ავტომატური გადარიცხვები

თუ თქვენ ხშირად გიწევთ თანხის ჩარიცხვა მომწოდებელთან, ავტომატური გადარიცხვები დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო და ძალისხმევა! თიბისი ბანკი გთავაზობთ გადარიცხვებს, რომლებიც შეიძლება შესრულდეს როგორც კომპანიის საკუთარ ანგარიშებს შორის, ასევე სხვა ანგარიშებზე საქართველოს მასშტაბით

გადარიცხვები შესაძლოა შესრულდეს ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და ყოველთვიურად

ესაა მუდმივი გადარიცხვების უმარტივესი საშუალება, ვინაიდან:

  • ტრანზაქციები ხორციელდება ავტომატურად, თქვენი ჩართულობის გარეშე;
  • თქვენ თავად ირჩევთ გადასარიცხ თანხას და პერიოდულობას.
star
რეგისტრაცია- უფასო
star
მომსახურება- უფასო

გადარიცხვის ტიპები

გადარიცხვა საკუთარ ანგარიშზე

გადარიცხვა თიბისი ბანკში

გადარიცხვა საქართველოს ფარგლებში

ფიქსირებული თანხის გადარიცხვა

+

+

+

კონვერტაცია

+

-

-

თანხის ექვივალენტის გადარიცხვა

+

+

+

გადარიცხვა ნაშთის კონტროლით

+

+

+

თანხის აკუმულირება

+

-

-

ხშირად დასმული შეკითხვები keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

რა ტიპის ანგარიშებიდანაა შესაძლებელი გადარიცხვა? 

  • მიმდინარე ანგარიში (გადარიცხვა და ჩარიცხვა); 
  • საბარათე ანგარიში (გადარიცხვა და ჩარიცხვა); 
  • შემნახველი ტიპის ანგარიშები, როგორიცაა ანაბარი "ჩემი სეიფი", შემნახველი ანაბარი და ა.შ (მხოლოდ ჩარიცხვა)*; 
  • ვადიანი ტიპის ანაბარი "ვადიანი+"(მხოლოდ ჩარიცხვა). 

*შემნახველი ტიპის ანგარიშებიდან კონვერტაციები და გადარიცხვები შესაძლებელია მხოლოდ საკუთარ ანგარიშებს შორის ოპერაციების შესრულებისას. 

რომელ ვალუტაშია შესაძლებელი გადარიცხვები? 

ბანკის შიგნით ოპერაციების წარმოებისას დაშვებულია ნებისმიერი ვალუტა, კლიენტის ანგარიშის შესაბამისად. ბანკის გარეთ ოპერაციების წარმოება დაშვებულია მხოლოდ ლარში. 

როგორ სრულდება კონვერტაციები? 

კონვერტაცია სრულდება დავალების შესრულების დღეს ბანკში არსებული კომერციული კურსის შესაბამისად;
თანხის ექვივალენტი დაითვლება დავალების შესრულების დღეს არსებული ოფიციალური (ეროვნული ბანკის) კურსით. 

რა ხდება არასაკმარისი ნაშთის შემთხვევაში? 

ანგარიშზე საკმარისი ნაშთის არარსებობის შემთხვევაში, შემდეგი 10 სამუშაო დღის მანძილზე ბანკი ისევ შეეცდება თანხის გადარიცხვას ყოველ მომდევნო სამუშაო დღეს. 

რა ხდება დასვენების დღის შემთხვევაში? 

თუ დავალების შესრულების თარიღი არასამუშაო დღეს ემთხვევა, მაშინ გადარიცხვა შესრულდება მომდევნო სამუშაო დღეს (მიმდინარე დღის თარიღით). 

როგორია ერთსა და იმავე თარიღში შესასრულებელი ავტომატური გადარიცხვების განხორციელების თანმიმდევრობა? 

  • იმ შემთხვევაში, თუ კლიენტის განაცხადში არ არის დაფიქსირებული ავტომატური გადარიცხვების განხორციელების თანმიმდევრობა, ავტომატური გადარიცხვები (კომუნალური ავტომატური გადარიცხვების გარდა) განხორციელდება კლიენტის შესაბამისი განაცხადის ბანკისთვის წარდგენის თარიღის მიხედვით - პირველად შესრულდება ის ავტომატური გადარიცხვა, რომლის განაცხადიც ბანკს წარედგინა ყველაზე ადრე და ა.შ.; 
  • თუ ანგარიშზე არ იქნება საკმარისი თანხა პირველი პრიორიტეტის მქონე დავალების შესრულებისათვის, ბანკი შეასრულებს მომდევნო პრიორიტეტის მქონე ავტომატურ გადარიცხვას, თუ ანგარიშზე აღმოჩნდება საკმარისი თანხა; 
  • ბანკს უფლება აქვს გააუქმოს დავალება თუ ავტომატური გადარიცხვა კლიენტის მიზეზით ვერ შესრულდება 30 მცდელობის შემდეგ. დავალების გაუქმების შემდეგ, ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობისთვის კლიენტმა თავიდან უნდა მოითხოვოს ავტომატური გადარიცხვა;
  • თუ ავტომატური გადარიცხვის შესრულების დღე ემთხვევა უქმე დღეს, მაშინ გადარიცხვა შესრულდება მომდევნო სამუშაო დღეს (მიმდინარე დღის თარიღით).
ეწვიეთ ინტერნეტ ბანკს და გაიაქტიურეთ სერვისი
open_in_new ინტერნეტ ბანკი