Business news
გაიცანით ბიზნესდაჯილდოების მონაწილეები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“
ბიზნეს ბლოგი
27 October 2021
visibility 4606


Moodo


Moodo არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ფუნქციონალურ სახლის ნივთებს, შთაგონებულს ქართული ისტორიითა და დავიწყებული პატერნებით, თუმცა თანამედროვე ხედვით და ყოველდღიურობაში მოხმარების იდეალური გადატანით. საქართველოს ბაზარზე არ არის საშუალო+ სეგმენტის, კონცეპტუალური, მრავალპროფიური სახლის აქსესუარების ქართული მწარმოებელი კომპანია/მაღაზია. მთელს მსოფლიოში ძალიან აქტუალური ხდება პატარა ადგილობრივი საწარმოები, რომლებიც სთავაზობენ ბაზარს არა მასიურ, ერთნაირ პროდუქციას, არამედ უნიკალურ, ხელნაკეთ და ავთენტურ ნივთებს, რომელიც ასახავს გამორჩეულ კონცეფციას, იმ ქვეყნისთვის დამახასიათებელ კომფორტს და ტრადიციებს, გამოშვებულია ლიმიტირებული რაოდენობით. Moodo აწარმოებს სუფრებს, ხელსახოცებს, ბალიშებსა და მუთაქებს, პიკნიკის ხალიჩებს. სუფრის პატერნები შთაგონებულია ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიული ატლასის გერბებით. სამომავლოდ დაგეგმილი, ასორტიმენტის გაზრდა, საკუთარი მაღაზიის გახსნა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა, რაც ასევე გულისხმობს საკუთარი მცირე საწარმოს აწყობასაც.

 

 

 



უნივერს ბიზნეს გრუპი

 

კომპანია ,,უნივერს ბიზნეს გრუპი'' სამშენებლო სფეროში მრავალი მიმართულებით საქმიანობს. 2020 წელს პანდემიის პერიოდში გაიხსნა ხარაჩოების საწარმო და დაიწყო პროდუქციის დამზადება საქართველოში. საწარმოში პროდუქციის დამზადება მაღალი ხარისხის ნედლეულით მიმდინარეობს, მომხმარებელთან მიტანამდე შემოწმების ექვს სხვადასხვა საფეხურს გადის და თან ერთვის შესაბამისი პასპორტი, რომელიც ადასტურებს მის პროდუქტიულობას. კომპანიის მიზანია ექსპორტზე გასვლა და ქართული ხარაჩოების რეალიზაცია, რისთვისაც გაწერილია ორწლიანი გეგმა. პროდუქცია მაღალი ხარისხის ნედლეულით მზადდება, დაცულია საქართველოს მთავრობის დადგენილების თითოეული მოთხოვნა, უსაფრთხოების მაღალი ხარისხი, სერტიფიკატები, პროდუქციის სანდოობას და მაღალ ხარისხს უსვამს ხაზს. კომპანიას ასევე აქვს ISO 9001:2015 სერტიფიკატი, რაც მეტყველებს არა მხოლოდ პროდუქციის საუკეთესო ხარისხზე, არამედ მომსახურების სანდოობაზე.


 



IT Craft


IT აუთსორსინგ მომსახურება გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის და განვითარების გადაცემას მომსახურე კომპანიაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და ვადებით, ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში. IT Craft არის კომპანია, რომელიც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის აიტი მომსახურებას აწარმოებს. საქმიანობის ძირითად სფეროს სერვერების, ქსელისა და მონაცემთა ბაზების ადმინისრტირება, მონიტორინგი და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით უზრუნველყოფა წარმოადგენს. მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნა მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია გაზარდოს ბრენდის რეპუტაცია, მოგება და გრძელვადიანი წარმატება, ამიტომ აიტი კრაფტი ქმნის მომხმარებლისთვის სტაბილურობას, პროაქტიულობას, უსაფრთხოებას, კონფიდენციალურობას, კომპეტენციას, მოქნილობას, პროდუქტიულობას, შემცირებულ ხარჯებს და გუნდურობას. ასევე, მიიღებენ საიმედო მხარდაჭერას და გუნდურ თანამშრომლობას. აიტი კრაფტში მუშაობს 35 თანამშრომელი აიტი მომსახურების სფეროში და 5 პროგრამისტი ახლად შექმნილი, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის გუნდში. 


 



მედიქალ ლაინ ჯორჯია


კომპანია ეწევა ინოვაციური სამედიცინო მოწყობილობების იმპორტს და ტექნიკურ მომსახურებას, რითაც ცდილობს გაამარტივოს და გააუმჯობესოს მკურნალობის ხარისხი. კონკურენტი კომპანიებისაგან პროდუქტი გამოირჩევა სფეპიციფიკაციებით, ექიმებზე მორგებული ხელსწყოებით და  კონკურენტული ფასით ბაზარზე.   კომპანია Eighteeth - ის პროდუქციის იმპორტი 2020 წლის მაისში დიწყო, მიზანი საექიმო საქმიანობის შესრულების დროს კორონავირუსის პროფილაქტიკა იყო.  პროდუქტის ხარისხიდან გამომდინარე მედიქალ ლაინ ჯორჯია კომპანიის სრული პროდუქციის იმპორტზე გადავიდა. მედიქალ ლაინ ჯორჯია რეგულარულად თანამშრომლობს სასწავლო აკადემიასთან, ატარებს ტრენინგ კურსებს და საჩვენებელ მასტერკლასებს კლინიკებში. მომავალი გეგმები უკავშრდება საინფორმაციო და სასწავლო აქტივობების გაძლიერებას, რათა ექიმებს ჰქონდეთ სრული ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხის პროდუქტსა და მომსახურებაზე. 


 

 



მეღვინეობა „ამბრა“ 

 

მეღვინეობა ამბრას მიზანი ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული ღვინის წარმოებაა, რომელიც გააჯანსაღებს ადამიანებს. კომპანია თბილისიდან მშობლიურ მხარეში, რაჭაში დაბრუნებულმა აკაკი სირაძემ დაარსა, რომელმაც 2018 წელს ხვანჭკარას წარმოება დაიწყო და მას რაჭის სიყვარულით „ქვე შენი ჭირიმე“ დაარქვა. თავდაპირველად სტარტაპში იყო ბევრი სირთულე და დაუღალავი შრომა. იმისთვის რომ წარმოებისთვის საჭირო დანადგარები შეეძინა, აკაკიმ ერთი წლით სწავლაზე უარი თქვა და ეს ერთი წელი ბრენდის ცნობადობის გაზრდისთვის მარკეტინგულ საქმიანობას  დაუთმო. 2019 წელს კი უკვე ხვანჭკარა საფირმო სახელით “ქვე შენი ჭირიმე” საქართველოს ბაზარზე ყველა პრესტიჟულ ღვინის ბარსა და რესტორანში იყიდებოდა. ამის შემდეგ იყო აზიის ბაზარი, ევროპა და დაიბადა “ამბრა”. 

“მეღვინეობა ამბრას” სახელწოდებით ღვინოები იყიდება ჰოლანდისს ბაზარზე, სადაც ბრენდმა დიდი აღიარება მოიპოვა. ერთ-ერთმა ცნობილმა კრიტიკოსმა და ღვინის შემფასებელმა საიმონ ვულფმა ამბრას ხვანჭკარა 5 ბალიანი შეფასებიდან 4.5 ბალით შეაფასა და თქვა, რომ მას მსგავსი ხვანჭკარა არასოდეს გაუსინჯავს. ასევე ამბრას ღვინოები იყიდება იაპონიის ბაზარზე. 2021 წელს ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე ამბრას ღვინოებმა 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.  


 

 



თამთაკი

 

თამთაკები არის ქართული სენდვიჩი, მათი ავტორია ცნობილი ქართველი შეფ-მზარეული თამთა კიკალეიშვილი. თითოუელი „თამთაკი“ (გოჭის თამთაკი, საქონლის ხორცის თამთაკი, ქათმის თამთაკი, გებჟალიას თამთაკი, ლობიოს თამთაკი) თავისი შემადგენლობით აერთიანებს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს აზიური სამზარეულოს შტრიხებით. ყველა კერძი ეწყობა ადგილზე ახლადგამომცხვარ პურზე და გარნირად მოყვება ბოსტნეული, სეზონური მწვანილი და სხვადასხვა სოუსები თუ საწებლები. კერძების დამზადებისას გამოყენებულია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე არსებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები. პროდუქტების და კერძების ყველა ნედლეულის არჩევა და შეძენა ხდება მხოლოდ ადგილობრივი ფერმერებისგან. პროდუქტის დანიშნულებაა ქართული ჯანსაღი street food მიმდინარეობის გაძლიერების ხელშეწყობა ბაზარზე სადღეისოდ არსებული დაბალი ხარისხის სწრაფი კვების საპირწონედ. თამთაკი ხელს უწყობს ორიგინალურ, მობილურ, ხელმისაწვდომ და გათანამედროებულ ფორმატში წარმოდგენილ ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას.


 



ვესტ მუდი


ვესტ მუდი პანდემიის პირობებში შექმნილი სტარტაპია, რომელიც ქმნის ინოვაციურ, მაღალი ხარისხის აქსესუარებს. გარდა ყველაზე ძლიერი დაცვისა (10 შრე: 8 - ნახშირბოჭკოვანი შრე, 2- ბამბა), ვესტ მუდის შარფი-პირბადე ერთადერთია, რომელიც არ ორთქლავს სათვალეს, არ საჭიროებს ყურებზე ფიქსაციას, ადაფტირებულია წვერის ტარებისას, არ აჩენს აკნეს და სუფთავდება როგორც მშრალად, ასევე სველი წესით. მალევე მოიპოვა 3 საერთაშორისო სერტიფიკატი და მისი რეალიზაცია ხდება მსოფლიოს მასშტაბით. გამოირჩევა თანამშრომლებზე მორგებული ინოვაციური პირობებითა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისით.  მომხმარებელთა უკუკავშირი იძლევა საფუძველს, რომ პროდუქტი განიხილოს როგორც 2021 წლის საუკეთესო პროდუქტი. აგვისტოს თვიდან კი მისი ექსპორტი ხორციელდება ემირატებსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.


 



აიტინეტი  


აიტინეტი  არის კომპანია, რომელიც ფიქრობს მხოლოდ ხარისხზე, მას ჰყავს პროფესიონალების გუნდი 10 წლიანი გამოცდილებით, რომლებსაც შეუძლიათ გადაჭრან ყველა სირთულის დავალება აიტი სფეროში. კომპანიის მიზანია უმაღლესი ხარისხის მომსახურება, ახალი ტექნოლოგიებით მუშაობა და განვითარება. 


 



შიკოლი

 

შიკოლი ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდია, რომლის შექმნის მიზანი იყო ხელნაკეთი შოკოლადის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრება და განვითარება. ყოველდღიურად შექმნილი სხვადასხვა სახეობის მაღალი ხარისხის შოკლადი მომხმარებლისთვის საყვარელ და ძვირფას პროდუქტად იქცა. მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და სიყვარული. კომპანია შიკოლი ყოველთვის ცდილობს დააკმაყოფილოს მომხმარებლის ინდივიდუალური სურვილები და და შექმნას მათზე მორგებული პროდუქტი, როგორც საცალო, ასევე კორპორატიული შეკვეთების შემთხვევაში. ამასთანავე, შეინარჩუნოს მომსახურების ხარისხი. მომდევნო ორწლიანი გეგმა მოიცავს ქსელის განვითარებას და მეტ ხელმისაწვდომობას.


 

  



ამატერა


„ამატერა“ არის მაღალხარისხიანი, ელეგანტური და მოსახერხებელი დიზაინის მქონე საორსულო ტანსაცმლის ბრენდი. ბრენდი სპეციალურად ორსულებისთვის, რომელიც დაეხმარება მათ შეინარჩუნოთ ჩვეული სტილი და იგრძნონ თავი თავდაჯერებულად ცხოვრების ამ ყველაზე საინტერესო და ცვლილებებით სავსე ეტაპზე. „ამატერას“ მიზანია, ქალებს ორსულობის თანმდევი ფიზიკური და მენტალური პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს. „ამატერა“, გარდა სამოსისა, არის პლატფორმა, სადაც ქალები მიიღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას ორსულობის დროს და მშობიარობის შემდგომი ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ და ასევე, ისეთი პროდუქტები შექმნას, რომელიც ძუძუთი კვების სტიმულირებას შეუწყობს ხელს.   „ამატერას“ გეგმაა გახდეს ბრენდი, რომელშიც გაერთიანდება ყველა ის კომპონენტი, რაც ქალს სჭირდება ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ეტაპებზე. ეს იქნება ტანსაცმელი თუ აქსესუარები, როგორც მისთვის ასევე მისი შვილებისთვის.


 



სანდრო და კომპანია


„სანდრო და კომპანიის“ პროდუქტს წარმოადგენს საქართველოში მოყვანილი და წარმოებული სუნელ-სანელებლები, რომელიც თავის არომატითა და გემოთი კერძებს განსაკუთრებულობას ანიჭებს და მომხმარებელებს ახსენებს ძველად გასინჯული კერძის გემოსა და ემოციებს. წარმატების რეცეპტი მარტივია, ყველა ინგრედიენტი ქართულია და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში წარმოებული, რაც საკმაოდ იშვიათობაა როგორც ქართულ, ასევე ისეთ უცხოურ ბაზრებზე, სადაც კარგად იცნობენ ქართულ სუნელ-სანელებლებს. კომპანია ერთი წელია რაც საქმიანობს და ამჟამად წარმოდგენილია ქართულ და რუსულ ბაზრებზე ბრენდ "გამარჯობა"-ს სახელით. უახლოეს ორ წელიწადში დაგეგმილია უკრაინის ბაზარზე შესვლა და არსებული ბაზრების გაფართოება.  


 



GEORGIAN COMPUTER SERVICE


GEORGIAN COMPUTER SERVICE არის კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა 2009 წელს და დღემდე აგრძელებს ხარისხიანი და სწრაფი მომსახურების შეთავაზებას მომხმარებლისთვის. კომპანია ცდილობს, აიტი მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს და მომხმარებელს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი. Georgian Computer Service მომხმარებელს სთავაზობს ინდივიდუალურად მორგებულ პაკეტებს. 24 საათის განმავლობაში პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს, რომ თითოეული მომხმარებლის საჭიროება უზრუნველყოს შესაბამისი სერვისით. კომპანიის მომსახურება მოიცავს: სრულ კომპიუტერულ მომსახურებას; 24 საათიანი აუთსორს მომსახურება; კამერების მონტაჟი და მონიტორინგი; უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი; კომერციული და საცხოვრებელი ფართის ქსელური უზრუნველყოფა; ბარათების სისტემის მონტაჟი; WEB დეველოპერის მომსახურება გარდა ამისა, კომპანია გთავაზობთ კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების ფართო არჩევანს.


 



ჰელსი სთორი


ჰელსი სთორი არის ამერიკული და ევროპული პრემიუმ ხარისხის ორგანული, ვეგანური და ბიო პროდუქტების ონლაინ პლათფორმა, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, მომხმარებლის კომფორტსა და კმაყოფილებაზე. კომპანიის მიზანია წვლილი შეიტანოს ჯანსაღი ცხოვრების სტილის და მცენარეული კვების პოპულარიზაციაში და მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებაში. ძალიან მნიშვნელოვანია მარტივ და გასაგებ ენაზე ჯანსაღი კვებაზე საუბარი, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან ფართო მცნებაა და 21 საუკუნეში, როცა ზღვა ინფორმაციაა, შეიძლება დამაბნეველი იყოს, თუ რა გულისხმობს კონკრეტულად. სწორედ ამიტომ ძალიან საჭიროა სწორი, სანდო და სასარგებლო ინფორმაციის წყარო არსებობდეს. კომპანიის გუნდი მუდმივად ახალი პროდუქციის ძიებაშია, შესაბამისად, იზრდება ასორტიმენტიც, თუმცა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ხარისხი. შესაბამისად პროდუქციის შერჩევის პროცესში ძალიან დეტალურად ხდება მათი ინგრედიენტების შესწავლა და აუცილებლად ხდება მათი დატესტვა, მხოლოდ ამის შემდეგ ემატება ესა თუ ის პროდუქტი ასორტიმენტს. 


 

 



ჯითი

 

ჯითი უკვე 5 წელია მუშაობს business process outsourcing-ის მიმართულებით და 60-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ჯითიმ პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაზრდა გუნდი. მომხმარებლის საჭიროების მიხედვით აკეთებენ ყველაფერს, რაც შეიძლება, რომ ონლაინ, დისტანციურად გააკეთონ: მარკეტინგული, ფინანსური, hr სერვისები, ბიზნეს პროცესების მართვა. ის ემსახურება ამერიკულ კომპანიებს საქართველოდან.  

ჯითი ერთერთი პირველია, ვინც საქართველოს outsource-ული მომსახურების hub-ად გადაქცევის მიმართულებით დაიწყო მუშაობა წლების წინ. 

 



horsetours.ge


საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდებოდა მოთხოვნა საცხენოსნო ტურებზე, რის გამოც კომპანია horsetours-მა გადაწყვიტა საცხენოსნო ტურიზმთან დაკავშირებული სერვისები გაეერთიანებინა.  კომპანია horsetours.ge დაარსდა 2019 წელს, ის მომხმარებლებს სთავაზობს საცხენოსნო ტურებს საქართველოს ყველა რეგიონში. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში საცხენოსნო ტურიზმის განვითარებასა და ეკოტურიზმის პოპულარიზაციას. კომპანია გამორჩეულია უშუალოდ საცხენოსნო ტურიზმზე ორიენტირებით, აქვს მხოლოდ ერთი მიმართულება, იდეა და მიზანი, რომელსაც მუდმივად მიყვება. ქვეყანაში არსებული პანდემიური სიტუაციის გამო კომპანიის განვითარების ტემპი ძალიან შეფერხდა. სწორედ ამიტომ გადაწყდა კომპანიის გაციფრულება. ძირითადი პროდუქტი არის საცხენოსნო ტურები საქართველოს მასშტაბით, რაც გულისხმობს, ტრანსპორტირებას, კვებას, განთავსებას, გიდის მომსახურებასა და ცხენებით უზრუნველყოფას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი სერვისის შეთავაზება. შესაბამისად, შემოსავლის ზრდასთან ერთად იგეგმება საცხენოსნო გიდების გადამზადება გერმანიაში, აგრეთვე, კომპანიის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ სერვისი ხელმიმსავწდომი იყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად ამიერკავკასიაში.

 



სერამიქ რუმ შოპ

 

ბოლო წლებში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს კერამიკული ნაწარმი. კერამიკა საქართველოსთვის ერთ-ერთ უძველეს დარგს წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი ღრმა ტრადიციები გააჩნია. ძველად ორნამენტებში ხშირად თავად ქვეყნის ისტორია აისახებოდა. ახალმა დრომ სრულიად ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება და ამ დარგის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა მოიტანა. 2010 წლიდან ალ. ჭავჭავაძის ქუჩის შესახვევში ფუნქციონირებს კერამიკული სახელოსნო, რომელიც აწარმოებს მრავალფეროვან, ფუნქციურად დატვირთულ კერამიკურ ნაწარმს: ფილები, ჭაღები, მაგიდები კერამიკული ზედაპირით, სარკეები და ა.შ. სახელოსნოს დამფუძნებლებმა ბევრი ინოვაცია შეიტანეს თავად წარმოების ტექნოლოგიაშიც. თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, ქართულ ორნამენტებზე დაყრდნობით, სახელოსნოში ტრადიციულ კერამიკას ახალი სიცოცხლე შესძინეს და შექმნეს საკუთარი ორიგინალური სტილი, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა ძველი ქართული და ბიზანტიური ტრადიციები. თითოეული ფილა ხელით მზადდება და იხატება, შესაბამისად თითოეული მათგანი ინდივიდუალურია. ახლო წარსულში კერამიკული ფილებით დამზადებული სანომრე აბრებით მოხდა ძველი ქუჩების გალამაზება და დანომვრა, ასევე გრიბოედოვის ქუჩაზე აკადემიასთან ხელით მოხატული ფილებით მოპირკეთდა 70 საფეხურიანი კიბე და ვარკეთილის ახლადგახსნილ პარში - კიბის საფეხურები.