Business news
სტარტაპ პრე-აქსელერატორის ფინალისტები
ბიზნეს ბლოგი
17 January 2024
visibility 5741

 

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, სტარტი 2023 წლის ოქტომბერში აიღო. განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 21 გუნდი, რომლებმაც 3 თვის განმავლობაში Impact Hub Tbilisi-ს გუნდთან, მოწვეულ სპიკერებთან და მენტორებთან ერთად სტარტაპების განვითარებაზე იმუშავეს. პროგრამის დასკვნით ეტაპზე შეირჩა 9 სტარტაპი, რომლებიც იანვარში გაემგზავრებიან ტალინში, ესტონეთში და დაესწრებიან Startup Wise Guys-ის მიერ სპეციალურად შემუშავებულ ინტენსიურ ტრენინგებს. გუნდებს ექნებათ  შესაძლებლობა, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნონ ესტონეთის ძალიან წარმატებულ და ინოვაციურ სტარტაპ ეკოსისტემას.  

Startup Wise Guys-ი, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული აქსელერატორია. Impact Hub Tbilisi-სთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი ეტაპია ორივე ორგანიზაციისთვის და ძალიან საინტერესო შესაძლებლობა ქართული სტარტაპ ეკოსისტემისთვის.

მაშ ასე, გაიცანით Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორის ფინალურ ეტაპზე გადასული 9 სტარტაპი:

 

 

იმისთვის, რომ კრიპტო-ტრეიდერებმა რაც შეიძლება სწრაფად მოიპოვონ სხვადასხვა კრიპტოვალუტის ფასის ცვლილებების გამომწვევი ინფორმაციები, მათ უწევთ სოციალური ქსელების და კრიპტო ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგი. ეს, ცხადია, სირთულეებთანაა დაკავშირებული, რადგან ტრეიდერის დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. საბოლოოდ კი, მათი მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს მსგავსი ინფორმაციის სწრაფად აღმოჩენას და მისი გამოყენებით მოგების ნახვად. Სწორედ ამ პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა პორტალი Bitpulse, რომელიც სოციალურ მედიასა და კრიპტო ტრანზაქციებზე მონიტორინგითაგროვებს/აანალიზებს კრიპტოვალუტებზე ინფორმაციას და მათზე დაყრდნობით ტრეიდერს სთავაზობს როგორც ლაივ ანალიტიკას ასევე მნიშვნელოვან მოვლენებზე შეტყობინების სახით ინფორმაციის მიღებას.

 

ონლაინ-კურსების ინტერაქციულ მობილური აპლიკაცია Wenroll ბაზარზე 2023  გავიდა და დღეისათვის 6000 -ამდე დარეგისტრირებული მომხმარებელი  და 500-ამდე გამომწერი ჰყავს. მრავალფეროვანი არჩევანი და დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ შექმნილი უნიკალური კონტენტი, მომხმარებლის კომფორტზე მორგებულ სისტემასთან ერთად, ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რაც „ვენროლის“ მომხმარებელს განსაკუთრებით იზიდავს. ვენროლის შემოქმედებითი გუნდის მიერ სპეციალური სტანდარტების დაცვით შექმნილი კურსები ეხება ბევრ საკითხს, მაგალითად პიროვნულ განვითარებას, პერსონალურ ზრდას, ხელოვნებას, ლიტერატურას, მარკეტინგს, ბრენდინგს თუ კრიპტო საკითხებს. აჟამად „ვენროლი“ გამომწერებს 50-ზე მეტ კურსს სთავაზობს და ყოველკვირეულად აპლიკაციას ახალი კურსები ემატება.

 

კომპანია Connect  სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებას ამარტივებს. სტარტაპის იდეა დამფუძნებლებს 2 წლის წინ, მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც სამედიცინო ბაზრის შესწავლის საფუძველზე დაადგინეს, რომ სამედიცინო ტურიზმის მიზნით საზღვარგარეთ წასვლის მსურველი პაციენტები უამრავ ბიუროკრატიულ თუ საყოფაცხოვრებო პრობლემას აწყდებოდნენ, როგორებიცაა: სხვადასხვა დოკუმენტაციის მოძიება-მოწესრიგება, უცხო ქვეყანაში დაბინავება, მგზავრობა და ბევრი სხვა პრობლემა, რომელთა მოგვარებაც დროში გაწელილი და ერთი ადამიანისთვის საკმაოდ რთულადმოსაგვარებელი პროცესია. პლატფორმა „ქონნექთ“ სამედიცინო ტურისტებს სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაში ეხმარება და აკავშირებს მათ სხვადასხვა სერვისების მიმწოდებლებთან.

A group of people posing for a picture

Description automatically generated

 

პლათფორმა KidNest 2023 წლის ზაფხულში შეიქმნა და მისი მიზანი საბავშვო ბაღების ადმინისტრაციის, აღმზრდელებისა და მშობლების ერთმანეთთან სწრაფად და ეფექტურად დაკავშირებაა. მარტივად სამართავი, მრავალფუნქციური სისტემა საბავშვო ბაღებს ადმინისტრაციულ საქმიანობას უმარტივებს, მშობლებს კი კომუნიკაციის გაუმჯობესებაში ეხმარება. გარდა ამისა, „ქიდნესტი“ საშუალებას აძლევს აღმზრდელებს, დაზოგონ დრო, ენერგია და სულ რამდენიმე წამში შეატყობინონ მშობლებს ბავშვის აქტივობებისა და საჭიროებების, ასევე გადასახადის დაფარვის ვადებისა და დასვენების დღეების შესახებ. ადმინისტრაციას კი აპლიკაცია უგზავნის მწყობრ ინფორმაციას აღსაზრდელების, მათი მშობლების და ფინანსების შესახებ.

 

Live-კურსების ონლაინ პლატფორმა Gakvetilo.ge 1 წლის წინ დაფუძნდა და გათვლილია 11-17 წლის მოზარდებზე, რომლებსაც სურთ ისეთი ემოციური და ცხოვრებისეული უნარების განვითარება, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში და მომავალ წარმატებებში დაეხმარებათ. სხვა მსგავსი კომპანიებისგან Gakvetilo.ge-ს დისტანციური სწავლების მეთოდი და არაფორმალური საგაკვეთლო ფორმატი გამოარჩევს, რაც მოსწავლეებისა და მათი მშობლლებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია. „პრეზენტაციის ეფექტური წარდგენა“, „საჯარო გამოსვლის ხელოვნება“, „მე -ლიდერი“, „ახალგაზრდა მეწარმე“, „მე და ფინანსები“, - ის კურსებია რომელსაც პლატფორმა არაფორმალური სწავლების ფარგლებში მოზარდებს სთავაზობს. საგაკვეთილო პროცესი ონლაინ, ლაივ-ფორმატში მიმდინარეობს და მას მენტორები და დარგების სპეციალისტები უძღვებიან. გაკვეთლები ინტერაქციული ხასიათისაა.

A group of people posing for a photo

Description automatically generated

 

 

„Wisp“-ი ჟესტური ენებისა და წერა-კითხვის შემსწავლელი პირველი აპლიკაციაა საქართველოში, რომელიც სმენის არმქონე ადამიანებსა და მათ ოჯახის წევრებს წერა-კითხვისა და ჟესტების შესწავლაში და კომუნიკაციის ნაპრალების ამოვსებაში დაეხმარება. აპლიკაციის მთავარი გმირი, მანათობელი არსება „ვისპი“, აპლიკაციის მომხმარებელს თავის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას და ამ მოგზაურობის პროცესში წერა-კითხვისა და ჟესტების ნაბიჯ-ნაბიჯ, მარტივად შესწავლას სთავაზობს. აპლიკაციაში ინტეგრირებული, საგანგებოდ გაწერილი ინტერაქციული დავალებები, რომლებიც ანიმაციების სახითაა წარმოდგენილი, სმენის სრული დარღვევის მქონე ადამიანებს ინფორმაციის ადვილად ათვისებაში დაეხმარება. აპლიკაცია მორგებულია ასევე არასმენადაქვეითებული ადამიანებზეც, რომლებსაც ჟესტური ენის შესწავლა სურთ.

 

 

საქართველოში არსებული უამრავი სამოგზაურო კომპანიის მიუხედავად, მოგზაურობის მსურველთათვის საკმაოდ რთულია მოგზაურობის ეფექტურად, საინტერესოდ და ბიუჯეტურად დაგეგმვა. სამოგზაურო ტურების დაგეგმვის პლატფორმა TourTour - ის დაარსების იდეაც სწორედ მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლები თავად გადააწყდნენ მოგზაურობის დაგეგმვასთან დაკავშირებულ პრობლემებს და მიხვდნენ, რომ კარგი იქნებოდა, ერთი მხრივ, ტურისტულ კომპანიებს დახმარებოდნენ საინტერესო პაკეტების შედგენაში და მომხმარებლის მოზიდვაში, მეორე მხრივ კი, ტურისტებისთვის გაემარტივებინათ ოპტიმალური არჩევანის გაკეთება. პლატფორმაზე ტურისტებს საშუალება აქვთ, ერთიან სივრცეში დაათვალიერონ უამრავი შეთავაზება, შეადარონ ერთმანეთს სხვადასხვა ტური თუ პაკეტი, მიიღონ ინფორმაცია ფასების შესახებ, შეადარონ ერთმანეთს რამდენიმე სააგენტო და ამ ყველაფერის საფუძველზე შეარჩიონ მათზე მორგებული, ბიუჯეტური და საინტერესო პაკეტი.

 

პლატფორმა Roommate ერთმანეთთან აკავშირებს ბინის მაძიებელ ადამიანებს და ეხმარება მათ ოთახის მეზობლების პოვნაში. მეორე მხრივ კი, ბინის მეპატრონეებს ბინის გაქირავების პროცესს უმარტივებს. სტარტაპი ერთი წლის წინ შეიქმნა. ის სტუდენტებზე იყო ორიენტირებული და მიზნად ისახავდა, დახმარებოდა მათ, ეპოვათ ერთმანეთი და გამხდარიყვნენ ოთახის მეზობლები ბინის ქირის გაყოფის მიზნით. სტუდენტებისთვის ბინების ძებნის პროცესში გაირკვა, რომ ბინების მეპატრონეები არ ენდობოდნენ სტუდენტებს და არ სურდათ მათთვის ბინების მიქირავება ორი მიზეზის გამო - ერთი მხრივ სტუდენტებს არასანდო გადამხდელებად მიიჩნევდნენ, მეორე მხრივ კი, ჰქონდათ შიში, რომ სტუდენტები ბინას დააზიანებდნენ. ეს ცხადია, უფრო ართულებდა სტუდენტებისთვის ბინების პოვნის პროცესს. ეს პრობლემა „რომმეითმა“ ბინის მეპატრონეებთან აქტიური მოლალაპაკებით და მათთან შეთანხმებით გადაწყვიტა, როთაც პირველად საქართველოში, საფუძველი ჩაუყარა გამართულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ, სანდო სისტემას, რომელიც ერთი მხრივ, საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ჯგუფურად იქირაონ ბინები და გაიყონ ბინის ქირის ხარჯები, რაც აქამდე მათ ძირითად პრობლემას წარმოედგენდა, მეორე მხრივ კი იცავს ბინების მეპატრონეების უფლებებსაც.

 

 

სტარტაპი Helio.AI რეკრუტინგის ახალ, უნიკალურ ავტომატიზებულსისტემას ქმნის. დღეს, როცა მსოფლიო რეკრუტერები თავიანთი დროის 70%-ს რუტინულ საქმიანობას ახმარენ, ტრადიციული შერჩევის პროცესი გაჭიანურებული, ეფექტურობა კი დაბალია, ინოვაციური სისტემა Helio.AI კომპანიებისთვის ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია. უნიკალური სისტემის საშუალებით, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს Helio.AI კომპანიებს გამოცხადებულ ვაკანსიებზე საუკეთესო კანდიდატების 2-ჯერ უფრო სწრაფად შერჩევაში ეხმარება. ამასთანავე, ჰელიოს სოფტიდან შესაძლებელია შერჩევის სრული პროცესისმართვა: ვაკანსიის გამოცხადება, რეზიუმეების ერთ სივრცეში შეგროვება, ბაზების ავტომატური შექმნა, რეზიუმეების სქრინინგი და პოზიციასთან შესაბამისობის დადგენა. კანდიდატის რბილ უნარებს, ქცევით პროფილსა და პოზიციასთან შესაბამისობას კი Helio.AI უნიკალური, სიტუაციური თამაშით განსაზღვრავს.

 

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა და პროგრამა ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პროექტს დაარსების დღიდან მხარს უჭერს თიბისის პროგრამა სტარტაპერი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში

გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს. 

 

ბაბალე ბიზნეს დაჯილდოება 2023- ის ფინალისტია, ნომინაციაში - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის. 

სოციალური საწარმო - ბაბალე დაფუძნდა დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დახმარებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით.