ავტომატური გადახდები

დაგღალათ ქვითრებმა? დაავალეთ კომუნალური გადახდები ბანკს. შეასრულეთ გადახდები ავტომატურად და დაზოგეთ დრო!

ავტომატური გადარიცხვებით დაზოგავთ დროსა და ენერგიას, თქვენგან საჭიროა მხოლოდ მომსახურებაზე რეგისტრაცია და ყოველთვიურად ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობის უზრუნველყოფა. 

  • შეგიძლიათ დაფაროთ როგორც ფიქსირებული, ასევე ყოველთვიურად ცვალებადი გადასახადები; 
  • თავად ირჩევთ კომპანიას და გადარიცხვის თარიღს. ფიქსირებული გადასახადის შემთხვევაში, თქვენვე უთითებთ სასურველ თანხას; 
  • ბანკს შეუძლია გადარიცხოს კომუნალური გადასახადები პროვაიდერი კომპანიის მიერ მოწოდებული ელექტრონული ქვითრების მეშვეობით. 


ესაა კომუნალური გადახდების უმარტივესი საშუალება:

  • გადახდას ახორციელებს ბანკი თქვენ მაგივრად; 
  • გადახდები თქვენთვის სასურველ თარიღებში.
star
რეგისტრაცია- უფასო
star
მომსახურება- უფასო
ხშირად დასმული შეკითხვები keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

როდის სრულდება ავტომატური გადარიცხვები?

ავტომატური გადარიცხვები სრულდება დღის განმავლობაში ორჯერ: 9:00 საათზე და18:30 საათზე.

 

რა ხდება, თუ ანგარიშზე არ არის გადარიცხვისთვის საჭირო თანხა?

ავტომატური გადარიცხვები შესრულდება ანგარიშზე გადასარიცხი თანხის არსებობის შემთხვევაში (ავტომატური გადარიცხვა ნაწილობრივი თანხით არ განხორციელდება). 

საბარათე ანგარიშიდან კომუნალური გადარიცხვების ავტომატურად განხორციელებისთვის, ანგარიშზე შესაბამისი თანხის არსებობასთან ერთად, აუცილებელია, რომ ბარათი იყოს გააქტიურებული.
ფიქსირებული ტიპის გადახდისას (მაგალითად, ყოველი თვის კონკრეტულ რიცხვში ავტომატური გადარიცხვის შესრულებისას), თუ დავალება ვერ შესრულდა შესაბამის ანგარიშზე საკმარისი თანხის არარსებობის გამო, ბანკი ისევ შეეცდება დავალების შესრულებას ყოველ მომდევნო დღეს, შემდეგი თვის ფიქსირებულ თარიღამდე.

 

რატომ არ არის სასურველი ანგარიშზე თანხის შეტანა გადახდის ბოლო დღეს?

 

ბანკის მიერ გადარიცხული თანხა პროვაიდერი კომპანიის ბაზაში ისახება მომდევნო დღეს, ამიტომ უმჯობესია, რომ ანგარიშზე თანხა შეიტანოთ გადახდის ბოლო დღემდე.  ბანკი არ არის პასუხისმგებელი პროვაიდერი კომპანიის მიერ კლიენტისთვის დაკისრებულ სანქციებზე.

 

რატომ შეიძლება გადაირიცხოს უკვე დაფარული დავალიანება?


თუ კომუნალური დავალიანება გადახდილი იქნება უშუალოდ პროვაიდერ კომპანიაში და ეს კომპანია გადახდის დღესვე არ გაანულებს დავალიანებას, მონაცემთა ბაზაში დავალიანება ისევ იქნება მოცემული და, შესაბამისად, ბანკი მაინც შეასრულებს ავტომატურ გადახდას. 

 ამ შემთხვევაში ბანკი არ არის პასუხისმგებელი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

რა შემთხვევაში შეუძლია ბანკს გააუქმოს დავალება?

თუ ავტომატური გადარიცხვა კლიენტის მიზეზით ვერ შესრულდება 365 დღის განმავლობაში, ბანკს აქვს უფლება გააუქმოს დავალება.

ავტომატური გადარიცხვების სერვისით სარგებლობისთვის კლიენტმა ხელახლა უნდა წარუდგინოს ბანკს განაცხადი და მოითხოვოს სერვისის გააქტიურება. 

 

რა მოხდება, თუ გადარიცხვის თარიღი ემთხვევა უქმე დღეს?

 

თუ ავტომატური გადარიცხვის შესრულების დღე ემთხვევა უქმე დღეს, ბანკი შეასრულებს დავალებას მომდევნო სამუშაო დღეს, ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

ეწვიეთ ინტერნეტ ბანკს და გაიაქტიურეთ სერვისი
open_in_new ინტერნეტ ბანკი