სადეპოზიტო სერთიფიკატი

თიბისი ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტის დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდი და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის მფლობელის მიმართ ამავე სერტიფიკატით გათვალისწინებული ყველა პირობის შესრულებაზე.

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად, ხოლო ვადის ბოლოს იფარება სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების მიხედვით. სხვაობა სერტიფიკატის ნომინალურ და ყიდვის ღირებულებას შორის წარმოადგენს კლიენტის საპროცენტო სარგებელს, რომელსაც ბანკი უხდის კლიენტს ვადის ბოლოს. 

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი იყიდება სერტიფიკატის ნომინალური ღირებულებით (ნომინალით), მასზე საპროცენტო სარგებელი ირიცხება ყოველთვიურად და ვადის ბოლოს იფარება ნომინალური ღირებულებით.

საპროცენტო განაკვეთები ლარში keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

პერიოდი

საპროცენტო განაკვეთი

დისკონტური სადეპოზიტო სერთიფიკატი

საპროცენტო სადეპოზიტო სერთიფიკატი

3-5 თვე

ნომინალური

9.60%

9.50%

ეფექტური

10.38%-დან

10.36%-დან 

6-8 თვე

ნომინალური

10.15%

9.95%

ეფექტური

10.46%-დან 

10.97%-დან 

9-11 თვე 

ნომინალური

10.35%

10.00%

ეფექტური

10.53%-დან 

10.47%-დან 

12-17 თვე 

ნომინალური

10.50%

10.05%

ეფექტური

11.55%-დან 

11.52%-დან 

18-23 თვე 

ნომინალური

10.75%

10.05%

ეფექტური

11.38%-დან 

11.35%-დან 

24-35 თვე 

ნომინალური

11.10%

10.10%

ეფექტური

11.36%-დან 

11.41%-დან 

36-47 თვე 

ნომინალური

12.00%

10.30%

ეფექტური

11.2%-დან 

11.19%-დან 

48-59 თვე 

ნომინალური

12.80%

10.40%

ეფექტური

11.11%-დან 

11.13%-დან 

60 თვე 

ნომინალური

13.70%

10.50%

ეფექტური

11%-დან 

11.02%-დან 

რეზიდენტი და არარეზიდენტი პირებისათვის საპროცენტო განაკვეთი იგივეა

გაყიდვის საპროცენტო განაკვეთები

გაყიდვის საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს ბანკის მიერ კლიენტისაგან სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე განაღდების საფასურს (სერტიფიკატის საპროცენტო სარგებელს + 4%), რომელსაც კლიენტი უხდის ბანკს სერტიფიკატის დარჩენილ ვადაზე. 

ზოგადი პირობები

  • სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი;
  • სერტიფიკატის ყიდვა უფასოა; 
  • თანხის განაღდების საკომისიო ლარში შეადგენს სერიფიკატის 0,2 %-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში 0,6 %-ს;
  • მინიმალური თანხა - 5000 ერთეული
  • სერტიფიკატის მფლობელობის დამადასტურებელი არის ბანკის სერტიფიკატის რეესტრში არსებული ჩანაწერი;
  • თიბისი ბანკი სერტიფიკატის მფლობელს აძლევს ამონაწერს რეესტრიდან და აფორმებს მასთან სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენის ხელშეკრულებას; 
  • სერტიფიკატის მფლობელს აქვს სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე გამოსყიდვის უფლება.
  • სერტიფიკატზე თანხის დამატება არ არის დაშვებული; 
  • სერტიფიკატზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი არ ექვემდებარება დაბეგვრას; 
  • სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს ბანკის თანხმობის გარეშე ნებისმიერ პირზე გაასხვისოს სერტიფიკატი;
  • ბანკი იტოვებს უფლებას უარი თქვას გაყიდული სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადაზე ადრე უკან გამოსყიდვაზე;
  • სერტიფიკატის გასხვისების საკომისიო შეადგენს ნომინალური ღირებულების 0.1%-ს, მინიმუმ 50 ლარს;
  • სერტიფიკატის გასხვისების ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს თიბისი ბანკში;
  • სერტიფიკატის ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლებელია იმავე ვადიანობის ახალი სერტიფიკატის შეძენა; 
  • სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია თიბისი ბანკში აიღოს სესხი სერტიფიკატის ყიდვის ღირებულების ფარგლებში, მისი უზრუნველყოფით, სერტიფიკატის პროცენტს + 3% წლიური საპროცენტო განაკვეთით. მაგალითად, თუ სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთი შეადგენს წლიურ 8.5%-ს, სესხის აღება ამ სერტიფიკატის უზრუნველყოფით შესაძლებელია 8.5%+3%=11.5%-ში.
ანაბრის განთავსება უცხოურ ვალუტაში: keyboard_arrow_down keyboard_arrow_up
  • უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს;
  • ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ keyboard_arrow_down keyboard_arrow_up
  • თქვენი დეპოზიტი დაზღვეულია „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ფარგლებში.
  • ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
  • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
  • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp  და ცხელ ხაზზე + 995 322 406406.
დეპოზიტების დაზღვევა keyboard_arrow_down keyboard_arrow_up

 2018 წლის 1 იანვრიდან ბანკი მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დეპოზიტორის დეპოზიტზე/ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხა ანაზღაურდება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 30 000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.com