კომპანია ,,რაფაელო,, დაარსდა 2014 წელს ქალაქ ქუთაისში საოჯახო საკონდიტრო ბიზნესის ბაზაზე. საწარმოში მოხდა საოჯახო რეცეპტების სრულად მორგება მასიურ წარმოებაზე ევროპული სტანდარტებით. კომპანია ყოველწლიურად ვითარდება და წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკონდიტრო საწარმოს, სადაც დასაქმებუილია 150 ადამიანზე მეტი, აქედან უმეტესობა ქალია. კომპანიას აქვს დადებითი გავლენა ადგილობრივ ბიზნეს გარემოზე, ვინაიდან თანამშრომლობს ადგილობრივ მეწარმეებთან და ასევე ჩნდება ახალი ბიზნეს გარემოს შექმნის შესაძლებლობები.
კომპანია „სთოლმა“ დააარსა პირველი და ერთადერთი პერმანენტული ქუჩის ბაზარი საქართველოში "თბილისური ბაზარი", რომელიც იმართება ყოველ შაბათ-კვირას რუსთაველი გამზირზე. 1000-მდე მეწარმე მიიღო ბაზარში მონაწილეობა და ჯამში, მცირე მეწარმეების შემოსავალმა 5.4 მილიონ ლარს მიაღწია. „სთოლმა“ შექმნა სამეწარმეო ბაზრების და სტრიტ ფუდ ფესტივალების კულტურა საქართველოში, რაზეც უამრავი მცირე ბიზნესია დამოკიდებული. თბილისური ბაზარი: * არის მთავარი შემოსავლის წყარო ამ დროისთვის 200-მდე მცირე ბიზნესისთვის. * აჩენს პროდუქტის რეალიზების ფიზიკურს სივრცეს მცირე მეწარმეებისთვის ინვესტიციის გარეშე. * არის იდეალური სივრცე ექსპერიმენტებისთვის, ახალი პროდუქტის და ბიზნესის ტესტირებისთვის მცირედი დანახარჯებით, რაც ხელს უწყობს ახალი ბიზნეს წამოწყებებს. * არის სივრცე, სადაც მომხმარებლები და მწარმოებლები პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს, მომხმარებლები იგებენ სრულ ინფორმაცია პროდუქტის შექმნის შესახებ, ხოლო მწარმოებლები იღებენ პირდაპირ და სწრაფ უკუკავშირს საკუთარ პროდუქტზე. * არის იდეალური სივრცე ტურისტებისთვის ქართული, ლოკალური ნაწარმის ერთ სივრცეში დასათვალიერებლად და შესაძენად. 2022 წელს პირველ მასშტაბურ გასტრონომიულ ღონისძიებას „ზარზეიმს“ ჩაეყარა საფუძველი იმერეთში, რომელიც აერთიანებს დასავლეთ საქართველოში გამორჩეულ კვების ობიექტებს და ღვინის მწარმოებლებს. კომპანია „სთოლი“ ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებს უწევს სამეწარმეო ბაზრების ორგანიზების მომსახურებას, რაც საქართველოში სამეწარმეო ბაზრების განვითარებს უწყობს ხელს.
„ოტიას ეზო“ წყალტუბოს რაიონში ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მდენარეობს და ის სტუმრებს სთავაზობს მუზეუმის დათვალიერებასა და ალკოჰოლური სასმელების ტექნოლოგიების შესწავლას.
კომპანიის მომსახურებაში შედის ღვინის, კრაფტ ლუდისა და მაღალსპირტიანი სასმელების წარმოება - დეგუსტაცია.
კომპანია „ტიმეო“ რეგიონში ლოკოკინების გადამამუშავებელი პირველი საწარმოს მფლობელია. კომპანია ევროპელ პარტნიორებს სთავაზობს საქართველოს ველური ბუნებიდან მოგროვებული ლოკოკინის გადამუშავებულ ნახევრად მზა ხორცს და ნიჟარებს. ლოკოკინის კერძი მსოფლიოში ნიშურ პროდუქტად ითვლება, ეს გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც გადამუშავების პროცესს შეეხება. ბუნებიდან აგროვებული ლოკოკინა ძალიან დიდ და სირთულეებით სავსე გზას გადის საბოლოო მომხმარებლამდე მისაღწევად, იქნება ეს საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში. კომპანიამ განახორციელა 6 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, სოფელ წილკანში შექმნა 2000 კვადრატულ მეტრზე აშენებული ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც პირდაპირ ასაქმებს 170-მდე ადგილობრივს. კომპანია „ტიმეომ“ დიდი როლი ითამაშა საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მცირე ბიზნესის ჩამოყალიბებაში, რომელთაც მისცა ფინანსური რესურსი იმ მიზნით, რომ ქვეყნის მასშტაბით შექმნილიყო ათეულობით ლოკოკინის ჩამბარებელი პუნქტი, რომელიც ქარხანას მოამარაგებდა ნედლეულით. ქარხნის მშენებლობა 2022 წლის მარტში დაიწყო და 3 თვეში, 28 მაისს დასრულდა. ქარხნის ოპერირების 4 თვის თავზე, კომპანია ტიმეომ დააგენერირა 1 000 000 ლარზე მეტი შემოსავალი, წლის ბოლომდე კომპანიის შემოსავალი 2 000 000 ლარამდე გაიზრდება. კომპანია ტიმეოს, მოსახლეობიდან ჩამბარებელი პუნქტების მეშვეობით, შეძენილი აქვს 400 ტონა ლოკოკინა.
„აბრაგი“ არის ლუდის ბარი ძველ თბილისში, რომლის მიზანს წარმოადგენს კრაფტ ლუდის პოპულარიზაცია, ცნობადობის გაზრდა და კრაფტ ლუდის სმის კულტურის დანერგვა საქართველოში. პროდუქტი გამოირჩევა უნიკალური გემოვნური თვისებებით, რომელსაც ჰყავს თავისი მიმდევარი და მოყვარული, ვისთვისაც კრაფტ ლუდი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ესაა კულტურა, რომელიც შეიძლება ხელოვნებას შეადარო, სადაც ხელოვანი სრულიად თავისუფალია თავის შემოქმედებაში. სახელწოდება „აბრაგიც“ სწორედ თავისუფალ და სამართლიან ადამიანთანაა ასოცირებული.
„რკ იმედი“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ მოხეში მდებარეობს. საწარმო შეიქმნა 2018 წელს სახელმწიფოს სააგენტოს თანადაფინანსებით, მასში გაერთიანებულია 17 წევრი. აქ იწარმოება ნატურალური და ჯანსაღი რძის პროდუქტები - ქართულ ყველი, კარაქი და სულგუნი.
„აგრო პლასტის“ პრიორიტეტია ხარისიანი პროდუქციის წარმოება უახლესი მეთოდებით და ადგილობრივი მუშახელის დასაქმება. ასევე პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება და ექსპორტი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. ამჟამად, სტარტაპ დაფინანსების ფარგლებში შენდება ხე-ხილის ბაღები, რაც ხელს უწყობს კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას და რეგიონის განვითარებას.
„ტოპლაინ ქონსთრაქშენის” პროექტი FIDELIO-შეკვეთილში პირველი სასტუმროს ტიპის საცხორებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს ფიჭვნარის ასწლოვან კორომში ზღვიდან 150 მეტრში. ამ უნიკალური მიკრო კლიმატითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეულ კურორტზე, აქამდე მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ მხოლოდ საოჯახო სასტუმროებში ან კერძო სახლებში დაესვენათ. „ტოპლაინ ქონსთრაქშენი“ კი მათ სრულიად ახალ თანამედროვე სერვისს სთავაზობს, რაც შესაბამისად ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებულ მომსახურებას. აპარტ-ოტელი მომსახურების სფეროში მოიცავს, პრემიუმ კლასის სასტუმროს ტიპის ნომრებს, მოსასვენებელ სივრცეებს ოჯახის ყველა ასაკისა და წევრისთვის , ადაპტირებულ გარემოს ოთხფეხა მეგობრებისთვის. კომპლექსი მოიცავს ღია და დახურულ აუზებს, სპას, ბავშვთა გასართობი ზონას, საზაფხულო კინო სივრცეს, საკონფერენციო ოთახს, ქართულ-ფრანგულ ბარ-რესტორანს.
მარკეტინგული სააგნეტო „შინდის“ მთავარი პროდუქტია ციფრული მარკეტინგული მომსახურებები. კომპანია დაარსდა 2015 წელს, ბათუმში და უკვე მე-8 წელია უწყვეტად აწვდის აჭარის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესებს და სამთავრობო უწყებებს მანამდე რთულად ხელმისაწვდომ ისეთ ციფრულ სერვისებს, როგორებიც არის სოციალური მედია მენეჯმენტი, საძიებო სისტემები, ვებ-დეველოპმენი, გრაფიკული დიზაინი და ბრენდინგი.
კომპანია „სამაჩაბლო 2016“ მომხმარებელს უწევს სარეკლამო და საბილბორდე მომსახურებას და მათ სთავაზობს, რომ საქართველოს სამ რეგიონში: კახეთში, ქართლში და მცხეთა-მთიანეთში აქამდე აუთვისებელ ლოკაციებზე განათავსონ რეკლამა. კომპანია მომხმარებელს ასევე სთავაზობს საბილბორდე ვიზუალების დამზადებას, ბეჭდვასა და მონტაჟს.