ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა"
ბიზნეს ბლოგი
27 ოქტომბერი 2022
visibility 4659

„ბოდი შოპი“ საქართველოში შემოსვლის დღიდან აქტიურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერებას, იცავს ცხოველთა უფლებებს და ზრუნავს გარემოზე. „ბოდი შოპი“, 2019 წლიდან სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის (სოც.დაუცველი, კანონთან კონფლიქტში მყოფი, ძალადობის მსხვერპლი და სხვა) წარმომადგენელ ქალს დაეხმარა სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მეშვეობით. კერძოდ, გამოიყო ფულადი სახსრები, რომელიც მოხმარდა ამ ქალების საჭიროებებს - დაუფინანსდათ განათლება, გაიარეს სასურველი ტრენინგები, მიიღეს საჭირო ჰიგიენური პროდუქცია და სხვა. ასევე, ბრენდი აქტიურად თანამშრომლობს თავშესაფრებთან, ვის წევრებსაც (ქალებს) ასევე უფინანსებს სხვადასხვა საჭიროებებს. „ბოდი შოპისთვის“ მთავარი პრიორიტეტი - ქალების გაძლიერება და მათი თანასწორი მომავლის უზრუნველყოფაა, თუმცა, ბრენდი არანაკლებ ძალისხმევას დებს ცხოველთა დაცვისა და გარემოსდაცვით აქტივობებში. 

 


სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ შიდა ქართლში მცხოვრებ  სხვა და სხვა სოციალური საჭიროების მქონე ქალებს ეხმარება, აძლიერებს, პროფესიას აძლევს, კერძოდ კი მათთვის ჭრა-კერვის შესწავლას და შემდგომ დასაქმებას უზრუნველყოფს. საწარმოში სწორედ სოციალურად მოწყვლადი ქალები არიან დასამებულნი: იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველები, გამყოფ ზოლთან მდებარე სოფლის მაცხოვრებლები, შშმ პირები, მარტოხელა დედები და ა.შ. ამასთანავე, სამკერვალო საწარმო „ლიდერი“ ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელმაც დაიწყო სამკერვალო ნარჩენების ხელმეორედ გამოყენება, რაც გულისხმობს, სამკერვალო ქსოვილის მონარჩენის შეგროვებას საქართველოში არსებული 35 სამკერვალო საწარმოდან, მოსახლეობიდან და მის გადამუშავებას და მიღებული ნედლეულის რეალიზაციას. 

 


კომპანია „ეკო ბინა“ უკვე 6 წელია, რაც საქართველოში ენერგოეფექტურობის განვითარებაზე ზრუნავს. კომპანიის პრიორიტეტია: ადამინებზე და გარემოზე ზრუნვა, რაც აისახება შემდეგში: 2016 წელს კომპანიამ დაიწყო ენერგოეფექტური ვენტილაციის სისტემის, რეკუპერატორი „პრანას“ იმპორტი საქართველოში, რომლის დადებითი ზეგავლენა პირდაპირ აისახება გარემოზე და ადამიანებზე.   რეკუპერატორი „პრანას“ ფუნქციაა, დახურულ სივრცეში ისე მოახდინოს ჰაერმონაცვლეობა, რომ ზამთარში, ოთახში არსებული სითბო არ გაიტანოს ქუჩაში და ქუჩიდან არ შემოტანოს ოთახში ცივი ჰაერი მასში ჩამონტაჟებული სპილენძის თბომცვლელის ხარჯზე. ნაკლები ენერგიის დანახარჯით ვიღებთ მაქსიმალური ეფექტს, რის შედეგადაც, ერთ ერთეულ სისტემას შეუძლია წელიწადში 500 კგ. CO -ს შემცირება.  

 


კომპანია „ეკოპაკ საქართველო“ -ს  ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს გარემოს დაცვა და ამ მიმართულებით წარმოების პროცესში 100 % მზის ენერგიას იყენებს. კომპანია შექმნის დღიდან მუდმივად განვითარებაზე და წინსვლაზეა ორიენტირებული, მიუხედავათ არაერთი გამოწვევისა წლიდან წლამდე ანახლეობს და აუმჯობესებს მუშაობის პროცესს თუ ხარისხს. მწვანე ენერგიის გამოყენება კომპანიისთვის ერთერთ პრიორიტეტს წარმოდგენს, რითაც საკმაოდ მცირდება გარემოზე ზემოქმედება წარმოების პროცესში.

 


საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ძალიან მნიშნელოვან აქტივობებს ატარებს.  უკვე მესამე წელია კომპანია ახორციელებს პროექტს "100 მეწარმე ქალის მხარდასაჭერად" საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციასთან ერთად, რომლის ფარგლებში ქალ მეწარმეებს წლიური საშემოსავლო და ქონების წლიური დეკლარაციების მომზადებაში და დეკლარირებაში უწევევს დახმარებას. კომპანია ყოველთვის მზადაა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიოს უფასო კონსულტაციების სახით ყველა სტარტაპერს, თუ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ეს მათ მისცემს საშუალებას სწორად წარმართონ თავისი სამეწარმეო საქმიანობა, გადასახადების კუთხით სწორად გათვალონ თავიდანვე სამართლებრივი ფორმა და ასევე სწორად აწარმოონ აღრიცხვიანობა. 

 


ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში და ახორციელებს აქტივობებს, პროექტებს და პროგრამებს, როგორც შიდა ასევე გარე ბენეფიციარებისთვის/ფართო საზოგადოებისთვის. განხორციელებული/დაგეგმილი აქტივობები მოიცავს ფართო მასშტაბებს, მდგრადია და ემსახურება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ციფრული ტრანსფორმაციის, ტექნოლოგიების და მეწარმეობის მიმართულებით. ქალთა როლის გაძლიერება ტექნოლოგიების სფეროში, ცნობიერების ამაღლება, გადამზადება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა ის აქტივობებია, რა მიმართულებითაც უნივერსიტეტი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს. კოდინგის სკოლის დაარსება ამერიკის მთავრობის ხელშეწყობით, ის საავტორო პროექტია, რომლის საშუალებითაც უნივერსიტეტმა 3000+ ბენეფიციარის გადამზადება შეძლო 2019 წლიდან დღემდე. კოდინგის სკოლის ფარგლებში BTU-ს 2022 წლის ყველაზე მასშტაბური პროექტი 500 ქალი ტექნოლოგიებშია, რომლის საშუალებითაც საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები ქალების ტექ ინგლისურში და ტექ მიმართულებებში გადამზადება მიმდინარეობს, კარიერული ბუთქემფის, ინდივიდუალური მენტორშიფის, Pitch Yourself სესიების და დასაქმების ფორუმის დამატებითი კომპონენტების ჩათვლით.

 


კომპანია “ქართული ალტერნატიული ენერგია” პროფესიონალურად ეწევა ეკოლოგიურად სუფთა მეთოდით ალტერნატიული ენერგიის წარმოებას. კომპანია იყენებს სხვადასხვა მეთოდებს ენერგიის გამომუშავებისთვის, როგორიცაა დგუშების, გაზის, ტურბინის და დიზელის სადგურები. მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მობილურ გადაწყვეტილებებს ელექტროენერგიის შიდა წარმოებისთვის. 

 



კომპანია "თაფლი კოლხური"   აწარმოებს ეკოლოგიურად სუფთა თაფლს და თაფლის სხვადასხვა პროდუქტს:  თაფლი, ფუტკრის რძე, დინდგელი, ჭეო, სანთელი, თაფლის არაყი, რომელთა რეალიზებაც ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კომპანიის მესვეურები არიან სერტიფიცირებული მეფუტკრეები, რომლებიც უსასყიდლოდ უტარებენ ტრენინგებს მეფუტკრეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს და ასწავლიან ფუტკრის მოვლისა და დაავადებებთან ბრძოლის საკითხებს. ამას გარდა, კომპანია მუშაობს სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებთან, ასწავლის მათ მეფუტკრეობას და შემდეგ გადასცემს ფუტკრის თითო ოჯახს, რათა მოუარონ და თვითონაც გაიჩინონ შემოსავალი.

 



„ბუნებარე“ არის პირველი და ერთადერთი ტყის ბაღი და სკოლა საქართველოში, რომელიც ინოვაციური პედაგოგიკისა და გარე განათლებისთვის ქმნის სივრცეს. კომპანიას შემთხვევით არ აურჩევია ტყის პედაგოგიკის ფილოსოფია და ეთოსი, რადგან ამ გზით მას სურს, გარემოსდაცვითი და ბუნებაზე დაფუძნებული აღზრდა-განათლების პოპულარიზაცია ადრეული ასაკიდანვე. „ბუნებარეში“ ბავშვები 2 წლიდან მოდიან და სწორედ ამ ასაკიდან იწყება ზრუნვას იმაზე, რომ მათ გაიზიარონ გარემოსა და ბუნებაზე ზრუნვის ღირებულებები. თავდაპირველად „ბუნებარე“ თბილისში, დიღმის ტყე-პარკში დაიწყო და ახლა, ფილიალები გვხვდება ქუთაისში და სამომავლოდ ბათუმშიც. 

 


ევროპის ბიზნეს სკოლა ევროპის მარკეტინგის კონფედერაციის (EMC) წევრი და წარმომადგენელი ორგანიზაციაა აღმოსავლეთ ევროპაში. ევროპის ბიზნეს სკოლა 2017 წლის 21 სექტემბერს დაარსდა იმ მოტივაციით, რომ ხელი შეეწყო ევროპული ბიზნეს პროფესიული საკვალიფიკაციო სტანდარტების ინტეგრაციას საქართველოში (EQF Standards) პროფესიული კურსების, ტრენინგების, ვორქშოფების და სემინარების გზით. ევროპის ბიზნეს სკოლის კურსები განკუთვნილია ტოპ-მენეჯერებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის. 

 


საექსპედიტორო კომპანია „ლინქ ლოჯისთიქ“ დაარსდა 2014 წელს და აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში, ხელს უწყობს გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას. გარდა პროფესიული განვითარებისა, რაც მოიცავს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეწყობას, შრომის უსაფრთხოების საკითხების დანერგვას სამუშაო სივრცეში და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს პოპულარიზაციას, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია არის „მწვანე კომპანია“, რაც გულისხმობს ოფისში არსებული ქაღალდების გადასამუშავებლად მოგროვებას. ქაღალდის მოხმარება მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან კომპანია ხელმძღვანებლობს პრინციპით „გადადარჩინე ხე და არ ამობეჭდო, თუ ამის აუცილებლობა არ არის “ save the tree, don’t print this message undill you really need to. ამას გარდა კომპანია ზრუნავს მიუსაფარი ცხოველების გამოკვებვაზე, სტერილიზაციასა და კასტრაციაზე. 

 


"ბუნების არტი" აწარმოებს ქართულ ნედლეულზე (70%) დამზადებულ ეკოლოგიურად სუფთა თავის მოვლის საშუალებებს: თმის სამკურნალო-აღმდგენი ხაზი, კანის მოვლის ხაზი და ორგანული თერაპიის ხაზი. ბრენდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოს დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის საკითხებს. ამ მიმართულებით ახორციელებს სოციალურ აქტივობებს, პროექტებს და თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. 

 


„ბიელსი“ წარმოადგენს ენებისა და ხელოვნების შემსწავლელ ცენტრს. „ბიელსი“ არის ბრიტანული ენის ცენტრი და მასთან არსებული ხელოვნების სტუდია, სადაც სწავლობენ  3 დან 17 წლამდე ბავშვები და მოზარდები. ისინი ეუფლებიან ინგლისურ ენას, რუსულსა და გერმანულს, ასევე, სიმღერას, ხატვას, მეტყველებას. სკოლას აქვს წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პატარებისათვის, რაც ძალიან ეხმარებათ პატარებს თავდაჯერებულები და სიხარულით წავიდნენ სკოლაში.