Success Stories
ღვინის კომპანია „სულა" | ისტორია და სამომავლო ბიზნეს გეგმები
ბიზნეს ბლოგი
07 May 2021
visibility 6873

2018 წელს დაფუძნებული კომპანია “სულას” მთავარი პროდუქტი ღვინოა. “სულა” კახეთში გაშენებულ ვენახებსა და ღვინის საწარმოებს შორის მხოლოდ ერთ-ერთი იქნებოდა, რომ არა მიდგომა, რომელიც წარმოებულ პროდუქტსა და თავად კომპანიას გამორჩეულს და, შესაბამისად, წარმატებულს ხდის. აქ პროდუქტი ქართულია, საქმისადმი დამოკიდებულება – ევროპული, კომპანიის ამბიცია კი – საერთაშორისო.


საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში შეძენილი პატარა ნაკვეთიდან გაჩნდა, სადაც ვაზი და ატამი გაშენდა. დღეს კომპანია უკვე 8 ჰექტარ მიწას ფლობს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში და 20-მდე ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. ქარხანაში, რომელიც გამართვის პროცესშია, სამომავლოდ 1000 ტონამდე ყურძნის გადამუშავება იგეგმება. 


საქმისადმი ევროპული მიდგომა დასაწყისშივე ცალსახად განისაზღვრა, როცა ვაზის ნერგების – მათ შორის ქართული ჯიშის ნერგების – არა ადგილზე შეძენა, არამედ სფრნგეთიდნ ჩამოტანა გადაწყდა. 

 

ეს ნერგები გაცილებით ჯანსაღია და კარგად უძლებს ადგილობრივ პირობებს. როგორც წესი, ადგილობრივებს, სწორედ არაჯანსაღი ვაზის გამოისობით, ვენახების დაახლოებით, 20 პროცენტი უცდებათ ხოლმე,” - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ვახტანგ სულაძე.
 

ქინძმარაულის ზონაში გაშენებული ვაზის 80 პროცენტს საფერავი შეადგენს. ვენახებში კიდევ ერთი ქართული ჯიში ხიხვია, დანარჩენი ფართობი კი ფრანგულ ჯიშებს უჭირავს – მერლოს, კაბერნე ფრანკს, კაბერნე სოვინიონს და პინო ნუარს. საფრანგეთში შეუკვეთა კომპანიამ, აგრეთვე, მაღალი ხარისხის მუხის კასრები, რომლებშიც ღვინო უნდა განთავსდეს.

 

„სულა“ ბიომეურნეობის მომხრეა. ეს კომპანიის პრინციპული მიდგომაა: „ჩვენ გამოვრიცხეთ შხამ-ქიმიკატები და მხოლოდ ბუნებრივ სასუქს ვხმარობთ. ეს ძალიან მოქმედებს ყურძნის გემოსა და ხარისხზე. რაღა თქმა უნდა, ღვინის ხარისხიც საგრძნობლად უმჯობესდება მსგავსი მიდგომის წყალობით. გვაქვს სერთიფიკატი, რომელიც ბიომეურნეობაში ყოველგვარი სტანდარტის დაცვას ადასტურებს“.

 

კომპანია საშუალო ფასის მქონე, მყიდველისთვის ხელმისაწვდომი ღვინის წარმოებაზეა ორიენტირებული. წარმოებული პროდუქტის 20 პროცენტი ქვევრის ღვინო იქნება. ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქვევრებს „სულა“ ადგილობრივ ბაზარზე შეიძენს. მომავალ წელს – როცა კომპანია მოსავალს სრულად აიღებს –  გარდა ღვინისა, სხვა ალკოჰოლური სასმელების, წარმოებაც იგეგმება. საწარმოო ხაზი, რომელიც დამონტაჟების პროცესშია, შუშხუნა ღვინისა და კონიაკის დამზადების საშუალებასაც იძლევა.

„სულას“ დიდი სამომავლო გეგმები აქვს. ერთი მხრივ, იგეგმება ინფრასტრუქტურის გაფართოება – მარნის, პატარა რესტორნისა და სასტუმროს აშენება, მეორე მხრივ – პროდუქციის ექსპორტზე გატანა: „ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს გერმანელებთან. გვსურს ჩვენი პროდუქცია ევროპული რესტორნების მენიუებში მოხვდეს. მოგვიანებით სხვა ქვეყნების ბაზრებზე შესვლასაც ვგეგმავთ,“ - ამბობს ვახტანგ სულაძე და აღნიშნავს, რომ დამწყები კომპანიისთვის მსგავსი ამბიციური გეგმები წარმოუდგენელი იქნებოდა მყარი ფინანსური მხარდაჭერისა და პარტნიორობის გარეშე.
 

„თიბისი ბანკისაგან უკვე მეორე ტრანში მივიღეთ. მსგავს ხელსაყრელ პირობაზე ვერც კი ვიფიქრებდით. ძირითადად, მატერიალური მხარის მოსაგვარებლად – ვენახის სარების, მავთულების, სამაგრების შესაძენად დაგვჭირდა ფული. დიდი ინვესტიცია იყო, სამ მილიონ ლარს გადაცდა“.

 

„სულა“ სამომავლო გეგმებსაც ამ პარტნიორობაზე აგებს და უკვე თამამად ფიქრობს ღვინის წარმოებას გაცდეს. ვენახების დ ატმის ბღების შემდეგ, იგეგმება ასურეთში 100 ჰექტრამდე ტერიტორიის შეძენა ნუშის გასაშენებლად.