სამედიცინო ცენტრი მედ.კო არის პირველი მულტიპროფილური ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება როგორც ადგილზე ასევე ბინაზე გამოძახებით. მომსახურება ხორციელდება უახლესი აპარატურის, კვალიფიკაციური გუნდის და თანამედროვე სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით.
„ჩაის სტუდიო“ ამზადებს Bubble tea-ს ე.წ "ბურთულებიან ჩაის", რომელიც აზიური სასმელია და მისი უნიკალური შემადგენლობის და სტრუქტურის საფუძველზე, მთელი მსოფლიოს მაშტაბით სარგებლობს დიდი პოპულარობით. მიუხედავად იმისა რომ "ბურთულებიანი ჩაი" აზიური სასმელია, მისი შემადგენლობ ანალოგი საქართველოს ბაზარზეც მოიპოვება, „ჩაის სტუდიომ“ ის ქართული უმაღლესი ხარისხის ნედლეულით ჩაანაცვლა. „ჩაის სტუდიო“ მესამე წელია ბაზარზეა და მისი სამომავლო მიზანიაა გააფართოოს როგორც წარმოება ასევე ფილიალები, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას.
„დეი ორგანიქსი“ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა, თუმცა კომპანიის დაარსებისა და სასარგებლო სუპერფუდების ქართულ ბაზარზე შემოტანის იდეა ბევრად ადრე დაიბადა. კომპანიის მიზანია, რომ სუპერფუდების პოპულარიზებით, ჯანსაღ კვებას გაუწიოს პროპაგანდა. „დეი ორგანიქსი“ აერთიანებს სუპერფუდებს, ანუ სხვადასხვა სუპერძალის მქონე მცენარეული წარმოშობის სასარგებლო ფხვნილებსა და გამომშრალ საკვებ ყვავილებს. სუპერფუდი, ეს არის ხილი, მცენარე – წარმოდგენილი ფხვნილის სახით, რომელსაც 100%-ით აქვს შენარჩუნებული ვიტამინები და სასარგებლო ღირებულებები. აღსანიშნავია, რომ ერთი კოვზი სუპერფუდით იღებთ საჭირო ვიტამინების დღიურ ნორმას. სუპერფუდები ძნელად ხელმისაწვდომ ადგილებში გვხვდება: მაღალი მთები, ოკეანეები, ღრმა ხეობები, აზია, აფრიკა, ან სამხრეთ ამერიკა. გამომშრალი საკვებ ყვავილები კი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავენ და მათი მოხმარება შეიძლება როგორც ჩაის სახით, ასევე საკონდიტრო ნაწარმში და დეკორატიული ფუნქციითაც. უმეტეს შემთხვევაში, თითოეული ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის 20-ზე მეტი აქტიური ნივთიერება, რომელიც სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
''დუშეფი '' არის შეფ ხათო ბაკურაძის საავტორო, პრემიუმ კლასის ფრანგული საკონდიტრო კაფე, სადაც ექსკლუზიური დიზაინით და გემოვნური თვისებებით შექმნილი დესერტებია წარმოდგენილი. საკონდიტრო იყენებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და ხარისხზეა ორიენტირებული, შესაბამისად პროდუქტის ღირებულებაც მაღალია. „დუშეფი“ ორიენტირებულია ექსკლუზიურ დიზაინზე და მუდმივად ცვალებად ასორტინემტზე.
pan Asian takeaway ( აზიური ვოკ კონცეპტი ) საკმაოდ დიდ ღირებულებას ქმნის: პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს საშუალებას, სხვა ხალხის, ამ შემთხვევაში, აზიელების კულტურას, საკვებს, მისი მომზადების წესს გაეცნონ. ასევე ტურისტებსაც საშუალება აქვთ თავიანთთვის უფრო ნაცნობ სამზარეულოს მიმართონ (განსაკუთრებულ რესტორანში წასვლის გარეშე). განსხვავებულია კონკურენტებისგან მოცულობით, ხარისხით და ფასებით, კონცეპტუალურადაც გამორჩეულია სრულიად გახსნილი სამზარეულოთი, როგორც ფილიალები ასევე ცენტრალური სამზარეულო.
„აუგუსტი“ ტრადიციული ბულანჟერეების ქსელია, რომელიც არის სრულიად ქართული ბრენდი ევროპული ხასიათით. ახალგამომცხვარი არტიზანული პურები, კრუასანები, იტალიური ყავა და ჯანსაღი ლანჩი არის ის რაც „აუგუსტის“ ფილიალებთან მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს მთელი დღის მანძილზე ხვდებათ. ყოველდღიურად ახალი გემრიელი, ხარისხიანი პურ-ფუნთუშეული, აუგუსტის ქარხანაშივე წარმოებული ხილის პროდუქტები - ნატურალური ჯემები და წვენები, მყუდრო, თანამედროვე და ოჯახური გარემო, ინდივიდუალური მიდგომა სტუმრისადმი არის ის, რითაც „აუგუსტმა“ თავის ერთგულ სტუმრებს შეაყვარა თავი. მომდევნო ორ წელიწადში არამხოლოდ b2C, არამედ b2b მიმართულებით ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავება და საქართველოს დიდ ქალაქებში დამატებით ფილიალების გახსნა.
ქართული ტანსაცმლის ბრენდი MARIAMMOR ქმნის ქალის მამაკაცის და ბავშვის კოლექციებს როგორც სპორტულს ისე კლასიკურ ხაზს. ასევე კომპანია ემსახურება პატარძლებს, სთავაზობს სრულ სერვისს როგორც სადედოფლო კაბის შექმნა ისე სალონური მომსახურება. კომპანიას აქვს საკუთარი მინი ფაბრიკა ყველანაირი დანადგარით სადაც იქმნება ყველაფერი, რასაც „მარიამორში“ ნახავთ; ასევე სილამაზის კუთხე MARIAMMOR Beauty Corner რომელიც უშუალოდ ემსახურება, როგორც პატარძლებს ისე სხვა ერთგულ მომხმარებლებს.
Jpg არტისტთა გაერთიანება და ახალი პრინტშოფია, რომელიც ფაბრიკის ეზოში 2022 წლის აპრილში გაიხსა, სივრცე მხარს უჭერს ლოკალურ არტისტებს და მათთან ერთად ქმნის სხვადასხვა დიზაინის ტანსაცმელს. ამ ეტაპზე Jpg-ში 15-ამდე არტისტია გაერთიანებული და ნელ-ნელა ფართოვდება, მაღალხარისხიანი პრინტინგის საშუალებით, უკვე იპრინტება სხვადასხვა ქართული ლოკალური ბრენდების კოლექციები და მერჩენდაიზი.
"ჯერარასდროს" ქმნის მოსიარულე ინსპირაციებს, უნიკალური დიზაინის მქონე ქართული წარწერებისგან შექმნილ ილუსტრაციებს, რომლის გადატანაც ხდება შემდეგ სხვადასხვა პროდუქტებზე: ჰუდი, პულოვერი, მაისური, პოლო მაისური, ტელეფონის ქეისი, კეპი, პანამა, ჩანთა. კომპანიის მიზანია, შექმნას ისეთი დიზაინები, რომელიც ადამიანებს სტიმულს მისცემს, ინსპირაციული იქნება, ცვლილებებზე დააფიქრებს.
Bulo & Junior Wine Company არის საოჯახო მარანი, რომელიც ღვინოს და არაყს აწარმოებს. პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და არის ნატურალური.
„ბადაგი“ 2011 წლიდან ცდილობს მომხმარებელს ქართული ტრადიციული პროდუქტი შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის და სტანდარტების დაცვით. 2022 წელს „ბადაგის“ პროდუქციას შეემატა ვაშლის ტყლაპი. ტყლაპი ყველასთვის ნაცნობი პროდუქტია, თუმცა უმეტესად არის არაკომპაქტური, დიდი ზომის შეუფუთავ ფორმაში. „ბადაგმა“ გადაწყვიტა ნატურალური ხილით დამზადებული ჯანსაღი პროდუქტი შესთავაზოს მომხმარებელს საინტერესო ფორმით და საუკეთესო ვიზუალით, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ყუთში მოთავსებულია კანფეტის ფორმის ტყლაპი და დიდი სიყვარულით სარგებლობს ყველა ასაკის მომხმარებელში, მათ შორის ბავშვებში, რაც კომპანიისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა.
„ჰალო“ აწარმოებს ხელნაკეთ დეკორატიულ სარკეებს და სამზარეულოს ინვენტარს ტალღის ეფექტით. თითოეული ტალღის ნიმუში შთაგონებულია სხვადასხვა ზღვის ან ოკეანის ფერებით, მაგალითად “შავი ზღვა”. „ჰალომ“ შექმნა სრუილად ინოვაციური და განსხვავებული პროდუქტი, Resin Wave Art ტექნოლოგიის გამოყენება სარკეზე, რაც ცალსახად იქცა კომპანიის სავიზიტო ბარათად. ადამიანები მუდმივად სიახლის და განსხვავებული პროდუქტის ძიებაში არიან, განსაკუთრებით თუ ეს ინტერიერის განახლებას/საჩუქრის შერჩევას ეხება. პროდუქტი რომელსაც „ჰალო“ სთავაზობს მომხმარებელს თვითგამოხატვის ერთერთი საშუალებაა და ასევე დატვირთულია ემოციით.
„ელენიას დიზაინი“ ახორციელებს პროექტებს საქართველოში და ახლა უკვე ევროპის ქვეყნებშიც. კომპანიას ეკუთვნის ექსტერიერის და ინტერიერის დიზაინი „მწვანე სკოლის“ ფილიალებისთვის თბილისში, რამდენიმე სასტუმრო (როგორც ბრენდული, ასევე მცირე ბუტიკ სასტუმროები), სპა, საავადმყოფოს დიზაინ პროექტები. ამ წლის ერთერთ მთავარ მიღწევად მიიჩნევა გერმანულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც „ელენიას დიზაინი“ დახმარებას უწევს საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
Travel Box - ი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს, თავის მომხმარებლებს დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს. ის იმ თავგადასავლების მაძიებელი და მპოვნელია, რომლისკენაც ყველა მოგზაური ადამიანი მიილტვის. თრეველ ბოქსი სამოგზაურო ყუთია, რომელიც მოიცავს საქართველოს საუკეთესო სასტუმროების ვაუჩერს, 2 ღამე, 2 ადამიანზე, თავის მოვლის 10 - მდე პროდუქტს და ბრენდირებულ სამოგზაურო ნივთებს. მასში ყველაფერია, ადამიანის კომფორტული მოგზაურობისათვის. მისი დიზაინი და შიგთავსი სეზონურად იცვლება. ყოველი ახალი ყუთი სიურპრიზებით არის სავსე და მისი გახსნა ისეთივე მარავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილებაა, როგორც თავად მოგზაურობა. Travel Box – ი, თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ მათთვის სასურველი რეგიონი, სადაც მოგზაურობა სურთ. შემდეგ კი, მათ შეხვდებათ მათ მიერ შერჩეულ რეგიონში არსებული ერთ-ერთი სასტუმრო. მისი გამოწერა ძალიან მარტივია საიტიდან: www.travelbox.ge. თრეველ ბოქსი გამორჩეული პროდუქტია, რადგან მას ანალოგი არ აქვს, არც ადგილობრივ ბაზარზე და არც საზღვარგარეთ.
„კრეადორა შოპი“ აწარმოებს ტყავის ხელნაკეთ აქსესუარებს. კომპანიას Etsy.com -ის მეშვეობით პროდუქცია გააქვს ამერიკაში, კანადასა და ევროპის ქვეყნებში. ყველა მოდელის კონცეფცია და კონსტრუქცია ორიგინალურია და კომპანიის თანამშრომლების მიერაა შექმნილი.
ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსი „სმარტ აკადემია“ განათლების სფეროში საქმიანობას 2018 წლიდან ეწევა და დაინტერესებულ აუდიტორიას თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან შესაბამის 40-ზე მეტ სასწავლო კურსს სთავაზობს. მათგან ყველაზე მოთხოვნადს წარმოადგენს “ციფრული პროდუქტების ტესტირების” კურსი. ციფრული პროდუქტის ტესტირება არის პროცესი, რომელიც გვაძლევს ციფრული პროდუქტის ხარისხის შეფასებისა და რეალურ გარემოში მისი გაუმართავად მუშაობის რისკის შემცირების საშუალებას. ციფრული პროდუქტების ტესტირების კურსის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა არის ის ღირებულებები, რომელსაც ის სტუდენტებისა და სრულიად ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის გლობალურად ქმნის. კერძოდ, დაინტერესებული პირები პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებას საბაზისო დონეზე სწავლობენ მინიმალურ დროში, ადაპტირებული პრაქტიკული სასწავლო პროგრამის მეშვეობით, რაც მათ აძლევს პრაქტიკულ გამოცდილებას, ხდის კონკურენტუნარიანებს და ამზადებს რეალურ გარემოში დასასაქმებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე. ამ პოზიციაზე უკვე დასაქმებულ თვითნასწავლ ადამიანებს კი აძლევს გადამზადებისა და განვითარების საშუალებას ISTQB-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. რაც მთავარია, კურსდამთავრებულები აქტიურად საქმდებიან დისტანციურად, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მუშაობენ მოქნილი გრაფიკით და აქვთ მაღალი ანაზღაურება.
„მანსარდის“ ძირითადი და ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები არის ხელნაკეთი ტყავის ბლოკნოტები და ფოტოალბომები. მომხმარებლებს აქვთ საშუალება შეიძინონ პერსონიფიცირებული პროდუქტები, რომელიც შექმნილია უმაღლესი ხარისხის ტყავით, უძლებს დროს და ინახავს მოგონებებს.
„ჰეფილისტი“ არის 100 კვ მეტრზე განთავსებულია სხვადასხვა ტიპის მაღაზია, სადაც იყიდება ისეთი პროდუქცია, როგორიცაა ქიმია,ჰიგიენა, ტექნიკა, ჭურჭელი და სანტექნიკა. „ჰეფილისტში“ დასაქმებულია ადგილობრივი ახალგაზრდობა, რომელთაც კომპანია ეხმარება განვითარებაში და ხელს უწყობს სამსახურის პარალელურად სწავლაში.
„ო'დელლა“ ქმნის საჩუქრებს შენთვის და შენი საყვარელი ადამიანებისთვის. იმისთვის, რომ შეიქმნას ხელნაკეთი კოლექციები, ის თანამშრომლობს საქართველოში მოღვაწე ხელოვან ადამიანებთან, დიზაინერებთან, ხელოსნებთან და მკერავებთან. თითოეული ნამუშევარი ასახავს ქართველი ხალხის წარმოუდგენელ უნარებს, კულტურას, მემკვიდრეობას და შემოქმედებითობას. სახელწოდება „ო'დელლა” ო'ჰენრის კეთილი საშობაო მოთხრობიდან "მოგვთა საჩუქრებიდან" დაიბადა. მთავარი გმირი დელლა და მისი ქმარი სიყვარულით არჩევენ საჩუქარს და ამით გადასცემენ ერთმანეთს დიდ ემოციას და ბედნიერებას. „ო’დელლას“ მისიაც ამ ემოციების გაზიარება და ადამიანების გაბედნიერებაა.
კომპანია „რეა ინვესტმენტი“ 2017 წლიდან ეწევა გაყიდვების აუთსორსინგს სამშენებლო კომპანიებისთვის. კონკრეტული ლოკაციების სწორი რეკლამირებითა და მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებით უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა და დეველოპერებს შემოსავლების ზრდაც გამოიწვია.