მარიამ ქოიავა

IFRS-ის ექსპერტი, Savvy Consulting-ის მმართველი პარტნიორი

arrow_forward რეგისტრაცია

ფინანსები
გამარტივებული IFRS სტანდარტები

კონსულტაციის ხანგრძლივობა: 2 საათი 

კონსულტაციის ფორმატი: ონლაინ, Zoom-ის მეშვეობით 

კონსულტაცია სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბიზნეს კლუბის წევრებისათვის.

რეფორმა IFRS for SME (მცირე და სა შუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშების საერთაშორისო სტანდარტი) შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ანუ კომპანიებს, რომელთა ბრუნვა 2 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდეა, აქტივები -მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10 დან 250-მდე.  

კონსულტაცია განკუთვნილია დამწყები და გამოცდილი ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისთვის, ფინანსისტებისთვისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბუღალტერიის საბაზისო ცოდნას ფლობენ და სურთ შეიძინონ ან გაიღრმავონ ფასს-თან სამუშაო უნარები. 

შეხვედრის მიზანია:  

  • გამარტივებულ ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით რელევანტური ინფორმაციის მიწოდება 
  • სტანდარტებთან მუშაობის უნარების განვითარება 
  • სტანდარტებთან მუშაობაში ხშირად დაშვებული შეცდომების ანალიზი და ახალ სტანდარტებზე გადასვლის სამოქმედო გეგმის დასახვა.

 თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კითხვები ან ქეისები საკუთარი ბიზნესის სფეციფიკიდან გამომდინარე, რაზეც ამომწურავ პასუხსა და რეკომენდაციას მიიღებთ კონსულტანტისაგან.

room

Zoom

schedule

24 მაისი 2021, 15:00 - 17:00

3