Business news
Რა არის და როგორ შეიქმნა DIFLEX?
ბიზნეს ბლოგი
30 May 2023
visibility 5634


თანამედროვე სამყაროს დინამიკურობაში დიდი როლი აქვთ ისეთ გაბედულ და რისკიან ადამიანებს, როგორებიც სტარტაპერები არიან. ამბიციური იდეებითა და რაიმე ღირებულის შექმნის სურვილით სავსე ეს ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში ცვლილებების გაჩენას უწყობენ ხელს, იწვევენ ინდუსტრიების ტრანსფორმაციას და მემკვიდრეობით გადმოცემულ წესებს ახლიდან ადგენენ.

სტარტაპ კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული პრიორიტეტი ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაა. ისინი ემპათიით უყურებენ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან და მათი ცხოვრების გამარტივებასა და უფრო სასიამოვნო გამოცდილებად გადაქცევას ცდილობენ.

იმავე მისიას — ადამიანების ცხოვრების გამარტივებას — ემსახურება თიბისიც, რომელმაც წლებია, პროგრამა სტარტაპერი დააარსა.

ეს უკანასკნელი მცირე ბიზნესებს ტრენინგებს, კონსულტაციებს, ფინანსურ დახმარებასა თუ მედიამხარდაჭერას სთავაზობს. პროგრამის ნაწილია სტარტაპ ისტორიები, ბლოგების სერია, რომლითაც თიბისი საზოგადოებას აქტიურად აცნობს ახალბედა ინოვაციურ კომპანიებს დიდი მიზნებით.

Რა არის და როგორ შეიქმნა DIFLEX?

DiFlex ქოლ-ცენტრის გამარტივებული კონცეფცია და საკომუნიკაციო პლატფორმაა. Პლატფორმაში დაინტეგრირებულია არაერთი მომსახურება რომლებიც, საოფისე ინფრასტრუქტურის არმქონე კომპანიებს საკუთარი ცხელი ხაზის ქონის საშუალებას აძლევს.

“სტარტაპის შექმნის იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც დიფლექსის თანამდამფუძნებლებმა მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილებითა და ინდუსტრიაში დაგროვილი ექსპერტული ცოდნით, შევძელით შეგვექმნა უნიკალური ტექნოლოგიური პროდუქტი სატელეფოო კვლევებისა და ზოგადად ქოლ ცენტრების პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. როდესაც დავინახეთ, რომ დიფლექსი წარმოადგენდა ღირებულ პროდუქტს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს რამდენიმე მსხვილი კომპანიისთვის, გადავწყვიტეთ, დაგვეტოვებინა ჩვენი კორპორატიული საქმიანობა, გადაგვწყო პროდუქტი  საერთაშორისო რეგულაციებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, რაც მოგვცემდა საშუალებას გავსულიყავით გლობალურ ბაზარზე”, - გვიყვება ნინო ხარშილაძე, DIFLEX-ის დამფუძნებელი.

DIFLEX ნიშურ სეგმენტში ოპერირებს, სატელეფონო კვლევების და კონტაქტ ცენტრების პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით. დამფუძნებლები კარგად იცნობენ ამ სეგმენტს და ესმით, რა სჭირდებათ მათ მომხმარებლებს. 

კონკურენტებზე საუბრისას ნინო ხარშილაძის თქმით, ლოკალურ ბაზარზე პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავთ. Სტარტაპი ფოკუსირებულია, გაიზარდოს თავის კონკრეტულ ნიშაში, ანუ სატელეფონო კვლევებში, ჯერ ვერტიკალურად, ხოლო შემდეგ ჰორიზონტალურად. Მათი პრიორიტეტი ამჟამად პროდუქტის დახვეწა და სერვისების ჩამონათვალის გაფართოებაა.

DIFLEX მონაწილეობდა Impact Hub-ის აქსელერაციის პროგრამაში, რომელიც თიბისი სტარტაპერის სპონსორობით ჩატარდა. 

“აქსელერაციის პროგრამამ საშუალება მოგვცა, გაგვეცნო ბევრი საინტერესო ადამიანი, რომლებსაც გავლილი აქვთ ან გადიან ჩვენს გზას, მიგვეღო მათგან რჩევები და ის ცოდნები, რაც გამოცდილების შედეგად აქვთ დაგროვილი. კონტაქტების სიაში უამრავი საინტერესო ადამიანის ჩამატების საშუალება მოგვცა. ასევე დაგვეხმარა, დაგვეხვეწა და გაგვემარტივებინა ჩვენი Pitch deck”- ამბობს ნინო ხარშილაძე და ამატებს, რომ ახალი საინვესტიციო რაუნდისთვის ამ გამოცდილების შემდეგ კიდევ უფრო მზად არიან.

სტარტაპერობის მთავარ გამოწვევებსა და ხიბლზე საუბრისას ნინო გვიყვება, რომ გუნდის კვალიფიკაციამ მათ რისკების გადაზღვევისა და მნიშვნელოვანი შეცდომების თავიდან არიდების შესაძლებლობა მისცა, თუმცა სტარტაპერობის გზამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. 

ძალა მოგვცა გუნდმა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაიჯერეს იდეის და ჩვენთან ერთად შექმნეს გლობალურ მასშტაბზე გათვლილი პროდუქტი. რომლებიც მზად არიან ყოველდღიურად უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებსაც საერთაშორისო ბაზარი გვიკარნახებს. სტარტაპის მთელი ხიბლი სწორედ ამაშია, არც ერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს, არ არის რუტინა და უკიდურესად სწრაფ ტემპში ხდება როგორც გადაწყვეტილების მიღება, ისე მათი აღსრულება. შესაბამისად, როდესაც ამ რეჟიმში გიწევს მუშაობა ყველაფერს განსაკუთრებული ფასი აქვს. ძალიან საინტერესო პროცესებს გავდივართ. მოტივაციას გვაძლევს ერთიანი ხედვა, რწმენა რომ რაღაც დიდს და მნიშვნელოვანს ვაკეთებთ”, - ნინო ხარშილაძე.

Სტარტაპის სამომავლო გეგმები საერთაშორისო ბაზარზე რაც შეიძლება სწრაფ შესვლასა და სწრაფ ზრდას უკავშირდება. ამისათვის დაგეგმილი და შემუშავებული აქვთ სტრატეგია. აპირებენ გახდნენ, იმ დიდი კომპანიების შეთავაზების ნაწილი, რომელთანაც დაინტეგრირებულები არიან. ამ მიზნის მისაღწევად კი აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჟიმში. გუნდის აზრით, DIFLEX იძლევა მასშტაბზე გასვლის საშუალებას, მთავარია მომხმარებლებს მიაწვდინონ ხმა, ახალი ბიზნეს შესაძლებლობები დაანახონ და დაეხმარონ, გახდენ უფრო მოქნილები და ეფექტურები.