ბიზნეს სიახლეები
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება”
ბიზნეს ბლოგი
28 ოქტომბერი 2021
visibility 5392



აუკი


„აუკი“ ადამიანებს ინტერიერის შექმნის სრულ სერვისს (გეგმარებიდან შესრულებამდე) სთავაზობს. კომპანიის გუნდის წევრებს სწამთ, რომ საცხოვრებელ სივრცეს განუზომელი გავლენა აქვს ადამიანის კეთილდღეობაზე. მისი მოწყობა კი ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. Როგორც კვლევებით დასტურდება, ადამიანების უმეტესობა რემონტს ცხოვრებაში ერთხელ აკეთებს. მათი შრომა კი პროფესიონალის ჩართულობის გარეშე, განწირულია წარუმატებლობის ან ძვირადღირებული შეცდომებისთვის. საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი, რომ ცხოვრება სახლში, რომლის ინტერიერიც პროფესიონალის შექმნილია, მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. „აუკის“ მიზანიც სწორედ აქედან გამომდინარეობს, - დაუმტკიცოს ხალხს საპირისპირო და სერვისი გახადოს დემოკრატიული. „აუკის“ გუნდი ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს, რაც ინტერიერის დიზაინის შექმნასა და შემდგომ სარემონტო სამუშაოებს მოიცავს. Შესაბამისად, დამკვეთს ერთ ადამიანთან აქვს კომუნიკაცია და ამ გზით, ეზოგება დრო და ნერვები. სერვისის ახალ დონეზე ასაყვანად, კომპანიის მომდევნო ორი წლის გეგმაა ციფრული პროდუქტების დანერგვით კიდევ უფრო გაამარტივონ ინტერიერის სამუშაოების ბიუჯეტირება და გააქრონ ფინანსური შიშები.






Rento group 


პანდემიური გამოწვევის საპასუხოდ, ტურისტულმა სატრანსპორტო კომპანია Rento group-მა საქართველოს მასშტაბით დაიწყო კონცეპტუალური კუნძულების ქსელის შექმნა. Rento group-ის მიერ შექმნილ სივრცეში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიმარაგოს კოვიდუსაფრთხოებისა და პრევენციის საშუალებებით (პირბადე,ხსნარები, სწრაფი ტესტები და სხვა). Პროდუქტის შემქნამ კომპანიას მისცა საშუალება თანამშრომლებისათვის შეენარჩუნებინა სამუშაო ადგილები.  რაც მთავარია, Rento group-ის ინიციატივამ, რომ საზოგადოებისათვის შეექმნა უსაფრთხო გარემოს საფუძველი, კომპანიის კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა გამოევლინა.  

Პირველი კონცეპტუალური კუნძულის გამოჩენიდან წელიწადნახევარში თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მასშტაბით 18 ობიექტია წარმოდგენილი ისეთ საჯარო სივრცეებში, როგორებიცაა მსხვილი სავაჭრო ცენტრები და საერთაშორისო აეროპორტები. გარდა ამისა, კომპაია 2000-ზე მეტ საჯარო და კერძო დაწესებულებას ამაგარგებს კოვიდუსაფრთხოებისთვისაა საჭირო ყველა პროდუქტითა და სერვისით. 

გარდა ამისა,  Rento group-მა შექმნა მობილური ლაბორატორია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადამიანს უტარებს ლაბორატორიულ მომსახურებას სახლში.






შპს ბრაით მაინდს


Bright Minds-მა საქართველოში პირველმა შექმნა ქოუჩებისა და ფსიქოლოგებისათვის განკუთვნილი სამუშაო დღიური - InsightBook. დღიური აღნიშნული სპეციალისტებისათვის აბსოლუტურად უნიკალური ინსტრუმენტია სესიების დამუშავების, კლიენტებისა და დაკვეთების მართვის, სამუშაო პროცესის სისტემატიზაციისა და დახვეწის კუთხით. 

Bright Minds-ს სჯერა, რომ InsightBook-ის ორენოვანი სამუშაო დღიური კლიენტებთან მუშაობასა და პროცესთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ახალ საფეხურზე აიყვანს. 

მომდევნო 2 წლის განმავლობაში, კომპანია მიზნად ისახავს მომდევნო არა მხოლოდ აღნიშნული პროფესიული ნიშის სრულად ათვისებას, არამედ Coaching Book-ების სერიის ჩაშვებას სხვადასხვა ბიზნესისთვის (ტოპ მენეჯერებისა და გუნდებისთვის). პროექტის მიზანია სელფ-ქოუჩინგის მეთოდების დანერგვა, რომელიც მორგებული იქნება ცალკეულ საჭიროებებზე.






შპს პოპერი


„პოპერი“ პირველი გურმე პოპკორნის მაღაზია და საწარმოა საქართველოში, რომელიც 2021 წლის აგვისტოს ბოლოს, თბილისში გაიხსნა. Ბრენდის გამოჩენამდე, მომხმარებელი პოპკორნს, ძირითადად, ისე იცნობდა, როგორც არაჯანმრთელ და არც ისე კარგი ხარისხის ხემსს. „პოპერის“ პროდუქტი კი მზადდება არაგენმოდიფიცირებული სიმინდისგან, ცხელი ზეთების გამოყენების გარეშე და არ შეიცავს კონსერვანტებს. საწარმოს გახსნიდან ძალიან მოკლე პერიოდში, პროდუქტის მრავალფეროვანი არჩევანი გამოჩნდა, რომელიც სხვადასხვა სასმელებს მოერგო - შამპანური და ტრუფელის პოპკორნი, ყავა და კარამელის პოპკორნი, ღვინო და ყველის პოპკორნი, ლუდი და ბარბექიუს პოპკორნი, ა.შ. 

„პოპერის“ გუნდის თქმით, მენიუს მრავალფეროვნება შესამჩნევად ზრდის პოპკორნის მოყვარულთა რიცხვს. შემდეგ ეტაპზე, კომპანია გეგმავს მაღაზიების ქსელის გაფართოვებას თბილისში, რაც გულისხმობს ორი ობიექტის დამატებას 2022 წლის ივლისამდე. ასევე, კომპანიის პარტნიორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები „პოპერის“ მაღაზიების გახსნის თაობაზე ბაქოსა და ერევანში. Გარდა ამისა, დაგეგმილია სრულფასოვანი საწარმოს დაფუძნება, სადაც იწარმოება შეფუთული პოპკრონი, რომლის შეძენაც მომხმარებელს უკვე მაღაზიების ქსელში შეეძლება.






შპს ქი ქონსალთინგი


კომპანია „ქი ქონსალთინგის“  მიზანია განათლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა საქართველოში. 

„ქი ქონსალთინგის“ შემადგენლობაში შედის ტრენინგ ცენტრი, განათლების კლუბი და ლიდერთა სკოლა. Მიზნის მისაღწევად, საქართველოს მასშტაბით ტარდება არაერთი პროექტი ტარდება, მათ შორის, ქართველ პედაგოგების დაკავშირება უცხოელ კოლეგებთან, რათა გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა განათლების ხარისხის ამაღლებაში დაეხმაროთ. 2020 წლის ივლისში, ქი ქონსალთინგმა შექმნა „ააიპ ქი ქონსალთინგის განათლების კლუბი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ასობით პედაგოგს აერთიანებს. 

პროექტის მიზანია, ქართველ პედაგოგებს ჰქონდეთ წვდომა იმ მასალებსა და რესურსებთან, რომლებიც მოსწავლეებთან კომუნიკაციასა და ხარისხიანი განათლების შექმნაში დაეხმარებათ. 

Პანდემიის პირობებში, კომპანიამ დაიწყო არაკომერციული ხასიათის ვებინარების ციკლის ჩატარება მასწავლებლებისათვის, სადაც პედაგოგები დატრენინგდნენ სხვადასხვა ელექტრონული რესურსების შექმნის მიმართულებით, დისტანციური სწავლებისას სწავლების ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების კუთხით.






შპს ფაზი


„ფაზი“ გონების გასავითარებელი სათამაშოების ბრენდია, სადაც მომხმარებელს შეუძლია ფაზლები (საბავშვო, დიდების და 3D ფაზლები), კონსტრუქტორები, ხის განმავითარებელი სათამაშოები და 60-ზე მეტი დასახელების სამაგიდო თამაში (4+ ასაკიდან უსასრულობამდე) ონლაინ შეიძინოს. 

ეს თამაშები, ბავშვებსაც და უფროსებსაც ტვინის გავარჯიშებაში ეხმარება და ისეთ უნარ-ჩვევებს ავითარებს, როგორებიცაა: შემოქმედებითობა და წარმოსახვა, პრობლემისა და თავსატეხის ამოხსნა, წვრილმანი მოტორიკა, გუნდურად თამაში და მუშაობა, ხელისა და თვალის კოორდინაცია, ვიზუალური მეხსიერება და კონცენტრაცია, მოთმინების უნარი და თვითშეფასება, მათემატიკური ლოგიკა და პრობლემის გადაჭრა, სივრცული ორიენტაცია.

იქიდან გამომდინარე, რომ სათამაშოების შეძენა მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი, კომპანია დიდ ყურადღებას უთხმობს დაინტერესებულ მომხმარებელთან უკუკავშირის სისწრაფესა ( მაქსიმუმ 5 წუთი) და ყველა პროდუქტზე დეტალური აღწერის არსებობას, რათა ადამიანმა ზედმეტი დრო არ დახარჯოს ძიებასა და კითხვების დასხმაზე. 






Better Butter


„Better Butter“-ის საწარმომ 2021 წლის ივნისში დაიწყო ფუნქციონირება და შექმნის დღიდან, მომხმარებლებს თხილეულის (მიწისთხილის, ნუშის, ქართული თხილის, სეზამის) უდანამატო კარაქებს სთავაზობს. 

კომპანია მიზნად ისახავსმომხმარებლებს მუდმივად ახალი პროდუქტი შესთავაზოს და უკვე არსებული, ქიმიური დანამატებით გაჯერებული, არაქართული წარმოების მსგავსი პროდუქტები ჩაანაცვლოს. 

„Better Butter“ advertising-based ბიზნესმოდელს იყენებს - დემოგრაფიული, გეოგრაფიული, ინტერესებზე დაფუძნებული რეკლამირება და აუდიტორიების შესწავლა. Კომპანიის პროდუქციის შეძენა ონლაინაა შესაძლებელი, ბრენდი უკვე თანამშრომლობს „ჯორჯიტას“ სუპერმარკეტების ქსელთან. 

„Better Butter“-ის თხილეულის კარაქის მომხარებელი შეიძლება იყოს ნებისმიერ ასაკის, თხილეულის მოყვარული ადამიანი. ასევე, ვიწრო სამიზნე აუდიოტორიაა ჯანსაღი კვებისა და ფიტნესის/იოგას მოყვარულები, ვეგეტარიანელები და ვეგანები, დაბალნახშირწყლოვან დიეტაზე მყოფი პირები, სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები (რადგან, თხილეულის კარაქი არის ჯანსაღი წასახემსებელი და ვიტამინებით გაჯერებული საკვები). „Better Butter“-ის ერთ-ერთი პროდუქტი უკვე არის ლაბორატორიულად დადასტურებული, როგორც უგლუტენო. უახლოეს მომავალში, იგეგმება ყველა Gluten-free პროდუქტის ლაბორატორიულად იდენტიფიცირება და სეგმენტის ათვისება.






ქართბოლი


„ქართბოლი“ საქართველოში ერთადერთი კომპანიაა, რომელიც შებოლილ საქონლის ხორცს აწარმოებს. Პროდუქტის წარმოებისას, ნედლეულად გამოყენებულია მხოლოდ ქართული ნედლი ხორცი. Პროდუქტი ბარბიქიუ მეთოდით, ამერიკული სტანდარტების დაცვით იბოლება. „ქართბოლმა“ თბილისში უკვე გახსნა ერთი მაღაზია და მომავალში ახალი მაღაზიათა ქსელის გახსნასა და ხორცის სხვა სახეობების ხაზის დამატება იგეგმება. 







აგროლენდი 


„აგროლენდი“  არის სქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული პირველი უძრავი ქონების კომპანია, რომელიც ბაზარს პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებულ გარიგებებს სთავაზობს. კომპანიამ საბროკერო მომსახურებას აგრონომიული და საირიგაციო ინჟინერია დაამატა და შესაბამისად, ბაზარს არამხოლოდ უძრავ ქონებას, არამედ გადაწყვეტებსაც აწვდის. „აგროლენდი“ ნიადაგის ანალიზს ადგილზე, საველე ლაბორატორიების დახმარებით აკეთებს, რაც საგრძნობლად აჩქარებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს და ზოგავს ძალიან დიდ დროით რესურსს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 60% აუთვისებელია, კომპანიის გუნდს მიაჩნია, რომ პოტენციალი ძალიან დიდია. „აგროლენდისთვის“ განვითარების შემდეგი ეტაპი რეგიონში წარმომადგენლობის გახსნა იქნება. კომპანიის მიზანია,  მეზობელ ქვეყნებში თავიანთი ტექნოლოგიებითა და მიწის შეფასების პროტოკოლის მიმართულებით განვითარდნენ.








შპს დიჯი


„Შპს დიჯი“ აწარმოებს ლოკოკინებს, რაც ამჟამად, საქართველოში ძალიან პოპულარულია. Პროდუქტი სოფელ დიდ ჯიხაისში, სამტრედიის რაიონში იწარმოება. აღნიშნული რეგიონი ლოკოკინების გამრავლებისთვის საუკეთესო ნიადაგით გამოირჩევა.

კომპანიის გუნდის აზრით, მათი საქმიანობა ქვეყანში სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს.  „Შპს დიჯი“-ს მიზანია პროდუქცია ეექსირტზე გაიტანონ. 






რადიოკაფე


„რადიოკაფე“ თანამედროვე ქართული სამზარეულოს კაფეა, სადაც აქცენტი გასტრო მიმართულებაზე კეთდება. კაფე განთავსებულია ახლად რესტავრირებულ ორბელიანის მოედანთან, ლეონიძის პარკის მოპირდაპირედ, ტურისტულ ცენტრში. სტუმრების განწყობის ასამაღლებლად, პროფესიონალი პიანისტები ყოველდღიურად ზრუნავენ. უახლოესი 2 თვის განმავლობაში, იგეგემება ღვინის სარდაფისა და კულინარიული მასტერკლასების დამატება.

„რადიოკაფე“-მ 2021 წელს მოიპოვა tripadvisor-ის ჯილდო - „travellers’ choice 2021“. 






სამალავი


„სამალავი“ სათამაშოებისა და საჩუქრების მაღაზიათა ქსელია. „სამალავი“-ს პირველი მაღაზია 2021 წლის მაისში, ხოლო მეორე 2021 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში წამოებული პროდუქციის ერთ სივრცეში თავმოყრაა. კომპანია თანამშრომლობს არაერთ ქართველ მეწარმესთან და მომხმარებელს უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას სთავაზობს. „სამალავში“ ფუნქციურ, ბავშვის განვითარებისთვის საჭირო სათამაშოებს იპოვით. „სამალავის“ სურვილი იყო, შეეცვალა მომსახურების სტანდარტები, ამიტომ კომპანიამ სრულიად განსხვავებული გარემო შექმნა, სადაც როგორც პატარებს, ისე დიდებს, სხვადასხვა აქტივობებსა და დროის მხიარულად, ენერგიულად გატარებას სთავაზობენ.






შპს გრინ ლაინი


„გრინ ლაინი“ გადაზიდვის სერვისია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. . კომპანია საქართველოს მასშტაბით ასობით ბრენდს ემსახურება და ბიზნესის წარმოებისას ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. „გრინ ლაინთან“  თანამშრომლობისას, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ტვირთთან დაკავშირებით ყველანაერი ინფორმაცია სმს პანელის მეშვეობით მიიღონ. ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ ქეშბექ ქულებით, რომლის დაგროვების შემთხვევაში, ქულების გადაცვლა სხვადასხვა სერვისში ან სურვილის შემთვევაში, შესაბამისი თანხის განახღდება შეუძლიათ. კომპანიას აქვს რამდენიმე წლიანი გეგმა: უახლოესი 2 წლის განმვალობაში იგეგმება ლოჯისტიკური ჰაბის შექმნას. 






სმარტ აკადემია


„სმარტ აკადემია“ დაინტერესებულ აუდიტორიას მაღალი ხარისხის სასწავლო კურსებს, ვორქშოფებს, მასტერკლასებსა თუ საჯარო ლექციებს სთავაზობს. აკადემიის ყველა კურსი ნაკარნახებია თანამედროვე შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამიტომაც, „სმარტ აკადემიის“ წარმატებულ კურსდამთავრებულებს დასაქმების რეალური შესაძლებლობა აქვთ, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. „სმარტ აკადემიის“  ლექტორები გამოირჩევიან როგორც ღრმა თეორიული ცოდნით, ასევე მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. აკადემიამ შექმნა ყველა მაღალკონკურენტუნარიანი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, მრავალფეროვანი და სრულიად ახალი კურსები ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. კომპანიის მომდევნო ორი წლის გეგმაა კიდევ უფრო ბევრი მომავლის პროფესიის შესწავლის ხელმისაწვდომობა, დანერგვა, რეგიონების განვითარება და რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება. „სმარტ აკადემიის“ პროექტები ორიენტირებულია არა ფინანსურ მოგებაზე, არამედ თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიებისადმი ინტერესის გაღვივებაზე, ინფორმაციის გავრცელებასა და პერსპექტივების შექმნაზე.






დიზაინ ავენიუ


„დიზაინ ავენიუ“ ევროპიდან პრემიუმ კლასის მოსაპირკეთებელი მასალის (ავეჯი, სამზარეულოს ავეჯი, კერამიკა, სანტექნიკა, პარკეტი, შპალერი, შიდა და გარე კარი) იმპორტს უზრუნველყოფს. კომმპანიის პროდუქტი გამორჩეულია ხარისხით. „დიზაინ ავენიუს“ მომდევნო 2 წლის გეგმა მიმდინარე ბრენდების განვითარება და ახალი ბრენდების დამატებაა. კომპანიას არქიტექტურული მომსახურება აქვს და ქმნის ინტერიერის დიზაინსაც. „დიზაინ ავენიუს“ სერვისები მოიცავს: დამკვეთთან კონსულტაციას, აზომვით სამუშაოებს, დაგეგმარებას, კონცეპტუალურ მუდბორდებს, მასალების პრეზენტაციას, 3D ვიზუალიზაციას, პროექტის სპეციფიკაციას, საავტორო ზედამხედველობას.






თრეველ ბოქსი


„თრეველ ბოქსი“ - ქართული მოგზაურობის პორტალი. როგორც პროდუქტი, „თრეველ ბოქსი“ ორი პერსონისთვის ორღამიან სასტუმროს ვაუჩერს, მოგზაურობისთვის საჭირო ნივთებსა და აქსესუარებს აერთიანებს. ასევე, გარდა შემოდგომის ბოქსისა, მამაკაცებზე მორგებული ნაკრები და „პრაიმ ბოქსი“ პრემიუმ კლასის პროდუქტის არჩევის საშუალებასაც იძლევა. ბოქსის შეგთავსი და ვიზუალი იცვლება სეზონების მიხედვით. „თრეველ ბოქსის“ მისაღებად ვებგვერდზე მხოლოდ მარტივი სარეგისტაციო ფორმის შევსებაც საკმარისია. ბიზნესმოდელის ინოვაციურობიდან გამომდინარე, კომპანიას ქართულ ბაზარზე ანალოგი ჯერჯერობით არ ჰყავს.






ZILFI handmade


„ZILFI handmade“-ის პროდუქცია შედგება სხვადასხვა ხელნაკეთი სამკაულისა და აქსესუარისაგან, რომლის კონცეფცია არის ქართული ვაზი, მტევანი, ქვევრი, არქეოლოგიური წიპწა და სხვა ისეთი ნაწარმი, რაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ღვინის ისტორიასა და კულტურას ასახავს. პროდუქცია შექმნილი ხელით ( ვაზის მტევნების პროტოტიპები), ბუნებრივი, ნახევრად ძვირფასი ქვებისა (აგატი, ამეთვისტო, ნეფრიტი, ლაზური, ციტრინი და სხვა) და ლითონისგან ( ბრინჯაო, თითბერი, ვერცხლი, ოქრო), რომლის ყალიბებიც დამზადებულია საქართველოში და ატარებს ბრენდის ნიშანს. Კომპანიას სამომავლო გეგმაა მცირე საწარმოს შექმნა, პროდუქციის გამრავალფეროვნება და ადამიანების დასაქმება. 

2021 წელს „ZILFI handmade“-ის განსაკუთრებული მიღწევებია:  გამარჯვებული ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ნომინაციაში - საუკეთესო ტურიზმი სოფლად, რამაც კიდევ უფრო მეტი ცნობადობა მოუტანა ბრენდს და ასევე მეტი პასუხისმგებლობაც შემატა მის საქმიანობას. ასევე, არის - „აწარმოე საქართველოში“ მცირე და მიკრო გრანტების კონკურსის გამარჯვებული. 






BENBEN


 „BENBEN-ის“ სახელურები ბუნებრივი მასალისაგან მზადდება. Სახელურების დამუშავების მეთოდი უზრუნველყოფს პროდუქტის უმაღლეს ხარისხსს. Თავის მხრივ, ხარისხი მოწმდება ლაბორატორიაში. Კომპანიის გუნდს მიაჩნია, რომ „BENBEN-ის“  სახელურები უნიკალურია და მსგავსი პროდუქტი დღესდღეობით ქართულ ბაზარზე არ არსებობს. კომპანიის მიზანია, მომხამრებელს მუდმივად განვითარებადი და მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს. 





ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი 


 

„ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრი“ ქართულ სამედიცინო  ბაზარზე კარგად დამკვიდრებული ბრენდის “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” შვილობილი კომპანიაა. ცენტრი 2019 წელს შეიქმნა და საკმაოდ  მოკლე დროში, პაციენტებისა და მათი მშობლების ნდობა და კეთილგანწყობა მოიპოვა. კლინიკა გამორჩეულია იმით, რომ ფაქტობრივად ერთადერთი სამედიცინო ადგილია საქართველოში, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ბავშვებისთვის და შესაბამისად, გარემო სრულად ადაპტირებულია მათზე.  ადაპტაციის გამარტივების მიზნით, კლინიკაში ფუნქციონირებს სათამაშო ოთახი.

პაციენტების სრული კომფორტისთვის, კაბინეტები აღჭურვილია ეკრანებით და მკურნალობის პროცესში, ბავშვს საშუალება აქვს თავის საყვრელ ანიმაციურ ფილმს უყუროს.

ცენტრი, ასევე, აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სტომატოლოგიური აპარატურითა და მასალებით, ამიტომაც მკურნალობა უახლესი მეთოდების შესაბამისად მიმდინარეობს.

 მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, 2021 წლის განმავლობაში, კლინიკამ შეძლო:


-       გაფართოვება და გუნდში 10-მდე ახალი თანამშრომლის აყვანა;

-       სამუშაო და დამხმარე სივრცეების განახლება, ინვენტარისა და აღჭურვილობის გაუმჯობესება;

-       ახალი, უფრო სრულყოფილი მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა;

-       პაციენტებთან/მშობლებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, ცალკე ქოლ-ცენტრის გამოყოფა და ონლაინ-კონსულტაციების დანერგვა;

-       ფასდაკლების სპეციალური სისტემების ამოქმედება ოჯახებისთვის, ორთოდონტიული პაციენტებისთვის.


დღეისათვის კლინიკაში დასაქმებულია 30 ადამიანი, რომელთაგან 10 ბავშვთა სტომატოლოგია, 20 კი - სხვადასხვა რგოლის პროფესიონალი.

Ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის გუნდის მიზანია პატარა პაციენტებთან დაამყაროს სახალისო და პოზიტიური ურთიერთობა და თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომით საუკეთესო შედეგები მიიღოს.

 

კლინიკის მომდევნო 2 წლის, გეგმაა:


-       კლინიკის ცნობადობისა და ხელმისაწვდომობის  ზრდა; 

-       სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების განვითარება;

-    სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდა შშმ პირებისთვის;

-       დისტანციური სერვისების გააქტიურება;

-       ინოვაციური ტექნოლოგების დანერგვა;

-       საინფორმაციო კამპანიის წარმოება 

-       მშობელთა სკოლის ამოქმედება.


 



ბალანსი

 

„ბალანსი“ არის თანამედროვე სააღრიცხვო პროგრამა, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს თავისი პროცესები ერთიან სისტემაში მართოს. Სისტემა მოიცავს საოპერაციო და ფინანსურ მიმართულებას. „ბალანსი“ ბუღალტრებს უმარტივებს ყოველდღიურ საქმიანობას, აძლევს რუტინული სამუშაოს ავტომატიზაციის საშუალებას და მათ საქმიანობას მენეჯერისთვის გასაგებს ხდის.

„ბალანსი“ ერთადერთი მინი-ERP ტიპის პროგრამაა საქართველოში, რომელიც მუშაობს Cloud ტექნოლოგიით: მომხმარებლებს ვირტუალურ სივრცეში აქვთ საკუთარი კაბინეტი, სადაც ამატებენ ბაზებს, იწვევენ თანამშრომლებს სამუშაოდ, საჭიროებისთანავე, დამოუკიდებლად იმატებენ ლიცენზიებსა და ბაზებს და ამ ყველაფერთან წვდომა აქვთ ვებით.  

„ბალანსით“ უკვე აქტიურად სარგებლობენ პატარა თუ მოზრდილი მაღაზიათა ქსელები, საწარმოები და სხვადასხვა სფეროს მომსახურების კომპანიები, მათ შორის, ფინანსური სერვისების გამწევი ორგანიზაციები. 

კომპანია უკვე 5 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, თუმცა 2021 წლის მხოლოდ 9 თვეში გაორმაგებულია ქლაუდზე ბალანსის მომხმარებელ კომპანიათა რიცხვი, რაც პორტალის მზარდი წარმატების მაჩვენებელია. 

მომდევნო 2 წლის განმავლობაში, კომპანია გეგმავს საოპერაციო მართვის ნაწილი სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესსაც შესთავაზოს. გუნდი უკვე მუშაობს დისტრიბუციის აპლიკაციაზე. სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის საოპერაციო ნაწილის დამატებით, კომპანიას შეეძლება თამამად თქვას, რომ „ბალანსი“ ერთიან სისტემას სთავაზობს ყველა ძირითად ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესს.