პროგრამის პირობები:
- სახელმწიფოს მხრიდან გაიცემა გარანტია სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით;
- სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა: 50,000 - 5,000,000 ლარი;
- საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს;
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ბენეფიციარებს, რომელთა:
- წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20,000,000 ლარს;
- ჯამური სასესხო ვალდებულება ≤12,000,000 ლარზე;
საკრედიტო საგარანტიო მექანიზმის გამოყენებით სესხის აღება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებისთვის:
- წარმოება და გადამუშავება;
- სასტუმრო ინდუსტრია ;
- სარესტორნო ინდუსტრია;
- საქმიანობა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში;
- მომსახურების ფართო სპექტრი;
- კვლევები და დამუშავება;
- მეცხოველეობა და მემცენარეობა.
- ვაჭრობა (აღნიშნული მიმართულებით შესაძლებელია მხოლოდ ახალი სესხის აღება და მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2272727
კრედიტის თანხა |
<= 5 000 000 ლარი |
კრედიტის ვადა |
<=120 თვე |
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი |
ფიქსირებული, ინდექსირებული |
საპროცენტო განაკვეთი |
11%-დან |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი |
13%-დან |
საკომისიო კრედიტის გაცემისთვის |
0.2%-დან |
ანგარიშის გახსნის საკომისიო |
10 ლარიდან |
განაღდების საკომისიო |
0.2%-დან |
კრედიტინფოს საკომისიო |
არაუმეტეს 25 ლარი |
ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის |
ერთჯერადად არაუმეტეს 20 ლარი (ექვ. სესხის ვალუტაში) |
ყოველდღიური პირგასამტხელო ვადაგადაცილებისთვის |
0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
წინსწრებით დაფარვის/ სხვა ბანკიდან რეფინანსირების საკომისიო |
ფიქსირებული განაკვეთისთვის : თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 0-დან 6 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0%-ისა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა. ინდექსირებული განაკვეთისთვის: თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები 0%; თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0.5 % |
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 56 ლარი; |
უძრავი ქონების იპოთეკით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 51 ლარი; |
მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 174 ლარი; |
მოძრავი ქონების გირავნობით რეგისტრაციის გაუქმების ხარჯი |
ერთეულ ქონებაზე 20 ლარი; |