1000-ზე მეტი ცოცხალი ლექცია, 30 000-ზე მეტი დამსწრე, დარგის საუკეთესო ექსპერტების მიერ გაზიარებული ცოდნა - ეს თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამაა, რომელიც 2013 წლიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მხარს უჭერს და მუდმივ განვითარებაში ეხმარება. პროგრამას თიბისი ბიზნესი აზიის განვითარების ბანკთან პარტნიორობით ახორციელებს და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს სრულიად უფასოდ მიიღონ განათლება ბიზნესისთვის საჭირო ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - ტექნოლოგიები, ადამიანური რესურსის მართვა, ციფრული მარკეტინგი, ბრენდის მშენებლობა, კორპორაციული კულტურა თუ სხვა.
სამყაროში, რომელიც სწრაფად იცვლება და მოულოდნელობებითაა სავსე, ბიზნესებს გადარჩენისა და გაძლიერებისთვის სჭირდებათ ცოდნა - ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე მოვლენებსა და ტენდენციებს ნათლად ასახავს. თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - დარგის გამორჩეული პრაქტიკოსების დახმარებით აქ და ახლა გაუზიაროს საჭირო ცოდნა მათ, ვინც ქართულ ბიზნესსოციუმს ქმნის.
პროგრამა გრძელდება. სასურველ ლექციაზე სრულიად უფასოდ დასარეგისტრირებლად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს tbcbusiness.ge, ამ ბლოგში კი ახლოს გაგაცნობთ სამ ლექტორს, რომელიც უკვე წლებია, ათასობით ბიზნესის წარმომადგენელს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს.
ლევან ლეფსვერიძე - ლივინგსტონის თანადამფუძნებელი
მარკეტინგი ციფრულ სამყაროში, ინოვაციური ფიქრი, რას ნიშნავს კარგი რეკლამა — ეს ის საკითხებია, რომლებზეც ლევან ლეფსვერიძე ათი ათასამდე ადამიანს თიბისი ბიზნესის განათლების პროგრამის ფარგლებში ესაუბრა.
ლევანი ამბობს, რომ მისი მიზანი ადამიანების შთაგონებაა, რათა მათ საკუთარი საქმე ახლებურად აკეთონ.
“ტრენინგებზე, ძირითადად, ციფრულ მარკეტინგსა და ბრენდინგზე ვსაუბრობ. ეს კი ის დარგებია, სადაც ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება. მე აუდიტორიას ვუბიძგებ, რომ თავად მიაგნონ პრობლემების გამოსავალს და მზა რეცეპტები არ ეძებონ. ჩემთვის ძალიან საამაყოა როცა ტრენინგების მონაწილეები წლების შემდეგ მხვდებიან და ახსენებენ, რომ სწორედ ამ ლექციებზე გაიგეს ისეთი რამ, რამაც ბიზნესმიდგომები სრულიად შეუცვალათ”, - აღნიშნავს იგი.
ტრენერი ხსნის, რომ დღეს ინტერნეტის პირობებში ბიზნესის შესახებ უამრავი ვორქშოპი თუ წიგნია ხელმისაწვდომი, თუმცა თიბისის ამ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ლექციებით ადამიანები სწავლობენ ზუსტად იმას, რაც ახლა სჭირდებათ და ეცნობიან ქართული გარემოსთვის აქტუალურ თემებს.
რაც მთავარია, ლევან ლეფსვერიძე ასახელებს სამ მიზეზს, რის გამოც თიბისი ბიზნესის განათლების პროგრამაზე უნდა დარეგისტრირდეთ:
- აუცილებლად გაიგებთ ისეთ რამეს, რაზეც აქამდე არ გიფიქრიათ;
- აღმოაჩენთ სხვა, თქვენს მსგავს ადამიანებს, რომლებთანაც საქმიან ან მეგობრულ ურთიერთობას ჩამოაყალიბებთ;
- რატომაც არა!
პავლე გაბრიჭიძე — ციფრული მარკეტინგის ტრენერი და კონსულტანტი
პავლე გაბრიჭიძე წლებია თიბისი ბიზნესის განათლების პროგრამის ტრენერია. ის კურსებს იმის მიხედვით ადგენს, თუ რა აინტერესებს დამსწრეებს და რა არის იმ მომენტისთვის რელევანტური. მისი ლექციები ინტერაქციულია — იყენებს სავარჯიშოებს, აჩვენებს მაგალითებს და ბიზნესის წარმომადგენლებს სოციალური მედიის არხების სწორად გამოყენებაში ეხმარება.
გუგლის სარეკლამო პლატფორმის ფუნქციონალი და მისი როლი ბიზნესის ცნობადობისა და შემოსავლის ზრდაში, ბრენდის მშენებლობა სოციალურ მედიაში, ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, “დამისვი 3 კითხვა” — კონსულტაციები ციფრული მარკეტინგის შესახებ — სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა პავლე დამსწრეებს.
ტრენერი აღნიშნავს, რომ ლექციებში თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ტურიზმი, ჰორეკა ინდუსტრია, სამშენებლო, საცალო ვაჭრობა, სტარტაპები, მოდის ინდუსტრია — ეს მხოლოდ ნაწილია იმ სფეროებისა, რომელში მომუშავე ადამიანებისთვის თიბისი ბიზნესის განათლების პროგრამა საინტერესოა.
“ვფიქრობ, კრიტიკულად საჭიროა ამ ტიპის სალექციო კურსების ჩატარება, რადგან ადამიანებს ბიზნესის გასაძლიერებლად სოციალური მედიის გამოყენების გამოცდილება ხშირად არ აქვთ. ამ მიმართულებით პროექტის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ნამდვილად აქვს პრაქტიკული შედეგი”, — ამბობს პავლე.
ის ასახელებს სამ მიზეზს, რის გამოც თიბისი ბიზნესის განათლების პროგრამაზე უნდა დარეგისტრირდეთ:
- მიიღებთ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას და გაგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესის წარმატებისთვის;
- შეძლებთ გუნდის წევრებთან საერთო ენაზე საუბარსა და მიზნების განსაზღვრას;
- გლობალურ მასშტაბში დაინახავთ საკუთარ ბიზნესს.
მარიამ ქოიავა — IFRS-ის ექსპერტი, Savvy Consulting-ის მმართველი პარტნიორი
სტრატეგია გაურკვევლობის დროს, Design Sprint, IFRS for SME — ეს ის სალექციო კურსებია, რომლებსაც მარიამ ქოიავა თიბისი ბიზნესის განათლების პროგრამის ფარგლებში უძღვებოდა. მან ბიზნესის წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში კრიზისთან გამკლავების ტექნიკები ასწავლა; ესაუბრა პროცესზე, რომელსაც ბიზნესები პროდუქტის შექმნის იდეიდან პროტოტიპის ვალიდაციამდე გადიან (Sprint-ის მეთოდოლოგია) და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე (IFRS) პანდემიური ვითარების გათვალისწინებით.
მარიამი აღნიშნავს, რომ ლექციებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ესა თუ ის მეთოდოლოგია და ინფორმაცია კი ქართული რეალობისთვის სიახლე აღმოჩნდა. სალექციო კურსების ნაწილი ინტენსიური და გრძელვადიანი იყო, ხოლო, მაგალითად, Design Sprint-ის ლექციების ფორმატმა მოდიფიკაციაც კი განიცადა და სხვადასხვა მიდგომით შესთავაზეს იგი მსმენელებს.
“დამსწრეები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ნამდვილად მიიღეს პასუხები შეკითხვებზე, რომლებიც მანამდე ჰქონდათ და ეს არ იყო მორიგი თეორიული ლექცია. ეს მაძლევს დიდ მოტივაციას, მეტი ასეთი აქტივობა ჩავატარო. თიბისი ბიზნესის პლუსი კი ისაა, რომ ყოველთვის მაძლევს ჩემი იდეების განხორციელების საშუალებას”, — ამბობს მარიამი.
მარიამიც, სხვა ტრენერების მსგავსად, გვიზიარებს სამ მიზეზს, რის გამოც ბიზნესის წარმომადგენლები ამ პროგრამის სალექციო კურსებს უნდა დაესწრონ:
- კურსები გაძლევთ ზუსტად იმ ცოდნას, რომელიც დღეს არის მნიშვნელოვანი ბიზნესის წარმატებულად სამართავად;
- თიბისი ბიზნესის პროდუქტების ხარისხი გამორჩეულია — ყველა მიმართულებით ჰყავს საუკეთესო ტრენერები, რომლებთან დაკავშირება, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, რთული იყოს;
- ონლაინ ფორმატით თიბისი ბიზნესი ბევრ კომპანიას, მათ შორის რეგიონებში დაფუძნებულ ბიზნესებს აძლევს წვდომას ყველაზე საჭირო, თანამედროვე და ტენდენციურ ინფორმაციასთან, რის გარეშე შეუძლებელია კონკურენტუნარიანი პროდუქტის ან მდგრადი კომპანიის შექმნა.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ სალექციო კურსებისა, რომლებიც თიბისი ბიზნესმა გასული რვა წლის განმავლობაში განახორციელა. ქეთი ალიმბარაშვილი, ანდრო დგებუაძე, ლია ნადიბაიძე, შალვა ახრახაძე, გელა მღებრიშვილი, გიორგი სიმონგულაშვილი, დავით პაპიაშვილი - ისინი დარგის ის გამოცდილი ექსპერტები არიან, რომლებმაც ბიზნესების წარმომადგენლებს ამ პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.
პროგრამა გრძელდება, მის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად და ტრენინგებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: https://www.tbcbusiness.ge/ka/business-support/trainings