Business news
შეთავაზება თიბისისგან „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ გრძელდება
22 December 2020
visibility 2052

იმ კომპანიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არა აქვთ საკუთარი ონლაინ მაღაზია, თიბისი და VISA განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობენ, რაც ბიზნესს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში დაეხმარება. 

თიბისის და თიბისი და VISA-ს მხარდაჭერით კომპანიებს შეუძლიათ შექმნან საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით განახორციელებენ. 

შეთავაზება მოიცავს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ თიბისის ონლაინ გადახდის სისტემა, სფეისის ციფრული განვადება და მიტანის სერვისი. 

პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან. 

პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელდა, შეთავაზებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ უკვე ისარგებლა. 

200 ბიზნესს ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად დაუფინანსებენ. აგრეთვე ბიზნესები 6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, აგრეთვე, ისინი თიბისის E-commerce-ით 2 თვით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.