ECOMM.ge
ECOMM.ge ელექტრონული კომერციის ვებგვერდია, რომელიც უკვე 1 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის მიზნია - კომპლიტი. ECOMM.ge-ის პროექტი ორიენტირებულია კლიენტსა და ბაზარზე.
ვებგვერდის მომხმარებელს შეუძ₾ია პროდუქციის ღირებულება გადაიხადოს არა მხოლოდ წინასწარი ჩარიცხვით, არამედ ამანათის მიწოდების დროს, ნაღდი ანგარიშსწრორებით. კომპანიას, ამ ეტაპზე, ბაზრის 1,5% უკავია, რაც ნიშნავს 150 შეკვეთას დღეში. 2022 წლისთვის, ECOMM.ge-ს გეგმაა ბაზრის 3% აითვისონ.
.
ელექტრა
შპს „ელექტრა“-ს მიერ შემუშავდა ელექტროენერგიით ვაჭრობის პლატფორმა „ელექტრა“, რომელიც საქართველოში ვებგერდის სახით - electra.ge - არის წარმოდგენილი.
ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გაფართოების პირობებში, როდესაც პირდაპირი მომხარებლების რიცხვი ფაქტიურად გაორმაგდა, კომპანიის დღის წესრიგში დაისვა შემდეგი სახის პრობლემები:
დროის დეფიციტი ელექტროენერგიის შესყიდვის/გაყიდვისას
ელექტროენერგიის შესყიდვის/გაყიდვისას ოპტიმალური ფასის მოძიება.
ამ პრობლემების მოსაგვარებლად, პლატფორმა „ელექტრა“ ელექტროენერგეტიკული ბაზრის მონაწილეებს საშუალებას მისცემს:
ერთ სივრცეში იხილონ ელექტროენერგიის შესყიდვისა და გაყიდვის ყველა წინადადება;
თავად განათავსონ ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის განცხადებები;
მარტივად, შექმნან, მოიძიონ და შეარჩიონ მათთვის სასურველი ყიდვის/გაყიდვის შეთავაზებები (ფასის, ოდენობისა და მიწოდების პერიოდის შესაბამისად).
„ელექტრას” პოტენციური ბაზრებია: საქართველო, მეზობელი ქვეყნები და სხვა უცხოური ენერგეტიკული ბაზრები. პლატფორმაზე მომხარებელთა რეგისტრაცია და გნცხადებების ატვირთვა მარტივია. განცხადებების ერთმანეთთან დაკავშირება პროგრამაში ჩადებული ლოგიკების შესაბამისად ხდება. პლატფორმით მოსარგებლეები საფასურს იხდიან მხოლოდ მათი განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ. მომსახურების საფასური დაითვლება თითოეული დაკმაყოფილებული კილოვატსაათის მიხედვით.
„ელექტრა”, ამ ეტაპისთვის, წარმოადგენს აღნიშნული მიმართულების ერთადერთ მოქმედ პროგრამულ უზრუნველყოფას.
პლატფორმა თავიდან ბოლომდე შემუშავებული და გაშვებულია ადგილობრივი, ქართველი პროგრამისტებისა და ენერგეტიკის დარგის სპეციელისტების მიერ.
OFOODO
OFOODO-ს პლატფორმა რესტორნებს გაციფრულებაში ეხმარება. იგი, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს, წვდომასა და ინფორმაციას აძლევს ყველა კვების ობიექტებსა და მათ სერვისებზე.
სტატისტიკის მიხედვით, რესტორნების 90%-ს არ აქვს ელ.კომერციის ვებგვერდი, რაც დღესდღეობით, აუცილებელია წარმატების მისაღწევად და დამატებითი შემოსავლის მისაღებად. Სწორედ ამიტომ, OFOODO-მ შექმნა სრულად ავტომატიზირებული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც რესტორანს შეუძლია საკუთარი, სრულყოფილი ელ.კომერციის ვებგვერდი ერთ დღეში შექმნას და დაიწყოს ონლაინ გაყიდვები ან მიიღოს ჯავშნები მყისიერად. ამავდროულად, რესტორანს შეუძლია დააგენერიროს ელექტრონულ QR მენიუ, რითაც სტუმარს საშუალებას მისცემს:
მენიუს მისთვის სასურველ ენაზე გაეცნოს
შეუკვეთოს მაგიდიდან
ანგარიში ელექტრონულად გადაიხადოს.
მეორეს მხრივ, პლატფორმა მოიცავს OFOODO-ს აპლიკაციას, რომელიც ყველა რესტორანს ერთ სივრცერში აერთიანებს და აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აღმოაჩინონონ სასურველი რესტორანი, დაჯავშნონ მაგიდა ან გამოიძახონ კერძი ადგილზე მიტანით.
OFOODO-ს ციფრული სერვისების დანერგვის შედეგად, რესტორნის მფლობელები ზოგავენ დროსა და არეეფექტური დეველოპმენტის თანხებს, მინიმუმ, 10 000 ლარის ოდენობით. ასევე, ზრდიან გაყიდვებს 20-30%-ით.
კომპანიის ბიზნესმოდელის მიხედვით, OFOODO რესტორნებიდან საკომისიოს თითოეული მომსახურებისთვის, შეკვეთისთვის ან ჯავშნისთვის, ასევე ელ.კომერციის პლატფორმისა და QR მენიუსთვის იღებს.
კომპანიის მთავარი უპირატესობა უნიკალურობა და მომხმარებელზე ინდივიდუალური ორიენტირებულობაა.
OFOODO სამომავლოდ გააერთიანებს როგორც მცირე (საოჯახო) და საშუალო სეგმენტის კვების ობიექტებს, ასევე პრემიუმ სეგმენტის რესტორნებს და სასტუმროებს. ძალიან მოკლე პერიოდში (6 თვეში) კომპანიას უკვე ჰყავს ჯამში 300-ზე მეტი პარტნიორი და 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი, რომლებიც სარგებლობენ OFOODO-ს ციფრული სერვისებით. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ზომა ყოველთვიურად 20-25%-ით იზრდება.
2022 წლის მეორე კვარტლიდან კომპანია გეგმავს ოპერირების დაწყებას მეზობელ ქვეყნებში, - სომხეთსა და აზერბაიჯანში.
BI STUDIO
BI Studio-ს მიზანია Data Sience და Business Inteligence-ის სფეროებში ექსპერტიზის აღება და მსოფლიო ბაზარზე გასვლა Microsoft Power BI-ის მეშვეობით, რომელიც ბაზრის ლიდერია. სტარტაპი კლიენტებს მონაცემების ინტეგრაციას, ანალიზსა და ვიზუალიზაციას სთავაზობს. BI Studio-ს ციფრული დაფა კლიენტებს საშუალებას აძლევს მარტივად აღიქვან მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამ იდეის განსახორციელებლად, კომპანია კლიენტებს სხვადასხვა ტიპის ანალიტიკურ ციფრულ დაფებს ვებგვერდის საშუალებით სთავაზობს და დაინტერესების შემთხვევაში, კომერციულ ხელშეკრულებებს აფორმებს. საქრთველოში აღებული 2 კონტრაქტის შემდეგ (მაკდონალდი; საქკაბელი), BI Studio საზღვარგარეთ გავიდა და საკმაოდ დიდი BI პროექტის დანერგვა ერთ-ერთ ცენტრალურ ბანკში დაიწყო.
Სტარტაპის ბიზნესმოდელი მოიცავს ერთჯერადად დანერგვას და/ან სამომავლო ტექნიკური დახმარების ნაკრებს. Პროდუქტის გაყიდვების ძირითადი არხებია: ვებგვერდი, სადაც განთავსებულია ციფრული დაფები სხვადასხვა სექტორებისთვის; ასევე, სოციალური ქსელები ცნობადობისა და რეკლამირებისთვის.
2021 წელს, პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, კომპანიებისათვის კიდევ უფრო აქტუალური გახდა სწორი და სწრაფი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება. ქართულ ბიზნესსექტორში ნაკლებად განვითარებული ბიზნესანალიტიკა, კომპანიისთვის აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებას უფრო ართულებს. Წლის განმავლობაში, BI STUDIO თავის კლიენტებს დაეხმარა, ბიზნესანალიტიკისა და რეპორტინგის დახვეწაში, პროცესების ავტომატიზაციასა და ხარჯების შემცირებაში.
DIAMOND PLANET
DIAMOND PLANET არის პირველი ქსელური მარკეტინგული კომპანია საქართველოში, რომლის ანალოგი, როგორც კომპანიის გუნდის წევრები ამბობენ, მსოფლიოშიც არ არსებობს. პლატფორმა ადამიანებს საშუალებას აძლევს რეკომენდაციებიც გაწევის გზით, მზარდი შემოსავლის წყარო სახლიდან გაუსვლელად გაიჩინონ. პლატფორმაზე რეგისტრირებისას, ადამიანს შეუძლია ბონუსები რეკლამის ნახვისთვის (რეკლამის დამკვეთი კომპანიებია: კოკა–კოლა, ნატახტარი, ლიდერბეთი და სხვა) გამოიმუშავოს. ასევე, პარტნიორი კომპანიების პროდუქციასა და მომსახურებას გაუწიოს რეკომენდაცია და სხვა ადამიანებს კი დაეხმაროს ფასდაკლებით იყიდონ პროდუქტები და ამისათვის, თავად რეკომენდატორმა გამოიმუშაოს ბონუსები. DIAMOND PLANET-ი არის პირველი კომპანია მსოფლიოში, რომელიც თავისი შემოსავლების 100%-ს რეგისტრირებულ მომხმარებლებს უნაწილებს.
სტარტაპის პარტნიორი კომპანიები არიან: მიდეა, საგა, მეგატექნიკა, თერმორუმი, გორგია და სხვა.
კომპანიის მიზანია, საქართველოს მოსახლეობას ე.წ მარტივი ფულის შოვნა სახლიდან გაუსვლელად ასწავლოს.
DIAMOND PLANET-ის გეგმაა დაასაქმოს ათასობით ადამიანი.
Პლატფორმაზე უკვე რეგისტრირებული არიან ქართველი ემიგრანტი მომხმარებლები მსოფლიოს 9 ქვეყნიდან: საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, თურქეთი, რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. სტარტაპიი გამოირჩევა მომხმარებლების მიმართ განსხვავებული წესებითა და დამოკიდებულებით.
შპს ბიმ კუბი
კომპანია „ბიმ კუბის“ მთავარი მიზანია სამშენებლო სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. Სტარტაპი მომხმარებელს მშენებლობის სრულ ციკლს BIM (Building Information Modelling) ტექნოლოგიის გამოყენებით სთავაზობს, რაც მოიცავს პროექტირებიდან მშენებლობის დასრულებამდე პერიოდს. BIM ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება როგორც მასალების, ფინანსების, ასევე ადამიანური რესურსის არასწორი გამოყენების თავიდან აცილება.
BIM ტექნოლოგია მშენებლობაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია მაშინ, როცა ორგანზომილებიანი ნახაზები ხშირად შემაფერხებელი ფაქტორია, ვინაიდან სრული სურათის დანახვის გარეშე, დეტალების გათვალისწინება სირთულეს წარმოადგენს.
„ბიმ კუბი“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქარტველოს ქსელის წევრია.
PAYZE
PAYZE ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპია, რომლის მიზანიც ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის მიწოდებული სერვისის სანაცვლოდ, თანხის ციფრულად მიღების გამარტივებაა.
PAYZE-მ ოპერირება 2021 წლის იანვარში დაიწყო და 9 თვეში 250,000 ონლაინ გადახდა გაატარა. Სტარტაპის საქმიანობა საქართველოს ელექტრონული კომერციის გადახდების ბაზრის 5%-ს მოიცავს და იზრდება ძალიან სწრაფად. კომპანია 2021 წლის ნოემბრიდან ოპერირებას იწყებს უზბეკეთში, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში PAYZE-ის სერვისები ხელმისაწვდომი უკრაინასა და ყაზახეთშიც იქნება.
სტარტაპი 2022 წლის ბოლოს, პოსტ საბჭოთა სივრცის 10 ქვეყანაში, უკვე წარმოდგენილი იქნება სრული ფინტექ-პროდუქტების არეალით და ნებისმიერ სხვა სტარტაპს, ელექტრონული კომერციაში ჩართულ კომპანიებსა და ზოგადად ინტერნეტ ბიზნესებს მისცემს წვდომას ყველაზე ეფექტურ და ხელმისწავდომ ონლაინ გადახდებზე.
Ერთი წლის განმავლობაში სტარტაპმა მრავალ წარმატებას მიაღწია:
2021 წლის თებერვალში მოიპოვა GITA-ს 100,000 ლარიანი დაფინანსება;
2021 წლის მარტში გახდა 500 Startup საქართველოს გამარჯვებული;
2021 წლის მაისში, VISA-ს გადაწყვეტილებით, PAYZE CEMEA-ს რეგიონში (რომელიც 90 ქვეყანას მოიცავს), 2,000-ს ფინანსურ ტექნოლოგიების სტარტაპს შორის დასახელდა Visa Everywhere Initiative-ის გამარჯვებულად;
2021 წლის ივნისში გახდა პირველი სტარტაპი რეგიონიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი), რომელიც დაფინანსდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორის Ycombinator-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში;
2021 წლის ოქტომბერში გახდა GITA-ს 650,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
Theneo Inc
Theneo არის AI-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მაღალხარისხიანი და ინტერაქციული API დოკუმენტაციის გენერირება ხდება. Theneo-ს მეშვეობით, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია მაღალხარისხიანი API დოკუმენტაციის გენერირება უსწრაფესად.
API დოკუმენტაციას არსებითი როლი აქვს წარმატებული ინტეგრაციების პროცესში, ამრიგად, Theneo კომპანიებს ეხმარება API-ს წარმატებულ დანერგვაში, სხვა კომპანიებთან პარტნიორობასა და ინტეგრაციაში.
Სტარტაპის ახლომომავლის გეგმაა 2021 წლის Ნოემბრიდან Მომხმარებელს პრემიუმ, ბიზნეს და კორპორაციული ნაკრები შესთავაზოს.
Theneo პირველი პლატფორმაა, რომელზეც API კონტენტის ავტომატიზაცია ხდება. სისტემაში არამხოლოდ მაღალხარისხიანი დოკუმენტაცია ყალიბდება, არამედ API-ს ახსნა (კონტენტი, რომელიც კოდს მოყვება) მზადდება რამდენიმე წამში.
პლატფორმის საშუალებით, საქმეს უმარტივდებათ დეველოპერებს და პროექტ მენეჯერებს. რაც მთვარია, მათ, ვისი მთავარი პროდუქტი API-ა, Theneo-სთან შექმნილი დოკუმენტაციის მეშვეობით ეზრდებათ შემოსავალი.
2021 წლის აგვისტოში ხელმისაწვდომი გახდა სტარტაპის ბეტა ვერსია. ხოლო აქედან ორი თვის თავზე, პლატფორმას 550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და 600-ზე მეტი დეველოპერი იყენებს. მინიმალური დანახარჯის მიუხედავად, კომპანიას 58%-იანი ყოველკვირეული ზრდა აქვს. Theneo უკვე თანამშრომლობს წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის, Ycombinator-ის მხარდაჭერის მქონე კომპანიებსა და LVMH კონგლომერატის ზოგიერთ ბრენდთან.
Theneo გახდა GITA-ს 100,000-ლარიანი გრანტის მფლობელები და მოლაპარაკებების წარმოება საერთაშორისო ინვესტორებთან დაიწყო. 2021 წლის ნოემბერში დაგეგმილია სტარტაპის წარდგენა ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე - Web Summit 2021-ზე და აგრეთვე მონაწილეობის მიღება Pitch Competition-ში, რაც კომპანიის პოპულარიზებისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
Signify
Signify ელექტრონული ხელმოწერების პირველი პლატფორმაა საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებულ ყველა ეტაპს - მომზადებას, გაგზავნას, ხელმოწერასა და დაარქივებას. ელ.ხელმოწერა ქართველი მომხმარებლისთვის უკვე ნაცნობია, რადგან 2017 წლიდან კვალიფიციური ელ.ხელმოწერა აქტიურად გამოიყენება, რომლისთვისაც საჭიროა ID ბარათი, მისი წამკითხველი, პინ კოდი და პროგრამული უზრუნველყოფა.
Signify-ს უპირატესობა არის ის, რომ პლატფორმა აერთიანებს როგორც კვალიფიციურ, ისევე განვითარებულ ელექტრონულ ხელმოწერას, რომელიც არ საჭიროებს ID ბარათსა და დამატებით მოწყობილობებს. შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პერსონალური კომპიუტერით, ისე სმარტფონით ან პლანშეტით. ეს კი საგრძნობლად ამარტივებს და ასწრაფებს დოკუმენტის ხელმოწერის პროცესს. რაც მთავარია, ლეგალურად და უსაფრთოების ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
პლატფორმის გამოყენება ეფუძნება ყოველთვიურ გამოწერას, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს აირჩიოს ინდივიდუალური ან ორგანიზაციის ანგარიში სამი სხვადასხვა ნაკრების მიხედვით: სტანდარტული , პრემიუმი და მორგებული, მსხვილი კლიენტებისთვის. ნაკრების ღირებულება ანგარიშდება თვეში ერთ მომხმარებელზე.
Signify-ს შექმნაზე მუშაობდა ქართული კომპანია RockIT, რომელიც აერთიანებს ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის 14+ წლიან გამოცდილების მქონე 20-მდე პროფესიონალს.
პლატფორმა ადგილობრივ ბაზარზე უკონკურენტოა. უცხოური ანალოგებისგან განსხვავებით, იგი მორგებულია საქართველოში არსებულ ადგილობრივ ელ.ხელმოწერის სპეციფიკას, კანონმდებლობასა და მომხმარებლის ქცევას.
Signify 2021 წლის მარტში გაეშვა და 7 თვეში 200-ზე მეტი აქტიური კლიენტი და 3,000-ზე მეტი უნიკალური ხელმომწერი ჰყავს, რომელთა მიერ განხორციელდა 16,000-ზე მეტი ელ.ხელმოწერა. კომპანიას 42%-იანი ყოველთვიური ზრდა აქვს. Სტარტაპის აქტიურ მომხმარებლებს შორის არიან სადაზღვევო, საბანკო, საცალო, საფინანსო, მიტანისა და სხვა ბიზნესინდუსტრიების წარმომადგენელი კომპანიები.
Signify-ს მიზანია, რამდენიმე წელიწადში, ფურცლები ელექტრონული დოკუმენტებით მთლიანად ჩაანაცვლოს.
მცდარბეჭდილის საძმო
„მცდარბეჭდილის საძმო“, რომელშიც გაერთიანებულნი არიან ქართული ენის ენთუზიასტი ლინგვისტები, დეველოპერები და მონაცემთა მეცნიერები, წარმოადგენს სტარტაპს, რომლის მიზანია ქართულ ენაზე შეიქმნას ენის დამუშავების ხელსაწყოების სრულყოფილი ნაკრები.
Მცდარბეჭდილის შემმოწმებელი ნაკრები მოიცავს:
Მორფოლოგიურს
კონტექსტურს
სინტაქსურ ანალიზატორებს
სტილისტიკას
და სხვ.
Სტარტაპის ვებგვერდი www.spellchecker.ge გაეშვა 2021 წლის თებერვალში და დღემდე, უკვე გაკეთებულია მორფოლოგიური და კონტექსტური შემმოწმებლები, რომლებიც სრულად ფარავს ქართული ენის ლექსიკას და არის პირველი „სპელჩეკერი“, რომელიც ეფუძნება ენის ნორმებს და სიტყვების ფორმაწარმოების წესებს.
ქართული ენისთვის ნორმატიული და ამომწურავი სპელჩეკერის შექმნა განსაკუთრებული საქმეა, რადგან ამ პრობლემას დღესდღეობით არსებულ „სპელჩეკერთა“ შორის ვერ აგვარებს ვერც ერთი (Microsoft Word-ის პრუფრიდერი, On.ge-ის სპელჩეკერი), ვერც ნორმატიულობისა და ვერც - ფორმაწარმოების კუთხით.
„მცდარბეჭდილის საძმოს“ ბიზნესმოდელი მოიცავს ჩანართების გაკეთებას Microsoft Word-ისთვის, ვებბროუზერებისთვის, მეილკლიენტებისთვის და სხვა. სტარტაპის სამომავლო გეგმაა დიდ კორპორაციებთან, სამინისტროებთან, ნიუს-სააგენტოებთან და გამომცემლობებთან თანამშრომლობა; ავტორიზებული მომხმარებლების მოზიდვა, რომლებიც გარკვეული თვიური საფასურის სანაცვლოდ მიიღებენ ვებგვერის ყველა სერვისს. ასევე, იარსებებს უფასო ლიმიტირებული ნაკრებიც ფეისბუქისა და www.spellchecker.ge-ის მომხმარებლებისთვის. ~
ვიდუფუდი
„ვიდუფუდი“ ერთგვარი ონლაინ რესტორანია, რომლის კონცეფცია Dark Kitchen სტარტაპს გულისხმობს. Ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ონლაინ რესტორნის გახსნის იდეა აქვს, შეუძლია დაუკავშირდეს „ვიდუფუდს“: კომპანიას აქვს ცენტრალიზებული სამზარეულო და მუდმივადგანახლებადი ნედლეული, რომელსაც დამკვეთის სურვილისამებრ ამზადებს და კერძს საკურიერო კომპანიას გადასცემს. Შესაბამისად, დამკვეთის ერთადერთი საზრუნავი პროდუქციის მარკეტინგი და გაყიდვებია.
„ვიდუფუდის“ პარტნიორებს, ფაქტობრივად, ფიქსირებული გადასახადი არ აქვთ და იხდიან მხოლოდ გაყიდული პროდუქციის წინასწარ შეთანხმებულ ფასს, რომელშიც „ვიდუფუდის“ საშუალო მარჟა 50%-ია.
კომპანიისთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებით საინტერესო ახალი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით აღმოჩნდა: „ვიდუფუდი“, ამჟამად, მოლაპარაკებებს ორ ინვესტორთან ასრულებს, რომელთა დახმარებით, პირველ ეტაპზე, საქართველოს ბაზრის ათვისებას, ახლო მომავალში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა არის დაგეგმილი.სტარტაპის წარმომადგენლების აზრით, ახალი რეალობის პირობებში, როდესაც საჭმლის მიტანის ინდუსტრია ექსპონენციალურად იზრდება, „ვიდუფუდი“ ამ ინდუსტრიაში შემოსვლის შანსს, ფაქტობრივად, ნებისმიერ მსურველს უჩენს, ვინაიდან მათი დახმარებით, საკუთარი ონლაინ რესტორნის გახსნა ისეთი მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომია, როგორც არასდროს.
კვალიფიკა
„კვალიფიკა“ კომპანიებს მომხმარებლების დისტანციურ იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციაში ეხმარება.
თუკი, აქამდე საკუთარი ვინაობის დასადასტურებლად მომხმარებელს ორგანიზაციაში ვიზიტი სჭირდებოდა, ამის გაკეთება ახლა უკვე 2 წუთში, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, სადაც ინტერნეტითა და კამერით აღჭურვილი მოწყობილობა აქვს.
პროცესი ორი ნაწილისგან შედგებ: თავდაპირველად, მომხმარებელი იღებს სელფის, რომელიც AI-ს მეშვეობით ღრმა ანალიზს გადის და შედეგად ბიომეტრიულ მონაცემებს იღებს. მეორე ეტაპზე, ადამიანი ფოტოს უღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და დგინდება მისი ავთენტურობა. მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე, სისტემა გვაწვდის შედეგებს.
Online banking, insurance, gambling და სხვა წამყვან ინდუსტრიებში მსოფლიოში უამრავი კომპანიაა, რომლებსაც ამ ტიპის დახმარება სჭირდებათ. ამჟამად, სტარტაპის ფოკუსი გლობალური ზრდაა. Მათი უპირატესობა კი პროდუქტის სიმარტივეშია - „კვალიფიკას“ გამოყენება ინტეგრაციის გარეშეც კი შესაძლებელია, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დეველოპმენტის რესურსს.
კომპანიის გუნდი კვალიფიციურია იმისათვის, რომ გამოწვევა მიიღოს და საერთაშორისო კომპანიებს ვერიფიკაციის პროცესის გამარტივებაში დაეხმაროს.
„კვალიფიკა“ ერთ-ერთი პირველი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელმაც დისტანციური ვერიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტი შექმნა. 2021 წელი სტარტაპისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებისა და განვითარების მომტანი აღმოჩნდა: სტარტაპმა ახლახანს დაასრულა შერწყმა კომპანია „პულსართან“, რომელიც იმავე სერვისს სთავაზობდა ბაზარს.
„კვალიფიკა“, ამჟამად, ემსახურება 25-ზე მეტ კომპანიას და აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად. Აღსანიშნავია, რომ სტარტაპმა Მოიგო GITA-ს გრანტი 650,000 ლარის ოდენობით.
თრეველ გაიდი
„თრეველ გაიდს“ 3 ტიპის მომხმარებელი ჰყავს:
ბიზნესები (სტუმარმასპინძლობის სერვისის მომწოდებლები), რომლებიც იღებენ ყველაზე ეფექტური რეკლამირების საშუალებას - user-generated ტრენდს. ასევე მათთვის ხელმისაწვდომი ხდება Insight-ები, რაც საშუალებას იძლევა რომ მარკეტინგული კამპანიები შეაფასონ.
ხანმოკლე ვიდეოკონტენტის შემქმნელები (ინფლუენსერები), რომლებიც პლატფორმას თვითრეალიზაციისათვის, დამატებითი შემოსავლის წყაროსა და GIG სამუშაოს ბენეფიტებისთვის იყენებენ.
საბოლოო მომხმარებლები (თაობა Z და მილენიალები), რომლებიც სარგებლობენ მათთვის ყველაზე მიმზიდველი საკომუნიკაციო ფორმატით (ხანმოკლე ვიდეოებით). ისინი, აპს ინსპირაციისათვის და ვიდეოებთან დაკავშირებულ სერვისებზე ინფორმაციის მისაღებად/დასაჯავშნად იყენებენ.
„თრეველ გაიდის“ ბიზნესმოდელი მოიაზრებს Paywall და Affiliate მოდელებს:
ბიზნესები კრეატორებს ანაზღაურებას მათ ვიდეოზე განთავსებულ GO ღილაკზე სერვისის მიბმისათვის უხდიან, სტრატაპი კი როგორც შუამავალი, იღებს 30% საკომისიოს.
კონტენტის შემქმნელები „თრეველ გაიდისგან“ ყიდულობენ ბიზნესებთან გამარტივებული წვდომის სერვისებს.
Სტარტაპის აპლიკაციის პირველადი ვერსია Android-ისა და IOS-ის მომხმარებლებისათვისაა ხელმისაწვდომი.
2021 წელს, „თრეველ გაიდმა“ BDO-ს საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად, მოამზადა სტარტაპ-პროექტის ფინანსური დასაბუთების დოკუმენტი და მისი საშუალებით, კომპანიას ერთი ინვესტორი - GC Capital-ი უკვე შეუერთდა. ამ ეტაპზე კი სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.