Business news
გამარტივებული პროცესი და მეტი დრო საბავშვო ლიტერატურისთვის
16 September 2020
visibility 1778

ბავშვებისთვის კითხვის შეყვარება ისეთი მიზანიარომელსაც განსაკუთრებული ძალისხმევა და მუდვმივი მცდელობა სჭირდება და ცოტა ჯადოქრობაც. 12 წელია მაკა კასრაძეს ამ მიზნიდან არ გადაუხვევიამან 2008 წელს მეუღლესთან ერთად საბავშვო წიგნების გამომცემლობა „ზებრა“ დაარსადა მას შემდეგ ზებრა“ ქმნის იმ მაგიურ სამყაროსრასაც საბავშვო ლიტერატურა ჰქვია და სადაც ბავშვები დაბადებიდანვე ხვდებიან. 

„წიგნთან ურთიერთობა თითქმის დაბადებიდანვე იწყებაამიტომაც ჩვენი გამომცემლობისთვის ასაკობრივი კატეგორია ჩვილობიდან ზრდასრულობამდეა,“ - გვიხსნის მაკა და იმ პროცესზე გვიყვება, რასაც ის ყოველდღიურად გადის, - „დიდი ძალისხმევა მიდის იმაზე, რომ კარგად დამუშავებული ტექსტი მივიღოთ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ილუსტრაციებს და წიგნის პოლიგრაფიულ ხარისხს. რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის წიგნი მივიღოთ, ჩვენ ხომ ბავშვთან გვაქვს საქმე.“

 

საბოლოო ჯამში, ბევრი ასეთი, ერთი შეხედვით, დამღლელი წვრილმანისგან შემდგარი საქმის შედეგი არაჩვეულებრივია - ის მრალფეროვანი წიგნები, რომელსაც „ზებრა“ გამოსცემს.  „ზებრას“ ბიბლიოთეკაში თქვენ ნახავთ ართულ და უცხოურ ზღაპრებსლექსიკონებსგასაფერადებლებსპანორამული სათამაშოს ფორმისაქტივობებისა თუ „ფანჯრებიან“ წიგნებსენციკლოპედიებსსათავგადასავლო და სხვა შემეცნებით ლიტერატურას.

 

გამომცემლობა „ზებრა“ მუდმივად ცდილობს სიახლეები შესთავაზოს ბავშვებს და ამით კიდევ უფრო გაუღვიძოს მათ ინტერესი ლიტერატურისადმი. ამის კარგი მაგალითია პროექტი „წიგნები ჟირაფი ჟოზეს შესახებ“რომელმაც პატარების საყვარელი ანიმაციური ფილმიდან წიგნის ფურცლებზე გადმოინაცვლა. მაკა განსაკუთრებით ამაყობს იმით, ეს პროექტი თავიდან ბოლომდე ქართულია.

 

„ჩვენ აქტიურად ვიწყებთ ქართული წიგნების გამოცემას. რაც უფრო მეტი ძალისხმევა იქნება ამ მიმართულებით, მით უფრო მეტი დინამიკა შეიქმნება,“ - ამბობს მაკა.




ამას გარდა „ზებრას“ პრიორიტეტებშია მხარი აუბას მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს საგამომცემლო სფეროში და თავისი პატარა მკითხველი სიახლეებით გაანებივროს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა განსაკუთრებული პროექტი, რომელიც პატარებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება. ეს არის ენციკლოპედიები აუგმენტურ რეალობაში - წიგნებირომელთა ფურცლებიდან ცხოველები რეალურ გარემოში გადმოდიანგასაფერადებლებირომელშიც პატარების გაფერადებული პერსონაჟები ცოცხლდებიან. სულ ამ გამოცემაში ჯერჯერობით 4 წიგნი შევიდა, მაგრამ დიდია სამომავლო გეგმები.

 

მაკა ძირითადად საგამომცემლო საქმითაა დაკავებული, ავტორებთან მოლაპარებები, საავტორო უფლებების შეძენა უცხოური გამომცემლებისგან და ა.შ. მისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ საქმეს მეტი დრო დაუთმოს. ამიტომაც ფიქრობს, რომ თიბისის ბიზნეს აპი, თავისი ახალი ფუნქციებით მას და მის მეუღლეს, რომელსაც გამომცემლობის ფინანსები და მარკეტინგი აბარია, განსაკუთრებით გაუადვილებთ კომპანიის მართვას.

 

„მე ვფიქრობ, განსაკუთრებით გამოსადეგი და ჩვენთვის საინტერესო არის რამდენიმე ანგარიშს შორის გადართვის ფუნქცია. ძალიან მოსახერხებელია დარჩე ერთ აპლიკაციაში და ამავე დროს გადახვიდე-გადმოხვიდე ანგარიშებს შორის. ყველაფერი, რაც ამარტივებს პროცესებს, ჩემთვის მისასალმებელია,“ - ამბობს მაკა.





ამ ფუნქციის გარდა თიბისი ახალი ბიზნეს აპი მომხმარებლებს სთავაზობს ერთი დიჯიპასით მრავალი დავალების დადასტურებარომელიც ფინანსურ ოპერაციებს ბევრად უფრო ამარტივებს და სწრაფს ხდის დ IBAN სკანერსრომელიც მობილურის კამერით მრავალციფრიანი ანგარიშის ნომერს კითხულობს.

 

ბიზნეს აპის შექმნის მთავარი მიზანიამომხმარებლებისთვის აპლიკაცია ფინანსური ინფორმაციის სწრაფად და ლაკონურად მიწოდების ინსტრუმენტი გახდესმომავალში კომპანიების მმართველები მისი დახმარებით სწრაფად შეასრულებენ სხვადასხვა დავალებასგაეცნობიან კომპანიაში არსებულ ფინანსურ ვითარებას და წვდომა ექნებათ ზოგად ფინანსურ ანალიტიკურ მონაცემებთან.