ბიზნეს სიახლეები
2022 წლის ბიზნესდაჯილოდების მონაწილე კომპანიები ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა"
ბიზნეს ბლოგი
24 ოქტომბერი 2022
visibility 3728


ზალე


„ზალე“  სამშენებლო ხის მასალას აწვდის კომპანიებს. თანამშრომლები კომპანიის სახელით პერიოდულად რგავენ  ხეებს, რადგან სჯერათ, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან (ჭრიან და ამზადებენ ხის მასალას), ვალი აქვთ ბუნების. ამიტომ „ზალე“ სხვებსაც მოუწოდეს, რომ ყოველ მოჭრილ თუ გაყიდულ 20–50 მ³ მასალას თან დაურთონ 1 ხის დარგვა, სასურველია ნაძვი. ერთად გადავარჩინოთ ბუნება და ეკოლოგია.

 

კოსმო


„კოსმო“  შექმნის დღიდან ორიენტირებულია ქალების როლის გაძლიერებაზე საზოგადოებაში. კომპანიაში დასაქმებულთა 90% ქალია. თანამშრომლების განვითარებისთვის „კოსმო“ აწყობს სხვადასხვა აქტივობებს და სოც. ქსელებში აკეთებს პატარა ვიდეოებს ქალთა გაძლიერებისთვის.  პოზიტიურად მოაზროვნე ქალები ოპტიმისტები არიან და ასეთ ადამიანებს სჯერათ, რომ მათ შრომასა და თავდადებას შედეგი აუცილებლად ექნება. დადებითი აზროვნება უმთავრესად პოტენციურად უარყოფითი მოვლენებისგან მაქსიმუმის მიღების, ადამიანების საუკეთესო ნაწილზე ფოკუსირებისა და საკუთარი შესაძლებლობების ნათელ ფერებში დანახვისგან შედგება.   საქართველოში ღია ბაზრობებზე მოვაჭრე ქალები ხშირად კვირაში 70 საათს მუშაობენ, რათა შეინახონ ოჯახები. მათი ცხოვრება ხშირად საზოგადოებისგან იგნორირებულია. „კოსმომ“ გადავწყვიტა სწორედ ისინი, ყველაზე მამაცი და მშვენირი ქალები გამხდარიყვნენ 2022 წლის გაზაფხულის ყველაზე პოპულარიული ჩანთების - წელის ჩანთების სახეები.  საკულტო Harper's Bazaar-ით შთაგონებულმა კომპანიამ გამოვაქვეყნა Women From The Bazaar-ის ექსკლუზიური გამოცემა. ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი მოდის ფოტოგრაფის პრიალა, ელეგანტური ფოტოებით, ნომერი დატვირთულია გულსიამაჩუყებელი ინტერვიუებით, სადაც წარმოდგენილია ქალების შეხედულებები სამუშაოზე, ცხოვრების წესზე და ყოველდღიურ მოდაზე. 

 

 შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი

"შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" 2019 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და 100-ზე მეტ სხვადასხვა სპეციფიკის პარტნიორ კომპანიას სთავაზობს შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის სრულ აუთსორს მომსახურებას. სერვისები მოიცავს: აუდიტს, მონიტორინგს, გარემოს დაცვას, ტრენინგებსა და სწავლებას.

თანამედროვე გლობალურ ბაზარზე კონკურენციის გამძაფრებამ ორგანიზაციების დღის წესრიგში დააყენა დასაქმებულთა და სამუშაო გარემოს უსაფრთხოების საკითხები. ყოველ წელს უამრავი უბედური შემთხვევა ფიქსირდება სამუშაო ადგილებზე (განსაკუთრებით, სამშენებლო სექტორში). ბუნებრივია, ამგვარი მოვლენები მორალურ პრობლემებთან ერთად, მატერიალურ სირთულებთანაცაა დაკავშირებული. ამიტომ, შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. თუ სამშენებლო სექტორში არავინ დაიცავს წინასწარგანსაზღვრულ სამუშაო ნორმებს, ბუნებრივია გაიზრდება ფატალური შემთხვევების რისკი.  შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი პასუხისმგებლობას იღებს დასაქმებულ ადამიანებზე, გარემოსა და კომპანიებზე, კომპანიის საქმიანობა ეყრდნობა მაღალ მორალურ სტანდარტებსა და ღირებულებებს რას SMG-ის აქცევს გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიად.

 

ფროფერთი ჯორჯია


"ფროფერთი ჯორჯია" 2019 წლიდან აქტიურად აორგანიზებს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ღონისძიებებს / აქტივობებს, რომელიც მიმართულია მდგრადი, მწვანე, ინკლუზიური და ჭკვიანი ( Smart Cities) ქალაქების მშენებლობის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გასაზიარებლად, ცოდნის და ცნობიერების ასამაღლებლად. ეს ყოველივე ემსახურება განაშენიანებული გარემოს ეკოსისტემის გაუმჯობესებას.  კომპანია უძრავი ქონების სფეროში განაშენიანებული გარემოს გაჯანსაღების, სტანდარტების ამაღლების და მომავალზე ორიენტირებული ეკო-მეგობრული პრაქტიკების ცოდნის, გამოცდილების და ექსპერტული ხედვების გაზიარება-დანერგვის კუთხით ლიდერი მოთამაშეა. ფროფერთი ჯორჯია უძრავი ქონების საერთაშორისო ასოციაციასთან ერთად (FIABCI-Georgia , FIABCI-ს ქსელი მსოფლიოს 70 ქვეყანაშია წარმოდგენილი ), რომელიც მისი ინიცირებით დაფუძნდა საქართველოში 2019 წელს, საერთაშორისო სპიკერების და ექსპერტების ჩართულობით ატარებს სხვადასხვა ღინისძიებებს (ონლაინ, ფიზიკური) უძრავი ქონების სექტორის ეკოსისტემის გასაჯანსაღებლად.

 

ოცნების სამყარო



2022 წელს „ოცნების სამყაროს“  მიერ განხორციელებული ღონისძიებები სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით ემსახურებოდა ბავშვებს, მაღალმთიანი რეგიონებიდან, რომელთა ოჯახებსაც არ აქვთ შესაძლებლობა, ასაკისათვის შესაფერისი გასავითარებველი სათამაშოებით უზრუნველყონ პატარები. ასევე 2022 წლის თებერვლის თვეში მომხდარი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, უკრაინიდან დევნილი პატარებისათვის კომპანიამ უზრუნველყო ბავშვებისათვის მათი ასაკისათვის შესაფერისი სათამაშოების გადაცემა. 

 

განთიადი


სასკოლო ოლიმპიადა „განთიადი“ არის ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს განათლების განვითარებას, წახალისებას. „განთიადი“ მოსწავლეებს სთავაზობს რამდენიმე სახის ოლიმპიადებს: • გუნდური, რომელიც მონაწილეებს ასწავლის საერთო მიზნის მიღწევისთვის ბრძოლას • ინდივიდუალური - დამოუკიდებლად გამარჯვებისთვის ბრძოლა • პირველკლასელთა - პირველი კლასის დასასრულს მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება აქტიურად ჩაერთნონ არასასკოლო აქტივობებში რაც მთავარია თითოეული გამარჯვებული მონაწილე ჯილდოვდება შესაბამისი პრიზით და სერტიფიკატით. ოლიმპიადის ტესტებზე მუშაობენ კომპეტენტური მასწავლებლები და ფსიქოლოგები, რათა დავალებები ზუსტად შეესაბამებოდეს ბავშვების ცოდნის დონეს. „განთიადი“ მაქსიმალურად უჭერს მხარს სტუდენტების დასაქმებას. სწორედ ამიტომ განთიადის სოციალური მედიის მენეჯერი, ოლიმპიადის სადამკვირვებლო ჯგუფი, ტესტების ვიზუალური მხარის უზრუნველყოფის ჯგუფი დაკომპლექტებულია სტუდენტებისგან. განთიადი ტარდება ქ.გორში, ქ. ხაშურში და ქ.ახალციხეში. 

 

სითი


სასტუმრო „სითი“ 2021 წლიდან ემსახურება პანდემიის პირობებში კოვიდ საავადმყოფოებს, რამდენიმე თვის განმავლობში სასტუმროში განთავსებული იყვნენ ექიმები და ექთნები, ვინც ემსახურებიდა კოვიდ ინფიციებულ პაციენტებს. ასევე სასტუმრო „სითის“ აქვს კონტრაქტი ბათუმის მუნიციპალიტეტთან და თუ წარმოიშვა პრობლემა ბათუმის მუნიციპალიტეტში არსებულ კორპუსებში ავარიული სიტუაციიდან გამომდინარე, მოსახლეობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავსდება სასტუმროში,  სანამ მერია არ გამოუძებნის საცხოვრებელ ფართს. რუსეთ უკრაინის ომის პირობებში სასტუმროში ყველა უკრაინელი მოქალაქისთვის განთავსება უფასოა ომის პირველივე დღიდან.

 

საქართველოს ეტლების საწარმო


„საქართველოს ეტლების საწარმო“ არის სოციალური საწარმო, სადაც მზადდება ეტლები და სხვა დამხმარე საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. საწარმოში მზადდება მომხმარებელზე სრულად და ინდივიდუალურად მორგებული ელექტრო და მექანიკური ეტლები.  საწარმოში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი, თავად არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. კომპანიის მიერ წარმოებული ეტლების ძირითადი შემსყიდველი არის ჯანდაცვის სამინისტრო, ანუ მომხმარებელი უფასოდ იღებს მასზე ინდივიდუალურად მორგებულ მექანიკურ ან ელექტრო ეტლს.

 

 აზრი


მსოფლიოში უამრავი ეთნიკური ქართველია, რომლებიც მშობლიურ ენაზე ვერ საუბრობენ,  მაგრამ იდენტობის დაბრუნების მიზნით, საქართველოში საცხოვრებლად ბრუნდებიან და ქართული ენის შესწსავლას იწყებენ. კომპანია „აზრი“ მათ სთავაზობს ქართული ენის ონლაინ, მარტივად და ეფექტურად შესწავლის მომსახურებას. განათლების სფეროში 11 წლიანი გამოცდილების და კვლევების შედეგად „აზრის“ გუნდმა  შექმნა ქართული ენის სწავლების საკუთარი მეთოდოლოგია და უნიკალური სასწავლო მასალები. დღეს სკოლაში 30 პროფესიონალია დასაქმებული - 3 მამაკაცი და 27 ქალი. შეიქმნა საავტორო კურსი, რომელიც განთავსებულია ონლაინ პლატფორმასა და მობილურ აპლიკაციაში. სწავლება ხდება ვიდეოგაკვეთილების, ელექტრონული კონსპექტების, ადაპტირებული ტექსტების, პოდკასტების, ტესტირებების, კროსვორდების, მკითხველთა და სასაუბრო კლუბების, მიმოწერების და მასწავლებლებთან ინდივიდუალური გაკვეთილების მეშვეობით. „აზრის“ მიზანი საქართველოს და ქართული ენის პოპულარიზაციაა. ქართული ენის სწავლების პროცესის გამარტივების შედეგად 22 000 ადამიანმა, 43 ქვეყნიდან ქართულად წერა - კითხვა ისწავლა მათი დახმარებით. 

 

ენერგოსან ჯორჯია


“ენერგოსან ჯორჯია” ემსახურება როგორც გარემოს დაცვას, ასევე მეწარმეობის განვითარებას. ეკოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესია ენერგიის მიღება-მოხმარების სწორი წესი, რაც შეგვიძლია მივიღოთ მზისგან. დიდ სამეწარმეო ქარხნებს ძალიან დიდი ოდენობის ელექტრო ენერგია სჭირდებათ, რაც საკმაო ფინანსებთანაა დაკავშირებული, თუმცა “ენერგოსანმა” ეს პრობლემა უკვე ბევრ მეწარმეს გადაუჭრა. კომპანიის პირველადი მიზანი საქართველოს ტერიტორიაზე მზის ენერგიის მოხმარების გავრცელებაა. 

 

 Jam Session Georgia 


Jam Session Georgia ინსტრუმენტალური მუსიკის საღამო, რომელიც სრულ იმპროვზაციაზეა დაფუძნებული. პროექტი ყოველ სამშაბათს იმართება თბილისში, დედა ენის ბარში და სეზონურად რეგიონებში. პროექტი შესაძლებლობაა ნებისმიერი დამწყები თუ პროფესიონალი მუსიკოსისათვის წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები, შეახსენოს, გააცნოს და რაც მთავარია თავი შეაყვაროს პუბლიკას. მეორემხრივ კი პროექტი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა სოციუმის სხვადასხვა წრის წარმომადგენელთათვის, კულტურულად განიტვირთონ, პირადად გაიცნონ და მოისმინონ მათი საყვარელი შემსრულებლები მათთვის ჩვეულ თუ უჩვეულო ამპლუაში. პროექტის გენიალურობა მის განგრძობითობასა და პოტენციალის მასშტაბებშია.  ყოველ სამშაბათი ახალი შესაძლებლობაა აღმოვაჩინოთ ახალი ნიჭიერი მუსკოსები. უკრაინა რუსეთის ომის დაწყებიდან, უკრაინის მხარდაჭერა, Jam Session Georgia-მ  აუცილებლად ჩათვალა წვლილი შეგვეტანა იმ ხალხის კარგად ყოფნაში, ვისაც დახმარება ძალიან სჭირდება და რეგულარულად აგზავნიან თანხას, მედიკამენტებს და ა.შ.

 

BDO საქართველო 

BDO საქართველო არის გაეროს გლობალურ შეთანხმების (UN Global Compact), ასევე გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ გაეროს გლობალური შეთანხმებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივი ინიციატივის წევრი. კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, იმოქმედოს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვის და კორუფციასთან ბრძოლის არეებში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიმართულებით. BDO-ს პრიორიტეტული მიმართულებებია საზოგადოებრივი კეთილდღეობის, გენდერული თანასწორობის, ხარისხიანი განათლების, ღირსეული სამუშაოს, მდგრადი მოხმარების და ამ თემებთან დაკავშირებული რელევანტური საკითხები. 

 

 ვალიშვილის არქიტექტურული კომპანია


„ვალიშვილის არქიტექტურული კომპანიის“ სოციალური პასუხისმგებლობა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა. წელს, უკრაინაში ომის აქტუალობიდან გამომდინარე, კომპანიის სოციალური პროექტი უკრაინის დაზარალებულ რეგიონში, ბუჩაში, საბავშვო ბაღის მშენებლობას შეეხება. პროექტი სრულიად საქველმოქმედოა და ხორციელდება ქართველი ხალხისა და კერძო სექტორის შემოწირულობით. ბაღის მშენებლობისთვის კომპანია სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ვიზუალურ, ტექნიკურ, მენეჯერულ და ზედამხედველობით სამუშაოებს. სამენეჯერო ჯგუფმა უკვე გააფორმა მემორანდუმი უკრაინაში, ბუჩას ცენტრალურ პარკში, ,,მეგობრობის ბაღის" ასაშენებლად.  პროექტის არქიტექტურული კონცეფცია საინტერესოდ ჩამოყალიბდა: შენობის ფორმა, წრე - პირდაპირ ასოცირდება ერთიანობასთან, გუნდურობასთან დაცულობასთან, უსასრულობასთან - და ცენტრალური ღერძის გარშემო ბრუნვასთან. წრე , რომელშიც ბავშვები თავს იგრძნობენ თანასწორად, იზრუნებენ ერთმანეთზე და გარემოზე. შექმნიან დინამიკას და ხმაურს შიდა ეზოსთან მომიჯნავე დერეფნით, საიდანაც ბავშვები მოხვდებიან ცენტრალურ ღერძთან და ბუნებრივად გაერთიანდებიან მემორიალის გარშემო, რომელიც რუსეთ უკრაინის ომში დაღუპულ ადამიანებს ეძღვნება. მემორიალს წარმოადგენს ხე - სიცოცხლესთან ასოცირებული ობიექტი, რომელთანაც ბავშვებს მუდმივი კავშირი ექნებათ მის გარშემო შემოსაზღვრული ცენტრალური ატრაქციონის გამო. ,,მეგობრობის ბაღის“ ბავშვები მუდმივად გააცოცხლებენ და უკვდავყოფენ დაღუპული ადამიანების ხსოვნას.

 

 

 მთვრალი ალუბალი


„მთვრალი ალუბალი“ (Drunk Cherry) სათხილამურო კურორტ გუდაურში 2007 წლიდან არსებობს, ორიგინალური ატმოსფეროთი, დიზაინით, სერვისითა და ხარისხიანი საკვებით პოპულარულია არა მხოლოდ საქართველოში არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. „მთვრალი ალუბალი“, დღიდან დაარსებისა, აქტიურად მოღვაწეობს და დიდი წვლილია აქვს შეტანილი საკურორტო ატმოსფეროს განვითარებაში. მოგეხსენებათ, ზამთრის და მითუმეტეს სათხილამურო კურორტები გამოირჩევა თავისი განსაკუთრებული სპეციფიკით. მთვრალი ალუბალი წლებია ხელს უწყობს კურორტზე დღისა თუ საღამოს ცივილურ და ადეკვატური გართობის ფორმების დამკვიდრებას. მაგალითად, მუსიკის ზომიერ ხმოვანებას, რომ არ შეწუხდეს გარშემომყოფი დამსვენებელი. მთვრალი ალუბალი აქტიურად არის ჩაბმული ეკოლოგიურ საკითხებში და ამ მხრივ კურორტებზე მომქმედი ბიზნეს ჯგუფებისთვის არის მისაბაძი. იმის გამო, რომ კურორტ გუდაურში და ზოგადად ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში არ არსებობს წესიერი ნაგავგადამამუშავებელი სივრცე, მთვრალი ალუბალი დიდ ძალისხმევას ხარჯავს საკვები ნარჩენების რაციონალურად გამოყენებაში და ნაგვის დახარისხებაში. 

მაგალითად, წელს მთვრალი ალუბლიდან არც ერთი ბოთლი (მინის თუ პლასტიკური) არ გადაყრილა ნაგავში. ისინი დახარისხდა, დასაწყობდა და ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ ორი ტონა შუშის ბოთლი გაეგზავნა მინის ჩამბარებელს. პლასტიკური ბოთლები და სხვა პოლიეთილენის და პლასტმასის ნარჩენები დახარისხდა და გაეგზავნა გადამამუშავებლებს. ამ ღონისძიებამ, რომელიც ასახულია ფოტოებზე და ვიდეოზე, დიდი გამოხმაურება ჰპოვა კურორტზე მომქმედ სხვა ბიზნეს ჯგუფებს შორის. მთვრალი ალუბლის ინციატივას წლევანდელ სეზონზე შემოუერთდებიან Best Western Gudauri და მარკოპოლო. მთვრალი ალუბალი გახლავთ მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის დაარსების ინიციატორი. ბიზნეს კურორტების ასოციაცია აერთიანებს კურორტზე მომქმედ ოცდაათ ბიზნესს (სასტუმრო, სარესტორნო, სპორტულ და ა.შ.)