ბიზნეს სიახლეები
2022 წლის მე-3 ბიზნეს ფორუმის შეჯამება
ბიზნეს ბლოგი
05 ივლისი 2022
visibility 2763


1 ივლისს თიბისიმ აჭარაში, ქალაქ ბათუმში ბიზნესფორუმს უმასპინძლა, რომელშიც 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა.


ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. გორისა და ქუთაისის შემდეგ ეს მესამე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.

 

„ჩვენთვის ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბათუმში 9 სპიკერი სხვადასხვა აქტუალური თემით წარდგა დამსწრეების წინაშე და  მათგანაც ძალიან კარგი უკუკავშირი მივიღეთ. თიბისი ბიზნესის ფორუმების სერია კიდევ გაგრძელდება და წლის ბოლომდე რამდენიმე რეგიონს ვესტუმრებით,“  - ანა თოთიბაძე, თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის წევრი.

 

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრეს, მათ შორის, სასტუმროს მენეჯმენტზე, ციფრულ სივრცეში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, ბრენდისა და მარკეტინგის  აქტუალურ საკითხებზე. 

 

„როგორ შევქმნათ ღირებული კონტენტი სოციალური მედიისთვის - ეს საკითხი დღეს ძალიან აქტუალურია ნებისმიერი ბიზნესისთვის.  აქ შეკრებილ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა განგვეხილა ყველა საკითხი, რაც საჭიროა ეფექტური კონტენტის შესაქმნელად,” - პავლე გაბრიჭიძე, კრეატივ დირექტორი, ციფრული მარკეტინგის ლექტორი და კონსულტანტი. 

 

„ჩვენ ვისაუბრეთ ბიზნესისთვის ბრენდინგის საჭიროებებზე და განსხვავებულობის მნიშვნელობაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ადამიანები დაფიქრდებიან საკუთარი ბრენდების  შესაძლებლობებზე და პოტენციალზე,” - შოთა ჩინჩალაძე, ბრენდის სტრატეგი. 

 

„მეწარმეებს გავაცანით, თუ როგორ შეიძლება „თინეთში“ შემავალი კომპანიების დახმარებით გაყიდონ თავინთი პროდუქცია და დაეხმარონ თავიანთ კომპანიებს გაფართოებაში. ასევე,  წარვადგინეთ იკომერსის მიმართულებით არსებული ყველა პლატფრომა, რომელსაც ჩვენ ვფარავთ, “ – გიორგი ჩუმაშვილი, TNET - ის გენერალური დირექტორი. 

 

ფორუმის მონაწილეებს მაკრო-კონომიკურ მიმოხილვა თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ გააცნო. 

 

ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება, ნეთვორქინგი, გამოცდილების გაზიარება და მათი კომუნის გააქტიურებაა. ფორუმში მონაწილეობდნენ აჭარის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლები.