ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტი"
ბიზნეს ბლოგი
17 ოქტომბერი 2022
visibility 2146

თბილო

„თბილო“ მუსლინის ქსოვილით ბავშვებისთვის ქმნის საბავშო დეტალებით გაფორმებულ მხიარულ განწყობას. მათ ყოველდღიურობაში შემოაქვს ფერადი მოგონებები და ახალისებს ყოველდღიურობას. მუსლინის ქსოვილი საუკეთესოა ბავშვის და განსაკუთრებით ახალშობილთა ნაზი კანისათვის. „თბილოს“ მუსლინების გამოყენება მრავალფუნქციური დანიშნულებით შეუძლიათ, ის ანაცვლებს რამოდენიმე ნივთს ახალი მშობლების ჩანთაში.  მუსლინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, მსუბუქი, დელიკატური ქსოვილია. 

 

ფოტოცენტრი

„ფოტოცენტრი“ არის ფოტომომსახურების კომპანია. „ფოტოცენტრს“ აქვს 3 ფილიალი თბილისში და 1 ჩარჩოების საამქრო. მისი ძირითადი სერვისებია: ფოტოების ბეჭდვა, პოსტერების ბეჭდვა, ჩარჩოებისა და ალბომების წარმოება და რეალიზაცია. 2021 წლამდე „ფოტოცენტრი“ სტანდარტული, კონკურეტებისგან არაფრით გამორჩეული ბრენდი იყო. 2021 წელს კი შეიქმნა საქართველოში უნიკალური ციფრული პლატფორმა: Photocenter.ge - სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ შექმნან საჩუქრები მოგონებებისგან პერსონალური დიზაინით. 

 

 კნატი


„კნატი” არის ქართული ნუშის პროდუქტი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით. კომპანიის მიერ ხდება მხოლოდ ქართული ნუშის შესყიდვა და სხვადასხვასხვა სახეობების ნუშის პროდუქტების წარმოება, როგორიცაა ტკბილი ნუში დარიჩინით, ნუში შოკოლადით, მარილიანი ნუში და მოხალული ნუში. ტკბილი ნუში დარიჩინით ინოვაციური პროდუქტია ბაზარზე და კონკურენტი არ გააჩნია. 

 

 ნინას არტრუმი


„ნინას არტრუმი“ ამზადებს პოლიმერული თიხის სამკაულებს, აქსესუარებებს და სადღესასაულო თემატურ სუვენირებს. სამკაული და აქსესუარები გამოირჩევა ბუნებრივ ყვავილებთან მაქსიმალურად მიახლოებული ვიზუალით (მაგ. ბროწეულის ან/და ატმის ყვავილების თმისსამაგრი, ყაყაჩოს ბეჭედი და სხვა.) თითოეული დეტალი მზადდება ხელით, ფორმებისა და ყალიბების გარეშე, სწორედ ეს ანიჭებს პროდუქტს უნიკალურ და გამორჩეულ ხასიათს. მიუხედავად მისი სიფრიფანა ფაქტურისა, არ ზიანდება ადვილად, არის დრეკადი და გამძლე, წყლის მიმართ არის მდგრადი. 

 

 ფერმარტი


„ფერმარტი“ აგრარული მაღაზიაა, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქტები იყიდება.  მისი საქმიანობა ორიენტირებულია მხოლოდ მაღალი ხარისხის, ჯანსაღ და რაც მთავარია მხოლოდ ქართულ პროდუქციაზე. ასევე, „ფერმარტის“  მნიშვნელოვანი ხაზია ბიო პროდუქტები. 

 

 

 ლანას თხილეული


„ლანის თხილეული“  თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა. ის აწარმოებს თხილეულისგან (ნიგოზი, თხილი, ნუში, ფისტა და ა.შ)  ახალ პროდუქტს, რომელიც ვაკუუმის პარკში ინახება, შესაბამისად, არ კარგავს გემოს და ვიზუალს. 

 

ნანო ვუდი


„ნანო ვუდი“ ქმნის ხის სუვენირებს, რომელიც დაკავშირებულია ქართული ღვინის წარმოებასთან და მის პოპულარიზაციასთან. ამ პროდუქტს აქვს ორი ფუნქცია, როგორც სუვენირის (ქვევრი) ამავე დროს გამოყენებითიც, ის არის თხილის და კაკლის სატეხი.


ბოკაჩელო

 

BOKACELLO | ბოკაჩელლო - ქართული ხილის და ბალახეულის ლიქიორების ახალი ბრენდია. „ბოკაჩელლოს“ ლიქიორების კოლექცია შედგება 14 სახეობისგან. თითო სახეობა დამზადებულია მცირე პარტიებად ქართული სეზონური ხილის, კენკრას, ციტრუსისა და ბალახეულის მაცერაციით 96.4% მარცვლოვანი ეთილის სპირტზე. გამოიყენება მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტები. 

 

 ELMA


კომპანია ELMA აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ხაზის მიმართულებით 100-მდე დასახელების პროდუქტს, როგორიც არის: სახის მოვლა, თმის მოვლა, ტანის მოვლა, მამაკაცის წვერის მოვლა, 100%-ით ნატურალური აქსესუარები, სასაჩუქრე ბოქსები და სხვა. 

 

 ეიფორია


„ეიფორია“ არის ქართული ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ხელნაკეთ, ორგანული ინგრედიენტებით დამზადებულ კოსმეტიკას და თავის მოვლის საშუალებებს.  კომპანიის მიზანი ისეთი საჭირო საშუალებების შექმნაა, რომელიც სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან ერთად, ადამიანებს განტვირთვის და სასიამოვნო ეიფორიას განცდის საშუალებას მისცემს. თითოეული პროდუქტი განსაკუთრებული და უნიკალურია, რადგან ის მზადდება ხელით, ყოველ ჯერზე უახლესი ინგრედიენტებით და დადებითი ემოციებით. კომპანიის მიზანია, მხოლოდ ორგანული და ნატურალური ინგრედიენტებით, მინიმალური კონსერვაციით, შექმნას ეფექტური, საჭირო და უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქტი. 


სუში 24


 „სუში 24“ აწარმოებს და ყიდის საქართველოს ბაზარზე სუში-როლებს. კომპანია მომხმარებლებს აძლევს საშუალებას დატკბეს ახლად მომზადებული უგემრიელესი კერძებით სახლიდან გაუსვლელად 24/7-ზე. კომპანია იყენებს მხოლოდ გაუყინავ თევზს, რომელიც ხმელთაშუა და ჩრდილოეთ ზღვის აუზებში ბინადრობს.  სწორედ ამიტომ ახალი ნორვეგიული ორაგულის გემო ყოველთვის განსაკუთრებულს ხდის პროდუქციას. 

 

 ჯეოფეი


კომპანია „ჯეოფეი“ 2011 წლიდან ემსახურება ელექტრონული კომერციის ზრდას და განვითარებას. კომპანია ონლაინ მაღაზიის პლათფორმა CS-cart-ზე ქმნის ონლაინ მაღაზიებს, რომელიც მრავალი ფუნქციონალით და მარტივად სამართავი ადმინისტრაციული პანელით გამოირჩევა. CS-Cart ონლაინ მაღაზიის პლათფორმა 10 წელზე მეტია წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე და გამოიყენება მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში. 2014 წლიდან "ჯეოფეი" არის CSCART-ის ავტორიზებული პარტნიორი საქართველოში

 

მატუტა

„მატუტა“ ქმნის ხელნაკეთ ორიგინალურ თექის აქსესუარებს და თექის ბლოკნოტებს. 

კომპანიამ საქმიანობა დაიწყო თექის საგანმანათლებლო- განმავითარებელი საბავშვო წიგნებით და ბლოკნოტებით, შემდეგ თექის და ტყავის თმის აქსესუარები შესთავაზა მომხმარებლებს, რომლებმაც საკმაოდ დიდი პოპულარულობა და სიყვარული მოიპოვა.  წარმოებაში გამოყენებულია ძირითადად ნატურალური მასალები.  


 ელასტია

"ელასტია" აწარმოებს ნატურალურ ნედლეულზე დამზადებულ კოსმეტიკას. ბრენდის ნაწარმი არის ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული, არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. მზადდება სპეციალურ, კოსმეტიკის დასამზადებლად განკუთვნილ საწარმოში დამზადების ყველა პირობის დაცვით, განსხვავებით სხვა ქართული ხელნაკეთი კოსმეტიკისაგან. „ელასტიას“ აქვს უნიკალური საავტორო რეცეპტები. 

 

გრინსი


„გრინსი“ ინოვაციური სტარტაპია ქართულ ბაზარზე, რამდენადაც მომხმარებელს სთავაზობს ჯანსაღ სწრაფ კვებას. სპეციალური რეცეპტით შექმნილი სალათები, მითითებული კალორიებით ადამიანებს წონის კლებაში ეხმარება. ხოლო პურის და მსგავსი პროდუქტების თხილეულით ჩანაცვლება ნამდვილად ინოვაციაა ქართულ და არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე. გარდა ამისა, „გრინსი“ მომხმარებელს სთავაზობს შესაძლებლობას, თავად შექმნას საკუთარი სალათი, სასურველი ინგრედიენტებით. 

 

ვიდუ



კომპანია „ვიდუ“ სამშენებლო სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ის მთელ საქართველოს უზრუნველყოფს საქარგილე პროდუქციით,  რაც მოიცავს იჯარას,  მონტაჟ-დემონტაჟს და ტრანსპორტირების სერვისს. ასევე კომპანია აწარმოებს სამშენებლო ლითონ კონსტრუქციას.  კომპანია „ვიდუმ“ პირველად დანერგა  საქართველოში საფასადე მომსახურების სრული სერვისი პანდემიის პირობებში. 


 აი


„აი“ არის სტარტაპი, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას უჭრის ადამიანებს, რომელთაც უჭირთ ემოციებისა და გრძნობების ღიად გამოხატვა ან უბრალოდ, დღევანდელ რიტმში ვერ ახერხებენ, დროს ვერ პოულობენ ამისთვის. ადამიანური ურთიერთობები და ის კავშირები, რომელიც აცოცხლებს და აფერადებს ყოველდღიურობას, იმსახურებს ადამიანური ჩარჩოების მიღმა გამოსვლას. „აი“-ს წიგნები სერიული ხასიათისაა. უკვე გაყიდვაშია მათგან 2 - 'დე, მე შენზე წიგნი დავწერე' და 'მეგობარო, მე შენზე წიგნი დავწერე'. წიგნაკში ფრაზები და წინადადებები, გამოტოვებული სიტყვებით, ინდივიდუალურად არის შესავსები, რაც ეხმარება მომხმარებელს ყველა უთქმელ გრძნობას თავი მოუყაროს და ამ ფორმით გადმოსცეს. 

 

მაქმანი ვუდში


„მაქმანი ვუდში“ ქმნის საქართველოს კულტურულ ძეგლებზე აღმოჩენილი ორნამენტების გრავირებით გაფორმებულ კაკლის ხელნაკეთი სერვირების დაფებს. დაფები იდეალურია მადისაღმძვრელების სუფრაზე მისართმევად, კანჭის მენიუსთვის და ა.შ. წარმოდგენილი აქვს რამდენიმე ზომისა და დიზაინის დაფა, რომელიც შეფუთულია სპეციალურად შეკერილ ტომარასა და ძაფით შეკერილ ქაღალდის ჩანთაში. დაფას მოყვება საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მოცემულია ინფორმაცია ორნამენტი შესახებ და დატანილია QR კოდი, ამ ორნამენტის კოორდინატების პინით. 

 

დელმარტი


„დელმარტი“ არის ონლაინ მაღაზია, რომელიც არის მაქსიმალურად ხარისხზე ორიენტირებული, ვინაიდან თითოეული პროდუქტი რაც „დელმარტში“ იყიდება დეტალურ შემოწმებას გადის. კომპანია ქართულ ბაზარზე 6 წელია მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში მან რამდენიმე ბრენდის ექსკლუზიური შეთავაზება მოახერხა მომხმარებლისათვის. „დელმარტის“  მიდგომაა ონლაინ მაღაზიიდან სახლამდე რაც დიდ კომფორტს ქმნის, დღევანდელი საცობების, დროის უქონლობის და რუტინის პერიოდში.

 

მხოლოდ კარგი ღვინოები


მხოლოდ კარგი ღვინოები - Only Good Wines პირველი მობილური ჩამოსხმისა და ეტიკეტირების სერვისია საქართველოში. კომპანიის მაღალკვალიფიციური ოპერატორები ემსახურებიან ნებისმიერი ზომისა და ტიპის მარნებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. სპეციალური შეკვეთით დამზადებული ჩვენი მანქანა აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური თანამედროვე იტალიური წარმოების ჩამოსხმისა და ეტიკეტირების მონობლოკებით, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს გაწიოს მრავალი სერვისი.  


დარეგისტრირდი ბიზნესდაჯილდოებაზე: www.businessaward.ge