Business news
როგორ გარდაიქმნენ ქართული კომპანიები
21 August 2020
visibility 1718

Postalon.ge - „ფოსტალიონს“ გლოვოს მეშვეობით შეუძლია თქვენი ამანათები მთელი თბილისის მასშტაბით მოიტანოს. აქამდე შიდა საკურიერო მომსახურების გამო, მომხმარებელს ლოდინი უწევდა, ახლა კი ამანათს სასურველ დროს მიიღებს. 

GBE.GE ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ ონლაინ კურსებს გთავაზობთ. დღეს ფიზიკურ კურსებზე დასწრება შეუძლებელია, GBE.GE-ს გუნდი კი ერთადერთ ალტერნატივას და ყველა პაკეტზე 20%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. 


Foodbox - იმისთვის, რომ დისტანციური მუშაობა თქვენთვის მოსახერხებელი იყოს და ლანჩის დროს ჯანსაღი საკვებით იკვებოთ, Foodbox მიტანის სერვისს თბილისის მასშტაბით გთავაზობთ. გუნდმა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო კიდევ უფრო გაამკაცრა სანიტარული ნორმები, რათა მომხმარებელი დაცული იყოს. ლანჩ ბოქსის მიღება Wolt, Glovo და Menu.ge-ს მეშვეობით შეგიძლიათ. 

ნუგბარი - მათ, ვისაც ჩურჩხელა სახლში ყოფნის პირობებშიც ენატრება „ნუგბარი“ მარტო არ დატოვებს. კომპანია სხვადასხვა გათამაშებითაც ახალისებს საკუთარ მომხმარებლებს და სურვილის შემთხვევაში კალათას სახლშიც მოგართმევთ. 

ციტადელი როგორც სამშენებლო მასალების, ისე ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობს. ვენახის მავთული, არმატურა და კიდევ უამრავი დასახელების პროდუქტს მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებთ, სურვილის შემთხვევაში განვადებასაც გამოიყენებთ.