ბიზნეს სიახლეები
თიბისი ბიზნესისთვის და EasyLegal-ის ერთობლივი შეთავაზება ბიზნესებს
21 აგვისტო 2020
visibility 1521

ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, აქ.ახლა, თიბისის ბიზნესმომხმარებლები კომპანია Consulting Groups-ისგან სრული იურიდიული მომსახურების მიღებას უკვე დისტანციურად, განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ.

 

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, Consulting Groups-მა სულ ახლახან ახალი პლატფორმა - Easylegal შექმნა. ვებ-გვერდი გულისხმობს იურიდიული მომსახურების გაწევას ფიზიკურ სივრცეში მისვლის გარეშე, ხელმისაწვდომ ფასად.

 

თიბისი ბიზნესისთვის და Easylegal-ის ერთობლივი გადაწყვეტილებითერთი თვის განმავლობაშითიბისის ბიზნესმომხმარებლები ნებისმიერი სახის იურიდიულ მომსახურებას დისტანციურადსრულიად უფასოდ მიიღებენ.

 

ვებ-გვერდის საშუალებით  მომსახურების მიღება ძალიან მარტივია. ამისათვის,  ბიზნესის წარმომადგენელმა ბმულზე https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/easylegal-form განაცხადი უნდა შეავსოს, რის შემდეგაც მას პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი უმოკლეს ვადებში გაუწევს კონსულტაციას.

 

კომპანიის, შეთავაზებული მომსახურების, გუნდისა და სამომავლო გეგმების შესახებ უფრო დეტალურად Easylegal-ის დირექტორი, ნინო არაბიძე, საუბრობს.



რა იყო Easylegal-ის შექმნის მიზანი ?

 

პანდემიის პირობებში, სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება ნებისმიერ სფეროში კვალიფიციური ონლაინ მომსახურების მიღება, მათ შორის იურიდიული მიმართულებით. განსაკუთრებით რთული გახდა სერვისის სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად მიღება.

 

CONSULTING GROUPS-მა, რომელიც ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს იურიდიულ მომსახურებას 2014 წლიდან უწევს, მიიღო გადაწყვეტილება, შეემუშავებინა და დაენერგა ისეთი ახალი პლატფორმა, რომელიც კლიენტებს სრულ მომსახურებას სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად გაუწევდა.

 

სწორედ ასე შეიქმნა Easylegal, რომლის მიზანი ადამიანებისთვის მომსახურების მიღების გამარტივებაა. სიმარტივეში იგულისხმება როგორც უმოკლეს ვადებში მაღალი ხარისხის სერვისი, ისე - ხელმისაწვდომი ფასი.

 

Easylegal-ის გუნდს პროფესიონალი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე იურისტები ქმნიან, რომელთა მრავალფეროვანი გამოცდილება მიმართულია ონლაინ-პლატფორმის და მომსახურების სრულყოფისაკენ.

 

რა იურიდიულ მომსახურება სთავაზობთ მომხმარებელს რა არის Easylegal-ის  მთავარი უპირატესობა?

 

ჩვენი პლატფორმა არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, მთავარი კი -  მომხმარებელზე ზრუნვა და მათი დროის დაზოგვაა.

 

Easylegal პლატფორმით სარგებლობის დროს მომხმარებლებს არ დასჭირდებათ ოფისში მისვლა, გასაუბრება, შემდეგ კონკრეტული საბუთების წარმოდგენისთვის ხელმეორედ ვიზიტი. მას შემდეგ რაც მომხმარებელი რამდენიმე წუთში, მარტივად გაივლის რეგისტრაციას პლატფორმაზე, შესაძლებლობა ექნება, დაარეგისტრიროს მოთხოვნა, დასვას სამართლებრივი კითხვა და ატვირთოს შესაბამისი ფაილი.



ჩვენ კომპანიებს ვეხმარებით ისეთი ირიდიული მომსახურების მიღებაში როგორიცაა: ხელშეკრულების დადება ან უკვე მოქმედი ხელშეკრულების გადახედვა; კორპორატიული დოკუმენტაციის შექმნა; შრომითი ხელშეკრულების შედგენა; ზოგადი იურიდიული კონსულტაციები საგადასახადო სამართლის სფეროში; ასევე, შრომის უსაფრთხოების შესახებ კონსულტაცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებო სფერო გახდა დღევანდელ გარემოში.

 

Easylegal მომსახურების ხელმისაწვდომი ფასები დაეხმარება ბიზნესს ნაკლები დანახარჯით მიიღოს კვალიფიციური  სამართლებრივი მხარდაჭერა.

 

 

როგორ აპირებს კომპანია განვითარებას და უახლოეს პერიოდში რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?

 

კომპანია ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე, რაც გულისხმობს მომხმარებლისთვის შეთავაზებული პაკეტების მრავალფეროვნებასა და მომსახურების ხარისხის გაზრდას.

 

აქტიურად ვმუშაობთ  საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იურისტების, ასევე შშმ პირების დასაქმების მიმართულებით.