ნაწილი, მიაწოდოთ მათ პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასად და ამით აზიარონ ისინი უნიკალური გემოს განცდას და გამოცდილებას, რომელსაც კონდიტერები და მცხობელები ყოველდღიურად ქმნიან. ყველა პროდუქტი და განსაკურებით ორცხობილები, რომელიც ქუქი ბეიქერის მთავარი ხაზია, მთლიანად ინდივიდუალური გემოვნებით და რეცეპტებით არის შექმნილი, ისევე როგორც გარემო და ინტერიერი, რომელიც გამორჩეული იდენტობის მატარებელია. მომდევნო 2 წლის მაძილზე აპირებენ, რომ მინიმუმ 5 ფილიალი გახსნან თბილისში და დამატებით 1 ფილიალი ბათუმში.
CScart.ge
CScart.ge კომპანიებს, ონლაინ მაღაზიის შექმნას, მის სასაწყობე, საკურიერო სისტემებთან და ონლაინ გადახდების სისტემასთან ინტეგრაციას, დიზაინს და ინდივიდუალური ფუნქციონალის შექმნას და სხვა სერვისებს სთავაზობს. ძირითადი მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაში მონაწილეობის მიღება და ამ მიმართულებით ადგილობრივი საშუალო, მსხვილი და start-up კომპანიების ტექნიკური მხარდაჭერაა. დღეს და უფრო მეტად კი პანდემიის პერიოდში იზრდება იმ კომპანიების და ადამიანების რიცხვი, ვინც ოფისიდან ან სახლიდან გაუსვლელად, ცდილობს, სასურველი პროდუქტი ონლაინ შეიძინოს, რამაც ფიზიკური მაღაზიების მფლობელებს მოტივაცია მისცა გაყიდვები გადაეტანათ ინტერნეტ სივრცეში. ონლაინ მაღაზიის შექმნა ხელს უწყობს კომპანიებს თავიდან აირიდონ ფიზიკური მაღაზიის ან ფილიალის გახსნა და შესაბამისად დამატებითი ხარჯები, სანაცვლოდ კი მოიზიდონ პოტენციური ინტერნეტ მომხმარებლები. გასულ წლებთან შედარებით, პანდემიის მძიმე პერიოდში, მაღაზიების დაკეტვის პერიოდი პარტნიორი კომპანიებისთვის, რომელებიც უკვე მზად იყვნენ და ჰქონდათ ონლაინ მაღაზია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს კომპანიას, განავითაროს მომსახურებები ელექტრონული კომერციის მიმართულებით.
Dodoka
ქართული ბრენდი Dodoka ქმნის თანამედროვე და მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ ხელით ნაქსოვ ქალის, მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელს და აქსესუარებს. ბრენდი აწარმოებს ხელით ნაქსოვ პროდუქციას, ასევე კომბინაციაში გამოყენებულია დაზგაზე ქსოვა. ახალგაზრდა ქალის მიერ შექმნილი ბრენდი Dodoka მიზნად ისახავს ბიზნესის სწრაფ გაფართოებას, ქსოვის სწავლის სურვილის მქონე ქალების დასაქმებას, ქართული პროდუქტის საერთაშორისო ბაზრებზე გატანას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში საკუთარი წვლილის შეტანას. ბრენდი ორიენტირებულია ხარისხზე, იქსოვება მაღალი ხარისხის ძაფით. სხვა კონკურენტ პროდუქტისგან განსხვავდება დიზაინით და კომბინაციით. დოდოკამ დაიწყო საბავშვო და მამაკაცის ხაზის ქსოვა და თებერვლის თვეში იგეგმება ბრენდის მეორე ჩვენება სწორედ ამ ახალი კოლექციებით.