შემნახველი ანაბარი

განკარგეთ თანხა თავისუფლად და მიიღეთ სარგებელი დღიურ ნაშთზე! შემნახველი ანაბრით თქვენ შეგიძლიათ ანაბარზე თანხის შეტანა ან გამოტანა ნებისმიერ დროს და შეუზღუდავად, საპროცენტო სარგებელი კი დაგერიცხებათ ყოველი დღის ბოლოს ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით. 

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ დანაზოგი მთლიანად, ან ნაწილობრივ და თან მიიღოთ საპროცენტო სარგებელი.

star
ანგარიშის გახსნის ღირებულება: უფასო;
star
ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა: 0%;
star
ანგარიშის მომსახურების საკომისიო: 0%;
star
პირველადი მინიმალური შენატანი: 0₾
star
მინიმალური თანხა, რომლის ზევით ხდება პროცენტის დარიცხვა – 1,000₾
star
მაქსიმალური შენატანი ანაბრის გასახსნელად არ არის შეზღუდული;
star
შესაძლებელია თანხის გაზრდა ან შემცირება მეანაბრის სურვილისამებრ.
star
საპროცენტო განაკვეთის ტიპი - ცვლადი საპროცენტო განაკვეთი
star
თანხის განაღდების საკომისიო ლარში: ანაბრის თანხის 0,2 %
star
თანხის განაღდების საკომისიო უცხოურ ვალუტაში: ანაბრის თანხის 0,6 %

საპროცენტო განაკვეთები

ეფექტური განაკვეთი დათვლილია იმ დაშვებით, რომ  ყოველი დღის ბოლოს ანაბარზე არსებული ნაშთი შეადგენს 10,000 ერთეულს

საპროცენტო განაკვეთი

ლარი

წლიური

2.00%

ეფექტური

1.81%

ანაბრის ვადა და სხვა პირობები

  • ანაბრის გახსნა შეუძლია ნებისმიერ რეზიდენტ ან არარეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელსაც თიბისი ბანკში გააჩნია მიმდინარე ანგარიში; 
  • ანაბრის ვალუტა - ლარი / დოლარი; 
  • პროცენტი ირიცხება ყოველი თვის ბოლოს;
  • ოპერაციების წარმოება დაშვებულია მხოლოდ მიმდინარე ანგარიშის გავლით;
  • ანაბარი არ იხურება ავტომატურად.
ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში keyboard_arrow_down keyboard_arrow_up
  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ keyboard_arrow_down keyboard_arrow_up
  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp  და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.
დეპოზიტების დაზღვევა keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

 2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.com